Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

სანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სანა
صنعاء
ქვეყანაიემენის დროშა იემენი
დაქვემდებარებადედაქალაქი
შიდა დაყოფაOld City District, Shu'aub District, Assafi'yah District, Az'zal District, At Tahrir District, As Sabain District, Al Wahdah District, Ma'ain District, Ath'thaorah District და Bani Al Harith District
კოორდინატები15°24′16″ ჩ. გ.44°12′24″ ა. გ. / 15.4047000° ჩ. გ. 44.2067000° ა. გ. /15.4047000; 44.2067000
მმართველიპრეზიდენტი
ფართობი3450±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე2200
მოსახლეობა2 545 000[1] კაცი (2017)
სასაათო სარტყელიUTC+3
სატელეფონო კოდი01
ოფიციალური საიტიhttp://www.sanaacity.com/
სანა — იემენი
სანა
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობაUNESCO, ობიექტი№ 385
ინგლ.რუს.ფრ.

სანა (არაბ. صنعاء; ასევესანაა,სან‘ა’ ანსანა'ა) —იემენის დედაქალაქი დასანას მუჰაფაზის ცენტრი. მიუხედავად ამისა, ქალაქი ამ მუჰაფაზის ნაწილს არ წარმოადგენს.

სანა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია. ამავე დროს, ის გაშენებულიაზღვის დონიდან 2200 მეტრზე და მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქთა რიცხვს. 2017 წლის მონაცემებით სანასმოსახლეობა 2 545 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ისიემენის უმსხვილესი ქალაქია. სანას ძველი ნაწილი შესულიაიუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქის ამ ნაწილს უნიკალური იერსახე გააჩნია, რაც უპირველესად განსხვავებული არქიტექტურის დამსახურებაა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია მრავალსართყლიანი ნაგებობები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია დეკორირებული.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ანტიკური პერიოდი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქინოეს გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა სემმა ააშენაჯაბალ ნუქუმის მთის ძირას. ანტიკურ ხანაში იგი ცნობილი იყო, როგორც “აზალი” ("Azal"), რომელიც უკავშრდებოდაბიბლიური პიროვნებების დაბადების წიგნში მოხსენიებულ უზალს (Uzal),კაჰტანიტების ვაჟს და სემის შვილიშვილს. მის სახელს უკავშირდება საბაისური სიტყვა “კარგად გამაგრებული”[2].

არაბი ისტორიკოსიალ-ჰამდანი წერს, რომ სანას გალავანი შემოარტყეს საბაისელებმა, მბრძანებელი შაურ ატარის დროს, რომელმაც შესაძლოა ააშენა ქალაქში გუმდანის სასახლე (Ghumdan Palace). მდებარეობის გამო, სანა მსახურობდა, როგორც ურბანული ცენტრი რეგიონის მიმდებარე ტომებისათვის და როგორც რეგიონის სავაჭრო ბირთვიარაბეთის უკიდურეს სამხრეთში. სანა ორი, მთავარი ანტიკური სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარეობს აღმოსავლეთით უკავშირდება მარიბის და დასავლეთითწითელ ზღვას.

როდესაც ძალაუფლება, ჰიმატიტის უკანასკნელი მეფისიუსეფ ათარანის (დუ ნუვასი) ხელში იყო, სანა,ეთიოპიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ისლამური ეპოქა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მუჰამედის ეპოქიდან (ძვ.წ 622) დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქვედანაყოფის შექმნამდე მრავალი ეპიზოდი გაიარა იემენის ისლამურმა სახალიფომ. დედაქალაქმა როგორც მთავარმა მმართველმა წევრმა შეუპოვრობა გამოიჩინა.

იმამ ალ-შაფი VIII საუკუნის ისლამური იურისტი და იურისპრუდენციის სკოლის დამაარსებელი სანას რამდენიმეჯერ ეწვია. მან შეაქო ქალაქი, დაწერა La budda min Ṣanʻāʼ (სანა უნდა ნახო). IX-X საუკუნეებში იემენელმა გეოგრაფმაალ-ჰამდანიმ ჩანაწერები გააკეთა ქალაქის სისუფთავის შესახებ და თქვა “ აქ სულ ცოტა საცხოვრებელ სახლს აქვს ერთი ან ორი ჭა, ბაღი და ერთმანეთისგან განცალკევებით ღრმად ამოთხრილი ორმოები, ცარიელი ექსკრემენტებით, სუნის გარეშე ან საზიზღარი სუნით მყარად ჩაბეტონების (ალბათ, ალიზი და თიხა) გამო მშვენიერი საძოვრები და სუფთა ადგილები ფეხით სასიარულოდ”. მოგვიანებით X საუკუნეში, სპარსელმა გეოგრაფმაიბნ რუსთამ დაწერა სანას შესახებ: “ეს იემენის ქალაქია - ვერსად ვერ იპოვნით …  უკეთეს ქალაქს, უფრო ხალხმრავალს ან უფრო აყვავებულს, უფრო კეთილშობილური წარმოშობისას ან უფრო მეტი გემრიელი საჭმლით, ვიდრე აქ”

1062 წელს სანა დაიპყროსულაიჰიდების დინასტიამ, ალი ალ-სულაიჰის და მისი ცოლის, სახელგანთქმული დედოფალი ესმას ხელმძღვანელობით.ალი ალ-სულაიჰმა სანა თავის შედარებით პატარა სამეფოს დედაქალაქად აქცია, რომელიც ასევე მოიცავდა ჰარაზის მთებს. სულაიჰიდები დაამარცხეს ეგვიპტის ისმაილიანის მაჰმადიანმა მდიდარმა ფატიმიდურმა ხალიფატმა. ალ-სულაიჰი მართველობდა დაახლოებით 20 წელი, მაგრამ ის პოლიტიკური მოტივით მოკლეს ადგილობრივმა მტრებმა. მისი სიკვდილის შემდეგ ალ-სულაიმის ქალიშვილს,არვა ალ-სულაიმს გადაეცა მემკვიდრეობით სასხლე, თუმცა იგი წავიდა სანადან და სულაიჰიდის დედაქალაქ ჯუბლაში გადავიდა, საიდანაც 1607-1138 წწ. არვა მართავდა იემანის ძირითად ნაწილს. სულაჰიდის წასვლის შედეგად სანამ ჰამდანიდის დინასტიის გაკონტროლება დაიწყო.

1173 წელს, სალადინმა, ეგვიპტისაიუბიდის დინასტიის სულთანმა, გაგზავნა თავისი ძმა ტურან შაჰი ექსპედიციაზე, იემენის დასაპყრობად. აიუბიდის დინასტიამ მოიპოვა კონტროლი სანაზე 1175-ში და გააერთიანა იემენის სხვადასხვა ტომობრივი სახელმწიფოები, გარდა უკიდურეს ჩრდილოეთით არსებული მთებისა, რომელზეც კონტროლიზაიაიდ იმამმა მოიპოვა. აიუბიდიელებმა დაარღვიეს ქვეყნის ოფიციალური რელიგიისადმი ერთგულება და შეცვალეს სუნიზმით.

ამირა ტუღტკინ იბნ აიუბის მეფობის დროს, ქალაქმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა. ამაში შედიოდა, უკიდურეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე,სალილას ბაღის მიწებში კორპორაცია. სალილას ნაპირი ცნობილია, როგორც ბუსტან ალ-სულთანი, სადაც აიუბიდიელებმა ააშენეს ერთ-ერთი მათი სასახლე. სანას სტრატეგიული პოზიციის მიუხედავად, აიუბიდიელებმა აირჩიეს ტაიზი, როგორც მათი ახალი დედაქალაქი, სანამადენი იყო მათი ძირითადი შემოსავლის მწარმოებელი ქალაქი.

ვიდრე, რასუილდების დინასტია აკონტროლებდა იემენის დიდ ნაწილს, მათ მემკვიდრეებს მიჰყვებოდნენ დაჰრიდთა დინასტია. სანა დიდწილად ზაიდი იმამების პოლიტიკურ ორბიტაში დარჩა 1323-1454 წლებში და ყოფილი ორი დინასტიის მმართველობის ფარგლებს გარეთ.

ოსმალური ეპოქა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერია შევიდა იემენში 1538 წელს, როდესაც სულთანისულეიმან I კანუნი იყო. 1547 წელსოზდემირ ფაშას სამხედრო ხელმძღანელობით ოსმალებმა დაიპყრეს სანა. მათი თანხმობით იემენის საპორტო ქალაქებში ადენში და მოხაში მყოფი ევროპელი კაპიტნები ხშირად სტუმრობდნენ სანას, რადგან შეენარჩუნებინათ განსაკუთრებული შეღავათები და კაპიტულაციები მათი ვაჭრობისთვის. 1602 წელს ადგილობრივმა ზაიდი იმამებმაალ-მუაიდ მუჰამედის ხელმძღვანელობით დაამყარეს კონტროლი ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალები ალ-მუაიადის მეფობის დროს გაიქცნენ, მისმა წინამორბედმა ალ-მანსურ ალ-ქასიმს უკვე უკიდურესად დასუსტებული ჰყავდა ოსმალური არმია სანაში დაიემენში. რის შედეგადაც ევროპელ მოვაჭრეებს მიცემული პრივილეგიები წაართვეს.

ზაიდი იმამებმა შეინარჩუნეს მათი წესები სანაში XIX საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც მხარეში კონტროლისათვის განაახლეს ოსმალებმა ლაშქრობა. 1835 წელს ოსმალთა ჯარი ჩავიდა იემენის სანაპიროზე ეგვიპტური ჯარის, კერძოდ კი,მუჰამიდ ალის სამოსით. მათ არ დაუპყრიათ სანა 1872 წლამდე, ვიდრეაჰმედ მუჰთარ ფაშას ხელმძღვანელობით ჯარი არ შევიდა ქალაქში. ოსმლეთის იმპერიამ დააწესატანზიმატის რეფორმები მთელ იმ მიწებზე, რომლებსაც ისინი მართავდნენ.

სანაში თავდაპირველად დაიწყეს ქალაქის დაგეგმვა, შემდგომ უკვე გააკეთეს ახალი გზები, დაარსეს სკოლები და საავადმყოფოები. ოსმალებმა რეფორმები ნაჩქარევად გააკეთეს, რადგან გაემყარებინათ მათი კონტროლი სანაზე, რათა კონკურენცია გაეწიათეგვიპტისათვის, ადენშიბრიტანული გავლენისათვის, იმპერიალისტიიტალიელებისა დაფრანგების გავლენისათვისსომალის სანაპიროზე, ფაქტობრივად ჯიბუტის და ბერბერას ქალაქებში. თუმცა მოდერნიზაციის რეფორმები სანაში კვლავ ძალიან შეზღუდული იყო.

ჩრდილოეთ იემენის პერიოდი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1904 წელს, ოსმალთა გავლენა შესუსტდა იემენში და იამამ იაჰამ აიღო ძალაუფლება სანაში. ჩრდილოეთ იემენის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იაჰიამ წამოიწყოიზოლაციონიზმის პოლიტიკა, თავიდან აიცილა საერთაშორისო და არაბული მსოფლიო პოლიტიკა, დაამსხვრია ემბრიონული ლიბერალური მოძრაობები, არ შეუწყო ხელი სანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და დახურა ოსმალთა გოგონათა სკოლა. იაჰიას საზომების მიხედვით, სანა სულ უფრო და უფრო ხდება ანტისახელმწიფოობრივი ორგანიზაციის და ინტელექტუალური ამბოხის ცენტრი.

1930-იან წლებში რამდენიმე ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა და ითხოვდა ზაიდის იმამენტის მკაცრ რეფორმირებას ქალაქში, სხვადასხვა იემენი მუსულმანური ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია სანა ფულაიის მადრაში და ჰაიტ ალ-ნიდალში ("ბრძოლის კომიტეტი"). 1936 წელს ამ მოძრაობების ლიდერების უმეტესობა ციხეში ჩასვეს. 1941 წელს ქალაქში ახალი ჯგუფი გახსნეს, უწოდეს ნაჰდა (“რენესანსი”). ისევე, როგორცპარლამენტის შექმნაში, იემენის აღორძინებაშიც მთავარ ინსტრუმენტსისლამი წარმოადგენდა. იაჰიმ დიდწილად რეპრესირებული შაბაბი და ლიდერების უმეტესობა, მათ ვაჟებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. 1948 წელს, იმამ აჰმადს ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცა. ამავე წელს სანამ დედაქალაქობის წოდება ტაიზის გადასცა, მოგვიანებით კი აქ, ტაიზში აჰმადის ახალი რეზიდენცია ააშენეს. სამთავრობო ოფისების უმრავლესობამ სარჩელი შეიტანეს. რამდენიმე წლის შემდეგ უამრავ ქალაქშიისრაელიდან ემიგრირებულიებრაელები დასახლდენენ.

აჰმედმა თანდათანობით დაიწყო ეკონომიკისა და პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი, მაგრამ 1951 წელს სანაში მოსახლეობა დემონსტრაციებითა და მასობრივი არეულობით მოითხოვდნენ უფრო სწრაფ რეფორმას და ცვლილებას. ჩრდილოეთ იემენში პრო-სახელმწიფო მოხელეების გადატრიალება გამოიწვია, ეგვიპტის მმართველის, გამალ აბდელ ნასერის სამხედრო სიმპათიისა და პანარაბელი პოლიტიკის განხორციელებამ. 1962 წლის სექტემბერში კი იმამიტის მთავრობა დაემხო. აჰმედის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ სანას დედაქალაქის სტატუსი დაუბრუნდა. მეზობელი საუდის არაბეთი ეწინააღმდეგებოდა ამ განვითარებას და აქტიურად უჭერდა მხარს ჩრდილოეთ იემენის სოფლის ტომებს. ქვეყნის დიდ ნაწილი ეწინააღმდეგება სანას ურბანულ და პრო-რესპუბლიკურ მოსახლეობას. ჩრდილოეთ იემენის სამოქალაქო ომმა ქალაქის გარკვეულ ნაწილში მდებარე ანტიკური ნაგებობების დანგრევა გამოიწვია. ომი 1968 წლამდე გაგრძელდა, სანამ გარიგება არ დაიდო რესპუბლიკელებსა და როიალისტებს შორის. საბოლოოდ, ქვეყანაშისაპრეზიდენტო სისტემა დამყარდა. სანას არასტაბილურობა გამოიწვია გადატრიალებებმა და პოლიტიკურმა მკველელობებმა, თუმცა ქვეყანაში სიტუაცია 1970-იანი წლების ბოლომდე არ დასტაბილურდა.

ბრიტანელი მწერალიჯონათან რატანი ეწვია 1970-იან წლებში და ქალაქი აღწერა, როგორც ციხე-სიმაგრე: “მისი არქიტექტურა და განლაგება ლაბირინთს წააგავს”, შემდგომი აღნიშვნით “ეს იყო, თითქოს ნახატებიანი ბროშურის შუაგულიდან გამოხვიდე გაშლილ სივრცეში. ქუჩებიდან მოშორებით, მთელი ქალაქი გადაიქცა სხვა სახის ლაბირინთად, მეტისმეტად შერეოდა ანბანის ნიშნები და სიმბელოები.”

თანამედროვე ეპოქა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენის გაერთიანების შემდეგ, სანა იყო ახალი იემენის სახელმწიფოს დედაქალაქი. აქ არის პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, და სამინისტროები. დასაქმების უმსხვილეს წყაროს უზრუნველყოფს, სამთავრობო სამოქალაქო სამსახური. სოფლიდან ადგილობრივების მასიური მიგრაციის გამო, სანა, ძველი ქალაქის გარშემო გაფართოვდა, მაგრამ ამან უდიდესი გავლენა იქონია ქალაქის განუვითარებელ ინფრასტრუქტურაზე და მუნიციპალურ მომსახურეობებზე, მაგალითად წყალზე.

სანა არაბულმა ლიგამ აირჩია 2004 წლის არაბთა კულტურულ დედაქალაქად. 2008 წელსალ სელაჰ მეჩეთი დასრულდა. მას 40 000 თაყვანისმცემელი ჰყავს.

2011 წელს სანა, როგორ იემენის დედაქალაქი, იემენის რევოლუციის ცენტრი იყო. რევოლუციების მეშვეობით პრეზიდენტიალი აბდულაჰ სალეჰი გადააყენეს. მაისიდან ნოემბრამდე ქალაქი ბრძოლის ველს წარმოადგენდა, ამიტომაც ცნობილი გახდა 2011 წლის სანას ბრძოლა.

2012 წლის 21 მაისს სანას თავს დაესხნენ ტერორისტები, რის შედეგადაც 120 ჯარისკაცი დაიღუპა.

2013 წლის 23 იანვარს ავიაკატასტროფა მოხდა სოფელ ალ მასანთან ახლოს. მოხსენების თანახმად[3] დაიღუპა ორი მოქალაქე.

2014 წლის 21 სექტემბერს,ჰუთის აჯანყების დროს, ჰუთებმა მოახერხეს სანაზე კონტროლი.

2015 წლის 12 ივნისს საუდის არაბეთის მეთაურობით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების მეშვეობით მიზანში ამოიღესშიიტური ამბოხებულები და მათი მოკავშირეები იემენში. დედაქალაქის ცენტრში გაანადგურეს ისტორიული სახლებიც.

2016 წლის 8 ოქტომბერს საუდის არაბეთის მეთაურობით განხორციელებულმა საჰაერო ხომალდებმა სანაში დამიზნებული დარბაზი აიღეს, სადაც დაკრძალვა მიმდინარეობდა. მინიმუმ 140 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 600 დაიჭრა. თავდასხმის წინასწარი დაგეგმის თავდაპირველი უარყოფის შემდეგ კოალიციის ერთობლივი ინციდენტების შეფასების ჯგუფმა აღიარა, რომ მან დარბაზი დაბომბა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს შეტევა იყო ცუდი ინფორმაციის შედეგად გამოწვეული შეცდომა.

2017 წლის მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად,ქოლერის გამოვლინებამ 115 ადამიანი დაიღუპა და 8500 ადამიანი დაავადდა. 2017 წლის ბოლოს სანაში კიდევ ერთი ბრძოლა დაიწყო ჰუთისელებსა და ერთგულ ძალებს შორის, სადაც მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი სალაჰი.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, სანა იყოფა ორ ნაწილად: ძველი ქალაქის უბანი (“ალ-ქადემაჰი”) და ახალი ქალაქი (“ალ-ჯადიდ”). ზემოთ ნახსენებთგან პირველი არის უფრო პატარა, იკავებს ქალაქის ანტიკურ მემკვიდრეობებს და სავაჭრო ცხოვრების წესს მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ქალაქები სტიქიურად იზრდება მრავალი გარეუბნებით და თანამედროვე ნაგებობებით. ქალაქის უფრო ახალი ტერიტორიები დიდწილად განვითარდა 1960-იან წლებში და შემდეგ, როდესაც სანა აირჩიეს სახელმწიფოს დედაქალაქად.

ქვემოთ მოცემულია ქალაქების ჩამონათვალი:

ახალი ქალაქი

  • Al Wahdah District
  • As Sabain District
  • Assafi'yah District
  • At Tahrir District
  • Ath'thaorah District
  • Az'zal District
  • Bani Al Harith District
  • Ma'ain District
  • Shu'aub District

ძველი ქალაქი

  • Old City District

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სანას, უდაბნური კლიმატისგან განსხვავებით ახასიათებს გამორჩეულად ზომიერი კლიმატი. წელიწადში საშუალოდ 265 მმ (10,43 ინჩი) ნალექი იდება. ზღვის დონიდან  მაღალი მდებარეობის გამო ტემპერატურა გაცილებით ზომიერია ვიდრე არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე მრავალ სხვა ქალაქში; შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში საშალო ტემპერატურა შედეარებით მუდმივია. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველაზე თბილი კი ივლისი.

ქალაქში იშვიათად ვხვდებით გადაჭარბებულ სიცხეს ან სიცივეს. თუმცა, სანას გარშემო ზოგიერთ ტერიტორიაზე, ზამთარში შესაძლებელია ტემპერატურა −9 °C (16 °F) ან −7 °C (19 °F)-მდე დაეცეს. ჩვეულებრივ, ზამთარში გათენებისას იწყება ყინვა, ქალაქის ამაღლებულ ნაწილში კი მცირე, ცივი ნიავიც გვხვდება, რაც შემდგომ უკვე ძალიან დიდ სიცივეს იწვევს, ჰაერის დაბალი ტენიანობით. ქალაქს მზე ათბობს შუადღისით მინიმუმ 15–20 °C (59–68 °F) და მაქსიმუმ 21–26 °C- ით (70–79 °F), მაგრამ ეს ციფრები რადიკალურად იცვლება, როდესაც დაღამდება.

სანას წყალსატევში მდებარეობისა და ზღვის დონიდან ქალაქის ტერიტორიის არათანაბარი მდებარეობის გამო, სანა მრავალ მიკროკლიმატს განიცდის ერთი რეგიონიდან მეორემდე. ზაფხული ცხელია, მაგრამ სწრაფად შეგიძლია ღამით გაგრილდე, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ. ქალაქი, მთელი წლის ნალექების ნახევარს ივლისსა და აგვისტოში ღებულობს. ნალექების რაოდენობა იცვლება წლიდან წლამდე, ზოგიერთ წელს თუ შესაძლებელია 500-600 მმ (20-24 ინჩია), შემდეგ წელს მხოლოდ 150 მმ (5,9 ინჩი) იყოს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ტემპერატურა უმნიშნელოდ მატულობს ზაფხულში, მაგრამ ზამთარში მკვეთრად ეცემა.

სანას ტემპერატურა თარიღების მიხედვით
თვეიანთებმარაპრმაისივნივლაგვსექოქტნოემდეკწელი
მაღალი ტემპერატურა °C (°F)30

(86)

31

(88)

32

(90)

32

(90)

37

(99)

39

(102)

41

(106)

38

(100)

40

(104)

34

(93)

33

(91)

31

(88)

41

(106)

საშუალოდ მაღალი ტემპერატურა °C (°F)22.3

(72.1)

24.7

(76.5)

25.6

(78.1)

24.8

(76.6)

25.7

(78.3)

28.2

(82.8)

26.6

(79.9)

25.9

(78.6)

25.1

(77.2)

22.2

(72.0)

20.3

(68.5)

20.5

(68.9)

24.3

(75.8)

დღიური მაჩვენებელი °C (°F)12.6

(54.7)

14.1

(57.4)

16.3

(61.3)

16.6

(61.9)

18.0

(64.4)

19.3

(66.7)

20.0

(68.0)

19.6

(67.3)

17.8

(64.0)

15.0

(59.0)

12.9

(55.2)

12.4

(54.3)

16.2

(61.2)

საშუალოდ დაბალი ტემპერატურა °C (°F)3.0

(37.4)

3.6

(38.5)

7.0

(44.6)

8.5

(47.3)

10.4

(50.7)

10.5

(50.9)

13.4

(56.1)

13.3

(55.9)

10.6

(51.1)

7.9

(46.2)

5.5

(41.9)

4.4

(39.9)

8.2

(46.7)

დაბალი ტემპერატურა °C (°F)−4

(25)

−1

(30)

1

(34)

4

(39)

1

(34)

9

(48)

5

(41)

0

(32)

3

(37)

1

(34)

−1

(30)

−2

(28)

−4

(25)

საშუალო სისწრაფე მმ (ინჩებში)5

(0.2)

5

(0.2)

17

(0.7)

48

(1.9)

29

(1.1)

6

(0.2)

50

(2.0)

77

(3.0)

13

(0.5)

2

(0.1)

8

(0.3)

5

(0.2)

265

(10.4)

საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%)23455445332141
საშუალო ყოველთვიური მზის საათები39.335.838.541.136.027.240.145.529.929.038.137.736.5
8889986789988
წყარო 1:Climate-Data.org (altitude: 2259 m),Weather2Travel[4]

წყარო 2: Climatebase.ru (humidity),Voodoo Skies (records)[5]

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
წელიმოსახლეობა
191118 000[6]
192125 000[7]
193125 000
194080 000
1963100 000
1965110 000
1975134 600[8]
1981280 000
1986427 505
1994954 448
20011 590 624
20041 748 000 (აღწერა[9])
20051 937 451
20172 545 000

ქალაქში, მოსახლეობის ზრდა 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც სოფლებიდან დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჩაავიდა ქალაქში სამსახურის მოსაძებნად თუ ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. სანა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი დედაქალაქია, ზრდის ტემპი 7 %-ია[10] მაშინ, როცა მთლიანობაში, ერის ზრდის ტემპი 3,2 %[11]. დაახლოებით მოსახლეობის 10 % ცხოვრობს ძველ ქალაქში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა კი გარეოლქებში.

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, სანაში მაღარო იყო. ქალაქის გარშემო მდებარე გორაკებიდან მოიპოვებოდა ონიქსი, ქალცედონი და სარდიონი. ქალაქი ცნობილი იყო ასევე ლითონდამუშავებით, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელებმა აღწერეს, როგრც “დიდებული”, მაგრამ პოპულარობამ კლება დაიწყო. 1920 წელს სანა ბრიტანელება შემდეგნაირად აღწერეს “კარგად არის მომარაგებული ხილით და ყურძნით, აქვს კარგი წყალი”[12].

როგორც იემენის დედაქალაქი, სანაში არსებული სამუშაო ადგილების 40 % საჯარო სექტორისაა. ქალაქში ოფიციალური დასაქმების სხვა ძირითად წყაროს ვაჭრობა და მრეწველობა წარმოადგენს. როგორც განვითარებადი სახელმწიფოების სხვა მრავალ ქალაქში სანაშიც არის არაფორმალური სექტორი, სადაც დაახლოებით მოსახლეობის 32 %-ია დასაქმებული. მაშინ, როცა სანაში დასაქმბის უკეთესი არჩევანია იემენის სხვა ქალაქებთან შედარებით, მაინც აქ უფრო მაღალი დონეა სიღარიბის და დაუსაქმებლობის. სამუშაო ძალის დაახლოებით 25 % სანაში დაუსაქმებელია.

ტრანსპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენია, იემენის ეროვნული ავიაკომპანია, სათავო ოფისი სანაშია. სანას საერთაშორისო აეროპორტი იემენის შიდა მთავარ და საერთაშორისო აეროპორტს წარმოადგენს. ქალაქში ტრანსპორტის ძირითადი საშუალება დაბაბები და მიკროავტობუსებია, რომელსაც დაახლოებით 10 ადამიანის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა შეუძლია. ტაქსები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩვეულებრივი ფორმაა. დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ადენი და ტაისი შევხვდებით მწვრთნელებს.

სანას აეროპორტი

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ძველი ქალაქი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
სანა

სანას ძველი ქალაქიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდროების ძეგლად არის აღიარებული. ძველი ფორტიფიცირებული ქალაქი 2500 წელზე მეტია, რაც დასახლებულია. იგი შეიცავს დაუზიანებელ ძვირფას ქვებს.ღუმდანის სასახლე არის ერთ-ერთი უძველესი შენობა, რომელიც სანას ძველ ქალაქში დგას.გაერომ 1986 წელს ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. დიდი ძალისხმევა მიმდინარეობს, რათა შეინარჩუნონ ზოგიერთი ძველი ნაგებობა, მათ შორის, როგორებიცაასამასარი დასანას დიდი მეჩეთი, რომელთა აშენებიდან 1400 წელზე მეტი გავიდა. გარშემორტყმულია ანტიკური თიხის კედლები 9-14 მეტრის (30-56 ფუტი) სიმაღლეზე. ძველ ქალაქში გვხვდება 100-ზე მეტიმეჩეთი, 12 ჰამამი (აბანო) და 6500 სახლი. სახლებთა უმრავლესობა ანტიკურ ცათამბჯენებს ჰგავს, რომელიც გარკვეულ ისტორიას გადმოგვცემს. სახლები ბრტყელი სახურავით არის გადახურული და გაფორმებულია დახვეწილი ფრიზებით, ჩახლართულად ამოკვეთილი ჩარჩოებით და ფერად-მინიანი ფანჯრებით.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა სუქ ალ-მილჰი (მარილის მაღაზია), სადაც შესაძლებელია მარილის ყიდვა პურთან, სანელებლებთან, ქიშმიშთან, ბამბასთან, სპილენძთან, თიხის ჭურჭელთან, ვერცხლის და ანტიკვარულ ნივთებთან ერთად. VII საუკუნეში ჯამი ალ-კაბირი (დიდი მეჩეთი) არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეჩეთი მსოფლიოში. ბაბ ალ-იემენი (“იემენის კარიბჭე”) არის შესასვლელი წერტილი ქალაქის ქუჩებში, რომელიც 1000 წელზე მეტს ითვლის.

ძველი ქალაქის კომერციული სფერო ცნობილია, როგორც ალ მადინა, სადაც განვითარების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. სამი დიდი სასტუმროს გარდა, აქ არის მრავალრიცხოვანი მაღაზიები და რესტორნები. ეს სივრცე, ასევე მოიცავს სამ პარკს და პრეზიდენტის სასახლეს. აღსანიშნავია, რომიემენის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს აქ.

ზოოპარკი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ტაიზის ზოოპარკის მსგავსად, სანას ზოოპარკშიც დაცული იყო ფაუნა, რომელიც დაიჭირეს ველურ სამყაროში, ასევე შევხვდებით არაბულ ლეოპარდს და იმპორტირებულ ცხოველებს, როგორებიცაა აფრიკული ლომები და გაზელები.

თვლიდნენ, რომ ლომები ეთიოპიური წარმოშობის იყვნენ, მაგრამ ფილოგეოგრაფიულმა ტესტმა აჩვენა, რომ ისინი განსხვავდებოდნენ ადიდის აბაბას ზოოპარკში დატყვევებულ ეთიოპიურ ლომებთან შედარებით, თუმცა ისინი უფრო მსგავსნი არიან აფრიკის უკიდურეს აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ლომების.

სპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი (სოკერი) არის ყველაზე პოპულარული სპორტი სანაში. ქალაქში მდებარეობს ალი მუჰსენის სტადიონი, იემენის საფეხბურთო ნაკრებთა სახლი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის. სტადიონს 25 000 ადამიანის დატევა შეუძლია.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Central Statistics Organization. Yemen Statistical Yearbook 2017. ციტირების თარიღი: 31 August 2020
  2. ისლამური სამყაროს ისტორიული ქალაქები
  3. ავიაკატასტროფა
  4. "სანა, იემენი". Climatebase.ru. 23 თებერვალი, 2014.
  5. "სანა, იემენი". Voodoo Skies. 23 თებერვალი, 2014.
  6. Wavell, p.245.
  7. Statesman's Year Book, 1922, p.1367.
  8. Hestler, p.56.
  9. Aldosari, p.134.
  10. "სანა გარბის წყლისკენ, რომლის გადარჩენის გეგმაც არ აქვს". The Global Urbanist. 2010 წლის, 23 მარტი
  11. ერთი შეხედვით: იემენი - სტატისტიკა. UNICEF
  12. Prothero, G.W. (1920).Arabia. pg:103
    
    
ცენტრალური აზიასამხრეთი აზიასამხრეთ-აღმოსავლეთი აზიასამხრეთ-დასავლეთი აზია

ერევანი,სომხეთი 6
ბაქო,აზერბაიჯანი 5
მანამა,ბაჰრეინი
ნიქოზია,კვიპროსი 6
კაირო,ეგვიპტე 5
თბილისი,საქართველო 5
ანკარა,თურქეთი 5
თეირანი,ირანი
ბაღდადი,ერაყი
იერუსალიმი,ისრაელი 6
ამანი,იორდანია
ელ-ქუვეითი,ქუვეითი
ბეირუთი,ლიბანი
მასკატი,ომანი
დოჰა,კატარი
ერ-რიადი,საუდის არაბეთი
დამასკო,სირია
აბუ-დაბი,არაბთა გაერთიანებული საამიროები
სანა,იემენი

1 ხშირად ცენტრალური აზიის ნაწილად თვლიან. 2 სრული სახელიაშრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე

3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანადსამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანადმელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სანა&oldid=4848585“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp