ტაივანი, თან. გაქ.[ა]თაივანი[ბ](ტრად. ჩინ. 臺灣 ან 台灣), ოფიციალურადჩინეთის რესპუბლიკა (ტრად. ჩინ. 中華民國) — კუნძული და ქვეყანააღმოსავლეთ აზიაში.[5][6][7][8] მდებარეობსაღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისა დასამხრეთ ჩინეთის ზღვების კვეთაზე,წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთითჩინეთის სახალხლო რესპუბლიკა, ჩრდილო-აღმოსავლეთითიაპონია, ხოლო სამხრეთით -ფილიპინები ესაზღვრება. კუნძული, რომელიც ევროპელებისთვის ცნობილი იყოფორმოზას სახელით, აღმოსავლეთით მთიანი რელიეფით გამოირჩევა. კუნძულის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ურბანიზაციის მაღალი დონით. კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 23.45 მილიონ ადამიანს და არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია.
ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანის ერთგვარი წინამორბედი) დაარსდა1911 წელს და აკონტროლებდა კონტინენტალური ჩინეთის დიდ ნაწილს და მონღოლეთს (1917-1921).მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოექცა ადრე იაპონური ტაივანი და სხვა უფრო პატარა კუნძულები. ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ გომინდანის პარტია ტაივანში გადავიდა და დროებით დედაქალადტაიბეი გამოაცხადა. მათი კონტროლის ქვეშ ასევე დარჩა პენხუ, ცზინმენი, მაცზუ და ტაივანთან ახლოს მდებარე სხვა პატარა კუნძულები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის რესპუბლიკას ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფაქტობრივი იურისდიქცია ჰქონდა, 1970-იანებამდე მას აღიარებდნენ, როგორც მთელი ჩინეთის კანონიერ მმართელს. ასე, რესპუბლიკის წარმომადგენელი1971 წლამდეგაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელის მაგივრად იყო.
ამ დროისთვის ტაივანი არის დემოკრატიული სახელმწიფო ნახევრადპრეზიდენტული სისტემით, ხმის მიცემა კი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს. რესპუბლიკის ეკონომიკა მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, მისი ტექნოლოგიური ინდუსტრია კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში. ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია, ერთ სრულ მოსახლეზე მშპ კიჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 4-ჯერ აღემატება.
↑„ტაივანი“ ქართულ ენაში დამკივდრებული არასწორი ფორმაა, რომელიც თანდათან უნდა ჩანაცვლდეს ფორმით „თაივანი“ ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის თანამედროვე წესების შესაბამისად.[4]
↑Yearbook 2004. Government Information Office of the Republic of China (2004). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-07-27. ციტატა: „Taipei is the capital of the ROC“ ციტირების თარიღი: 2011-12-28.
↑Fell, Dafydd (2018)Government and Politics in Taiwan. London: Routledge, გვ. 305.ISBN978-1317285069. „Moreover, its status as a vibrant democratic state has earned it huge international sympathy and a generally positive image.“
↑„Japan's PM refers to Taiwan as country, draws fire from China“.Kyodo News. 10 June 2021. ციტირების თარიღი:25 October 2021.ციტატა: „Japanese Prime Minister Yoshihide Suga referred to Taiwan as a country, immediately drawing fire on Thursday from mainland China, which regards the island as a renegade province.“