Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ჩანჩუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩანჩუნი
ჩინ.:长春市
ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფაNanguan District, Kuancheng District, Chaoyang District, Erdao District, Lüyuan District, Shuangyang District, Nong'an County, Jiutai District, Yushu, 德惠市, Gongzhuling, Q15931631?, Q56272337?, Q126415588? და Changchun Automobile Economic and Technological Development Zone
კოორდინატები43°54′00″ ჩ. გ.125°12′00″ ა. გ. / 43.90000° ჩ. გ. 125.20000° ა. გ. /43.90000; 125.20000
დაარსდა1889
ფართობი24734.13 კმ²
ცენტრის სიმაღლე222
კლიმატის ტიპიმუსონური
მოსახლეობა7,674,439 კაცი (2010)
სასაათო სარტყელიUTC+8
სატელეფონო კოდი431
საფოსტო ინდექსი130000
საავტომობილო კოდი吉A
ოფიციალური საიტიchangchun.gov.cn
ჩანჩუნი — ჩინეთი
ჩანჩუნი

ჩანჩუნი — სუბპროვინციული დონის ქალაქიგირინის პროვინციაში, ჩრდილო-აღმოსავლეთჩინეთში. გირინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 7,674,439 ადამიანი. მდებარეობს მდინარეიტუნხეს ნაპირზე. დიდი სარკინიგზო კვანძი.

აღმოცენდაXIX საუკუნის დასაწყისში. 1897-1903 წლებში ჩინეთ-აღმოსავლეთი რკინიგზის გაყვანის შემდეგ გადაიქცა მსხვილ სავაჭრო-სატრანსპორტო ცენტრად. 1931 წელს დაიკავეს იაპონელმა იმპერიალისტებმა, რომლებმაც მარიონეტული სახელმწიფოსმანჯოუ-გოს დედაქალაქად გამოაცხადეს და უწოდეს სინძინი (ახალი დედაქალაქი). 1946 წელს დაიკავეს გომინდანელებმა. გაათავისუფლაჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ 1948 წლის ოქტომბერში.

1800 წელს ამ ადგილებში წარმოიქმნა ჩანჩუნის კომისარიატი. 1825 წელს კომისარიატის საზღვრები გაფართოვდა. ადგილობრივ ქრონიკებში ნათქვამია: ადგილობრივ მოვაჭრეებს ფართო სავაჭროები აქვთ, ამიტომ ორი იეროგლიფის ნაცვლად ჩანჩუნს ხშირად წერენ ერთი იეროგლიფით — კუანი. შედეგად, იმდროინდელი ჩანჩუნი უფრო მეტად ცნობილი იყო როგორც კუანჩენძი. 1889 წელს ჩანჩუნის კომისარიატმა მიიღო ჩანჩუნის გამგეობის სტატუსი.

ქალაქის ზრდა დაიწყო ჩინეთ-აღმოსავლეთ სარკინიგზო გზის სამხრეთის ტოტის აშენებასთან დაკავშირებით. რკინიგზა აქამდე 1898 წელს მოვიდა. რკინიგზის სადგური ააშენეს პატარა ქალაქ კუანჩენძის ჩრდილოეთით (ნანგუანის თანამედროვე რაიონი) და მიიღო იგივე სახელწოდება. რკინიგზის სადგურის რაიონში განვითარდა თანამედროვე ქალაქი, რომელსაც დროთა განმავლობაში უწოდებდნენ კუანჩენძს (კუანჩენის თანამედროვე რაიონი), ხოლო ძველ კუანჩენძს გამგეობის შესაბამისად ჩანჩუნს უწოდებდნენ.

1900 წლის იხეტუანის აჯანყებისას ქალაქი დაიწვა, დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შემდეგ, დასავლეთი კედლის ირგვლივ დაიდგა სამხედრო ბანაკი.იაპონიასთან ომშირუსეთის დამარცხების შემდეგ, პორტსმუთის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ჩანჩუნი მოექცა იაპონიის კონტროლის ზონაში. ჩანჩუნიდან არსებული რკინიგზის სადგური სამხრეთისაკენ აგრეთვეიაპონიას გადაეცა და წარმოიქმნა სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის სადგური.

იაპონელებმაMitsui Trading Co.-ის მეშვეობით ქალაქში შეისყიდეს მიწა და ანექსირებულ მონაკვეთებთან ერთად 1905 წლისათვის მთავრობამ იგი კომერციულ რაიონად გამოაცხადა, რომელიც იმყოფებოდაიაპონიის სარგებლობის ქვეშ. 1907 წლიდან მოყოლებული ქალაქში გოტო სიმპეიას გეგმის მიხედვით განხორციელდა ქალაქის კომერციული განაშენიანება.

1912 წელს ჩანჩუნის გამგეობა გარდაიქმნა ჩანჩუნის მაზრად. 1925 წელს შეიქმნა ქალაქი ჩანჩუნი. 1932-1945 წლებში ჩანჩუნი სინძინის სახელწოდებით იყო სახელმწიფოსმანჯოუ-გოს დედაქალაქი. ქალაქის იაპონურ ნაწილს არაოფიციალურად ეწოდებოდა „პარკოსანი ქალაქი“. იაპონიის ოკუპაციის დროს ქალაქის სიახლოვეს დისლოცირებული იყო „რაზმი 100“. მანჯურიის ოპერაციის შედეგად 1945 წლის აგვისტოში ქალაქი აიღეს საბჭოთა ჯარებმა. ჩანჩუნი დღეს მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

ქალაქი ჩანჩუნი განლაგებულია სუნლიაოს ვაკის ცენტრალურ ნაწილში. 2008 წლის მდგომარეობით ქალაქის საერთო ფართობი შეადგენდა 20 571 კმ²-ს (მუნიციპალურ მიწებთან ერთად 2 583 კმ²). ქალაქი განლაგებულიაზღვის დონიდან 250-350 მეტრ სიმაღლეზე. ჩანჩუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს ტბაძინიუეტანი და პარკი ფართობით 96 კმ². დამახასიათებელია ზომიერი მუსონურიკლიმატი მშრალიზამთრითა და ნოტიო ცხელიზაფხულით. ჩანჩუნიდან აღმოსავლეთით 31 კილომეტრშიალუნძიის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩანჩუნი&oldid=4686929“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp