
ფაბლეტი (ინგლ. phablet <ინგლ. PHone + tABLET; ასევეფლანშეტი) — მობილური მოწყობილობების კლასი, რომლის ეკრანის დიაგონალი მონაცვლეობს 5-დან 7 დუიმამდე, ხოლო თავად ეკრანი აუცილებლად სენსორულია. ფაბლეტი თავის თავში აერთიანებს სმარტფონისა და მინი პლანშეტური კომპიუტერის მახასიათებლებს.
ფაბლეტის ერთ-ერთი განმასხვავებელი დეტალია სტილუსის გამოყენის საშუალება.
სიტყვა „ფაბლეტი“ (phablet) წარმოდგება ინგლისური სიტყვების „phone“ (“ტელეფონი“) და „tablet“ („პლანშეტი“) შერწყმის შედეგად. პირველად ეს სიტყვათშეთანხმება ქსელEngadget-სა და ჟურნალForbes-ში გამოიყენეს.
აღმოსავლეთევროპულ პრესაში ფაბლეტის პარალელურად გამოიყენება დასახელება „სმარტშეტი“ და „პლაფონი“, აქედან სმარტშეტი სმარტფონისა და პლანშეტის შეერთების შედეგად არის მიღებული.
2011 წლის 26 ოქტომბერს სამხრეთკორეულმა კომპანია LG Electronics-მა განაცხადი შეიტანა სიტყვა „Phablet“-ის რეგისტრაციაზე, დამოუკიდებელ სავაჭრო მარკად გამოყენების მიზნით, 2013 წლის თებერვალში კი დადებითი პასუხი მიიღო.
პირველი ფალეტიDell Streak იყო, რომელიც 2010 წლის 4 ივნისს იქნა წარმოდგენილი.
სხვა მოწყობილობები: