თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქიადამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში; გარდა ამისა,დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[5].
2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტისუნიტია[6][7]. სირიაში ასევე ცხოვრობენალავიტები - 16 % დაქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა -არაბული.
1963 წლიდან2024 წლამდე რესპუბლიკას მართავდა პარტიაბაასი და მისი მოკავშირეები.2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობსსამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას,ქურთების დაჯგუფებებსა და2014 წლიდანისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
სირია იყოფა 14მუჰაფაზად (არაბ.مُحافظة). მათ შორის მუჰაფაზის სტატუსი გააჩნია დედაქალაქდამასკოსაც. ოლქები იყოფა 65 მინტაკად (არაბ.منطقة), ხოლო მინტაკები თავის მხრივ იყოფა 206 ნაჰიად (არაბ.ناحية).