Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვალეტა,მალტა
ედინბურგი,შოტლანდია
პორვოო,ფინეთი
ჩეშმე,თურქეთი
დავოსი,შვეიცარია
დნიპრო,უკრაინა

ქალაქი — მსხვილი დასახლებელი პუნქტი, რომელიც ასრულებსსამრეწველო,სატრანსპორტო,სამეურნეო,კულტურული,პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა.

ქალაქების წარმოშობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქი წარმოიქმნაისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როდესაც საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამოსასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყოფა სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი,ხელოსნები,ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციას გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში მივყავართ ქალაქური ტიპის დასახლების შექმნამდე.

ქალაქების განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანი საცხოვრებლად ერთ ადგილზე დასახლდა. ადამიანები თავდაპირველადმონადირეები იყვნენ დაშემგროვებლობას მისდევდნენ, მაგრამ თანდათანობით, ისინი ფერმერ საზოგადოებებად ჩამოყალიბდნენ. მათ ასევე მოიშინაურესცხოველები და მოიყვანეს მოსავალი. ქალაქი,სოფელთან შედარებით, არა მხოლოდ დიდ ფართობზეა გაშენებული, არამედ განსხვავებული მოსახლეობითაც არის დაკომპლექტებული. ქალაქის მცხოვრებლებიფერმერობას არ მისდევდნენ. ისინიხელოსნები,ვაჭრები, სამღვდელო პირები დაჯარისკაცები იყვნენ.

დიდი დასახლებები ადამიანის განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე გაჩნდა.ბიბლიაშიიერიქონის სახელით ცნობილი ქალაქი, დაახლოებით,ძვ. წ. 8000-იან წლებში დაარსდა. ანტიკური ხანის სამოსახლო აღმოაჩინესთურქეთის ტერიტორიაზეც. იგიძვ. წ. 6500-5500 წლებში აყვავებულ და წარმატებულ დასახლებას წარმოადგენდა. ამ ქალაქებზე ჩვენ მხოლოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, რადგანაც მათ შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს.

შუმერი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შუმერიშუამდინარეთში უძველესისახელმწიფო იყო.ჩრდილოეთით შორ მანძილზე გადაჭიმული ტერიტორიისაგან განსხვავებით, აქ სახარბიელო დასამუშავებელი მიწა ნაკლებად იყო. იგი ნაყოფიერი მხოლოდჭაობების დაშრობისა დაირიგაციული სისტემის დანერგვის შემდეგ გახდა. ნაყოფიერი და აყვავებულიშუმერი დაიყო დამოუკიდებელ ერთეულებად, ანუ კედელშემორტყმულქალაქ-სახელმწიფოებად.

ურის ზიგურატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ური,ურუქი,ქიში, დანიფური. ეს ქალაქები თავის გარშემო არსებული ტერიტორიისდედაქალაქის როლს ასრულებდნენ. შუმერში ხის მასალისა დაქვის ნაკლებობის გამო, შენობების უდიდესი ნაწილი იგებოდაალიზით. საოცარია, რომმალფუჭებადი ფხვიერიმასალით აშენებულმა ზოგიერთმანაგებობებმა ჩვენამდეც მოაღწია. ეს არისზიქურათები, მაღალიპირამიდები, სადაც ტაძრისაკენ, ანუღმერთისსაკურთხევლისაკენ მიმავალი უამრავი საფეხურია გასავლელი.

ყოველ ქალაქს საკუთარი ღმერთი ჰყავდა. შუმერშიქურუმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. აქ განვითარდამონარქიის ადრეული ფორმები. უფრო მეტიც, პირველიკანონთა კრებული წარმოდგენილი იქნაურში, მეფეურ-ნამუსზეობის პერიოდში. შუმერების წვლილიცივილიზაციის განვითარებაში უდიდესია. მათ გამოიგონეს პირველი თვლიანი სატრანსპორტო საშუალება, სამეთუნეო წრე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შექმნეს პირველილურსმნული დამწერლობა. შუმერები არ იყვნენმესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები. სავარაუდოდ, ისინიმესოპოტამიაში გადმოსახლდნენ და მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია.

ინდის ხეობის ცივილიზაცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ცივილიზაციაშუმერში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში არსებობდა და ვითარდებოდა. კიდევ ერთი საინტერესოცივილიზაციაძვ. წ. 2000-2500 წლებში მდინარეინდის ველზე განვითარდა. ქალაქებისმოჰენჯო-დაროსა დაჰარაპას გარდა, ამ ადრეულიცივილიზაციის შესახებ თითქმის არაფერია დარჩენილი. თუმცა ეს ქალაქები იმდენად კარგად გათვლილი გეგმის მიხედვითაა აგებული, რომ აშკარაა აქცივილიზაცია საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა.ინდის ველზე გაშლილი ქალაქების ქუჩები მოკირწყლული იყო, სახლები დაცული იყოს ხმაურის, სუნისა და ქურდებისაგან, ჰქონდათ საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ქალაქებს ჰქონდაკანალიზაცია.ძვ. წ. 1700-იან წლებშიინდის ველზე გაშლილიცივილიზაცია განადგურდა, თუმცა მიზეზი საიდუმლოდ რჩება.

ქალაქის ფუნქციები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქების დაარსება და განვითარება მჭიდრო კავშირშია შრომისგეოგრაფიულ დანაწილებასთან. ქალაქთა უმრავლესობის განვითარების ძირითადი ფაქტორია საზოგადოებრივი წარმოების ფუნქცია, თუმცა არსებობს ქალაქწარმომქმნელი სხვა ფაქტორებიც, მაგალითად:

  • ადმინისტრაციული (ჩვეულებრივ, სხვა ფაქტორებთან ერთად)
  • სამხედრო-სტრატეგიული (ციხე-ქალაქი)
  • დასასვენებელი და სამკურნალო (საკურორტო ქალაქები)
  • სამეცნიერო-საუნივერსიტეტო
  • რელიგიური

თანამედროვე პირობებში ბევრმა ქალაქმა შეიძინა სხვა დანიშნულებაც:ტურისტულ-სამუზეუმო, საფესტივალო,სპორტული და სხვა. თითოეული ქალაქის ფუნქციური ტიპი არსებითად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით და იმ კავშირებით, რომლებიც არსებობს ქალაქსა და მისკენ მიზიდულ ტერიტორიას შორის.

ქალაქის სიდიდე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ: პატარა, საშუალო, დიდ, მსხვილ და უმსხვილეს (ანუ „მილიონიან“) ქალაქებს. მთლიანად მსოფლიოში არის 1700 მსხვილი ქალაქი, სადაც მოსახლეობა 100 ათას აღემატება, და 220 საქალაქო აგლომერაცია 1 მილიონზე მეტი მცხოვრებით.

ქალაქის სახე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცალკეული ზონები — ცენტრი, საცხოვრებელი, სამრეწველო და სხვა რაიონები ყალიბდება ისტორიულად ან იქმნება გეგმის მიხედვით. ცენტრი ასრულებს საზოგადოებრივ, იდეოლოგიურ და წარმომადგენლობით ფუნქციას. იქ განლაგებულია საზოგადოებრივ შენობები, ადმინისტრაციული და კულტურული კულტურული დაწესებულებები, სავაჭრო რიგები და სხვა. ამიტომ ცენტრში თავმოყრილიაარქიტექტურის ანსამბლები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ მთელი ქალაქის კომპოზიციურ აგებულებას.

ქალაქის ინდივიდუალურობას შეიძლება ქმნიდეს აგრეთვე მისისაწარმოები ტექნიკურ-საინჟინრონაგებობებით, ჩქაროსნული მაგისტრალები, ავტოსადგომები, სპორტული კომპლექსები. ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას,რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს,ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს.

ქალაქის მმართველობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქალაქებში ადგილობრივითვითმმართველობის და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ფორმებია გავრცელებული. საქალაქო მმართველობის ტიპური ორგანოებია: არჩეულიმუნიციპალური საბჭო (მუნიციპალიტეტი), ქალაქის ასამბლეა, ქალაქის საკრებულო, საქალაქო საბჭო. ამ ორგანოების მიერ ან ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული საქალაქო ადმინისტრაციის მეთაური,მერი, ბურგომისტრი, ქალაქის თავი და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები. დიდ ქალაქებში არჩევითი ორგანოები ირჩევენ თავის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოებს: ქალაქის მთავრობას, აღმასრულებელ კომიტეტს და სხვა. დედაქალაქებში ხშირად მმართველობის განსაკუთრებული ფორმებია დადგენილი.

ქალაქები საქართველოში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ქალაქი არის დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე.

ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე მეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქალაქი&oldid=4866067“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp