Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ქსერქსე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსერქსე I
ძვ.-სპ.Xšayaršā,ბაბ. Ḫi-ši-ʾ-ar-šá/ši,ელამ.Ik-še-ir-(iš-)šá,არამ. Aḥašwērōš,ძვ. ბერძნ. Ξέρξης,ლათ. Xerxes
აქემენიანთა სპარსეთის მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი:ძვ. წ. 486
მმართ. დასასრული:ძვ. წ. 465
წინამორბედი:დარიოს I
მემკვიდრე:არტაქსერქსე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:ძვ. წ. 521 ანძვ. წ. 519
დაბ. ადგილი:ირანი
გარდ. თარიღი:ძვ. წ. 465
მეუღლე:ამესტრისი
ვაშტი(სადავო)
ესთერი(სადავო)
შვილები:დარიოსი,არტაქსერქსე I; ჰისტასპი
დინასტია:აქემენიდები
მამა:დარიოს I
დედა:ატოსა
რელიგია:ზოროასტრიზმი

ქსერქსე I (ძვ.-სპ.ხშაიარშან, ითარგმნება როგორცგმირების მეფე) —სპარსი მეფე, რომელიც ირანსძვ. წ. 486–465 წლებში მართავდა. მეფედარიოს I-ისა დაატოსას (კიროს II დიდის ქალიშვილის) შვილი.

სამეფო ტახტზე ავიდაძვ. წ. 486 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 36 წლის ასაკში.

აქტიურად ებრძოდაბერძნებს, მათთან გადაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა,თერმოპილეს,სალამინის,პლატეას დამიკალეს ბრძოლები.

ძველი ბერძენი ისტორიკოსისქტესია კნიდოსელის მიხედვით სიცოცხლის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა სამეფო გვარდიის მთავარსარდლის არტაბანისა და საჭურის ასპამიტრის გავლენის ქვეშ. სავარაუდოდ, ქსერქსეს პოზიციები ამ პერიოდში შესუსტებული იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომძვ. წ. 467 წელს სპარსეთში შიმშილობა მეფობდა, სამეფო ხაზინა ცარიელი იყო, ხორბლის ფასი შვიდჯერ იყო გაძვირებული.ძვ. წ. 465 წელს არტაბანმა და ასპამიტრიმ საკუთარ საძინებელში მოკლეს 55 წლის მეფე ქსერქსე. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი მოკლეს თავის უფროს შვილ დარიოსთან ერთად.

ქსერქსეს სიკვდილის შემდეგ იმპერია თანდათან დასუსტდა დაძვ. წ. 331 წელსალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთი დაიპყრო.

1880—1890 წლებში ფრანგმა არქეოლოგებმა გათხარეს ქალაქისუზა, სადაც ხდებოდა წიგნ „ესთერში“ აღწერილი მოვლენები. მათ აღმოაჩინეს ქსერქსეს სასახლე, რომელსაც დაახლოებით 1 ჰა ფართობი ეკავა. სასახლესპარსეთის მეფეების ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე მეტყველებდა. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა წიგნ „ესთერში“ აღწერილი სპარსეთის სამეფოს მართვისა და სასახლის არქიტექტურასთან დაკავშირებული დეტალების სიზუსტე. პრაისი თავის წიგნში აღნიშნავს: „არ არსებობს ძველ აღთქმაში აღწერილი ამბავი, რომლის განვითარების ადგილის წარმოდგენაც ისე ცხადად და ზუსტად შეგვეძლოს გათხრების შემდეგ, როგორც შუშანის სასახლისა“

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]


    
    
პერიოდები
დინასტიები

ფარაონები (მამრობითი · მდედრობითი♀) ·გაურკვეველი

წინადინასტიური
ძვ. წ. 3150 წლამდე
ადრეული სამეფო
ძვ. წ. 3150–2686 წწ.
ძველი სამეფო
ძვ. წ. 2686–2181 წწ.
I გარდამავალი
ძვ. წ. 2181–2040 წწ.
შუა სამეფო
ძვ. წ. 2040–1802 წწ.
ნუბია
II გარდამავალი
ძვ. წ. 1802–1550 წწ.
ახალი სამეფო
ძვ. წ. 1550–1070 წწ.
III გარდამავალი
ძვ. წ. 1069–664 წწ.
გვიანი
ძვ. წ. 664–332 წწ.
ელინისტური
ძვ. წ. 332–30 წწ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქსერქსე_I&oldid=4257043“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp