სიცილია (იტალ.Sicilia) — ყველაზე დიდი კუნძულიხმელთაშუა ზღვაში,იტალიის ავტონომიური რეგიონი (Regione Autonoma Siciliana).
რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. ვულკანიეტნა ყველაზე დიდიაევროპაში (3.323 მ). უკანასკნელად იგი1971 წელს ამოიფრქვა.
სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა. სიცილიური ეკონომიკა დივერსიფიცირებულია. მნიშვნელოვანია აგრარული სექტორი, განსაკუთრებით მეხილეობა (ძირითადადფორთოხალი დალიმონი),ზეთისხილისა დაზეითუნის ზეთის წარმოება,მევენახეობა-მეღვინეობა. კუნძულისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანიატურიზმი და უძრავი ქონება. სიცილიაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და უძველესი ძეგლები, რომელთა შორისააპანტალიკის ნეკროპოლისი,ტაძრების ხეობა დასელუნინტი.
კუნძულს უხეშად სამკუთხედის მოყვანილობა აქვს. აღმოსავლეთით, კონტინენტურიიტალიისგან (კონკრეტულადკალაბრიის რეგიონისგან) გამოყოფილიამესინის სრუტით და მათ შორის მანძილი 3 კმ-ია ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთში კი 16 კმ.
სიცილიის შიდა ნაწილი ძირითადად გორაკ-ბორცვიანია და ინტენსიურად კულტივირებული, სადაც კი ეს შესაძლებელია. ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულიამადონიეს (2000 მ),ნებროდის (1800 მ), დაპელორიტანის (1300 მ) მთაგრეხილები, რომლებიც კონტინენტურ ნაწილზე არსებულიაპენინის მთების გაგრძელებას წარმოადგენს. აღმოსავლეთ სანაპიროსთან გამოირჩევავულკან ეტნას კონუსი. სამხრეთ-აღმოსავლეთით განფენილია შედარებით დაბალიიბლეის მთები (1000 მ).XIX საუკუნეში, ენასა და კალტანისეტის რაიონები ლიდერობდნენგოგირდის წარმოებით, მაგარამ 1950-იანი წლებიდან მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა.
სიცილია და მის გარშემო მდებარე პატარა კუნძულები მაღალი ვულკანური აქტივობით გამოირჩევიან. მათ შორისაა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეეტნას მთა, რომელიც 3 320 მეტრი სიმაღლით ერთ-ერთი უმაღლესი აქტიურივულკანიაევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მთელ მსოფლიოში. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან,ტირენიის ზღვაში მდებარელიპარის კუნძულები შეიცავს ვულკანურ კომპლექსს, რომელთა შორისაცაასტრომბოლი. ბოლო დროს ასევე გააქტიურდა მიძინებული ვულკანები:ვულკანო,ვულკანელო დალიპარი. სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს, მდებარეობს წყალქვეშა ვულკანიფერდინანდეია, უფრო ფართოემპედოკლესის ვულკანის ნაწილი, რომელიც ბოლოს1831 წელსა ამოიფრქვა. იგიაგრიჯენტოს სანაპიროსა და კუნძულპანტელერიის (რომელიც თავის მხრივ მიძინებული ვულკანიცაა) შორის მდებარეობს, ფლეგრაენის წყალქვეშა მინდორზესიცილიის სრუტეში.