ტოგოს რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთაფრიკაში.1960 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა.გაეროს წევრი გახდა 1960 წელს. ტოგო აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის წევრია.
ქვეყანას დასავლეთიდან ესაზღვრებაგანა, აღმოსავლეთიდანბენინი და ჩრდილოეთიდანბურკინა-ფასო. ქვყენის სამხრეთით მდებარეობსგვინეის ყურე, რომლის სანაპიროზეც მდებარეობს დედაქალაქილომე. ქვეყნის ფართობი 57 000 კვადრატული კილომეტრია (22 008 კვადრატული მილი), რის გამოც, ის აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მოსახლეობა 8,6 მილიონია. ტოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ქვეყანაა, რომლის სიგანეც 115 კმ-ზე (71 მილი) ნაკლებია.[1]
XVI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე სანაპირო რეგიონი ევროპელებისთვის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო მონების შესაძენად, რითაც ტოგომ და მიმდებარე რეგიონმა მიიღო სახელწოდება „მონათა სანაპირო“. 1884 წელსგერმანიამ ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია თავის შემადგენლობად გამოაცხადა და ტოგოლენდი უწოდა.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტოგოს მმართველობასაფრანგეთის ხელში გადავიდა. 1960 წელს ტოგომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1967 წელს გნასსინგბე ეიადემამ წარმატებული სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის შემდეგაც ის ანტიკომუნისტური, ერთპარტიული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. 1993 წელს ეიადემამ მოაწყო მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გაყალბების შედეგად მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეიადემა თანამედროვე აფრიკის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მმართველის სტატუსი მოიპოვა. ის ტოგოს 38 წლის განმავლობაში მართავდა.[2] 2005 წელს მისი შვილი,ფორ გნასინგბე ტოგოს პრეზიდენტად აირჩიეს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, თანამედროვე ტოგოს ტერიტორიაზე უძველესი ტომები დაკავებულები იყვნენ ჭურჭლის წარმოებითა და რკინის დამუშავებით. სახელი ტოგო მომდინარეობს ენაევედან და ითარგმნება როგორც „ადგილი სადაც ლაგუნა წევს“. ბევრი არაფერია ცნობილი ქვეყანაშიპორტუგალიელების გამოჩენამდე (1490 წლამდე). XI-XVI საუკუნეებში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებიდან შევიდნენ სხვადასხვა ტომები: ევები დასავლეთიდან და გენები და ფონები აღმოსავლეთიდან. ისინი მეტწილად სანაპიროების მიმდებარედ დასახლდნენ.
მონებით ვაჭრობა XVI საუკუნეში დაიწყო. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის სანაპირო ნაწილი ევროპელების მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რის გამოც შემდგომში ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია ცნობილი იყო სახელით „მონათა სანაპირო“.
1884 წელს ტოგოვილშიგერმანელთა და მეფე მლაპა III-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სანაპირო ზოლი გერმანიის შემადგენლობაში გადადიოდა. გერმანიამ დროთა განმავლობაში მეტად მოიკიდა ფეხი ქვეყანაში და თავისი კონტროლი დაამყარა. მოგვიანებით ტოგოს საზღვრები განისაზღვრა გერმანიის მიერ ტერიტორიის დაპყრობის შედეგად და ასევე საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. 1905 წელს ტოგოგერმანიის იმპერიის კოლონია გახდა, რომლის შემადგენლობაშიც ტოგოლენდის სახელწოდებით შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო რომ ემუშავა, დაემუშავებინაბამბა,ყავა დაკაკაო და ასევე გადაეხადა მაღალი გადასახადები.სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის აშენდარკინიგზა და ლომეს პორტი. გერმანელებმა ქვეყანაში შეიტანეს თანამედროვე ტექნიკა ყავის, კაკაოსა და ბამბის კულტივაციისთვის და ასევე განავითარეს ინფრასტრუქტურა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ტოგოლენდში ბრიტანეთი და საფრანგეთი შეიჭრა. 1916 წლის 7 დეკემბერს ტოგო ბრიტანულ და ფრანგულ ნაწილებად დაიყო. 1922 წლის 20 ივლისს დიდმა ბრიტანეთმა მიიღოერთა ლიგის მანდატი, რომ ემართა ტოგოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო საფრანგეთს აღმოსავლეთ ნაწილი უნდა ემართა. 1945 წელს ქვეყანამ მოიპოვა უფლება, რომ გაეგზავნა სამი წარმომადგენელი საფრანგეთის პარლამენტში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ორივე მანდატი გახდაგაერთიანებული ერების ორგანიზაციისსამეურვეო ტერიტორია. 1957 წელს ბრიტანეთის ტოგოლენდის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეერთებულიყვნენოქროს ნაპირს, როგორც ახალი დამოუკიდებელი განის ნაწილი. 1959 წელს ფრანგული ტოგოლენდი გახდა საფრანგეთის კავშირის ავტონომია. ამით საფრანგეთმა შეინარჩუნა დაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და ფინანსების კონტროლის უფლება.
ტოგოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1960 წლის 27 აპრილს მოიპოვა. 1961 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაცსილვანუს ოლიმპიო ტოგოს პირველი პრეზიდენტი გახდა. მან ხმების აბსოლუტური 100 % მოიპოვა. 1961 წლის 9 აპრილს მიიღეს ტოგოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო ტოგოს ეროვნული ასამბლეა.[3][8]
1961 წლის დეკემბერში ტოგოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააპატიმრეს, მათ ბრალი ედებოდათ ანტისამთავრობო შეთქმულების მომზადებაში. გამოიცა ბრძანება ოპოზიციური პარტიების დაშლის შესახებ. ოლიმპიო შეეცადა საფრანგეთისადმი დამოკიდებულების შემცირებასშეერთებულ შტატებთან,გაერთიანებულ სამეფოსთან დადასავლეთ გერმანიასთან თანამშრომლობის დამყარებით. მან ასევე,ალჟირის ბრძოლაშიფრანგებს ხელი შეუშალა ტოგოელთა არმიაში მოხვედრაში. საბოლოოდ ამ ფაქტორებმა განაპირობა სამხედრო გადატრიალება 1963 წლის 13 იანვარს, რომლის დროსაც ოლიმპიო მოკლა ჯარისკაცთა ჯგუფმა სერჟანტი გნასსინგბე ეადემას ხელმძღვანელობით. შედეგად ტოგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სამხედრო ძალების მმართველობა ნიკოლას გრუნიცკის ხელში გადავიდა. 1963 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გრუნიცკი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ახალი ხელმძღვანელობა საფრანგეთთან ურთიერთობების გაღრმავების პოლიტიკას ატარებდა. გრუნიცკის მთავარი მიზანი ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის განხეთქილების შემცირება იყო. მათ შეიმუშავეს ახალი კონსტიტუცია და დანერგეს მრავალპარტიული სისტემა.
1967 წლის 13 იანვარს, ეიადემა გნასსინგბემ გრიუნცკი უსისხლო გადატრიალებაში დაამარცხა და ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მან აკრძალა სხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და 1969 წლის ნოემბერში ერთპარტიული სისტემა დაამყარა. ის ხელმეორედ აირჩიეს 1979 და 1986 წლების არჩევნებში. 1983 წელს დაიწყოპრივატიზება და 1991 წელს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტიები დაუშვეს. ევროკავშირმა ტოგოსთან ურთიერთობა შეაჩერა გნასსინგბეს 1993, 1998 და 2003 წლებში ხელმეორედ არჩევის გამო. 2004 წელს კი ბრიუსელში მოლაპარაკება გაიმართა ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
2005 წლის 5 თებერვალს ეიადემა გნასსინგბე მოულოდნელად გარდაიცვალა 38 წლიანი მმართველობის შემდეგ. სამხედროებმა მისი ვაჟი, ფაურ გნასსინგბე პრეზიდენტად დაუყოვნებლივ დააყენეს, რამაც საერთაშორისო გმობა გამოიწვია. გამონაკლისს მხოლოდ საფრანგეთი წარმოადგენდა. დემოკრატიულად არჩეულმა აფრიკული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა, როგორიცაა სენეგალელი აბდულაი ვეიდმა და ნიგერიელი ოლუსეგუნ ობასანჯო, მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს, რითაც აფრიკის კავშირში არეულობა გამოიწვიეს.[4]
გნასინგბემ ხელისუფლება დატოვა და არჩევნები მოაწო, სადაც ისევე თვითონ გაიმარჯვა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. აღდგა ურთიერთობა ევროკავშირთან. ამასთან, გაეროს მონაცემებით ქვეყანაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობით. დაახლოებით 40 000 ტოგოელი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში. გნასსინგბე ხელახლა აირჩიეს 2010 და 2015 წლებში.
2020 წლის თებერვალის საპრეზიდენტო არჩევნებში, ფაურ გნასსინგბემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მეოთხე ვადით გახდა ტოგოს პრეზიდენტი.[5] 2020 წლის 4 მაისს ტოგოს სამხედრო ბატალიონის მეთაური ბიტალა მადჯულბა გარდაცვლილი იპოვნეს თავის კაბინეტში, მას შემდეგ რაც გნასსინგბე მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი გარდაცვალება ბევრ კითხვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში.[6]
ტოგოს ფართობი 56 785 კვ. კმ-ია (21 925 კვ. მილი), რითაც ის აფრიკის ერთ-ერთ უმცირეს სახელმწიფოს წარმოადგენს. მას სამხრეთიდან ბენინის ყურე ესაზღვრება.განა მისგან დასავლეთითაა,ბენინი - აღმოსავლეთით,ბურკინა-ფასო - კი ჩრდილოეთით. ის ჩრდილოეთის 6 და 11 გრადუსიან პარალელებსა და ნულოვან და მეორე მერიდიანებს შორისაა მოქცეული.
გვინეის ყურეზე ტოგოს სანაპირო 56 კმ-ია, სადაც ქვიშიანი სანაპიროები მდებარეობს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია მეტწილად ბორცვებით ხასიათდება, რაც ქვეყნის სხვა ნაწილებისგან გამოარჩევს. სამხრეთ ნაწილებში ხშირიაჭაობები,ტბები დატყეები.
ტოგოს უმაღლესი მწვერვალი აგოუა, რომლის სიმაღლეცზღვის დონიდან 986 მეტრია. უგრძესიმდინარე მონოა, რომლის სიგრძეც თითქმის 400 კმ-ია.
ტოგო პატარა ქვეყანაა, მაგრამფოსფატის საბადოები და ძლიერისოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ბამბის წარმოება ქვეყნის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.[7] ნაყოფიერ მიწას ქვეყნის ტერიტორიის 11,3 % უკავია. სოფლის მეურნეობის შემდეგ უმნიშვნელოვანესი სექტორებია: საფეიქრო და ლუდსახარში ინდუსტირები. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ელექტროენერგიის არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს. ქვეყანა ენერგიის მხოლოდ 1/3-ს აწარმოებს დანარჩენი კიგანადან დანიგერიიდან ექსპორტზეა დამოკიდებული. ტოგოს ძირითადი საექსპორტო საქონლის დაბალი საბაზრო ფასები და 1990-იანი და 2000-იანი წლების არამდგრადი პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ტოგო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა; ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ საეჭვოა.
ქვეყანაში ძირითადად ცხოვრობს გვინეის ენათა ჯგუფის ხალხები. მოსახლეობის 60 % ადგილობრივი ტრადიციული,ანიმისტური რწმენის მიმდევარია. არიან აგრეთვექრისტიანები დამუსლიმანები.
2010 წლის ნოემბერში მოსახლეობის აღწერის შედეგად ქვეყანაში 6 191 155 ადამიანი ცხოვრობს, რაც ბოლო აღწერის შედეგებს ორჯერ აღემატება. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არისლომე. ტოგო მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით 107-ე ქვეყანაა. ტოგოს მოსახლეობა სწრაფად იზრდება.[8]