Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

სიმინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმინდი
Zea mays
Zea mays
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: მარცვლოვანნი
ტრიბა: სიმინდისმაგვარნი
ლათინური სახელი
Zea mays
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1Least Concern : 77726273

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  42269
NCBI  4577
EOL  1115259
IPNI  426810-1
TPL  kew-450362
Zea mays 'Ottofile giallo Tortonese'

სიმინდი (ლათ. Zea mays) —ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარემარცვლოვანთაოჯახისა. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად:ბუშტარა სიმინდი (Zea mays everta),რბილი სიმინდი (Zea mays amylacea),კბილა სიმინდი (Zea mays indentata), ნახევარკბილა სიმინდი (Zea mays scmidentata), კაჟა სიმინდი (Zea mays imdurata), ტკბილი სიმინდი (Zea mays saccharata), რბილ-ტკბილი სიმინდი (Zea mays amyleosacharata), ცვილა სიმინდი (Zea mays ceratina), კილიანი სიმინდი (Zea mays tunicata).

სიმინდი ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი მცენარეა. აქვს 50-80 სმ-იდან 5-6 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო. ფოთოლი ფართო ლანცეტისებრია, ზემოდან შებუსული, მორიგეობით განლაგებული. მამრობითი ყვავილედი (ღეროს წვერზე) საგველაა, მდედრობითი (ფოთლის იღლიაში) — ტარო, რომლის სიგრძე 4-50 სმ, მასა 30-500 გ აღწევს. ღეროზე 1-2, ან იშვიათად 3 ტაროა. ნაყოფი მარცვალაა, 1000 მარცვლის მასა 50-1100 გ., ჩვეულებრივ 100–400 გ. მარცვალი ღვივდება 10-11 °C ტემპერატურაზე. სიმინდი თბილი და ტენიანი კლიმატის მცენარეა.

სიმინდის სამშობლოა ცენტრალური დასამხრეთ ამერიკა.საქართველოში პირველადXVII საუკუნეში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11,3-14,2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა.

სიმინდის მარცვლისაგან იღებენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად.

სიმინდის მწვანე მასა ძვირფასისასილოსე მასალაა.სიმინდის ღეროსა და ნაქუჩისაგან ქიმიურ და სამეურნეო დანიშნულების 40-მდე პროდუქტს ამზადებენ. სიმინდს თესავენ სამარცვლედ, სასილოსედ, მწვანე საკვებად, ამავე დროს თესავენ როგორც ცალკე, ისელობიოს,სოიას,გოგრისა და სხვა კულტურებთან ერთად. თესლბრუნვაში თესავენ უმთავრესად საშემოდგომო თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ. მოჰყავთ აგრეთვე მონოკულტურად, თავიანი კულტურების აღების შემდეგ ნიადაგს ჯერ აჩეჩავენ, შემდეგ ხნავენ შემოდგომაზე (მზრალად) 22-30 სმ სიღრმეზე, ხვნის წინ შეაქვთ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები. აზოტიანი სასუქის ნაწილი შეაქვთ მომდევნო გაზაფხულზე თესვისწინა დამუშავების დროს, დანარჩენი — მცენარის გამოსაკვებად.

სიმინდს თესავენ როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე 10-11 °C. თესავენ ფართო მწკვრივად (70 სმ) ან კვადრატულ-ბუდობრივად (70 ×70 სმ). ნათესის მოვლაგულისხმობს აღმოცენის დაფარცხვას, ბუნებისა და მწკვრივების გამოხშირვას (3-4 ფოთლის ფაზაში), მწკვრივთშორისების 2-3-ჯერ კულტივაციას, სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენებას და სხვა.

ამჟამად შემუშავებულია და ფართოდ ხორციელდება სიმინდის ინდუსტრიული ტექნოლოგია. საქართველოში დარაიონებულია ჰიბრიდები: ქართული 9 ტვ, ქართული 52, ენგური, ვირ 42, კრასნოდარის 5 ტვ და 303, ივერია 503; ჯიშები: აბაშური ყვითელი, აჯამეთის თეთრი და სხვა. კარგი აგროტექნიკური და ხელსაყრელ პირობებში მარცვლის მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 130 ც აღწევს. სიმინდის ძირითადი მავნებლებია მავთულა და ცრუმავთულა იები, ღეროს ფარვანა, ბამბის ხვატარი და სხვა; დაავადებები:ბუშტოვანი და მტვრიანი გუდაფშუტა, ფუზარიოტი, სიმინდის თეთრა და სხვა.

სიმინდის მარცვალი შეიცავსწყალს,ცილოვან ნივთიერებებს,სახამებელს,ცხიმს,ნაცარს,ცხიმზეთს,მწარეებს,ეთერზეთს,ქლოროფილს;K,B1, B2, B6,D დაE ვიტამინებს,ასკორბინის მჟავას. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორცშარდმდენი,ნაღველმდენი საშუალება.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიმინდი&oldid=4515516“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp