Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

შვედეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთის სამეფო
Konungariket Sverige
შვედეთი
შვედეთის
დროშაგერბი
დევიზი: För Sverige i tiden
ჰიმნი: შვედეთის ჰიმნი
Du gamla, Du fria

დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
სტოკჰოლმი
ოფიციალური ენა
რელიგიასეკულარული
ეთნოქორონიმიშვედი
მთავრობაკონსტიტუციური მონარქია
 - მეფეკარლ XVI გუსტავი
 - პრემიერ-მინისტრიულფ კრისტერსონი
საკანონმდებლო ორგანორიქსდაგი
ისტორია
 - კალმარის უნიის წევრი1397-1523 
 - შვედეთის იმპერია1611-1721 
 - ევროკავშირის წევრი1995 წლიდან 
 - ნატოს წევრი2024 წლიდან 
ფართობი
 - სულ450 295[1] კმ2 (55-ე)
 - წყალი (%)8,97
მოსახლეობა
 - ივნისი, 2025 შეფასება 10 592 686[2] (90-ე)
 - სიმჭიდროვე25 კაცი/კმ2 (198-ე)
მშპ (ნომინალი)2025 შეფასება
 - სულ $620,3 მილიონი[3]
 - ერთ სულ მოსახლეზე $58 100
ჯინი (2022)27.6[4]
დაბალი
აგი (2023)0.959[5]
ძალიან მაღალი ·მე-5
ვალუტაშვედური კრონი
სასაათო სარტყელიUTC+01:00
მოძრაობამარჯვენა
სატელეფონო კოდი46
ინტერნეტ-დომენი.se

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურადშვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige[6]) —ქვეყანაჩრდილოეთ ევროპაში,სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრებანორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლოფინეთი აღმოსავლეთიდან. სამხრეთ-დასავლეთიდანერესუნის,კატეგატისა დასკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფსდანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდებისხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავსბალტიის ზღვა დაბოტნიის ყურე. ზღვით სამხრეთიდან ესაზღვრებადანია,გერმანია დაპოლონეთი, აღმოსავლეთიდანესტონეთი,ლატვია,ლიეტუვა დარუსეთი. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულებიგოტლანდი დაელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანააჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე —ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანადევროპაში. დედაქალაქიასტოკჰოლმი. ოფიციალური ენააშვედური. ეროვნული დღესასწაულია6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი —გრიგორიანული. ფულის ერთეულიაშვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი,[7]მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

გეოგრაფიულად არისფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფასამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.

მმრათველობის მხრივ არისკონსტიტუციური მონარქია დასაპარლამენტოდემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიანრიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21ლენისა და 290მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზემშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია,შემოსავლის თანასწორობა,გენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა დაადამიანის განვითარება.[8][9] შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვაევროზონის წევრობაზე. შვედეთი არისგაერთიანებული ერების ორგანიზაციის,NATO-ს,ჩრდილოეთის საბჭოს,ევროპის საბჭოს,მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა დაეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ.

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედური თვითდასახლებაა Sverige ანუ Svea-rike — „სვეას სახელმწიფო“. თვით ხალხის ეთნონიმი შესაძლოა ძველნორვეგიული წარმოშობისა იყოს Svithjoth, სადაც Svi-ის მნიშვნელობა უცნობია, ხოლო გერმანიკულ ენაზე thjod „ხალხს“ შეესატყვისება.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედეთის გეოგრაფია.
შვედეთის ფიზიკური რუკა
კუნძული სანდჰამნი, სტოკჰოლმის არქიპელაგი

შვედეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ზომიერი სარტყლის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყანა მოქცეულია ჩრდილოეთ განედების 55° და 70°-სა და აღმოსავლეთ გრძედების 11° და 25°-ს შორის. გეოგრაფიულად არისფენოსკანდინავიის ნაწილი. ნაპირები უმთავრესად კლდოვანია. სამაპიროს გაყოლებით ბევრი წვრილი კუნძული და შხერია. შვედეთის რელიეფის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა მეოთხელმა გამყინვარებამ.

აღმოსავლეთით გარს ეკვრისბალტიის ზღვაბოტნიის ყურით, რომელიც ქვეყნის სანაპირო ზოლსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს ადგენს. ქვეყნის ჩრდილოეთითსკანდინავიის მთები შვედეთს ნორვეგიისგან ყოფს. ამ მთებშია შვედეთის უმაღლესი მწვერვალი მთაკებნეკაისე (2097 მ.). შვედეთის საზღვარი ნორვეგიასთან (სიგრძე 1,619 მ) არის ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი საზღვარი. სკანდინავიის მთებს აღმოსავლეთით ეკვრის ნორლანდის ზეგანი (200-800 მ.). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ფინეთი. ზღვით ესაზღვრებადანია,გერმანია,პოლონეთი,რუსეთი,ლიეტუვა,ლატვია დაესტონეთი; აგრეთვე იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით,ერესუნის ხიდით უკავშირდება დანიას. შვედეთის ცენტრალური ნაწილი უჭირავს ტბებიან დაბლობს, სამხრეთი ნაწილი სმოლანდის მაღლობს დასკონეს ნახევაკუნძულს. ყველაზე დაბალი სიმაღლე შვედეთში ფიქსირდება ჰამარსჯონის ტბის ყურეში, კრისტიანსტადის მახლობლად, ზღვის დონიდან 2,41 მ. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი სიდიდით მსოფლიოში 55-ე, ევროპაში მე-5, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.[10]

შვედეთის დაახლოებით 15% მდებარეობს არქტიკის წრის ჩრდილოეთით. სამხრეთ შვედეთი ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ხოლო, ჩრდილოეთით ვხვდებით ტყის საფარს. ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულებია გოტლანდი და ელანდი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 65% ტყით არის დაფარული. ჩრდილოეთ განედის 60°-ის ჩრდილოეთით ეწერ ნიადაგზე ჭარბობსტაიგა, სამხრეთით, კორდიან-ეწერ ნიადაგებზე შერეული ტყეებია, სკონეს ნახეარკუნძულზე — ფართოფოთლიანი. შვედეთის ტერიტორიის 14% უჭირავს ჭაობებს, უმთავრესა დნორლანდში.

შვედეთის ბუნებრივი რესურსებიათუთია,რკინის მადანი,ტყვია,სპილენძი,ვერცხლი, საშენი ხე-ტყე,ურანი, ჰიდრორესურსები,მანგანუმი,მინერალური წყალი.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედეთის უმეტეს ნაწილში (გარდა ჩრდილოეთისა) მოქცეულიაზომიერი კლიმატის სარტყელში, რომელიც ხასიათდება ოთხი განსხვავებული სეზონით და მთელი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურით. უკიდურეს სამხრეთ წერტილებში ზამთარი, როგორც წესი, სუსტია; თოვლის და ყინვის პერიოდი შედარებით მცირეა; შესაძლებელია შემოდგომიდან გაზაფხულის პერიოდი მკაფიო ზამთრის გარეშე მოვიდეს. ქვეყნის ტერიტორია კლიმატის მიხედვით იყოფა სამ ტერიტორიად: უკიდურეს სამხრეთ ნაწილი ოკეანური კლიმატით, ცენტრალური ნაწილი ნოტიო კონტინენტური კლიმატით და უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი სუბარქტიკული კლიმატით. ამასთან, შვედეთი გაცილებით უფრო თბილია და მშრალია ვიდრე მსგავს განედებს შორის მოქცეული სხვა ადგილები; ასეთი კლიმატი ძირითადად გამოწვეულიაგოლფსტრიმისა[11][12] და ძირითადი დასავლეთის ქარების ნაკადის გამო, რომელიც დედამიწის ბრუნვის მიმართულებით არის გამოწვეული. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შვედეთში დღეების ხანგრძლოვობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დედაქალაქში,სტოკჰოლმში, დღის შუქი ივნისის ბოლო პერიოდში 18 საათზე მეტ დროს გრძელდება, მაგრამ დეკემბერში დღის ხანგრძლივოდა დაახლოებით 6 საათია. შვედეთი მზის სხივებს ყოველწლიურად 1,100-1,900 საათის განმავლობაში იღებს.[13] ივლისის საშუალო ტემპერატურა სამხრეთში 15-17,5 გრადუსია, ჩრდილოეთში 10-11°C; ხოლო იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურა სამხრეთით 0-დან 5°C-მდეა, ხოლო ჩრდილოეთში -6-14°C. შვედეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი, დაფიქსირდა 1947 წელს მალილაში, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა, —52.6 გრადუსი, აღრიცხეს 1966 წლის 2 თებერვალს ვოგატჯალმში.[14] ნალექები მთაში 1500-1700 მმ-მდეა, სამხრეთ ნაწილში 70-800 მმ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 300-600 მმ წელიწადში.

შიგა წყლები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედეთის ტერიტორიის დაახლოებით 9% უჭირავსტბებს. უდიდესი ტბებიავენერნი,ვეტერნი,ელმარენი,მელარენი. ვენერნი არის ევროპის მესამე უდიდესი ტბა რუსეთში მდებარელადოგისა დაონეგის ტბების შემდეგ. შვედეთში ჭარბობს მოკლე წყალუხვიმდინარეები. ჰიდროენერგიის მარაგით შვედეთი ნორვეგიის შემდეგ მეორე ადგილზეა ევროპაში.

ფლორა და ფაუნა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სკანდინავიის მთებში მთა-ტაიგის მცენარეულობის ზემოთარყის ტანბრეცილი ტყეებია, რომელიც დაჭაობებულ მთისტუნდრაში გადადის. ვაკეზე და ზღვის სანაპიროს გაყოლებით მანანიანი და მდელოებია.

შვედეთშიძუძუმწოვრები მრავალფეროვანი სახით არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა, მათი რაოდენობა მეტად მაღალია.ლაპლანდიაში არისჩრდილოეთის ირემი. ტყეებში ასევე ბინადრობსცხენირემი,შველი,ციყვი,კურდღელი,მელა,კვერნა, ჩრდილოეთ ტაიგაში —ფოცხვერი,მურა დათვი,სამურავი,ლემინგი. ფრინველები 340 სახეობამდეა, თევზები ― 160 სახეობა.

პირველი ეროვნული პარკი შვედეთში ჯერ კიდევ1909 წელს შეიქმნა.1964 წელს გარემოს დაცვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში და რეგულარულად დაიწყო ეროვნული პარკების გაჩენა. ახლა ქვეყანაში16 ეროვნული პარკი და 900 ნაკრძალია. ვინდელფოლენის დაცულ ტერიტორია 562 772 ჰექტარი ფართობით არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორია.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედეთის ისტორია.
შვედეთის სამეფო 1560-1660 წლებში
მეფეგუსტავ ვაზა

ადამიანის კვალი შვედეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულს განეკუთვნება.ტაციტუსის ცნობით ძვ. წ. II ათასწლეულში კონტინენტური ევროპიდან შვედეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ მესაქონლე ტომები, რომლებმაც დაიმორჩილეს მკვიდრი მოსახლეობა. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში შვედეთის ტერიტორიაზე ჩრდილო გერმანული ტომები სვიონები, გაუტები და სხვები ცხოვრობდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან მოიშალა პირველყოფილი თემური წყობილება. ტომები და ტომთა კავშირები დაემორჩილნენ სამხედრო ბელადებს, კონუნგებს. დამყარდა სავაჭრო კავშირებირომთან და მისგერმანულ პროვინციებთან, V საუკუნიდანფრანკებთან, დასავლეთ სლავებთან, აღმოსავლეთბალტიისპირეთის ხალხებთან. შვედივიკინგები ვაჭრობდნენ და თავს ესხმოდნენ მეზობლებს, მათ შორისკიევის რუსეთს,ბიზანტიას და სხვა.

XI საუკუნეში იწყება შვედეთისგაქრისტიანება.ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შვედეთში ნელა მიმდინარეობდა.გლეხობას გააჩნდა პირადი თავისუფლება. მოლაშქრეებისგან და მეფის მსახურებისგან ჩამოყალიბდა ფეოდალური კლასი. 1164 წელსუფსალაში შეიქმნასაეპისკოპოსო. 1335 წელს გაუქმდამონობა. თავისუფალი მოსახლეობა დაიწყო გადასახადის გადამხდელ არამსახედრო ვალდებულ უმრავლესობად და დაუბეგრავ ფრელსებად (რაინდობა). შვედეთის ადრეფეოდალურიცენტრალიზაცია დასრულდაფოლკუნგების დინასტიის (1250-1363) დამაარსებლისბირგერ იარლის და მისი შვილების მმართველობის დროს. XII საუკუნის შუა წლებიდან შვედეთის მმართველებმა დაიწყესფინეთის დაპყრობა, რაც XIV საუკუნეში დასრულდა.ნორვეგიასთან გაერთიანების (1319-1355) შემდეგ მეფედ არჩიეს ნორვეგიის მეფემაგნუს ერიქსონი. მისი მმართველობის დროს სამეფო ხელისუფლება შეიზღუდა სამეფო საბჭოთი (რიქსროდი), შემუშავდა კანონთა კრებული (ლანდსლაგი), ქვეყანა დაიყოპროვინციებად, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ მეფისნაცვლები. ამის შემდეგ მოხდა გაერთიანებადანიასთან. 1397 წელს გაფორმდაკალმარის უნია, რომელმაც ჩრდილოეთის ქვეყნები ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა. დანია შეეცადა შვედეთზე გაბატონებას, რასაც მოჰყვა ანტიდანიურიენგელბრექტ ენგელბრექტსონის აჯანყება. 1448 წელს დანიასთან უნია პრაქტიკულად გაუქმდა.1471 წელს დანიაზე გამარჯვების შედეგად შვედეთმა გარკვეულ დამოუკიდებლობას მიაღწია. 1471-1520 წლებში შვედეთს მართავდნენ სტურეს საგვარეულოს რეგენტები. მათი მმართველობის დროს განტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, განვითარდა ეროვნული კულტურა. 1477 წელს უფსალაში დაარსდა ჩრდილოეთ ევროპაში პირველიუნივერსიტეტი. მრავალ ქალაქში დამყარდაამქრული წყობილება.

1520 წელს დანიის მეფე კრისტიან II-მ,კათოლიკური ეკლესიის დახმარებით, ძალის გამოყენებით აღადგინა დანია-შვედეთის უნია, რასაც მოჰყვასტოკჰოლმის სისხლიანი აბანო. დანიელთა ბატონობას ბოლო მოეღო1521 წელსგუსტავ ერიქსონის აჯანყების შედეგად. კათოლიკე პრელატები მიემხრნენ დანიელებს, რაც1527-1539 წლებში იქცა საეკლესიო მიწებისსეკულარიზაციის და ლუთერანულირეფორმაციის გატარების საბაბად. ამ მიზნით მოწვეულ იქნავესტეროსის რიქსდაგები და განტკიცდალუთერანობა. შვედეთის სამეფო ტახტზე კი ავიდა გუსტავ ერიქსონი, რომელმაც დაამკვიდრავაზათა დინასტია, რის შემდეგაც შვედეთის მონარქია არჩევითის ნაცვლად მემკვიდრეობითი გახდა. გუსტავის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას და გლეხთა მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა გლეხთა აჯანყებები. XVI საუკუნის შუა წლებიდან შვედეთმა დაიწყო ბრძოლაბალტიის ზღვაზე ბატონობისთვის. განაახლა აგრესია აღმოსავლეთით, რასაც მოჰყვაშვედეთ-რუსეთის ომი (1555-1557). ერიკ XIV-მ (1560-1568) ისარგებლალივონიის ომით და1561 წელს დაიკავა რეველი და ჩრდილოეთესტონეთი.1592-1599 წლებში შვედეთსა დარეჩ პოსპოლიტას შორის დაიდო პირადი უნია.1570-1595 წლებში ამ უნიამ გაიმარჯვარუსეთის სამეფოსთან ომში, მაგრამ შვედეთს პოლონეთიდან ემუქრებოდა კონტრრეფორმაციის საფრთხე, ამიტომ შვედეთა უნია გააუქმა. უნიის გაუქმებას მოჰყვა შვედეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის ხანგრძლივი დაპირისპირება ბალტიისპირეთის დაუფლებისთვის.

შვედეთი ამ დროს აღმავლობის გზაზე იდგა. XVI საუკუნეში გაიზარდა მისისაგარეო ვაჭრობა, XVII საუკუნის I ნახევარში განვითარდა სამთამადნო მრეწველობა, ამავე საუკუნის შუა წლებში ჩაისახაადრეკაპიტალისტური წარმოება, დაიწყო კაპიტალის დაგროვება.გუსტავ II ადოლფის მეთაურობით შვედეთმა წარმატებას მიაღწია რუსეთთან1610-1615 და რეჩ-პოსპოლიტასთან1610-1611 და1617-1629 წლების ომებში. 1630 წელს შვედეთი მონაწილეობდაოცდაათწლიან ომში ანტიჰაბსბურგული კოალიციის მხარეს. ომი დასრულდა1648 წელსვესტფალიის ზავით. 1643-1645 და 1657-1660 წლებში დანიის წინააღმდეგ ომების შედეგად შვედეთმა დაიპყრო დანიის სამფლობელოსკანია სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნორვეგიის ნაწილი. XVII საუკუნის ომების შედეგად შვედეთიევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. დედოფალკრისტინას (1632-1654) მმართველობის დროს სახნავი მინდვრების 70% თავადაზნაურთა ხელში გადავიდა.კარლ XI-მ (1660-1697) გაატარა რედუქცია, რომლის შედეგად მიწების 50% სამეფო ხელისუფლებას დაუბრუნდა. რედუქციამ ხელი შეუწყო შვედეთის კაპიტალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 1680 წელს შვედეთში დამყარდააბსოლუტური მონარქია. XVIII საუკუნის დამდეგს შვედეთი რკინის მთავარი ექსპორტიორი და მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი იყო ევროპაში. სამხედრო-ეკონომიკური უპირატესობის გამო მან წარმატება მოიპოვაჩრდილოეთის ომში (1700-1721), დაამარცხა რუსეთიპოლტავისა დაგანგუტის ბრძოლებში. მაგრამ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. 1721 წლისნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით შვედეთმა რუსეთს დაუთმო თავისი ყველა სამფლობელო ბალტიისპირეთში, სამხრეთ-დასავლეთიკარელია დავიბორგი.კარლ XII-ის სიკვდილის შემდეგ შვედეთში დასრულდა აბსოლუტიზმის პერიოდი. 1719-1723 წლებში მეფის ხელისუფლება მკვეთრად შეიზღუდა რიქსროდითა დარიქსდაგით. XVIII საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა „ქუდების“ პარტია, რომელმაც 1738 წელს კავშირი შეკრა საფრანგეთთან და ჩამოაგდო კანცლერ ჰურნის მთავრობა. „ქუდების“ პარტიის მთავრობის მიერ დაწყებულიომი რუსეთთან (1741-1743) დასრულდა შვედეთის მარცხით დააბოს ხელშეკრულებით. შვედეთი დამარცხდა 1756-1763 წლების შვიდწლიან ომშიც. 1773 წელს მეფეგუსტავ III-მ განახორციელა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, შეზღუდა რიქსდაგის უფლებამოსილებები, გაზარდა მეფის ძალაუფლება და თავად-აზნაურთა პრივილეგიები.

მიუხედავად ამ გადატრიალებისა, XIX საუკუნეში გაღრმავდა ფეოდალური ურთიერთობის დაშლა.1807-1827 წლის აგრარულმა რეფორმებმა და ტყის მასივებისპრივატიზაციამ მოშალა სამიწათმოქმედო თემი. 1809 წლის გადატრიალების შედეგადგუსტავ IV ადოლფი ჩამოაგდეს. იმავე წლის ივნისში მიღებულ იქნაკონსტიტუცია, რომელიც მეფის ხელისუფლებას ზღუდავდა რიქსდაგის სასარგებლოდ. 1818 წელს შვედეთის მეფედ არჩეულ იქნანაპოლეონის ყოფილი მარშალი ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი, რომელიც გამეფდაკარლ XIV-ის სახელით და საფუძველი ჩაუყარაბერნადოტების დინასტიას, რომელიც დღემდე შვედეთის სამეფო დინასტიაა. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან გაჩნდა პირველი საწარმოები ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. გაყვანილ იქნატელეგრაფი. 1864 წელს გამოცხადდა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობის სრული თავისუფლება. დაარსდა მსვილი კერძო ბანკები დასააქციო საზოგადოებები. დაიწყო სოფლის მოსახლეობის მასობრივიემიგრაცია აშშ-ში. 1865-1866 წლებში ჩამოყალიბდა არაწოდებრივ, მხოლოდ ქონებრივ ცენზზე დაფუძნებული ორპალატიანი რიქსდაგი. XIX საუკუნის ბოლო მესამედშიინდუსტრიალიზაციამ უმაღლეს საფეხუს მიაღწია. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანიაერიქსონი. ინდუსტრიალიზაციას თან სდევდა მუშათა მოძარაობის აღმავლობა (მეტალურგთა გაფიცვა 1905,საყოველთაო გაფიცვა, 1909). გაჩნდა პოლიტიკური პარტიები.1889 წელს დაარსდაშვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, 1904 წელს —შვედეთის ზომიერი პარტია. პარტიები იბრძოდნენ საპარლამენტო რეფორმებისთვის.1905 წელს მშვიდობიანად დაიშალა ნორვეგია-შვედეთის უნია. 1907-1909 წლებში განხორციელდა საპარლამენტო რეფორმა.

პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა სამხედრონეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა პრაქტიკულად ეჭირა პროგერმანული პოზიცია. 1916 წელს წყალქვეშა ომმა და ბლოკადამ შვედეთში საწვავის და წარმოების კრიზისი გამოიწვია. ამ დროს შვედეთს მართავდადაგ ჰამარშელდის მთავრობა. 1918 წელს შვედეთმა შეწყვიტა ვაჭრობასაბჭოთა რუსეთთან. 1920 წელს შვედეთის სათავეში პირველად მოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1921 წელს შემოღებულ იქნა ხმის მიცემის საყოველთაო უფლება. 1920 წელს შვედეთი გახდაერთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთა ლიგამ 1921 წელს შვედეთსა და ფინეთს შორის სადავოალანდის კუნძულები ფინეთს მიაკუთვა. შევდეთი უკმაყოფილო იყო ამ გადაწყვეტილებით, თუმცა შეეგუა მას. 1924 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობებისაბჭოთა კავშირთან. ომისმშედგომ პერიოდში აღმავლობა განიცადა შვედეთში წარმოებამ და კაპიტალმა. ამავდროულად, 1920-1932 წლებში 11-ჯერ შეიცვალა ქვეყნის მთავრობა. 1932-1946 წლებში 101 დღის გამოკლებით მთავრობას სათავეში ეგდა სოციალ-დემოკრატიპერ ალბინ ჰანსონი. მისი მმართველობის პერიოდში მთავარი საგარეო გამოწვევა იყო საბჭოთა კავშირისა დანაცისტური გერმანიის საფრთხეებთან გამკლავება. 1936-1939 წლებში მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები, გაიზარდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. შვედეთმამეორე მსოფლიო ომის დროსაც შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამისასსრკ-ფინეთის ომში სამხედრო დახმარებას უწევდა ფინეთს.

ომისშემდგომ პერიოდში შვედეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიტაგე ერლანდერი. ის პრემიერ-მინისტრი იყო 1946-1969 წლებში. ამ დროს ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი რეფორმა გაატარა. ამ პერიოდის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იკვებებოდა სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეით. შვედეთი თავს იკავებდა როგორცნატოს, ასევევარშავის პაქტისაგან. 1946 წელს შვედეთი შევიდაგაეროში. 1948 და 1958 წლებში მიიღეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამა. 1949 წელს შვედეთი შევიდაევროპის საბჭოში. 1952 წელს შვედეთი გახდაჩრდილოეთის საბჭოს თანადამფუძნებელი. 1950-აინ წლებში აქტიურად იდგა ბირთვული საკითხი. შვედეთის მთავრობამ უარი თქვა არმიის ბირთვული იარაღით აღჭურვაზე, თუმცა 1959 წელს არ დაუჭირა მხარი სსრ-სა და ფინეთის წინადადებაზე ჩრდილოეთის ქვეყნების უბირთვო ზონად გამოცხადების შესახებ. 1950-იან წლებში გაფართოვდა სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი, ჩამოყალიბდაშერეული ეკონომიკა, 1960-იან წლებში შეიქმნა სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი, სახელმწიფო საწარმოები. 1969-1976 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრი იყოულოფ პალმე.1970 წლიდან რიქსდაგი გახდა ერთპალატიანი. 1970-იანი წლების ბოლოს შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით პრობლემური გახდა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1974-1975 წლები განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც ახალი სახე მიიღო ქვეყნის კონსტიტუციამ, მეფეს დარჩა მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიული როლი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წლის არჩევნები, სადაც სოციალ-დემოკრატები დამარცხდნენ, რამაც დაასრულა ამ პარტიის 40 წლიანი მმართველობა. 1976-1982 წლებში შვედეთი იმართებოდა ცენტრისტული პარტიის მიერ და პრემიერ-მინისტრი იყო ტ. ფელდინი. 1982-1986 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი კვლავ ულოფ პალმემ დაიკავა, რომელიც მოკლეს 1986 წელს.

1990-იანი წლების დასაწყისში შვედეთში უძრავი ქონების კრიზისი დაიწყო. შვედეთისმთლიანი შიდა პროდუქტი დაეცა 5%-ით. ამაზე საპასუხოდ, ზომიერი პარტიის მთავრობის და პრემიერკარლ ბილდტის მმართველობის დროს შემცირდა სახელმწიფოს როლი და მოხდა სკოლებისა და სახელმწიფო სერვისების ნაწილობრივი პრივატიზაცია. 1994 წელს მოსახლეობამ რეფერენდუმზე 52,3%-ით მხარი დაუჭრა შვედეთის გაწევრიანებასევროკავშირში, რაც განხორციელდა 1995 წელს. თუმცა 2003 წელს ასევე რეფერენდუმით შვედეთმა უარი თქვაევროზონაში გაწევრიანებაზე. შვედეთი მჭიდროდ თანამშრომლობდანატოსთან სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის დარგში. ამასთან, აწარმოებდა იარაღის ექსპორტს. 2010-იან წლებში გაზრდილი იმიგრაციის შედეგად შვედეთი თანდათანობით გახდა მრავალეთნიკური და მულტიკულტურული სახელმწიფო. შვედეთში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია2015 წლის იმიგრაციულმა ნაკადებმა. შვედეთის მთავრობას მონაცვლეობით მართავენ სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი პარტიები. 2021-2022 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას პირველად იკავებდა ქალი —მაგდალენა ანდერსონი. 2022 წელს,რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შვედეთმა განაცხადა NATO-ს წევრობის განზრახვის შესახებ და 2024 წლიდან ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი.

პოლიტიკური სისტემა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
შვედეთის სამეფო

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
შვედეთის
პოლიტიკა და მთავრობა


მონარქია

სხვა ქვეყნები ·ატლასი
 პოლიტიკის პორტალი
მთავარი სტატია: შვედეთის პოლიტიკური სისტემა.

შვედეთიკონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებსშვედეთის კონსტიტუცია, რომელიც 4 აქტისგან შედგება. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტირიქსდაგი, რომელსაც ჰყავს 349 წევრი და დაარსებულია 1435 წელს. პარლამენტი საყოველთაო არჩევნებით ოთხ წელიწადში ერთხელ კომპლექტედება. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. შვედეთის სამეფოს სათავეში 1818 წლიდან დგასბერნადოტების სახლი. შვედეთის მეფეები იყვნენოსკარ II (1872-1907),გუსტავ V (1907-1950),გუსტავ VI ადოლფი (1950-1973),კარლ XVI გუსტავი (1973-დან). მეფეს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნისშვედეთის მთავრობას, რომელიც უფებამოსილია დაითხოვოს რიქსდაგი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს რიქსდაგი. მთავრობა ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. მოქმედი პრემიერ-მინისტრიაულფ კრისტერსონი (2022 წლიდან).

შვედეთში რვა ძირითადი პოლიტიკური პარტიაა.შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია დაშვედეთის ზომიერი პარტია მონაცვლეობით აკომპლექტებენ შვედეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან დღემდე. სხვა მნიშვნელოვანი პარტიებიაშვედეთის ცენტრის პარტია დაშვედეთის ლიბერალური სახალხო პარტია, რომლებიცევროპული განახლების წევრები არიან, ასევეშვედეთის მემარცხენე პარტია და შედარებით ახალი პოლიტიკური ძალა ―შვედი დემოკრატები (დაარსდა 1988 წელს).

ადმინისტრაციულად შვედეთი იყოფა 21 ოლქად,ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, რამაც ჩაანაცვლა შვედეთისისტორიულ პროვინციებად დაყოფის სისტემა. ლენები იყოფაკომუნებად. შვედეთში სულ290 კომუნაა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქის, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რიცხვი 3 ათასზე ნაკლებია. შვედეთში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 35,6 ათას ადამიანს.

შვედეთის სახელმწიფო სიმბობლოებიაშვედეთის გერბი დაშვედეთის დროშა.

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედეთის მოსახლეობა.

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია.[7] 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.[15][16] მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენშვედები. შვედეთი, რომელიც 1980-იან წლებში ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა იყო,გლობალიზაციის პარალელურად სულ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდება. დღესდღეობით ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ.[17] მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებიასაამები დაფინელები.

მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 22,5 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმისმეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებიაგეტებორგი დამალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია.სკონეს დასავლეთ ნაწილში,ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეა ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო დაუფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.

1820-დან 1930-იან წლებამდე დაახლოებით 1,3 მილიონი შვედი, იმ დროს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი,ემიგრაციაში წავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში (უმეტესი მათგანი დასახლდააშშ-ში). აშშ-ის აღწერის ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, 4,4 მილიონზე მეტიშვედი ამერიკელი ცხოვრობს აშშ-ში. კანადაში შვედების 330 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს.[18]

ენა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედური ენა.

ქვეყნის ოფიციალური ენა არისშვედური ენა,[19][20] შვედური მიეკუთვნებაგერმანული ენების ჯგუფს, რომელიც ძალიან ჰგავსდანიურ დანორვეგიულ ენებს, თუმცა ერთმანეთისგან გამოთქმასა და ორთოგრაფიაში განსხვავდებიან. შვედური ენის გაგება ნორვეგიელებს ნაკლებად უჭირთ, ხოლო დანიელებს - ცოტათი უფრო მეტად. ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ლაპარაკობენსკონეს დიალექტზე, რომელსაცდანიურთან აქვს მჭიდრო კავშირი, რადგან აღნიშნული ტერიტორია დიდი ადრე დანიელებს ეკუთვნოდათ. ენობრივ უმცირესობებს შორის ყველაზე გავრცელებულია შვედური ფინური, რომელზეც მოსახლეობის დაახლოებით 5% საუბრობს.[21] სხვა ოფიციალურად აღიარებულ ენობრივ უმცირესობებში აგრეთვე შედიან:მეუნკელის დიალექტები,საამური ენები,აწინკნური ენა დაიდიში.

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: რელიგია შვედეთში.

XI საუკუნემდე შვედები მისდევდნენ ძველ ნორვეგიულ რელიგიას და თაყვანს სცემდნენასებს; მათი მთავარი საკულტო ცენტრი იყოუფსალის საკათედრო ტაძარი.ქრისტიანობა შვედეთში X საუკუნეში შევიდაანსგარის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად. მანვე მოაქცია პირველი შვედები ქრისტიანულ რჯულზე. გაქრისტიანებასთან ერთად შეიცვალა ქვეყნის კანონები: სხვა ღვთაებების თაყვანისცემა აიკრძალა და ეს აკრძალვა ძალაში XIX საუკუნემდე რჩებოდა. 1530-იან წლებშიპროტესტანტული რევოლუციის შემდეგ ქვეყანაშიკათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა და შვედეთშილუთერანიზმი გავრცელდა. ლუთერანიზმთან შეგუება დასრულდა 1593 წელს ჩატარებულ უფსალას სიონდზე და შემდეგ იგი ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. XVIII საუკუნის ბოლოს რელიგიური შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და კათოლიკური ეკლესიისა დაიუდაიზმის მიმდევრებს ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცათ. თუმცა, 1860 წლამდე ლუთერანობიდან სხვა რელიგიაზე გადასვლა კვლავ უკანონოდ რჩებოდა.

2000 წელსშვედეთის ეკლესიამ სახელმწიფოს რელიგიის სტატუსი დაკარგა. შვედეთი გახდაფინეთის შემდეგ ჩრდილოეთის მეორე ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო რელიგიას სტატუსი ჩამოართვა.[22]შვედეთის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს სწამს რაიმე სახისღმერთის.[23] ზოგადად რელიგიას მნიშვნელოვნად მოსახლეობის მხოლოდ 10% თვლის.[24] 2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის 57,7% მიეკუთვნება შვედეთის ეკლესიას. აღნიშნული რიცხვი წლიურად დაახლოებით 1.5%-ით მცირდება.[25][26]1996 წლამდე ბავშვები ავტომატურად ხდებოდნენ ლუთერანები თუ რომელიმე მშობელი მაინც იყო შვედეთის ეკლესიის წევრი. ხოლო 1996 წლიდან მხოლოდ მონათლულნი ითვლებიან ეკლესიის წევრებად.ეკლესიის წევრთა დაახლოებით 2% რეგულარულად ესწრება საკვირაო მსახურებებს.[27] დაახლოებით 275,000 ადამიანი ევანგელისტური პროტესტანტიზმის სხვადასხვა მიმდინარეობას აღიარებს; დაახლოებით 100,000 ადამიანი აღიარებსმართლმადიდებლობას, ხოლო 92,000კათოლიკეა.

ჯანდაცვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შობადობა 1000 სულ მოსახლეზე შეადგენს 12,1-ს, ხოლო გარდაცვალება 9,4-ს, ბავშვთა სიკვდილიანობა — 2,6-ს (2017-2018). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 83,1 წელი. ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს კურირებს ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა სამინისტრო.საავადმყოფოების მართვაში დიდი როლი აქვსლენების საბჭოებს. შვედეთის უდიდესი ჰოსპიტალი Södersjukhusetსტოკჰოლმის ლენის საკუთრებაა.

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედეთის ეკონომიკა.
შვედეთის ბუნებრივი რესურსების რუკა

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები.მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12%მრეწველობაში, 2%სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.

შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებულიშერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-ს.[28] სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად.[29] ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი,Volvo,Ericsson,Electrolux დაSKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა დაინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა.XX საუკუნეში სამხედრონეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვსტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

მრეწველობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედეთის ეკონომიკის ბურჯად ხე-ტყის რესურსები, ჰიდროენერგია და რკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. რკინის მადნის მოპოვების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (კირუნა და ელივარე). იღებენ ასევე ფერად ლითონებსაც. მნიშვნელოვანი როლი გააჩნიამანქანათმშენებლობას. შვედეთი არის ავტომწარმოებელი კომპანია„ვოლვოს“ სამშობლო, რომელსაც სათაო ოფისიგეტებორგში აქვს. განვითარებულია გემთმშენებლობა და ავიამშენებლობა. ხე-ტყის დამუშავების ძირითადი რეგიონებია ბოტნიის ყურისა და ვენერნის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროები. მრეწველობაში დასაქმებულია სამუშაო ძალის 12% და მასზე მოდის მშპ-ის 33%.

ენერგომომარაგების წყაროებია ჰიდრორესურსები (44%) და ატომური ელსადგურები (47%). მოქმედებს სამი ატომური ელექტროსადგური ფორსმარკი, ოსკარსჰამნი და რინგჰალსი. 1973 წლის ნავთობკრიზისმა გააძლიერა შვედეთის მცდელობა, იყოს ენერგოდამოუკიდებელი.

სოფლის მეურნეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა გამოირჩევა ინტენსიურობით, მაღალი პროდუქტიულობითა და საქონლურობით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მცირე როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობა სამუშაო ძალის დასაქმების და მშპ-ში წილის მხრივ 2%-ის ფარგლებშია. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებიამეცხოველეობა და მერძევეობა. მემცენარეობაში წამყვანია საკვები კულტურების წარმოება. მოჰყავთ ქერი, შაქრის ჭარხალი, შვრია. მისდევენთევზჭერას.

ტრანსპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ტრანსპორტი შვედეთში.

შვედეთში ტრანსპორტის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. აეროპორტი ყველა მსხვილ ქალაქშია განლაგებული. ყველაზე დიდი აეროპორტია არლანდას აეროპორტი სტოკჰოლმში. სამხრეთ შვედეთში ასევე აქტიურად გამოიყენებაკოპენჰაგენის აეროპორტი, რადგანაც კოპენჰაგენიერესუნის ხიდის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლით მარტივად უკავშირდება ქალაქმალმეს. შვედეთი რკინიგზით ასევე უკავშირდება ნორვეგიასა და ფინეთს. შვედეთს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავსადგური, მათ შორის სტოკჰოლმი,ჰელსინგბორგი, გეტებორგი და მალმე. საზღვაო მიმოსვლა არის გერმანიასთან, დანიასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან.

ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი მეტროპოლიტენიასტოკჰოლმის მეტროპოლიტენი.ტრამვაი დადის გეტებორგში,ნორჩეპინგში, სტოკჰოლმსა დალუნდში. უმსხვილესი გადამყვანია სახელმწიფო სამგზავრო კომპანია SJ AB.

საგარეო ვაჭრობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არიანგერმანია,აშშ,ნორვეგია,გაერთიანებული სამეფო,ნიდერლანდები,დანია დაფინეთი. შვედეთი უმეტესად ვაჭრობსევროკავშირის და ჩრდილოეთ ევროპის ქვყნებთან. სხვა ქვეყნებიდან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს მხოლოდაშშ-სთან, ასევე, შედარებით ნაკლები მოცულობით —ჩინეთთან. 2017 წელს ექსპორტმა შეადგინა $169,7 მილიარდი, ხოლო იმპორტმა $154,8 მილიარდი. ძირითადი საექსპორტო საქონელია ავტომობილები, ფოლადი, რკინის მადანი, ქაღალდის პროდუქცია, ხე-ტყე, ქიმიური ნაწარმი, სამხედრო ნაწარმი. ძირითადი მიპორტული საქონელია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ნაწარმი, საავტომობილო ძრავები, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი.

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
შვედური წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV9040

შვედეთის არმია საკონტრაქტო პრინციპით კომპლექტდება. ქვეყანას ასევე გააჩნია რეზერვისა და მოხალისეების სისტემა. შეიარაღებულ მომზადებას გადიანკარლბერგის სამხედრო აკადემიაში. შვედეთი არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტის ღია მონაწილე 1814 წელს შვედეთ-ნორვეგიის ომის შემდეგ. შვედეთი ინარჩუნებდა სამხედრონეიტრალიტეტს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე. 2024 წლიდან შვედეთი NATO-ს წევრია.

შვედეთის შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. სამხედრო ძალა შედგება 22500 ადამიანისგან. უმაღლესი მთავარსარდალია მეფე, თუმცა 1975 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მისი როლი მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიულია. შეიარაღებულ ძალებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავრობა და უშალოდ შეაიაღებული ძალების მთავარსარდალი. ჯარები შეარაღებულია ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, ჯავშანტრანსპორტიორებით და სხვა აღჭურვილობით. სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია 207 საბრძოლო თვითმფრინავი. სამხედრო-საჰაერო ბაზები განთავსებულიაუფსალაში,კალინგეში,ლინჩეპინგსა დალულეოში. სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 5 წყალქვეშა ნავი, 7 კორვეტი და 150-ზე მეტი სხვა ხომალდი. მთავარი საზღვაო ბაზებიაკარლსკრონასა და სტოკჰოლმში.

განათლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედეთის განათლების სისტემა.

1-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის შვედეთში გარანტირებულია ადგილი საჯარო საბავშვო ბაღში. 1962 წლიდან შვედეთში დაინერგა სავალდებულო 9-წლიანი სწავლება სკოლაში. სკოლაში სწავლება სავალდებულოა ბავშვებისთვის 7 წლიდან. სასწავლო წელი შვედეთში აგვისტოდან ივნისის შუამდე გრძელდება და ორ სემესტრად იყოფა. წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა შვედეთში ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. 9 კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეების 90% სწავლას აგრძელებს გიმნაზიაში, სადაც იღებენ პროფესიულ განათლებას ან ემზადებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებაში შესასვლელად. შვედეთში 15 სახელმწიფოუნივერსიტეტია. მათგან უძველესიაუფსალისა დალუნდის, ყველაზე ახალი კიმალმეს უნივერსიტეტი. დიდი უნივერსიტეტებიასტოკჰოლმის უნივერსიტეტი, გეტებორგისა და უმეოს უნივერსიტეტები.შვედეთის სამეფო ინსტიტუტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია,შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი კი სკანდინავიაში უდიდესი ტექნოლოგიური სასწავლებლის წოდებას ჰელსინკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ეცილება. შვედეთის ზრდასრული მოსახლეობის 83%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (2017). განათლების სისტემადეცენტრალიზებულია და ის წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მილიონიკრონით ფინანსდება.

კულტურა და ხელოვნება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედური კულტურა.

შვედეთში ყოველწლიურად გაიცემანობელის პრემია, რომელიც შვედი გამომგონებლის,ალფრედ ნობელის მიერაა დაწესებული. ნობელის პრემიის ლაურეატების შერჩევა და დაჯილდოება (გარდა მშვიდობის დარგისა) ხორციელდება შვედეთის ორგანიზაცის მიერ და ტარდება სტოკჰოლმში.

შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 1661 წელს დაარსდა და 18 მილიონზე მეტ წიგნს ინახავს. შვედეთის მუზეუმებიაეროვნული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქალაქ სტოკჰოლმის მუზეუმი, ჩრდილოეთის მუზეუმი, სკანსენი.

შვედეთში პრესა ძალიან პოპულარულია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოცემაადაგენს ნიუჰეტერი. რადიომაუწყებლობა მუშაობს 1924 წლიდან, ტელევიზია 1956 წლიდან.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედური ლიტერატურა.

უძველესი შვედური ლიტერატურული ძეგლები შემორჩენილია ქვაზერუნების სახით. X-XI სს ფეოდალიზმის ჩამოყალიბებასა და ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით წარმოიშვა რელიგიური ლიტერატურალათინურ ენაზე. იქმნებოდა ისტორიული ქრონიკები დაკურტუაზული პოეზია, პარალელურად — ხალხური ბალადები და სიმღერები. XV საუკუნეში პოპულარული იყო ატრიოტული პოეზია. XVI საუკუნეში ევროპულიაღორძინებისა დარეფორმაციის გავლენით განმტკიცდაჰუმანისტური პრინციპები. დიდი ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობა მოიპოვა შვედური რეფორმაციის ბელადის, თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებლისოლაუს პეტრის (1493-1552) ნაწარმოებებმა. XVII ს. ი. მესინიუსმა (1579-1636) დასაბამი მისცა შვედურ დრამატურგიას. ამავე საუკუნეში წარმოიშვა ლირიკული პოეზია. აღორძინების იდეოლოგია წარმოჩნდა გ. შარნიელმის (1598-1672) შემოქმედებაში. საუკუნის დასასრულსბაროკოს გავლენით შეიქმნა პასტორული ნაწარმოებები. XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდაგანმანათლებლური ლიტერატურა, რომლის უდიდესი წარმომადგენელი იყო უ. დალინი (1708-1763). პირველი შვედი რომანისტი იყო ი. ჰ. მერკი. ამ პერიოდის პოეზია წარმოდგენილია ლიტერატურული ჯგუფის „აზრის მშენებელთა“ შემოქმედებით. გვიანდელი განმანათლებლობის უდიდესი მოღვაწე ი. ჰ. ჩელგრენი მიჰყვებოდაკლასიციზმის პრინციპებს.

პოეზიის დემოკრატიულ ტრადიციებს ავითარებდა კ. მ. ბელმანი (1740-95). კლასიციზმის ეპიგონებისა და განმანათლებლური ილუზიების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულეს რომანტიკოსებმა.ესაიას ტეგნერის პოემამ „ფრიტიოფის საგამ“ დიდი როლი შეასრულა შვედური პოეზიის ენისა და სტილის დახვეწაში. სოციალურ-კრიტიკული პრობლემატიკა გამოჩნდაკარლ ალმკვისტის შემოქმედებაში, რომელმაც გეზი მისცარეალიზმს. XIX საუკუნის 30-50-იან წლებში იწერებოდა ყოფითი რომანები. 40-იანი წლების პოეზიაში თავი იჩინა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოტივებმა. 70-80-იანი წლების მიჯნაზე აშკარად გამოიკვეთა კრიტიკული რეალიზმის ტენდენციები. ახალი ეტაპი აღინიშნაავგუსტ სტრინდბერგის მოღვაწეობით, რომლის ირგვლივ გაერთიანდნენ ე.წ. ოთხმოციანელები“, რომლებსაც შემდგომში „ახალგაზრდა შვედეთი“ ეწოდათ. მის შემოქმედებაში გაჩნდანატურალისტური ტენდენციები. ახალი თაობის ანუ 90-იანი წლების რომანტიკოსების ბელადი იყოკარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (1859-1940).

XX საუკუნის დამდეგს შეიქმნა მუშათა კლასის ცხოვრების ამსახველი პირველი ნაწარმოებები (მ. კოკი 1882-1940; დ. ანდერსონი 1882-1920; მ. სანდელი 1870-1927).პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შიშის, დაბნეულობისა და შეშფოთების განწყობილება აისახაპერ ლაგერკვისტის და ბ. შებერგის შემოქმედებაში. 1929 წელს ე.წ. პრიმიტივიზმისა და ვიტალიზმის პროგრამით გამოვიდა ჯგუფი „ხუთი ახალგაზრდა“ (ა. ლუნდკვისტი,ჰარი მარტინსონი, ე. ასკლუნდი, ი. ჩელგრენი, გ. სანდგრენი). სოციალური რეალიზმის მამამთავარი გახდა ი. ჩელგრენი. 30-იან წლებში ინტენსიურად ვითარდებოდა რეალისტურ-სოციალისტური რომანი. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა სოციალური პრობლემები ე.წ. სტატორის სკოლის წარმომადგენელთა ნაწარმოებებში. ამ პერიოდის პოეზია მეტწილადექსპრესიონისტული ხასიათისა იყო. გარდა ამისა, ასპარეზზე გამოვიდაასტრიდ ლინდგრენი, რომლის შემოქმედებაც ბევრად შორს გასცდა მშობლიური შვედეთის საზღვრებს. ასტრიდი საბავშვო მწერალი იყო, ამიტომ თავისი ნაწარმოებების გამო პოლიტიკურ ნომენკლატურასთან პრობლემები არ შექმნია.მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ანტიფაშისტური ლიტერატურის ნიმუშები შეიქმნა. ომის წლებში ფეხი მოიკიდაეგზისტენციალისტურმა იდეებმა. რეალიზმის განვითარებას დიდი ბიძგი მისცაივარ ლუ-იოჰანსონის რომანებმა. 50-60-იან წლებში მაღალ საფეხურზე ავიდა სატირული ლიტერატურა და ინტელექტუალური რომანი. 60-იან წლებში პოეზიაში გაჩნდა ორი მიმართულება — კონკრეტიზმი და „ახალი სისადავე“. დიდი რეზონანსი მოიპოვა დოკუმენტურმა პროზამ. რეალისტურ ტრადიციებს ავითარებენ ი. პალმი (1931) გ. ჰოკანსონი (1937) და სხვა. XX საუკუნის გამორჩეული შვედი მწერლები იყვნენნელი ზაქსი,ეივინდ იუნსონი,ტომას ტრანსტრიომერი.

XXI საუკუნე შვედურმა მხატვრულმა ლიტერატურამ ე.წ. ამერიკული სტილი შეიძინა და ძირითადად თრილერებსა და ფენტეზიზე გადაერთო. ამ პერიოდის თვალსაჩინო წარმომადგენლებიაკატარინა მასეტი,სტიგ ლარსონი დაიუნას გარდელი გვევლინებიან. რაოდენობის მიხედვით, შვედეთი 7 ლაურეატით მეხუთე ადგილზეალიტარატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების მფლობელ ქვეყნებს შორის.

არქიტექტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
უფსალის საკათედრო ტაძარი

ვიკინგების ეპოქისთვის (VIII-XI საუკუნეები) დამახასიათებელი იყო კარკასული შენობები, სტელები თხრობითი სცენებით. გაქრისტიანების შემდეგ, XI-XII საუკუნეში დაიწყო რომანული სტილის ტაძრების მშენებლობა (უფსალაში, ლუნდში). XIII-XIV საუკუნეებში აგებდნენ გოტიკური სტილის ტაძრებს (სტორჩიურკის ტაძარი სტოკჰოლმში). XIII საუკუნემდე შვედეთში შენობების უმრავლესობა ხისგან შენდებოდა. XIII საუკუნიდან იწყება ქვის გამოყენება. ადრეული ქვის შენობებს მიეკუთვნება რომანული ეკლესიები შვედურ სოფლებში. ბევრი მათგანი აგებულიასკონეს პროვინციაში და სტილისტურად დანიურ ეკლესიებს წააგავს. საკათედრო ტაძრები ისტორიულად ეპისკოპოსების რეზიდენციებს წარმოადგენდა. XIV საუკუნის სკარას კათედრალი აგურითაა ნაშენები. 1230-1480 წლებში შენდებოდალინჩეპინგის საკათედრო ტაძარი.

XVI საუკუნეში შვედეთმა განიმტკიცა დამოუკიდებლობა მეფეგუსტავ ვაზას ხელმძღვანელობით. მეფის ინიციატივით წამოიწყეს აღმშენებლობა, აშენდა ახალი სასახლეები და ციხესიმაგრეები, რაც წარმოადგენდა როგორც თავდაცვით შენობებს, ასევე ახალი მონარქიის სიმბოლოს. ამ პერიოდში აშენებულ ციხე-დარბაზებში გაჩნდარენესანსის არქიტექტურული ნიშნები. შუა საუკუნეებში გაიზარდა ვიწრო ქუჩებით დაფენილი ქალაქები, ვითარდება დეკორატიული ფერწერა და ქანდაკება, წიგნის მინიატურა. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში შვედეთის არქიტექტურა გადაიხარაბაროკოსა დაროკოკოს სტილისკენ. XVII საუკუნეში შენდებოდა ბაროკოსა დაკლასიციზმის სტილის სახლები და სასახლეები. ამ პერიოდში მუშაობდნენ არქიტექტორები ჟ. დე ლა ვალე, ი. სილვიუსი, დ. ერენსტრალი. XVIII საუკუნეში განვითარდა კლასიცისტური არქიტექტურა (კ. ადელკრანცი) და ქანდაკება (ი. სერგელი). ქალაქების ახალ რაიონებში გაჩნდა რეგულარული დაგეგმარება. XIX საუკუნეში კლასიციზმი შეცვალაეკლექტიზმმა.

XX საუკუნეში დაიწყო ახალი გზების ძიება არქიტექტურაში, რასა მოჰყვა ნეოკლასიკური მიმართულების და თანამედროვე არქიტექტურული სკოლის ჩამოყალიბება. მასშიფუნქციონალიზმი შეხამებული იყოორგანული არქიტექტურის ნიშნებთან (გუნარ ასპლუნდი,სვენ მარკელიუსი, ს. ბაქსტრემი). შვედმა არქიტექტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქ-თანამგზავრების, საცხოვრებელი რაიონების, კოშკური სახლების დამუშავებაში.

მუსიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვედური მუსიკა XIX საუკუნემდე სკანდინავიურ მუსიკასთან ერთად ვითარდებოდა. შვედური მუსიკალურიფოლკლორი მრავალფეროვანია. უძველესი სამუსიკო საკრავებია ლური, ზანზალაკები. ხალხური მუსიკის მატარებლები იყვნენ სკალდები და ლეკარები. მოგვიანებით ანსამბლებში გაჩნდა ვიოლინი, კლარნეტი, ფლეიტა, არფა. პროფესიული მუსიკა ჩამოყალიბდა საეკლესიო ქორალის გავლენით. XVI საუკუნიდან სტოკჰოლმში არსებობდა სამეფო კარის ორკესტრი. XVIII საუკუნეში მოეწყო პირველი საერო კონცერტები (ი. რუმანი, 1731). 1771 წელს სტოკჰოლმში დაარსდასამეფო მუსიკალური აკადემია. 1768 წლიდან სტოკჰოლმშისაბალეტო წარმოდგენებს დგამდნენ ფრანგი მსახიობები. 1773 წელს გაიხსნაშვედური სამეფო ბალეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. გალოდიე. პირველი შვედი ბალეტმაისტერი იყო ა. სელინდერი. XIX საუკუნეშიგრომანტიზმის გავლენით გაიზარდა ინტერესი ეროვნული ფოლკლორისადმი. ა. არვიდსონმა გამოაქვეყნა სიმღერის ანთოლოგია. ფოლკლორის გავლენა განიცადა ა. ლინდბლადი, ა. სედერმანის, ე. შეგრენის, ი. ჰალსტრემის,ფრანც ბერვალდის შემოქმედება. ბერვალდი იყო პირველი შვედი სიმფონისტი, რომელიც ამავდროულად იყო მევიოლინე და დირიჟორი. XX საუკუნეში შვედური ბალეტის აღორძინებას ხელი შეუწყო მ. ფოკინის მოღვაწეობამ. დასი „შვედური ბალეტი“ 1920-1925 წლებში გამოდიოდა პარიზში.

დღესდღეობით შვედეთში მოქმედებს რამდენიმე საოპერო თეატრი. 1960-იანი წლებიდან შვედეთში განვითარდაჯაზი. 1970-იანი წლებიდან პოპულარობა მოიპოვაპოპ-მუსიკამ. ჯგუფმაABBA-მ ფართოდ გაითქვა სახელი.როქსეტი,Ace of Base დაThe Cardigans აგრეთვე შვედური ჯგუფებია, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვეს.

თეატრი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

XV-XVI საუკუნეებში შვედეთში გავრცელდა სასკოლო თეატრები. XVI საუკუნის დასასრულიდან იმართებოდა წარმოდგენები მეფის სასახლეში. 1649 წელს სტოკჰოლმში გაიხსნა პირველი სასახლის თეატრი, ხოლო პირველი ეროვნული თეატრი იყო უფსალის სტუდენტური თეატრი (1682-1691). გუსტავ III-ის დროს შეიქმნა ხალხისთვის ხელმისაწვდომი თეატრები სტოკჰოლმსა (1788) და გეტებორგში (1799). 1870-იან წლებამდე სცენაზე ბატონობდა ფრანგულივოდევილი, ა. კოცებუს ფსვედო-ისტორიული ტრაგედიები და სხვა. 1870-იანი წლებიდან რეპერტუარში დამკვიდრდა „ახალი დრამა“, მათ შორისჰენრიკ იბსენი და ბ. ბიერნსონი. თეატრშირეალიზმის განმტკიცება დაკავშირებულია ა. სტრინდბერგთან, რომელმაც ა. ფალკთან ერთად სტოკჰოლმში გახსნა „ინტიმური თეატრი“ (1907-1910). XX საუკუნის I ნახევარში ცნობილი რეჟისორი იყო უ. მუალნდერი. 1930-იან წლებში თეატრში მივიდა ა. შებერგი, ხოლო 1940-იან წლებში —ინგმარ ბერგმანი. 1960-იან წლებში შვედურ თეატრში პოპულარული გახდაბერტოლდ ბრეხტი. 1980-იანი წლებიდან აღმოცენდა ახალი მიმდინარეობა „თავისუფალი დასები“

კინო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: შვედური კინემატოგრაფი.
ინგმარ ბერგმანი გადაღებებზე

პირველი შვედური ფილმი 1896 წლის 28 ივნისს გამოვიდა. შვედეთი, დანიასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ადრევე დაარსდა ეროვნული კინოსტუდია. 1907 წლიდან დაიწყო შვედური კინოს რეგულარული გადაღება. პირველი მსოფლიო ომის დასასრული შვედურიმუნჯი კინოსთვის „ოქროს საუკუნედ“ მიიჩნევა. შვედები იმხანად აქტიურად ახდენდნენ კლასიკური ნაწარმოებების ეკრანიზებას. ამ დროის მოღვაწეები იყვნენ ვიქტორ შესტრემი და მაურიც სტილერი. ომის დასასრულს შიორსტრიომი და სტილერი, ასევე შვედური კინოს კაშკაშა ვარსკვლავიგრეტა გარბო გადაბარგდნენჰოლივუდში. შვედურმა კინოწარმოებამ მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია დათმო. ამას ფინანსური და მხატვრული კრიზისიც თან დაერთო. შვედური კინო 1930-იან წლებში ხმოვანი ფილმების გამოჩენამ იხსნა. თუმცა 1930-იანი წლების კინოსურათები მეტწილად ვულგარულ ელფერს ატარებდნენ და გაწელილი სიუჟეტები ახასიათებდათ; ამისათვის ამ პერიოდის კინოს მეტსახელად „ლუდის კინო“. „ლუდის ფილმთაგან“ ყველაზე ცნობილია „ოტელ პარადიზი“ (Pensionat Paradiset; 1937).

განსაკუთრებულ მოვლენად იქცაინგმარ ბერგმანის შემოქმედება. ის XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორადაა აღიარებული. მისი საუკეთესო ფილმებია„მეშვიდე ბეჭედი“ (1957),„მარწყვის მდელო“ (1957),„სიჩუმე“ (1963),„პერსონა“ (1966),„ჩურჩული და კივილი“ (1972),„პირისპირ“ (1976).

50-იანების დასასრულს შვედურ კინოს კრიზისის პერიოდი დაუდგა, რასაც ტელევიზიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მაყურებელთა რაოდენობის დაკლებისა და კინოთეატრების დახურვის შემდეგ კინოკომპანიებს რისკზე წასვლის სურვილი დაეკარგათ. კინო 1963 წლის კინორეფორმამ გადაარჩინა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაღალმხატვრული ფილმების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში ახლადშექმნილ შვედეთის კინოინსტიტუტს დაეკისრა. ამ მიდგომამ ნაყოფიც მალე გამოიღო და ისეთ რეჟისორებს გაუხსნა გზა, როგორებიცაა ბუ ვიდენბერგი და იან ტრუელი.

მემკვიდრეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები შვედეთში.

შვედეთშიმსოფლიო მემკვიდრეობის 15 ძეგლია. მათ შორისაადროტნინგჰოლმის მამული სტოკჰოლმში,გამელსტადის ეკლესიის სოფელი, ქალაქივისბიუ,ლაპონიის დაცული ტერიტორია და სხვები.

ცნობილი შვედები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სამთავრობო საიტები

შვედური მედია

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Sweden country profile (6 December 2023). ციტირების თარიღი: 27 აგვისტო 2025
  2. Population statistics.
  3. World Economic Outlook Database, April 2025 en.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income – EU-SILC survey. Eurostat.
  5. Human Development Report 2023/2024 en. გაეროს განვითარების პროგრამა.
  6. UNGEGN World Geographical Names, Sweden.
  7. 7.07.1Population შვედეთის სტატისტიკის სამსახური. აგვისტო 2020.
  8. OECD Better Life Index. OECD Publishing. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  9. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2012–2013. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (5 სექტემბერი 2012). დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 დეკემბერი2014.
  10. Country Comparison: Area. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. Cia.gov. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2010.
  11. The Gulf Stream. BBC. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
  12. Watts, Harvey Maitland (1900).„The Gulf Stream Myth“.Monthly Weather Review.28 (9): 393–394.Bibcode:1900MWRv...28..393W.doi:10.1175/1520-0493(1900)28[393:TGSM]2.0.CO;2.ISSN 0027-0644.დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
  13. Global Climate Maps. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. დაარქივებულიაორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006.
  14. ამინდის მონაცემები: შვედეთი, ვოგატჯალმი, 1966, თებერვალი. geographic.org. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  15. Swedish population hits 10-million mark - Radio Sweden ინგლისური. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2019
  16. Sweden's population reaches historic ten million milestone ინგლისური (20 იანვარი 2017). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2019
  17. Statistical database. შვედეთის სტატისტიკის სამსახური (8 ივნისი 2017). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2017
  18. Ethnocultural Portrait of Canada Highlight Tables, 2006 Census. კანადის სტატისტიკის სამსახური (2 აპრილი 2008). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2008.
  19. Språklag (2009:600) შვედური. რიქსდაგი (28 მაისი 2009). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2014.
  20. Landes, David (1 ივლისი 2009).„Swedish becomes official 'main language'.The Local.დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2009.
  21. På lördag kan 440 000 flagga blått och vitt შვედური. შვედეთის სტატისტიკის სამსახური (5 დეკემბერი 2008). დაარქივებულიაორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2009.
  22. Religion and the Secular State in Sweden ინგლისური. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-01-10. ციტირების თარიღი: 2020-08-08.
  23. ევრობარომეტრის კვლევა(ინგლისური)
  24. Are Swedes losing their religion?(ინგლისური)
  25. Medlemmar i Svenska kyrkan i förhållande till folkmängd den 31.12.2018 per församling, kommun och län samt riket შვედური. შვედეთის ეკლესია. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2019.
  26. „Swedes depart church in droves“.The Local. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2 აგვისტო 2010.
  27. Liturgy and Worship. შვედეთის ეკლესია. დაარქივებულიაორიგინალიდან — 22 აპრილი 2010.
  28. Public Wealth in the US and Nordic Countries
  29. Government spending in research and development statistics – countries compared. NationMaster.com (1 აპრილი 2007).
    
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან.
2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია.
3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
    
    
ნატო-ს წევრები და კანდიდატები
წევრი ქვეყნები

ალბანეთი ·აშშ ·ბელგია ·ბულგარეთი ·გაერთიანებული სამეფო ·გერმანია ·დანია ·ესპანეთი ·ესტონეთი ·თურქეთი ·ისლანდია ·იტალია ·კანადა ·ლატვია ·ლიეტუვა ·ლუქსემბურგი ·მონტენეგრო ·ნიდერლანდები ·ნორვეგია ·პოლონეთი ·პორტუგალია ·რუმინეთი ·საბერძნეთი ·საფრანგეთი ·სლოვაკეთი ·სლოვენია ·უნგრეთი ·ფინეთი ·შვედეთი ·ჩეხეთი ·ჩრდილოეთი მაკედონია ·ხორვატია

ასპირანტი ქვეყნები
    
გეოგრაფია
აბსოლუტური
კონსტიტუციური
არჩევითი
სუბნაციონალური
განა
მალაიზია
ნიგერია
უგანდა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
უოლისი და ფუტუნა
სხვები
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად.
1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა.
2 იყენებს სახელსპრეზიდენტი.
    
ბალტიის ზღვის ქვეყნები
    
    
მუნზოს დინასტია

ერიკ გამარჯვებული  • ულაფი  • ანუნდ იაკობი  • ემუნდ მოხუცი

შტენკილების დინასტია

შტენკილი  • ერიკი და ერიკი  • ჰალშტენი  • ანუნდი  • ჰააკან წითური  • ჰალშტენი  • ინგე I  • ფილიპე  • ინგე II  • რაგნვალდი  •მაგნუს ძლიერი

შვერკერის და ერიკის დინასტიები
ბიელბოს დინასტია
მეკლენბურგელთა დინასტია
კალმარის უნია
ვაზას დინასტია
პფალც-ცვაიბრიუხენელთა დინასტია
ჰოლშტაინ-გოტორპელთა დინასტია
ბერნადოტების დინასტია
    
ქიმია
ლიტერატურა
მშვიდობის განმტკიცება
ფიზიკა
ფიზიოლოგია და მედიცინა
ეკონომიკა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შვედეთი&oldid=4918605“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp