Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

სერბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერბეთის რესპუბლიკა
სერბ. Република Србија
Republika Srbija

სერბეთი
სერბეთის
დროშაგერბი
დევიზი: სერბ. Само слога Србина спасава
„მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს“
ჰიმნი: სერბეთის ჰიმნი (სერბ. Боже правде)
„სამართლიანობის ღმერთი“
დედაქალაქი
და
ბელგრადი
44°48′ ჩ. გ.20°28′ ა. გ. / 44.800° ჩ. გ. 20.467° ა. გ. /44.800; 20.467
ოფიციალური ენასერბული1
ეთნიკური ჯგუფები (2022[1][])
რელიგია[1]
მთავრობასაპარლამენტო დემოკრატია
 - პრეზიდენტიალექსანდარ ვუჩიჩი
 - პრ.-მინისტრიანა ბრნაბიჩი
ფართობი
 - სულ
 - წყალი (%)0,13
მოსახლეობა
 - შეფასება6 963 764 -კოსოვოს გარეშე, 8 963 753 -კოსოვოს ჩათვლით
 - სიმჭიდროვე89 კაცი/კმ2 (95-ე)
მშპ (მუპ)2020 შეფასება
 - სულ$137.126 მილიარდიკოსოვოს გარეშე[3] (75-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$19 767კოსოვოს გარეშე[3] (67-ე)
აგი0.811
ძალიან მაღალი
ვალუტადინარი2 (CSD)
სასაათო სარტყელიUTC+01:00
 - ზაფხული (DST)UTC+02:00 (UTC)
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი381
ISO 3166 კოდიSRB
ინტერნეტ-დომენი.yu (.cs რეზერვ.)
ა.1სერბო-ხორვატულისერბიის კონსტიტუციის მიხედვით;ვოევოდინაში შემდეგი ოფიც. ენებია:რუმინული,რუსინული,უნგრული,სლოვაკური, დახორვატული;კოსოვო-მეტოხიაში ასევე:ალბანური.
ბ.2კოსოვო-მეტოხიაში გამოიყენებაევრო.

სერბეთი (სერბ. Србија / Srbija), ოფიციალურადსერბეთის რესპუბლიკა (სერბ. Република Србија / Republika Srbija) —ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოცენტრალურ[4] და სამხრეთ-აღმოსავლეთევროპაში,ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.[5] ესაზღვრებაუნგრეთი ჩრდილოეთით;რუმინეთი დაბულგარეთი — აღმოსავლეთით;ჩრდილოეთი მაკედონია დაალბანეთი — სამხრეთით; ხოლომონტენეგროს,ხორვატიასა დაბოსნია-ჰერცეგოვინას — დასავლეთით. სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თვითაღიარებული სახელმწიფოკოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკურიალბანელები შეადგენენ. რესპუბლიკის მოსახლეობა კოსოვოს გამოკლებით დაახლოებით 7 მილიონია,[6] ხოლო კოსოვოს ჩათვლით - დაახლოებით 8.8 მილიონი. მისი დედაქალაქიბელგრადი, არის სამხრეთ ევროპის უდიდესი და უძველესი ქალაქი.[7]

ქვეყნის ტერიტორიაპალეოლითის ხანიდან დასახლებულია. 1217 წელსსერბეთის სამეფომ მიიღო აღიარებაწმინდა საყდრისა დაკონსტანტინოპოლისგან; 1346 წელს მიაღწია ტერიტორიულ მაქსიმუმს და მცირე დროით (1346-1371) იწოდებოდასერბეთის იმპერიად. XVI საუკუნის შუა წლებში დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაოსმალებმა დაიქვემდებარეს. ოსმალების მმართველობა რამდენჯერმე გაწყვიტაჰაბსბურგის იმპერიამ, რომელმაც XVII საუკუნის ბოლოს ცენტრალური სერბეთისკენ დაიწყო გაფართოება. XIX საუკუნის დასაწყისშისერბეთის რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდასამთავრო, რომელიც რეგიონის პირველკონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენდა; სამთავრომ შემდგომში ტერიტორიები გააფართოვა.[8]პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც სერბები ძლიერ დააზიანა, ქვეყანა გახდახორვატების,სლოვენიელებისა დასერბების სამეფოების ცენტრი. იუგოსლავიის დაშლის დროს სერბეთმა ჩამოაყალიბა კავშირიმონტენეგროსთან,[9] რომელიც მშვიდობიანად დაიშალა 2006 წელს და 1928 წლის შემდეგ პირველად სერბეთმა, როგორცსუვერენულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობა მოიპოვა.[10] 2008 წელსკოსოვოს პროვინციის პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსხვავებული პასუხები მოჰყვა. სერბეთი არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ავტონომიური პროვინციავოევოდინა აღიარებულია თავისი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[11][12][13]

უნიტარულისაპარლამენტოკონსტიტუციური რესპუბლიკა სერბეთი არისგაეროს,ევროსაბჭოს,ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის,პარტნიორობა მშვიდობისთვის,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის,ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წევრი; აგრეთვე უერთდებამსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.[14] 2025 წლისთვის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივით, 2014 წლიდან ქვეყანა ევროკავშირთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.[15]

ისტორია

სერბეთის ისტორია ათვლას იწყებსVI საუკუნეში დასავლეთბალკანეთის ნახევარკუნძულზესლავებით დასახლების მომენტიდან.VIII–IX საუკუნეებში შეიქმნა სერბეთის პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. XII საუკუნის დასასრულს სერბეთი გათავისუფლდა ბიზანტიისგან დაXIV საუკუნეში ჩამოყალიბდა დიდ ძალად, რომელიც მოიცავდა ბალკანეთის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილს. სერბეთს აყვავების ხანა დაუდგასტეფან დუშანის მმართველობის დროს (1331–1355). მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო დანაწევრებულ იქნა.1389 წელს სერბი მთავრები დამარცხდნენთურქებთან ბრძოლაშიკოსოვოს ველზე. საბოლოოდ1459 წელსთურქებმა სერბეთი დაიპყრეს. შემდგომი 350 წლის განმავლობაში სერბეთს მართავს ოსმალთა იმპერია, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიებიXVII საუკუნის მეორე ნახევრიდანავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო.

სერბეთის სამეფო შეიქმნა ოსმალების წინააღმდეგსერბების პირველი აჯანყების (1804–1813) შედეგად. უმაღლეს ლიდერად ამბოხებულებმა აირჩიესგიორგი პეტროვიჩი, მეტსახელად „კარაგიორგი“, რომელიც ადრე ავსტრიის არმიაში მსახურობდა.1811 წელსბელგრადში კარაგიორგი გამოაცხადეს სერბეთის მემკვიდრეობით მმართველად. თუმცა 1813 წელს ამბოხება ჩახშობილ იქნა, კარაგიორგიავსტრიაში გაიქცა.1815 წელს დაიწყო სერბეთის მეორე ამბოხება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი აჯანყების წევრიმილოშ ობრენოვიჩი. აჯანყებამ წარმარტებით ჩაიარა, თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ სულთანმა ოფიციალურად აღიარა მილოშ ობრენოვიჩი სერბეთის მმართველად.1817 წელს კარაგიორგი დაბრუნდა სერბეთში, თუმცა მილოშ ობრენოვიჩის ბრძანებით მოკლულ იქნა.1878 წელს სერბეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო1882 წელს გამოაცხადა სამეფო. XX საუკუნის დასაწყისში სერბეთი კონსტიტუციურ მონარქიად გარდაიქმნა, მონარქიას სწრაფი ზრდის ტემპები ჰქონდა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ორი გლეხური წარმოშობის დინასტია – კარაგიორგის და ობრენოვიჩის მემკვიდრეები ერთმანეთს ცვლიდნენ სერბეთის ტახტზე1903 წლამდე. 1903 წელს მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი და მისი ცოლი დრაგა მოკლეს სასახლის გადატრიალების შედეგად.1912–1913 წლებში ბალკანეთის ომების დროს სერბეთმა შემოიერთა კოსოვო დამაკედონია.პირველ მსოფლიო ომში სერბეთი„ანტანტის“ მხარეზე იბრძოდა. ომის შედეგად სერბეთმა დაკარგა მოსახლეობის მესამედი. ომის შემდეგ სერბეთი გახდა ბირთვი სერბების, ხორვატების და სლოვენიელების სამეფოსი.1941 წლის აპრილშიმეორე მსოფლიო ომის დროს სერბეთი დაიპყროჰიტლერულმაგერმანიამ. ტერიტორიების ნაწილი გადაეცა გერმანიის სატელიტ ქვეყნებს – უნგრეთს, ბულგარეთს და ალბანეთს.1944–1945 წლებში სერბეთი გათავისუფლდასაბჭოთა არმიისა დაიუგოსლავიის პარტიზანული და რეგულარული სახალხო განმათავისუფლებელი ჯარების მიერ.

1945 წელს გამოცხადდა იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1963 წლიდან –იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა), რომლის შემადგენლობაშიცსერბეთის სოციალისტური რესპუბლიკაც შევიდა.1990 წლის დასაწყისში დაიწყოიუგოსლავიის ომები, რაც საბოლოოდ მისი დაშლით დასრულდა.სოციალისტების სერბეთის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდა1999 წელსნატო-ს მიერ სერბული ქალაქების დაბომბვისა დაგაეროს სამშვიდობო ძალებისკოსოვოში შესვლის შემდეგ. 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, არსებობა შეწყვიტა სერბეთისა დაჩერნოგორიის სახელმწიფოების კავშირმა და სერბეთმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი.

2008 წლის18 თებერვალს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადაკოსოვომ.სერბეთის კონსტიტუციის თანახმად კოსოვო არის კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ნაწილი, რომლის პარლამენტსაც არ აქვს დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება. დღეს კოსოვოს სუვერენიტეტს აღიარებს 114 ქვეყანა, თუმცა სერბეთი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს პატივი სცეს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

გეოგრაფია

ტოპოგრაფიული რუკა

სერბეთი მდებარეობსცენტრალური[16][17][18] დასამხრეთ ევროპის საზღვარზე,ბალკანეთის ნახევარკუძულსა დაშუა დუნაის დაბლობზე. მოქცეულია ჩრდილოეთგანედის 41° და 47°პარალელებსა და აღმოსავლეთგრძედის 18° და 23°მერიდიანებს შორის. სერბეთის ფართობი 88 361 კვადრატული კილომეტრია; ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 113-ე ადგილს იკავებს; კოსოვოს გამოკლებით საერთო ფართობი 77 474 კვადრატული კილომეტრია;[2] აღნიშნული მაჩვენებლით იგი მსოფლიოს სიდიდით 117-ე ქვეყანაა. საზღვრების საერთო სიგრძე 2027 კმ-ია (ალბანეთთან 115 კმ,ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 302 კმ,ბულგარეთთან 318 კმ,ხორვატიასთან 241 კმ,უნგრეთთან 151 კმ,ჩრდილოეთ მაკედონიასთან 221 კმ,მონტენეგროსთან 203 კმ დარუმინეთთან 476 კმ).[2] კოსოვოს ყველა საზღვარი ალბანეთთან (115 კმ), ჩრდილოეთ მაკედონიასა (169 კმ) და მონტენეგროსთან (79 კმ)[19] კოსოვოს სასაზღვრო პოლიციის მიერ კონტროლდება.[20] სერბეთი კოსოვოსა და მას შორის 352 კმ სიგრძის საზღვარს განიხილავს, როგორც „ადმინისტრაციულ ხაზს“; საზღვარი კოსოვოს სასაზღვრო პოლიციისა და სერბეთის პოლიციის ძალების საერთო კონტროლის ქვეშ იმყოფება; ვხვდებით 11 სასაზღვრო გამტარ პუნქტს.[21] შუა დუნაის დაბლობი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მესამედს ფარავს, ხოლო უკიდურესი აღმოსავლეთ ტერიტორიაქვემო დუნაის ვაკეს უკავია. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის („სამადიას“) რელიეფი, ძირითადად წარმოადგენს მდინარეებით დაქსელილ მიმოფანტულ გორაკებს. სერბეთის სამხრეთ ნაწილში უმეტესად მთიან რელიეფს ვხვდებით. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმულიადინარის მთიანეთი. სერბეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ვხვდებითკარპატებსა დასტარა-პლანინას.[22]

ქვეყნის სამხრეთ-საღმოსავლეთით მდებარე უძველესი მთებიროდოპებს ეკუთვნის. სიმაღლე ზღვის დონიდან 2169 მეტრიდან (ბალკანეთის მთიანეთის უმაღლესი მთის, მიძორის მწვერვალიდან) 17 მეტრამდე (მდინარე დუნაის მახლობლად მდებარე დასახლების, პრაჰოვოს სიმაღლემდე) მერყეობს.[23] ქვეყნის უდიდესი ტბადერდაპის ტბაა (163 კვადრატული კილომეტრი), ხოლო უგრძესი მდინარე სერბეთის ტერიტორიაზედუნაია (587,35 კილომეტრი).

კლიმატი

სერბეთის კლიმატიევრაზიის ტეროტორის,ატლანტის ოკეანისა დახმელთაშუა ზღვის გავლენის ქვეშაა მოქცეული. იანვარში საშუალოდ 0 გრადუსითა და ივლისის საშუალო 22 გრადუს ტემპერატურით,კიოპენის კლასიფიკაციის მიხედვით სერბეთის კლიმატი შეიძლებანოტიო კონტინენტურად ანნოტიო სუბტროპიკულად მივიჩნიოთ.[24] ქვეყნის ჩრდილოეთით კლიმატი უფრო კონტინენტურია, რომელიც ცივი ზამთრითა და ცხელი, ტენიანი ზაფხულით, აგრეთვე კარგად განაწილებული ნალექებით ხასიათდება. სამხრეთით ზაფხული და შემოდგომა შედარებით მშრალია, ზამთარი — უფრო ცივი, მთებში დიდითოვლით.

ზღვის დონიდან ქვეყნის ტერიტორიების არასწორი განაწილება,ადრიატიკის ზღვასთან სიახლოვე და დიდ მდინარეთა აუზები, აგრეთვე ქარები, იწვევს კლიმატის ცვალებადობას.[25] სამხრეთ-აღმოსავლეთ სერბეთი ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.[26]დინარის ალპები და სხვა ქედები ხელს უწყობენ თბილი ჰაერის მასების გაგრილებას. პესტერის პლატოს ტერიტორიაზე შემოსაზღვრული მთების გამო ზამთარი საკმაოდ მკაცრია.[27]

1961–1990 წლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზღვის დონიდან 300 მეტრზე ქვემოთ მდებარე რეგიონებში 10,9 გრადუსია. 300-500 მეტრის შუალედში აღნიშნული მაჩვენებელი 10,0 გრადუსია, ხოლო 1000 მეტრზე ზემოთ მდებარე რეგიონებში - 6,0 გრადუსი.[28] სერბეთში უდაბლესი ტემპერატურა 1985 წლის 13 იანვარს კარაჯუკიკა ბუნარში, პესტერში დაფიქსირდა – 39,5 გრადუსი, ხოლო უმაღლესი 2007 წლის 24 ივლისს სმედერევსკა პალანკაში – 44,9 გრადუსი.[29]

სერბეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრები,ქარიშხლები,წყალდიდობა,გვალვა) კუთხითძალიან მაღალი რისკის ტერიტორიადაა მიჩნეული.[30] დადგენილია, რომ პოტენციური წყალდიდობა, განსაკუთრებით ცენტრალური სერბეთის ტერიტორიებზე, საფრთხეს უქმნის 500-ზე მეტ დასახლებას და 16 000 კვადრატულ კილომეტრის ტოლ ტერიტორიას.[31] ყველაზე დამღუპველი წყალდიდობა 2014 წლის მაისში მოხდა: დაიღუპა 57 ადამიანი, ხოლო ქალაქმა 1,5 მილიარდზე მეტი ზიანი მიიღო.[32]

ჰიდროლოგია

სერბეთის თითქმის ყველა მდინარედუნაის გავლითშავ ზღვაში ჩაედინება. ევროპის მეორე უდიდესი მდინარე დუნაი სერბეთს 588 კმ სიგრძის[33] მანძილზე (მდინარის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 21 %) კვეთს და წარმოადგენს ქვეყნის მტკნარი წყლის მთავარ რესურსს.[34][35] ქვეყნის ტერიტორიაზე დუნაის თავისი უდიდესი შენაკადები უერთდება –მორავა (ყველაზე გრძელი (493 კმ) იმ მდინარეთა შორის, რომლებიც სათავეს ქვეყანაში იღებენ),[36]სავა დატისა.[37] გამონაკლისია მდინარე პინჯა, რომელიცეგეოსის ზღვაში ჩაედინება. სერბეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ბუნებრივ საზღვარს ქმნის მდინარედრინა, რომელიც წარმოადგენს ორივე ქვეყნის კეიკინგისა და ჯომარდობის მთავარ ცენტრს.

რელიეფის განაწლების გამო სერბეთში ბუნებრივი ტბები იშვიათი და მცირე ზომისაა; მათი უმეტესი ნაწილი ვოევოდინას დაბლობზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა ქვეყანაში ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებისთვის მრავლადაა ხელოვნური წყალსაცავები. მათ შორისაა: დუნაიზე მდებარერკინის ჭიშკრის წყალსაცავი, რომლის 163 კვადრატული კილომეტრის ტოლი ნაწილი სერბეთს, ხოლო 253 კვადრატული კილომეტრი -რუმინეთს ეკუთვნის); პერურაკის წყალსაცავი, რომელიცდრინაზე მდებარეობს და ვლასინას წყალსაცავი.

დემოგრაფია

2011 წლის აღწერის მონაცემებით სერბეთის (კოსოვოს გამოკლებით) საერთო მოსახლეობა 7 186 862 ადამიანის ტოლია; მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 92,8 მცხოვრები.[38] აღწერა არ ჩატარებულაკოსოვოში, რომელმაც საკუთარი კვლევა ჩაატარა; კვლევის მიხედვით მისი მოსახლეობა 1 739 825 ადამიანს შეადგენდა[39] სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს გამოკლებით, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სერბებმა (დაახლოებით 50 000) უარი განაცხადეს აღწერაში მონაწილეობაზე.

ეთნიკური შემადგენლობა (2011)
სერბები
  
83.3%
უნგრელები
  
3.5%
ბოშები
  
2.1%
ბოსნიელები
  
2%
ხორვატები
  
0.8%
სლავები
  
0.7%
სხვა
  
4.7%
დაუზუსტებელი/უცნობი
  
3.3%

სერბეთი 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის; ამ პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის აღემატებოდა შობადობის მაჩვენებელს.[40][41] დადგენილია, რომ 1990-იანებში ქვეყანა დატოვა დაახლოებით 300 000 სერბმა, რომელთა 20 %-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული.[42][43] სერბეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს (მოსახლეობის საშუალო ასაკი 42,9 წელია);[44] სერბეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76,1 წელია.[45]

90-იანი წლების განმავლობაში სერბეთს ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ლტოლვილი მოსახლეობა ჰყავდა.[46] ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ქვეყნის პოპულაციის დაახლოებით 7-7,5 %-ს შეადგენდა -იუგოსლავიის ომების სერიის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლტოლვილი ქვეყანაში თავშესაფარს ეძებდა (ძირითადად ხორვატიიდან და კოსოსოდან დევნილები; აგრეთვე მცირე რაოდენობა ბოსნია და ჰერცეგოვინადანაც).[47]

სერბები 5 988 150 ადამიანით (კოსოვოს გამოკლებით, ქვეყნის მოსახლეობის 83 %) ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან. სერბეთი მიეკუთვნება იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ეროვნული უმცირესობების დიდი რაოდენობაა რეგისტრირებული; ხოლო ავტონომიური პროვინციავოევოდინა აღიარებულია თასივი მრავალ-ეთნიკური და მრავალ-კულტურული თვითმყოფადობით.[48][49][50] ეთნიკურ უმცირესობებს შორის უნგრელები 253 899 მოსახლით უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან (მთლიანი მოსახლეობის 3,5 %); მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ვოევოდინაშია კონცენტრირებული (მთლიანი ეთნიკური ჯგუფის დაახლოებით 13 %). 2011 წლის აღწერის მონაცემებით ბოშათა მოსახლეობა 147 604-ს შეადგენს, მაგრამ არაოფიციალური შეფასებით, მათი რეალური რაოდენობა დაახლოებით 400 000-500 000-ია.[51]ბოსნიელები კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარესანძაკში. სხვა ეთნიკურ უმცირესობებს შორის არიან:ხორვატები,სლოვაკები,ალბანელები,მონტენეგროელები, ვლაშები,რუმინელები,მაკედონელები დაბულგარელები.[52][53]

მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59,4 % ცხოვრობს ქალაქგარეთ, ხოლო 16,1 % -ბელგრადში. ბელგრადი ქვეყანაში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს; ქვეყანაში აგრეთვე ოთხი ქალაქია, სადაც 100 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.[54]

განათლება

2011 წლის აღწერის მიხედვით სერბეთის მოსახლეობის 98 %-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო კომპიუტერის მოხმარება 49 %-ს შეუძლია (კომპიუტერის სრულიად 34,2 %-ს ესმის).[55] იგივე აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 16,2 %-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 49 %-ს - დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა, 20,7 %-ს - დაწყებით განათლება, ხოლო 13,7 %-ს დაწყებითი განათლება არ აქვს დასრულებული.[56]

ქვეყანაში განათლებას არეგულირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ბავშვები განათლების მიღებას სკოლამდელი აღზრდის სკოლებში, ან დაწყებით სკოლებში იწყებენ. დაწყებით სკოლებში ბავშვები შვიდი წლის ასაკში ირიცხებიან. სავალდებულო განათლება დაწყებითი სკოლის რვა კლასისგან შედგება. მოსწავლეებს საშუალება აქვთ სწავლაგიმნაზიებსა და პროფესიულ სკოლებში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში განარგძონ, ან პროფესიული კუთხით მოემზადონ კიდევ 2-3 წელი. გიმნაზიის ან პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უნივერსიტეტში ჩაირიცხონ.[57] დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება სერბეთში ასევე შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობების ენებზე; მათ შორისაა:უნგრული,სლოვაკური,ალბანური,რუმინული,რუსინული,ბულგარული,ბოსნიური დახორვატული ენები. პეტნიკას სამეცნიერო ცენტრი არის მნიშვნელოვანი კლასგარეშე სამეცნიერო განათლებისთვის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი სტუდენტების სწავლებაზე.[58]

სერბეთში ვხვდებით 19 უნივერსიტეტს (ცხრა საჯარო უნივერსიტეტი ჯამში 86 ფაკულტეტით, ხოლო ათი კერძო უნივერსიტეტი 51 ფაკულტეტით).[59] 2018-2019 სასწავლო წელს 19-ივე უნივერსიტეტში 210 480 მოსწავლე ირიცხებოდა (181 310 საჯარო უნივერსიტეტებში და 29 170 კერძო უნივერსიტეტებში), ხოლო 81 „უმაღლეს სკოლაში“ - 47 169 მოსწავლე.[60][61]

სპორტი

ნიკოლა იოკიჩი, ორგზისNBA-ს ყველა-ვარსკვლავის მატჩის მონაწილე და2018–19 სეზონისპირველი გუნდის წევრი.

სპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სერბეთის საზოგადოებაში. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია:ფეხბურთი,კალათბურთი,ჩოგბურთი,ფრენბურთი,წყალბურთი დახელბურთი. სერბეთში სპორტის სახეობები სპორტული ფედერაციებითა და ლიგებით იმართება (გუნდური სპორტის შემთხვევაში). ქვეყანაში მრავალი სპორტული კლუბი ფუნქციონირებს; მათ შორის ყველაზე წარმატებულია:ცრვენა ზვეზდა,JSD პარტიზანი დაOSD ბეოგორდი ბელგრადში,SD ვოჯვოდინა ნოვი-სადში,FK რადნიკი კრაგუჯავაში და სპარტაკსპარტაკი სუბოტიცაში.

სერბეთი ტრადიციულად კალათბურთში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ძლიერი ქვეყანაა.[62][63]სერბეთის კაცთა ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებსმსოფლიო ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული (1998 და 2002 წელს),ევროპის ჩემპიონატი 3-ჯერ 1995, 1997, და 2001), აგრეთე მოპოვებული აქვს ორი ოლიმპიური ვერცხლის მედალი (1996 და 2016).ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2016 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიგო. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაშიNBA-ში 31 სერბი მოთამაშე თამაშობდა; მათ შორისაანიკოლა იოკიჩი (2019 წლისNBA-ის ყველა მოთამაშის გუნდის წევრი),პრედრაგ სტოიაკოვიჩი (2011 წლის NBA-ს ჩემპიონი და სამგზის NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშის მონაწილე),ვლად დივაცი (2001 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშის მონაწილე დასაკალათბურთო დიდების დარბაზის წევრი.[64]

სერბეთის მამაკაცთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეროვნული გუნდია, რომელსაც მოგებული აქვს 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, სამი მსოფლიო ჩემპიონატი (2005, 2009 და 2015) და შვიდი ევროპის ჩემპიონატი (2001, 2003, 2006, 2012, 2014, 2016 და 2018).[65]

შენიშვნები

  1. კოსოვოს გარეშე

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მეშველიანი, კ.:სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია: (სერბეთი) XIX-1917 წ. ოქტომბერი -თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა,1985

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.01.1Mother tongue, religion and ethnic affiliation. ციტირების თარიღი: 10 November 2023
  2. 2.02.12.2The World Factbook: Serbia. Central Intelligence Agency (20 June 2014). დაარქივებულიაორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  3. 3.03.1World Economic Outlook Database, January 2020. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2 March 2020
  4. (2011)Comparative Hungarian Cultural Studies. Purdue University Press.ISBN9781557535931. 
  5. (2014)Calcium and Magnesium in Groundwater: Occurrence and Significance for Human Health – Serbia. Lidia Razowska-Jaworek, CRC Press.ISBN9781315764160.ციტირების თარიღი: 3 June 2017. 
  6. Official population projection for Serbia (2016). Republic of Serbia Statistical Bureau. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2 February 2016. ციტირების თარიღი: 7 January 2016.
  7. (2009)The Age of Nepotism: Travel Journals and Observations from the Balkans. Vahid Razavi.ISBN9780615274331.ციტირების თარიღი: 3 June 2017. 
  8. The Serbian Revolution and the Serbian State. Steven W. Sowards, Michigan State University Libraries (11 June 2009). ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  9. Yugoslav Agreement on Succession Issues (2001) (2010-10-03). ციტირების თარიღი: 14 June 2012.
  10. FR Yugoslavia Investment Profile 2001. EBRD Country Promotion Programme. დაარქივებულიაორიგინალიდან — 28 September 2011.
  11. Slovakia's national minority makes Serbia nicer, richer (11 December 2018).
  12. Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017)The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190. 
  13. Filep, Béla (2016)The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71. 
  14. „Serbia a few steps away from concluding WTO accession negotiations“.WTO News. 13 November 2013. ციტირების თარიღი:13 November 2013.
  15. „A credible enlargement perspective for and enhanced EU engagement with the Western Balkans“(PDF).European Commission. 9 February 2018. ციტირების თარიღი:9 February 2018.
  16. Serbia: On the Way to EU Accession. World Bank Group. ციტირების თარიღი: 21 October 2014.
  17. Serbia: Introduction. Michigan State University. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  18. Serbia. Balkans 360. დაარქივებულიაორიგინალიდან — 6 October 2014. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  19. The World Factbook: Kosovo. Central Intelligence Agency (19 June 2014). დაარქივებულიაორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  20. Border Police Department. Kosovo Police. დაარქივებულიაორიგინალიდან — 8 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  21. Uredba o kontroli prelaska administrativne linije prema Autonomnoj pokrajini Kosovo i Metohija Serbian. Official gazette of the Republic of Serbia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 8 January 2015. ციტირების თარიღი: 8 January 2015.
  22. About the Carpathians – Carpathian Heritage Society. Carpathian Heritage Society. დაარქივებულიაორიგინალიდან — 6 April 2010. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  23. O Srbiji. Turistickimagazin.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  24. The Times Atlas of the World (1993). Times BooksISBN0-7230-0492-7
  25. „Serbia :: Climate“.Encyclopædia Britannica Online. 2007. pp. 5 of 71.
  26. CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულიაორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 24 May 2012.
  27. Radovanović, M and Dučić, V, 2002,Variability of Climate in Serbia in the Second Half of the 20th century, EGS XXVII General Assembly, Nice, 21 to 26 April 2002, abstract #2283,27:2283–, provided by theSmithsonian /NASA Astrophysics Data System
  28. Basic Climate Characteristics for the Territory of Serbia. Hydrometeorological Service of Serbia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2017-10-10. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  29. Past temperature extremes since the beginning of the measurement. Hydrometeorological Service of Serbia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 11 May 2011. ციტირების თარიღი: 5 November 2010.
  30. World Risk Report 2013 – Exposure to natural hazards გვ. 3–4. Alliance Development Works (2013). დაარქივებულიაორიგინალიდან — 16 August 2014.
  31. River floods Serbia. European Centre for Climate Adaptation. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  32. „Serbia gets $300 million from World Bank to aid floods recovery“.Reuters. 4 October 2014. ციტირების თარიღი:18 December 2014.
  33. The Danube | National Tourism Organisation of Serbia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2022-05-10. ციტირების თარიღი: 2019-04-27
  34. Jolović, Dejan. (2016-08-19) Ten economic benefits of the Danube for Serbia English. ციტირების თარიღი: 2019-04-27
  35. Takić, Ljiljana M.; Mladenović-Ranisavljević, Ivana I.; Nikolić, Vesna D.; Nikolić, Ljubiša B.; Vuković, Milovan V.; Živković, Nenad V. (2012).„The assessment of the Danube water quality in Serbia“(PDF).Advanced Technologies: 59. დაარქივებულიაორიგინალიდან(PDF) — 2020-05-01. ციტირების თარიღი:2020-07-31.მითითებულია ერთზე მეტი|archiveurl= და|archive-url= (დახმარება);მითითებულია ერთზე მეტი|archivedate= და|archive-date= (დახმარება);მითითებულია ერთზე მეტი|accessdate= და|access-date= (დახმარება)
  36. Morava River - (2015-10-09). ციტირების თარიღი: 2019-04-27
  37. Navigation and Transportation: Waterways. Danube Strategy in Serbia. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  38. Попис у Србији 2011. Popis2011.stat.rs. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2020-05-09. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  39. REKOS2011. Esk.rks-gov.net. დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  40. Sebičnost žena u Srbiji nije uzrok bele kuge | EurActiv Srbija. Euractiv.rs (26 July 2013). დაარქივებულიაორიგინალიდან — 3 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  41. Roser, Max (2014), "Total Fertility Rate around the world over the last centuries", Our World In Data,Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=FRA. წაკითხვის თარიღი: 8 May 2019
  42. Serbia seeks to fill the '90s brain-drainage gap. EMG.rs (5 September 2008).
  43. Survey S&M 1/2003. Yugoslav Survey. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  44. PBC stats (2019).
  45. Europe Central Asia Economic Update, Spring 2020 : Fighting COVID-19. World Bank. ციტირების თარიღი: 9 April 2020.
  46. Tanjug. (22 October 2007) Serbia's refugee population largest in Europe. B92. დაარქივებულიაორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2020.
  47. Serbia currently hosts over 260K refugees and IDPs. B92 (20 June 2013). ციტირების თარიღი: 21 June 2013.
  48. Slovakia's national minority makes Serbia nicer, richer (11 December 2018).
  49. Lux, Gábor; Horváth, Gyula (2017)The Routledge Handbook to Regional Development in Central and Eastern Europe. Taylor & Francis, გვ. 190. 
  50. Filep, Béla (2016)The Politics of Good Neighbourhood: State, civil society and the enhancement of cultural capital in East Central Europe. Taylor & Francis, გვ. 71. 
  51. Vesti – Zvaničan broj Roma u Srbiji. B92 (7 April 2009).
  52. Chinese Migrants Use Serbia as Gate to Europe, ABC News, 13 July 2010.
  53. V. Mijatović – B. Hadžić. I Kinezi napuštaju Srbiju. Novosti.rs.
  54. "2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia: Comparative Overview of the Number of Population in 1948, 1953, 1961, 1971, 1981, 1991, 2002 and 2011, Data by settlements" (PDF). Statistical Office of Republic Of Serbia, Belgrade. 2014.ISBN 978-86-6161-109-4. Retrieved 27 June 2014.
  55. 2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia Statistical Office of the Republic of Serbia
  56. Education stats in Serbia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 29 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 20 March 2013.
  57. Education rights. დაარქივებულიაორიგინალიდან — 27 October 2007. ციტირების თარიღი: 20 March 2013.
  58. Petnica kao nacionalni brend. ციტირების თარიღი: 2019-09-01
  59. Survey Serbia Online, Retrieved on 31 July 2009
  60. "Statistical Yearbook of the Republic of Serbia" (PDF). Statistical Office of the Republic of Serbia. 2012.
  61. Уписани студенти, 2018/2019. школска година Serbian. Statistical Office of the Republic of Serbia (25 June 2019). ციტირების თარიღი: 30 June 2019.
  62. Basketball is no ordinary sport in Serbia en. ციტირების თარიღი: 2019-04-26
  63. Can Serbia get back on track, deny Greece moving to 10–0? en. ციტირების თარიღი: 2019-04-26
  64. Srbija prva, Hrvatska treća po broju igrača u NBA.
  65. Osvojene medalje. waterpoloserbia.org. ციტირების თარიღი: 20 March 2013.
    
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან.
2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია.
3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
    
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სერბეთი&oldid=4953589“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp