Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ყაზახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ყაზახი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთყაზახი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ყაზახი
აზერ. Qazax
ქვეყანააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონიგანჯა-ყაზახიგანჯა-ყაზახის რეგიონი|განჯა-ყაზახი
რაიონიყაზახი
კოორდინატები41°05′36″ ჩ. გ.45°21′58″ ა. გ. / 41.09333° ჩ. გ. 45.36611° ა. გ. /41.09333; 45.36611
დაარსდა1909
ფართობი10 კმ²
ცენტრის სიმაღლე381±1 მეტრი
მოსახლეობა28 000 (2019)
სასაათო სარტყელიUTC+04:00
საფოსტო ინდექსიAZ 3500
ყაზახი — აზერბაიჯანი
ყაზახი

ყაზახი (აზერ. Qazax) — ქალაქი დასავლეთაზერბაიჯანში,ყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეაღსთაფაზე, ზღვის დონიდან 323 მეტრის სიმაღლეზე, აღსტაფის რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით, 9 კმ-ის სიშორეზე.

ქალაქის ფართობი შეადგენს 699 კმ².2019 წლის1 იანვრის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 28 000 კაცს.[1]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქიVIII საუკუნეში, არაბი მხედართმთავრის,მარვან იბნ მუჰამედის მიერ დაარსდა. არაბულ წყაროებში ქალაქი „ქესალ“-ის სახელითაა ნახსენები.[2]

1909 წელს, დასახლებას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3] 1918 წელს,გორისამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე ქალაქში შეიქმნაყაზახის სამასწავლებლო სემინარია, რომლის პირველი დირექტორიფირიდუნ ბეი ქიოჩიარლი გახდა. 1930 წლიდან არისყაზახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[4]

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებობს ხალიჩისა და ბამბის დამუშავების ქარხნები, ასევე კვების მრეწველობის ქარხანა, სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და სახალხო თეატრი. საბჭოთა დროიდან ქალაქი ხალიჩების დამზადების ცენტრად ითვლებოდა.[3]

მოსახლეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობდა 21 000 ადამიანი, აქედან 10 200 მამაკაცი და 10 800 ქალი იყო.[5]2019 წლის1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობამ 28 000 ადამიანი შეადგინა.[1]

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულია ისეთი არქიტექტურული ძეგლები, როგორიცააიუხარი ესქიფარა (V-VIII საუკუნე),შიაქიარგალას ტაძარი (XV საუკუნე),დაირავიგალა,დივან გალას კოშკი (VI-VII საუკუნე), ჯუმა მეჩეთი (XIX საუკუნე), მართლმადიდებლური ეკლესია (1897-1905), ჰაჯი მაჰმუდ ეფენდის მავზოლეუმი (XIX საუკუნე).[6]

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობსდამჯილის დადაშსალაჰლის გამოქვაბულები, რომელიბიც მდებარეობსავეის მთაზე.[7] ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოქვაბულებში აღმოაჩინეს პალეოლიტის, ნეოლიტისა და შუა საუკუნეების დროინდელი ნაკეთები. შემდგომში აღნიშნული ტერიტორია გადაკეთდა სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად.[4]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. 1.01.1აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტიდაარქივებული 2016-03-09 საიტზეWayback Machine. :ქალაქი ყაზახი
  2. „Газах - место, где соединяются горы и равнины“ (რუსული). ციტირების თარიღი:2018-09-30.
  3. 3.03.1
  4. 4.04.1Город Газах (Азербайджан). geogoroda.ru (2016-06-12). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2018-09-30.
  5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის 2013 წლის მონაცემები
  6. Город Газах. Культура.
  7. „Газах“.Города мира (რუსული). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი:2018-09-30.
    
ქალაქი
სოფლები
    
დედაქალაქი
ქალაქები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყაზახი&oldid=4692633“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp