ჩანანი (ჩინ.:長安 „ხანგრძლივი მშვიდობა“) — ამჟამად უკვე არარსებული ძველი ქალაქიჩინეთში. რამდენიმე ჩინური სახელმწიფოს ძველი დედაქალაქი. იყო იმ სავაჭრო ქარავანების თავშეყრის ადგილი, რომლებიც მოდიოდნენდიდ აბრეშუმის გზაზე. დღესდღეობით ქალაქ ჩანანის ადგილზე მდებარეობს ქალაქისიანი.
ქალაქ ჩანანის ტერიტორია დასახლებულიანეოლითის ხანიდან. იგიიანშაოს არქეოლოგიური კულტურის ცენტრი იყო.ცინის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაარსდასიანი, სადაც იმპერატორცინ შიხუანდის სასახლე და მიწისქვეშატერაკოტის არმია მდებარეობდა. სიანი არსებობას განაგრძობდახანის დინასტიის მმართველობის პერიოდშიც.
ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქები გაერთიანდა. მათ ეწოდა ჩანანი და გახდა სახელმწიფოს დედაქალაქი. ქალაქის დაგეგმარება ოთხკუთხა იყო, კვარტალები განლაგებული იყოჭადრაკის დაფის მსგავსად.VIII საუკუნეში ქალაქის მოსახლეობა ერთ მილიონს აჭარბებდა. ქალაქი დაცული იყო მაღალი სქელი აგურის კედლებით.
მინის დინასტიის მმართველობის პერიოდში დედაქალაქი გადაიტანესპეკინში, ჩანანს კი ეწოდა სიანი.
2014 წლის 22 ივნისს აბრეშუმის გზის ჩანანი-ტიან-შანის მონაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სამ სახელმწიფოს (ჩინეთი,ყაზახეთი,ყირგიზეთი) შეიყვანესიუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
|
|---|
| | კულტურული | | |
|---|
| | ბუნებრივი | |
|---|
| | შერეული | |
|---|
|