Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

უკრაინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინა
Україна
{{ქვეყნის მონაცემები {{{სახელი}}}
ჰიმნი: Ще не вмерла України ні слава, ні воля
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
კიევი
50°27′ ჩ. გ.30°30′ ა. გ. / 50.450° ჩ. გ. 30.500° ა. გ. /50.450; 30.500
ოფიციალური ენაუკრაინული
ეთნიკური ჯგუფები (2001)უკრაინელები – 77.8%
რუსები – 17.3%
სხვა – 4.6%
რელიგია
ეთნოქორონიმიუკრაინული
მთავრობანახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
 - პრეზიდენტივოლოდიმირ ზელენსკი
 - პრემიერ-მინისტრიიულია სვირიდენკო
 - პარლამენტის თავმჯდომარერუსლან სტეფანჩუკი
საკანონმდებლო ორგანოუმაღლესი რადა
დამოუკიდებლობა
 - რუსეთის იმპერიადან22 იანვარი 1918 
 - საბჭეთ-პოლონეთის ანექსია17 ნოემბერი 1921 
 - დამოუკიდებლობასსრკ-სგან24 აგვისტო 1991 (განაცხადა)
9 დეკემბერი 1991 (დასრულდა) 
 - კონსტიტუციის მიღება28 ივნისი 1996 
ფართობი
 - სულ603 628 კმ2 (44-ე)
 - წყალი (%)7
მოსახლეობა
 - 2023 შეფასება43 057 460 (35-ე)
 - 2001 აღწერა48 457 102 (24-ე)
 - სიმჭიდროვე78 კაცი/კმ2 (115-ე)
მშპ (მუპ)2018 შეფასება
 - სულ$390.340 მილიარდი (47-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$9,280 (111-ე)
ჯინი (2020)positive decrease 25.6
დაბალი ·157-ე
აგი (2018) 0.751
მაღალი ·88-ე
ვალუტაგრივნა (UAH)
სასაათო სარტყელიEET(UTC+02:00)
 - ზაფხული (DST)EEST (UTC+03:00)
თარიღის ფორმატიdd.mm..(yy)yy
მოძრაობაright
სატელეფონო კოდი+380
ინტერნეტ-დომენი.ua

უკრაინა (უკრ. Україна[ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთევროპაში. სამხრეთიდან აკრავსშავი დააზოვისზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია:რუსეთი,ბელარუსი,მოლდოვა,პოლონეთი,სლოვაკეთი,უნგრეთი დარუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთსლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდაკიევის რუსეთის ძლიერი სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდაკაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდაუკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში.საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები:დნეპრი,სამხრეთ ბუგი,დნესტრი,დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა ჰოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრადსაპრეზიდენტორესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქიაკიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, მათ შორის 77,8 %უკრაინელია, 17,3 % კი -რუსი; ასევე ცხოვრობენრუმინელები/მოლდოველები,ბელარუსები,ყირიმელი თათრები,უნგრელები. ოფიციალური ენაუკრაინულია, თუმცა რეგიონული მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგიამართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა იქონიაუკრაინულ არქიტექტურაზე,ლიტერატურასა დამუსიკაზე.

ეტიმოლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ოფიციალური — უკრაინა, ეროვნული — Україна.
  • ეტიმოლოგია: „უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელარუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს „ქვეყანას“.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: უკრაინის ისტორია.

ადრეული ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ადამიანის პირველი ნასახლარები უკრაინის ტერიტორიაზე ძვ. წ. 4500 წლით თარიღდება, როცანეოლითის ხანაში აყვავდატრიპოლის კულტურა. უკრაინის ტერიტორიაზე ამ კულტურამ გავლენა იქონია ტრიპილიასა დადნესტრ-დნეპრის რეგიონში.რკინის ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო კიმერიელებით, სკვითებითა და სარმატებით. ძვ. წ.700-200 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა სკვითების სამეფო. მოგვიანებით კი, ჯერ ჩნდება ბერძნული კოლონიები, ძირითადად,შავი ზღვის სანაპიროზე:ოლბია,ტირასი,ქერსონესი, შემდეგ კირომის იმპერიის პროვინციაა. მას შემდეგ, რაცჰუნებს ეპყრათ ეს ტერიტორია, იგიბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ახ. წ.VII საუკუნეში კი ჯერდიდი ბულგარეთის, შემდეგხაზართა სახაკანოს მფლობელობაში იყო, იქამდე, სანამ პირველი სლავური სახელმწიფო, კიევის რუსეთი, არ ჩამოყალიბდა.

კიევის რუსეთი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: კიევის რუსეთი.
კიევის რუსეთიXI საუკუნეში

IX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დასახლებული იყორუსი ხალხით. მათ შექმნეს კიევის რუსეთის სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გარდა აერთიანებდა დღევანდელბელარუსსა დარუსეთის ევროპულ ნაწილს.X-XI საუკუნეებში კიევის რუსეთი გადაიქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი, კიევი, რუსების უმნიშვნელოვანეს ქალაქად. შემდგომ საუკუნეებში კი დაიწყო რუსული და უკრაინული თვითშეგნების ჩამოყალიბება.პირვანდელი ქრონიკების მიხედვით, კიევის რუსეთის დიდგვაროვნებმასკანდინავიიდან მოიწვიესვარიაგები, რომლებმაც სათავე დაუდეს კიევის რუსეთის პირველ სამეფო საგვარეულოს -რიურიკების დინასტიას. კიევის რუსეთი შედგებოდა რამდენიმე სამთავროსგან, რომლეთაც აერთიანებდა კიევის მთავარი.

ვლადიმირ დიდის (980–1015) ზეობის დროს დაიწყო კიევის სამთავროს ოქროს ხანა. ვლადიმირმა გააქრისტიანა რუსეთი (988), მისმა შვილმაიაროსლავ ბრძენმა (1019–1054) კი ხელი შეუწყო კიევის რუსეთის კულტურულ და ეკონომიკურ აღმასვლას. ეს აღმასვლა კი დაბოლოვდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შემადგენელი სამთავროების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით. კიევის რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებსვლადიმირ მონომახისა (1113–1125) და მისი შვილისმსტისლავის (1125–1132) დროს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა სხვადასხვა სლავურ სამთავროდ.

XI-XII საუკუნეებში, გახშირდა მუდმივი თავდასხმები მომთაბარე თურქული ტომებისპაჭანიკებისა დაყივჩაღების მხრიდან. ამის გამო რუსები მისცვივდნენ შედარებით უსაფრთხო და ტყიან რეგიონს, ჩრდილოეთით. კიევის რუსეთი განსაკუთრებით დაზარალდა მონღოლთა შემოსევების დროს.1240 წელს კიევი ააოხრეს მონღოლებმა. საბოლოოდ კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდაგალიჩისა დავლადიმირ-ვოლინის სამთავროები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენგალიჩ-ვოლინის სამთავროდ.

უახლესი ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1917 წელს შეიქმნაუკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდაუკრაინის სახალხო რესპუბლიკა,დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა,უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაცუკრაინის სსრ-ს სამოქალაქო ომს აწარმოებდა.1922 წლის დეკემბრიდან უკრაინის სსრ შევიდასსრ კავშირის შემადგენლობაში.1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1945 წლიდან უკრაინაგაეროს წევრია, ხოლო1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებასნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ.2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაცნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმავიქტორ იუშჩენკომ.2010 წლიდან2014 წლამდე უკრაინის პრეზიდენტივიქტორ იანუკოვიჩი იყო. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტსვოლოდიმირ ზელენსკი იკავებს.

2013 წლის ნოემბერში უკრაინის დედაქალაქში დაიწყოევრომაიდანის მოვლენები, რომლის მიზეზიც იყო უკრაინის პრორუსული ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულდა ხელისუფლების ცვლილებით.2014 წლის 23 თებერვალსუკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდაალექსანდრე ტურჩინოვი. 27 თებერვალს ყოფილმა ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობაარსენ იაცენიუკის ხელმძღვანელობით. ახალმა პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ აღადგინა ევროინტეგრაციის პროცესი. 21 მარტს იაცენიუკმა ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ, ხოლო 27 ივნისს ეკონომიკურ ნაწილს.[2]

უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო აქციების სერიები რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები პრო-რუსული ლოზუნგებით გამოდიოდნენ.[3]

მარტის შუა რიცხვებშიყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ქალაქმასევასტოპოლმა რუსეთის მხარდაჭერით, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გამართა რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმმა უკრაინისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდეგ ეტაპზე ყირიმმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მიერთების შესახებ ფედერაციის სუბიექტის სტატუსით.

2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნადონეცკისა[4][5][6] დალუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. 15 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონებშისაომარი მოქმედებები დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ.[7]

25 მაისს უკრაინაში გაიმართასაპრეზიდენტო არჩევნები. პირველივე ტურში გაიმარჯვაპეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ისტორიული რუკები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: უკრაინის გეოგრაფია.
უკრაინის ტოპოგრაფიული რუკა

უკრაინა თავისი 603 700 კმ²-ის ფართობით მსოფლიოში სიდიდით 46-ე სახელმწიფოა (სიდიდით მასზე წინაასამხრეთი სუდანი, მის შემდეგ მოდისმადაგასკარი),ევროპაში კი ყველაზე დიდი მთლიანად ევროპული სახელმწიფო და მეორე კი — ევროპაში მოქცეული ფართობის მხრივ (მას უსწრებს რუსეთის ევროპული ნაწილი, უკრაინის შემდეგ მოდისსაფრანგეთი). იგი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 44° და 53° გრადუსებს შორის, აღმოსავლეთ გრძედის 22° და 41° გრადუსებს შორის. ქვეყანას გააჩნია 2782 კმ-იანი სანაპირო ზოლიშავსა დააზოვის ზღვაზე გასასვლელით.

უკრაინისლანდშაფტი ძირითადად შედგება ნაყოფიერი სტეპებითა და დაბლობებისაგან, რომლებსაც სერავს ისეთი წყალუხვი და დიდი მდინარეები, როგორიცაადნეპრი,დნესტრი,სამხრეთი ბუგი. უკრაინის მდინარეების უმეტესობა ჩაედინება შავ დააზოვის ზღვაში. ქვეყანას სამხრეთ საზღვარს რუმინეთთან უდგენს მდინარედუნაი. უკრაინის ძირითად მთიან ტერიტორიას შეადგენსკარპატები, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. მისი უდიდესი მწვერვალია მთაჰოვერლა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში – ყირიმის ნახევარკუნძულზე, სანაპირო ზოლის სიახლოვეს გადაჭიმულია ყირიმის მთიანეთი.[8] უკრაინაში კიდევ არის რამდენიმე მთიანი რეგიონი, როგორიცაა ვოლინ-პოდილიას ზეგანი (დასავლეთით) და დნეპრისპირეთის ზეგანი (მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე); აღმოსავლეთიდან ქვეყანაში შემოდის რუსეთის ცენტრალური ზეგანის სამხრეთ-დასავლეთი დეზები, რომლებიც მისდევსრუსეთის ფედერაციასთან საზღვარს. აზოვის ზღვასთან ახლოს მდებარეობს დონეცკის ქედი და აზოვსახლო ზეგანი. სიმაღლის ბუნებრივი უეცარი ცვლილებები ქმნის მრავალ შესაძლებლობასჩანჩქერის წარმოსაქმნელად.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უკრაინაში ჭარბობს ზომიერი კონტინენტური ჰავა,თუმცა სამხრეთ სანაპიროებზე გაბატონებულია ნოტიოსუბტროპიკული ჰავაც.[9] ნალექები არათანაბრად ნაწილდება ხოლმე ქვეყანაში; ქვეყნის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი ჭარბი ნალექიანობით ხასიათდება, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები კი ნაკლებ ნალექიანია. დასავლეთი უკრაინა იღებს დაახლოებით 1200 მმ ნალექს წლიურად, ხოლოყირიმი — მხოლოდ 400 მმ-ს. ზამთრების სიმკაცრე იცვლება შავი ზღვისთვის დამახასიათებელი სიგრილიდან ცივ კონტინენტურ ზამთრამდე.საშუალო წლიური ტემპერატურა ჩრდილოეთში არის 5,5 °C, ხოლო სამხრეთში — 11–13 °C-ს.[10]

ბიომრავალფეროვნება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უკრაინას ახასიათებსცხოველთა,სოკოთა,მიკროორგანიზმთა დამცენარეთა დიდი მრავალფეროვნება.

ცხოველები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
თეთრი წერო დუნაიზე

უკრაინა იყოფა ორ მთავარ ზოოლოგიურ არედ. პირველი მათგანი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ევროპის საზღვართან, სადაც ბინადრობენ შერეული ტყეებისათვის ტიპური სახეობები, ხოლო მეორე კი მოთავსებულია აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ძირითადად სტეპების ფაუნაა გავრცელებული. ქვეყნის ტყიან მასივებში არცთუ იშვიათად გვხვდებაფოცხვერი,მგელი,ტახი დაკვერნა, ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი სახეობა; მტაცებელთა ფლორა განსაკუთრებით თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი კარპატების მთიანეთში, სადაცმურა დათვიცაა გავრცელებული. უკრაინის ტბებსა და მდინარეებში ბინადრობენთახვი დაწავი, ხოლო თევზებიდან —კობრი,ლოქო და სხვანი. ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ დიდი რაოდენობით მღრღნელები, მსგავსნიზაზუნებისა და თაგვებისა.

სოკოები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უკრაინაში აღნუსხულია 6600-ზე მეტი სახეობასოკოებისა (ლიქენების წარმომქმნელი სახეობების ჩათვლით),[11][12] მაგრამ ეს რაოდენობა სრული ვერ იქნება. ნამდვილი რაოდენობა სოკოების სახეობისა გაცილებით მეტია იმ შეფასების გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ყველა სოკოსაგან მხოლოდ 7 % არის დღეს აღმოჩენილი.[13] თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია გადასამოწმებელია, ჩატარებული იქნა პირველი მცდელობა უკრაინისათვის ენდემური სოკოების სახეობების დათვლისა და იდენტიფიცირებული იქნა 2217 ამგვარი სახეობა.[14]

სახელმწიფო და პოლიტიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაურივოლოდიმირ ზელენსკი (2019 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი - უმაღლესი რადა (450 დეპუტატი).

უკრაინა არისრესპუბლიკა, შერეული, ნახევრად საპრეზიდენტო და ნახავრად საპარლამენტო, მმართველობით, რომელშიც ძალაუფლება გადანაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. სახელმწიფოს მეთაურიაპრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ ხუთი წლის ვადით.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა 459 ადგილიანი უკრაინის პარლამენტი-„ვერხოვნა რადა“ (Верховна Рада України). პარლამენტი პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მართავსპრემიერ-მინისტრი.

საპარლამენტო დადგენილებებსა და კანონებს ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო ყირიმის პარლამენტის (Верховна Рада Автономної Республіки Крим) დადგენილებები შეუძლია გააუქმოს უზენაესმა სასამართლომ, თუკი რომელიმე დადგენილება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო უკრაინაში. ადგილობრივი საკრებულოები და ქალაქის თავები აირჩევიან პირდეპირი არჩევნებით. ხოლო რწმუნებულებს რეგიონებში ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში ძალზე დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებია, რომელთა უმეტესობას აქვს მცირერიცხოვანი წარმომადგენლობა, ამიტომაც უცნობი არიან ფართო საზოგადოებისთვის. მათი უმეტესობა ალიანსში შედიან დიდ პარტიებთან და ქმნიან ბლოკს, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.

შეიარაღება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
უკრაინელი სამშვიდობოები BTR-80-ით პატრულირებისასერაყი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მემკვიდრეობით დარჩა 780 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე. მის განკარგულებაში იყო მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომური იარაღის არსენალი.1992 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმებას (START), რომლის ძალითაც სახელმწიფოს უნდა გაენადგურებინა ატომური იარაღი და გადაქცეულიყო ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოდ.1996 წელს კი უკრაინამ შეასრულა პირობა და მას ატომური აირაღი არ გააჩნია. დღესდღეობით სამხედროთა რაოდენობა სიდიდით მეორეა ევროპაში რუსეთის შემდეგ.

უკრაინამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები შეიარაღების შესამცირებლად. მან მოაწერა ხელი შეთანხმებას,კონვენციური შეიარაღებული ძალები ევროპაში. შეთანხმების ძალით მან უნდა შეამციროს ტანკების, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და მეომართა რიცხვი (300 000-მდე).2011 წლამდე მან ახალწვეულთა სამხედრო სამსახური მოხალისეთა სამხედრო სისტემაზე უნდა გადაიყვანოს.

უკრაინა იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში. უკრაინული ჯარები განათავსესკოსოვოში და პოლონურ ჯარებთან ერთად შეადგინეს უკრაინულ-პოლონური ბატალიონი, რომელიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. უკრაინელი სამშვიდობოები გაეროს მანდატით მონაწილეობდნენ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებშილიბანში. ასევესიერა-ლეონესა დაერაყში არის განლაგებული უკრაინის ჯარი. მსოფლიოში 562 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მას შეზღუდული სამხედრო პარტნიორობა აქვს რუსეთთან და დსთ-ის სხვა სახელმწიფოებთან.1994 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა პარტნიორობა მშვიდობისთვის ხელშეკრულებას.2002 წელს უკრაინასა დანატოს შორის გაფორმდა ორმხრივი სამოქმედო გეგმა რათა რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უკრაინას შეეძლოს ნატოში გაწევრიანება.

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: უკრაინის ადმინისტრაციული დაყოფა.

უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი,სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) დაგალიცია (დასავლეთი).

უკრაინის ტერიტორიული მოწყობა
ოლქები
Map of the administrative divisions of Ukraine
Map of the administrative divisions of Ukraine
ავტონომიური რესპუბლიკა
ქალაქები სპეციალური სტატუსით


დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უკრაინის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ქალაქებიოლქიმოსახლეობაქალაქებიოლქიმოსახლეობა
1კიევიკიევი2 611 32711ლუჰანსკილუჰანსკი463 097
2ხარკივიხარკივი1 470 90212მაკიივკადონეცკი389 589
3დნიპროდნიპროპეტროვსკი1 065 00813სიმფეროპოლიყირიმი358 108
4ოდესაოდესა1 029 04914ვინიციავინიცია356 665
5დონეცკიდონეცკი1 016 19415სევასტოპოლისევასტოპოლი342 451
6ზაპორიჟიაზაპორიჟია815 25616ხერსონიხერსონი328 360
7ლვივილვივი732 81817პოლტავაპოლტავა317 998
8კრივი-რიჰიდნიპროპეტროვსკი668 98018ჩერნიჰივიჩერნიჰივი304 994
9მიკოლაივიმიკოლაივი514 13619ჩერკასიჩერკასი295 414
10მარიუპოლიდონეცკი492 17620სუმისუმი293 141
2001 წლის მონაცემები

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: უკრაინის ეკონომიკა.

საბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით -რკინის მადანი,ქვანახშირი,მანგანუმი,ბუნებრივი აირი,ნავთობი,მარილი,გოგირდი,გრაფიტი,ტიტანი,მაგნეზიუმი,ნიკელი,ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH).

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ტრადიციული უკრაინული პისანკუს კოლექცია

უკრაინაში დომინანტური რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა უკრაინული ადათ-წესების ჩამოყალიბებაზე. ქალის როლი უფრო ტრადიციებს ემორჩილება და ბავშვების აღრდაში ბაბუები უფრო მეტ და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ვიდრე ეს დასავლეთშია მიღებული. უკრაინულ მუსიკაზე,არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე განმსაზღვრელი აღმოჩნდა უკრაინის მეზობლების კულტურა.

არასახარბიელოდ იმოქმედა კომუნისტურმა ეპოქამ უკრაინის კულტურაზე.1932 წელს სტალინმა სოციალისტური რეალიზმი გამოაცხადა სახელმწიფო პოლიტიკად საბჭოთა კავშირში. ამან შემოქმედებითად გააღარიბა უკრაინელი ხელოვანები. 1980-იან წლებში საბჭოეთში გამოცხადებულმა გარდაქმნამ მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა მათ.

წმინდა მიხეილის ტაძარიკიევში

უძველესი ტრადიციაა უკრაინაში სააღდგომო კვერცხების შეღებვა, რომელთაც უკრაინაშიპისანკუს უწოდებენ. კვერცხების გარეკანზე იდება ცვილის ნიმუშის მისაღებად. ამის შემდეგ კვერცხი იღებება სასურველი ფერით. ცვილის ტარგის მოძრობის შემდეგ, სააღდგომო კვერცხზე სასურველი ფორმის გამოსახულებას იღებენ. ამ ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს უკრაინის გაქრისტიანებიდან იღებს. ქალაქ კოლომიაში2000 წელს დაარსდა პისანკას მუზეუმი, რომელიც2007 წელს უკრაინის შვიდი საოცრების სიაში შეიტანეს.

ტრადიციული უკრაინული საკვები არის: წიწილა, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი და სოკო. ასევე, უკრაინელების საკვები რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს პომიდორი, მარცვლეული, ცოცხალი და დამწნილებული ბოსტნეული. ტრადიციული კერძებია:ვარენიკი (მოხარშული ცომის ნაჭრებში გახვეული პომიდორი, სოკო, ყველი ან ალუბალი),ბორში (სოკოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ხორცის წვნიანი),გოლაბსკი (კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ბრინჯი, ხორცი და სტაფილო). გავრცელებულია კიევური წიწილა და კიევური კექსი. უკრაინელები სვამენ ხილის წვენს, რძეს, კეფირს, მინერალურ წყლებს, ჩაისა და ყავას, ლუდს, ღვინოსა და უკრაინულ არაყს -გორილკას.

  • არქიტექტურა: კიევის წმინდა სოფიას ტაძარი, ლვივის ისტორიული ცენტრი.

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Press releases and reports - Dynamics of religious self-identification of the population of Ukraine. Kyiv International Institute of Sociology (KIIS) (August 5, 2022). დაარქივებულიაორიგინალიდან — January 25, 2023. ციტირების თარიღი: February 8, 2023.
  2. „Украина и ЕС подписали экономическую часть соглашения об ассоциации“ (რუსული). Москва:Интерфакс. 2014-06-27. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი:2014-06-27.
  3. Скворцов С. (2014-03-03).„„Русская весна“ на Юго-Востоке Украины“. //РИА Новости—Украина. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-06-08. ციტირების თარიღი:2014-03-09.
  4. Декларация о суверенитете Донецкой Народной Республики от 07 апреля 2014 года. Конституции стран мира (2014-04-07). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-04-15. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  5. Текст „Декларации о суверенитете Донецкой Народной Республики“ и „Обращения Донецкой Народной Республики к Владимиру Путину“.
  6. В Донецке объявлено о создании народной республики. Росбалт (2014-04-07). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-04-10. ციტირების თარიღი: 2015-01-09.
  7. ИТАР-ТАСС: Международная панорама — Турчинов объявил о начале „широкомасштабной антитеррористической операции“
  8. Ukraine – Relief. Encyclopædia Britannica (fee required). დაარქივებულიაორიგინალიდან — 15 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 27 December 2007.
  9. Kottek, M.; Grieser, J.; Beck, C.; Rudolf, B.; Rubel, F. (2006).„World Map of the Köppen-Geiger climate classification updated“(PDF).Meteorol. Z.15 (3): 259–263.doi:10.1127/0941-2948/2006/0130.ISSN 0941-2948. ციტირების თარიღი:15 February 2007.
  10. Ukraine – Climate. Encyclopædia Britannica (fee required). დაარქივებულიაორიგინალიდან — 15 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 27 December 2007.
  11. D.W. Minter and Dudka, I.O. "Fungi of Ukraine – a preliminary checklist". CAB International, 1996
  12. Cybertruffle's Robigalia – Observations of fungi and their associated organisms. cybertruffle.org.uk. დაარქივებულიაორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
  13. Kirk, P.M., Cannon, P.F., Minter, D.W. and Stalpers, J. "Dictionary of the Fungi". Edn 10. CABI, 2008
  14. Fungi of Ukraine – potential endemics. cybertruffle.org.uk. დაარქივებულიაორიგინალიდან — 25 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 13 July 2011.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
    
ოლქები
ქალაქები სპეციალური სტატუსით
ავტონომიური რესპუბლიკა
ადმინისტრაციული ცენტრები
    
ქვეყნები
კონფლიქტური ზონები
ორგანიზაციები
რევოლუციები

ვარდების (საქართველო) ·ნარინჯისფერი (უკრაინა) ·ტიტების (ყირგიზეთი) ·2010 წლის გადატრიალება (ყირგიზეთი) ·ევრომაიდანი (უკრაინა) ·ხავერდოვანი (სომხეთი)

შეიარაღებული
კონფლიქტები

ყარაბაღის ომი ·საქართველოს სამოქალაქო ომი ·ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი ·აფხაზეთის ომი ·დნესტრისპირეთის ომი ·გაგაუზიის კონფლიქტი ·ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი ·ჩეჩნეთის პირველი ომი ·ჩეჩნეთის მეორე ომი ·შეტაკებები ცხინვალის რეგიონში (2004) ·რუსეთ-საქართველოს ომი ·ომი აღმოსავლეთ უკრაინაში ·ყარაბაღის მეორე ომი ·რუსეთის შეჭრა უკრაინაში

    
წევრები
ყოფილი წევრები
დამკვირვებლები
    
    
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან.
2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია.
3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უკრაინა&oldid=4919639“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp