Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ღმერთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ღმერთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთღმერთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ღმერთისიყვარულის,რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველარელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა და ზოგიერთი აღმოსავლური რელიგიისა.აბრაამისეულ რელიგიებში იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა დარწმენის განსახიერება.

ეტიმოლოგია და გამოყენება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მეშას სტელა უძველესი არტეფაქტია, სადაც ებრაული ღმერთის, იაჰვეს სახელია მოხსენიებული (ძვ.წ. 840)

გერმანული სიტყვაღმერთის უძველესი წერილობითი ფორმა გვხვდება მე-6 საუკუნით დათარიღებულქრისტიანულCodex Argenteus-ში. ინგლისური სიტყვა (God) წარმომდგარია სიტყვისპროტო-გერმანული ფორმიდან * ǥuđan. რეკონსტრუირებულიპროტო-ინდოევროპული ფორმის * ǵhu-tó-m ძირი უნდა იყოს სიტყვა * ǵhau(ə)-, რომელიც ნიშნავდა „დაძახებას“ ან „გამოძახებას“.[1] გერმანული სიტყვები, რომლებიც აღნიშნავდაღმერთს, თავის მხრივგანურჩეველი იყო ორივე სქესისთვის, მაგრამგერმანელი ხალხისქრისტიანიზაციის პროცესში სიტყვებიმამრობითი სქესის გახდა.[2]

სიტყვა „ალაჰი“არაბული ხელწერით

ალაჰი (არაბ. الله)არაბული ტერმინია, რომელსაც არ გააჩნიამრავლობითი ფორმა და გამოიყენება მუსლიმებისა და არაბულად მოლაპარაკე ქრისტიანებისა და ებრაელების მიერ „უფლის“ აღსანიშნავად მაშინ, როცა„ʾილაჰ“ (არაბ. إله) საზოგადოდ ღვთაების ან ღმერთის აღმნიშვნელია.[3][4][5] ღმერთს ასევე შესაბამისი სახელი აქვს მინიჭებული ინდუიზმის იმ მონოთეისტურ მიმდინარეობებში, სადაც აღიარებენღმერთის ადამიანურ ბუნებას,ბჰაგავატაში ადრეული წყაროებით მას მოიხსენიებდნენ, როგორცკრიშნა-ვასუდევას ხოლო მოგვიანებით — როგორცვიშნუს დაჰარის.[6]

ზოროასტრიზმში ღმერთის სახელის აღსანიშნავადაჰურა მაზდა გამოიყენება. „მაზდა“, ან სიტყვის ავესტური ფუძეMazdā-, სახელობითში _Mazdå, პროტო-ირანული*Mazdāh (მდედრობითი)-ის ანარეკლია. ზოგადად, იგი სულის ცნების გამოსახატადაა აღებული და, მისისანსკრიტული შესატყვისისmedhā-ს მსგავსად, ნიშნავს„ინტელექტს“ ან„სიბრძნეს“. ორივე, ავესტური და სანსკრიტული სიტყვა სათავეს იღებსპროტო-ინდოირანული*mazdhā--სგან, რომელიც, თავის მხრივ,პროტო-ინდოევროპული mn̩sdʰeh1-სგან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „განმტკიცებას (dʰeh1) ვინმეს გონისა (*mn̩-s)“, „ბრძენს“.[7]

ვაჰეგურუ (პენჯაბ. vāhigurū IAST) არის ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენებასიქიზმში ღმერთის აღსანიშნად. პენჯაბურად ის „განმაცვიფრებელ მასწავლებელს“ ნიშნავს.Vāhi (ნასესხებია შუა სპარსულიდან) ნიშნავს „განმაცვიფრებელს“ დაგურუ (სანს. guru IAST) „მასწავლებლის“ აღმნიშვნელი ტერმინია. ვაჰეგურუ ასევე აღწერილია, როგორც ენითაღუწერელი ექსტაზის განცდა. სიქები სიტყვა „ვაჰეგურუს“ ყველაზე ხშირად მისალმების დროს იყენებენ.

ბაჰა, ღმერთის „დიადი“ სახელიბაჰაისტურ სარწმუნოებაში, არაბულად „ყოვლად დიდებულს“ ნიშნავს.

ზოგადი კონცეფციები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ღმერთის ბუნებასა დაარსებობასთან დაკავშირებით მკაფიო კონსენსუსი არ არსებობს.[8]აბრაამული ღმერთის კონცეფციები მოიცავსიუდაისტური ღმერთისმონოთეისტურ განმარტებას,ქრისტიანთა ხედვასსამების შესახებ დაღმერთის ისლამურ გაგებას.დჰარმული რელიგიები განსხვავდება ღვთაებრივის ხედვის საკითხებში:ღმერთის აღქმა ინდუიზში იცვლება რეგიონების, სექტებისა და კასტების მიხედვით და ვხვდებით როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ აღქმებსაც. მრავალ პოლითეისტურ რელიგიას აქვსშემოქმედი ღმერთის კონცეფცია.ჯაინიზმი არისპოლითეისტური და არა-კრეაციონისტული რელიგია. ბუდისტური აღქმა დამოკიდებულია ადამიანის ინტერპრეტაციასა და ტრადიციებზე; ბუდიზმი შეიძლება აღქმული იქნეს, როგორცათეისტური,არათეისტური,პანთეისტური,პანენთეისტური ანპოლითეისტური რელიგია.

ერთარსობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
სამება არის რწმენა, რომ ღმერთი არისმამა ღმერთის,ძე ღმერთის (იესოდ განკაცებული) დასულიწმინდას ერთიანობა.

მონოთეისტური რწმენით არსებობს ერთადერთი ღმერთი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ ნამდვილ ღმერთს სცემენ თაყვანს სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა სახელით. ხედვა, რომ ყველა თეისტი სინამდვილეში ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანება, იცის თუ არა მან ეს, ძირითადად გავრცელებულიაბაჰაიზმში,ინდუიზმსა[9] დასიქიზმში.[10]

ქრისტიანობაშისამების დოქტრინა მოიაზრებს ღმერთს, როგორც ერთ ღმერთს სამი სხვადასხვა სახით (თითოეული ამ სამიდან ღმერთია თავისთავად). წმინდა სამება მოიცავს[11]მამა ღმერთს,ძე ღმერთს (რომელიციესო ქრისტეა) დასული წმინდას. ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანული რწმენის ეს ფუნდამენტური მისტერია ამ ლათინური ფორმულით იყო შეჯამებული:Sancta Trinitas, Unus Deus (წმინდა სამება, ერთი ღმერთი), რომელიც მოცემულიაLitanias Lauretanas-ში.

ისლამის ძირითადი პრინციპიათავჰიდი (ნიშნავს „ერთარსობას“ ან „უნიკალურობას“).ყურანში ღმერთი ასეა აღწერილი: „ის არის ალაჰი, ერთი და ერთადერთი; ალაჰი, მარადიული, აბსოლუტური; იგი დაუსაბამოა; და არავინ არის მისი მსგავსი.“[12] მუსლიმები უარყოფენსამების ქრისტიანულ დოქტრინას დაიესოს ღვთაებრივობას და მასპოლითეიზმს ადარებენ. ისლამში ღმერთი ტრანსცენდენტურია და მის არც ერთ ქმნილებას არ ჰგავს; აქედან გამომდინარე,მუსლიმები არ არიან ხატთაყვანისმცემლები და არ გამოსახავენ ღმერთს.[13]

ჰენოთეიზმი არის ერთი ღმერთის რწმენა და მისი თაყვანისცემა, თუმცა ამავდროულად იგი არ გამორიცხავს სხვაღვთაებათა სავარაუდო არსებობას.[14]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. უფრო გვიანდელი ეტიმოლოგია სადავოა. „ghuba“-ს პროტოტიპად მოიაზრება „*ghodho-m“ ან „*ghodto-m“. რასაც მივყავართ ძირამდე „gheu-“. არსებობს ორი არიული სიტყვა, რომელთაც მსგავსი ფორმა აქვს; ერთ-ერთი ნიშნავს „გამოძახებას“ მეორე _ „დასხმას, შეწირვას“.OED Compact Edition, G, p. 267
  2. Barnhart, Robert K (1995).The Barnhart Concise Dictionary of Etymology: the Origins of American English Words, page 323.HarperCollins.ISBN0-06-270084-7
  3. God.Islam: Empire of Faith. PBS.ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  4. "Islam and Christianity",Encyclopedia of Christianity (2001): არაბულად მოსაუბრექრისტიანები დაებრაელები ღმერთს ასევე მიმართავენ, როგორცალაჰ.
  5. L. Gardet. „Allah“.Encyclopaedia of Islam Online.
  6. Hastings 2003, p. 540
  7. Boyce 1983, p. 685. sfn error: no target: CITEREFBoyce1983 (help)
  8. Froese, Paul; Christopher Bader (Fall–Winter 2004). „Does God Matter? A Social-Science Critique“.Harvard Divinity Bulletin. 4.32.
  9. იხილეთ Swami Bhaskarananda,Essentials of Hinduism (Viveka Press 2002)ISBN1-884852-04-1
  10. Sri Guru Granth Sahib. Sri Granth.ციტირების თარიღი: 2011-06-30.
  11. What Is the Trinity?. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-02-19.
  12. D. Gimaret. „Allah, Tawhid“.Encyclopædia Britannica Online.
  13. Robyn Lebron (2012).Searching for Spiritual Unity...Can There Be Common Ground?, გვ. 117.ISBN1-4627-1262-2. 
  14. Müller, Max. (1878)Lectures on the Origin and Growth of Religion: As Illustrated by the Religions of India. London:Longmans, Green and Co.
    
ისტორია
სიები
განშტოებები
ფილოსოფიები
სკოლები
ცნებები და ტერმინები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღმერთი&oldid=4783705“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp