Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

უდინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უდინე
Udine

პიაცა-ლიბერტა
დროშაგერბი

ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
რეგიონიფრიული-ვენეცია-ჯულიაფრიული-ვენეცია-ჯულია
კოორდინატები46°04′00″ ჩ. გ.13°14′00″ ა. გ. / 46.06667° ჩ. გ. 13.23333° ა. გ. /46.06667; 13.23333
ფართობი56კმ²
ცენტრის სიმაღლე113
მოსახლეობა99 439 კაცი (2009)
სიმჭიდროვე1 775,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელიUTC+1,ზაფხულშიUTC+2
სატელეფონო კოდი0432
საფოსტო ინდექსი33100
საავტომობილო კოდიUD
ოფიციალური საიტიcomune.udine.it
უდინე — იტალია
უდინე

უდინე (იტალ. Udine;ფრიულ. Udin;სლოვენ. Videm;გერმ. Weiden;ლათ. Utinum) — ქალაქი და კომუნა ჩრდილო-აღმოსავლეთიტალიაში,ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის შუაგულში,ადრიატიკის ზღვასა დაალპებს შორის, იტალია-სლოვენიისსაზღვრიდან 40 კმ-ში.2009 წელს მისიმოსახლეობა 99 439 ადამიანს შეადგენდა, ურბანული არეალის მოსახლეობა კი 175 000-ს.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უდინეფრიულის ისტორიული დედაქალაქია. ეს არეალი ჯერ კიდევნეოლითის ხანიდან იყო დასახლებული, მოგვიანებით კი ილირიელებით დასახლდა. უნგრული ლეგენდის თანახმად,ჰუნების დიდმა ბელადმაატილამ აქ ბორცვი ააშენა, რადგან როცა ისაკვილეიას ალყას არტყავდა, მას ზამთრისათვის ჯარის სადგომი სჭირდებოდა. მან თავის მებრძოლებს უბრძანა მუზარადებითა და ფარებით მიწა მოეზიდათ, რადგანრელიეფი თითქმის მთლიანად გაბრტყელებული იყო. მან აქ ქალაქი დააარსა და წრიული კოშკი ააშენა.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, არეალის მნიშვნელობა გაიზარდა, რაც განპირობებული იყო აკვილეიისა დაჩივიდალე-დელ-ფრიულის დაკნინებით. უდინე პირველად983 წელს იხსენიება, როდესაც იმპერატორმაოტო II-მ აკვილეიის პატრიარქებს, რომლებიც იმ დროს რეგიონის მთავარი ფეოდალებიც იყვნენ,უტინუმის ციხესიმაგრე აჩუქა.1223 წელს დაარსდა ბაზრობა და ქალაქი საბოლოოდ გახდა რეგიონის ეკონომიკისა და ვაჭრობის მთავარი არეალი, ამავე დროს საპატრიარქო ცენტრი.

1420 წელს ქალაქი ვენეციის რესპუბლიკამ დაიპყრო.1511 წელს მიმდინარეობდა ხანმოკლე სამოქალაქო ომი, რომელსაც შემდეგმიწისძვრა დაშავი ჭირი მოჰყვა. ვენეციელთა კონტროლის ქვეშ უდინე1797 წლამდე დარჩა და წარმოადგენდა სახელმწიფოს მეორე უდიდეს ქალაქს. შემდეგ იყო ფრანგების მცირეხნიანი მმართველობა, რომლის შემდეგაც ის ავსტრიული მარიონეტულილომბარდია-ვენეციის სამეფოს ნაწილი გახდა.1866 წელს კი ახლადშექმნილიტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

მეორე მსოფლიო ომში, კაპორეტოსთან ბრძოლაში დაცემამდე, უდინე იტალიის მთავარსარდლობის ცენტრი გახდა და ზედმეტსახელად "Capitale della Guerra"-ს (ომის დედაქალაქი) უწოდებდნენ. ბრძოლის შემდეგ,1918 წელს ის ავსტრიელებმა დაიკავეს რაც1918 წლამდე, ვიტორიო-ვენეტოს ბრძოლამდე გაგრძელდა. ომის შემდეგ უდინე ხანმოკლე ისტორიის მქონე ფრიულის პროვინციის დედაქალაქი გახდა, რომელიც თანამედროვეგორიციის,პერდენონესა დაუდინეს პროვინციებს მოიცავდა.1943 წლის8 სექტემბრის შემდეგ, როცა იტალიამ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა წინაშე იარაღი დაყარა, ქალაქი გერმანული ადმინისტრაციის ხელში იყო, რაც1945 წლის აპრილში შეწყდა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უდინე&oldid=4680217“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp