Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

რუსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ფედერაცია
რუს. Российская Федерация
რუსეთი
რუსეთის
დროშაგერბი
ჰიმნი: რუსეთის ჰიმნი
დედაქალაქი
და
მოსკოვი
55°45′ ჩ. გ.37°37′ ა. გ. / 55.750° ჩ. გ. 37.617° ა. გ. /55.750; 37.617
ოფიციალური ენარუსული
მთავრობაშერეული რესპუბლიკაავტორიტარულიდიქტატურის პირობებში[1][2][3]
 - პრეზიდენტივლადიმირ პუტინი
 - პრ.-მინისტრიმიხეილ მიშუსტინი
ფართობი
 - სულ17 075 400 კმ2 (პირველი)
 - წყალი (%)13
მოსახლეობა
 - 2014 შეფასება143 666 931 (მე-9)
 - 2010 აღწერა145 274 019
 - სიმჭიდროვე8,39 კაცი/კმ2 (217-ე)
მშპ (მუპ)2008 შეფასება
 - სულ$2.264 ტრილიონი (მე-6)
 - ერთ სულ მოსახლეზე$15 948 (52-ე)
აგი (2007)0.817
ძალიან მაღალი ·71-ე
ვალუტარუსული რუბლი (RUB)
სასაათო სარტყელიUTC+02:00-დანUTC+12:00-მდე
 - ზაფხული (DST)UTC+03:00-დანUTC+13:00-მდე (UTC)
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი7
ინტერნეტ-დომენი.ru,.рф

რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელიარუსეთის ფედერაცია[4][5] (რუს. Российская Федерация) —ევრაზიისქვეყანა. ის არისფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნისსახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები:ფინეთი,ნორვეგია,ესტონეთი,ლატვია,ლიეტუვა დაპოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტსკალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება:ბელარუსი,უკრაინა,საქართველო,აზერბაიჯანი,ყაზახეთი,ჩინეთი,მონღოლეთი დაჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნიაიაპონიასთან დააშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობსოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობსბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოშიმეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 146 მილიონ ადამიანს.[6] რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილიაზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40 % ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსებიაღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყოკიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვითვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. IX საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდებამართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთშიბიზანტიის იმპერიიდან შედის988 წელს. ბიზანტიურმა დასლავურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელირუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.

დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში ძლიერდებამოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდებაოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფორუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვეიმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრავალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდრუსული ალასკა.

იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდასაბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდასოციალიზმის დაკომუნიზმის პროპაგანდირება მთელ მსოფლიოში.მეორე მსოფლიო ომმა.[7][8][9] რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თანდათანობითრუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ,უკრაინის,სლოვაკეთის,ლიეტუვისა დალატვიის პარლამენტებმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარეს,[10][11][12][13] ხოლოევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა.[14]

სახელწოდება

  • ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
  • ეროვნული: Россия, Российская Федерация.
  • ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.
  • რუსულ ისტორიულ წყაროებში სიტყვა რუსეთი ჩნდება XV საუკუნის დასასრულიდან

რუსეთის ისტორია

მთავარი სტატია: რუსეთის ისტორია.

უძველესი პერიოდი

მთავარი სტატია: სკვითები, ბოსფორის სამეფო, ხაზარები და აღმოსავლეთის სლავები.
ევროპული რუსეთის ტერიტორიაზე დასახლებული უძველესი ხალხები.
კიევის რუსეთი 11 საუკუნეში.
ალექსანდრე ნეველი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი

რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტები თარიღდება 35 000 წლით, უძველესი ადამიანის ნასახლარები აღმოჩენილია ქალაქკოსტიონკის სიახლოვეს მდინარედონის ნაპირებზე. რუსეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება ტომების გაერთიანება, მათგან აღსანიშნავიასკვითების[15] სახელმწიფო. მათახლო აღმოსავლეთში მარბიელი ლაშქრობები მოაწყვეს და იმდროინდელურარტუს დაასურეთის უძლიერეს სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

რუსეთის მრავალ ადგილებშია აღმოჩენილი, უძველესი ცივილიზაციების ნაშთები. მათგან აღსანიშნავიასინტაშტას,[16]არკაიმისა[17] დაპაზურიკების[18] უძველესი ცივილიზაციები, მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილები იყო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში. ძველი წელთაღრიცხვითVIII საუკუნეში, რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე ხორციელდებაბერძნული კოლონიზაცია, ამ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები ჰქონდა საბერძნეთთან. კოლონიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყოტანაისი დაფანაგორია.[19] ამ ადგილებში აღმოჩენილია ბევრი ძვირფასი ნაკეთობა და მონეტები.

ბერძნული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ, კოლონიების ტერიტორიაზე შეიქმნაბოსფორის სამეფო. მოგვიანებით რუსეთის სამხრეთ ნაილებს იკავებს გაძლიერებულირომის იმპერია, მაგრამ უკვე რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში, ეს ტერიტორიებიჰუნებისა დახუნძების საცხოვრებელი ადგილები ხდება. რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლებას იწყებსთურქულენოვანი ხალხები, მათგან აღსანიშნავია ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლებულიხაზარების[20] მომთაბარე ტომები, ისინი ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენდნენ. თურქულენოვანი ხალხი ასევე სახლობდა მდინარევოლგისა დაკასპიის ზღვის აუზის ტერიტორიებზე.

თანდათანობით ამ ტერიტორიებზე ხდებასლავი ხალხის გაძლიერება. ისინი ქმნიან თავიანთ სპეციალურ სამთავროებს.

კიევის რუსეთი

მთავარი სტატია: კიევის რუსეთი.

IX საუკუნეში ჩამოყალიბდაკიევის რუსეთი, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია რუსეთის,უკრაინისა დაბელარუსის ხალხის ისტორიაში. ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარულიკიი,შჩეკი დახორივი. (დაახლოებით852). სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავადვიკინგები მოუწვევიათ[21] სამი ძმის —რიურიკის,სინეუსის დატრუველის მეთაურობით. სწორედ რიურიკი ჩაუდგა კიევის რუსეთს სათავეში და ჩამოაყალიბა რიურიკების დინასტია.

კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო, სულ უფრო ძლიერდებოდა862 წელს მათ მიიერთესნოვგოროდი. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდაოლეგის ხელში, რომელმაც882 წელს მან კიევის ადგილობრივი ფეოდალები დაამარცხა და ქალაქი კიევი მან დაიკავა,[22]883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო907 და911 ილაშქრაბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების შემდეგ912 წელს, სახელმწიფოს მმართველი ხდებაიგორი ის ასევე აქტიური საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

კიევის რუსეთშიქრისტიანობის გავრცელება.

994-972 წლებში კიევის რუსეთის ფეოდალური სახელმწიფო საკმაოდ გაფართოვდა და გაძლიერდა. კიევის რუსეთის მმართველები აწარმოებდნენ ომებსპაჭანიკების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში დაიღუპაკიევის რუსეთის დიდი მთავარი სვიატოსლავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვავლადიმირმა მოგვიანებით დიდად წოდებულმა (9801015). ვლადიმირის და მისი ვაჟისიაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთში სახელმწიფო რელიგიადქრისტიანობა ცხადდება (988-989), კერძოდ, ბიზანტიისმართლმადიდებლობა.

კიევის რუსეთში სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, იაროსლავ ბერძენის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მის ვაჟებს შორის ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად.1078-1093 წლებში კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი, მან ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები.1097-1113 წლებში გამართულკმა მთავრების ყრილობებმა უშველა მდგომარეობას ვერ უშველა.1113 კიევის მთავარი გახდავლადიმირ მონომახი, მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზაცია, მან მოახერხაყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება. მაგრამ სიტუაცია მაინც სავალალო იყო და კიევის რუსეთის დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო.1125-1132 წლებში გამეფდა ვლადიმირის ვაჟი მსტისლავი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგკიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. კიევის რუსეთის დაშლილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი სახელმწიფოები იყოვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, ჩრდილო-აღმოსავლეთითნოვგოროდის რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყოგალიჩ-ვოლინის სამთავრო.

სწორედ ამ პერიოდში ძლიერდებამონღოლთა იმპერია ისინი აწყობენ დაპყრობით ომებს.12371240[23] წლებში მონღოლები იპყრობენ დაშლილ რუსულ სახელმწიფოებს. რუსეთის ამ ტერიტორიებზე დასახლება დაიწყოთათრული წარმოშობის ხალხმა. მონღოლებმა ამ ტერიტორიაზე შექმნესოქროს ურდოს სახელმწიფო, ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. უკვე მოგვიანებით მონღოლთა ბატონობა თანდათანობით სუსტდება, რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი პიროვნება იყოალექსანდრე ნეველი, 1240 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ნეველის რაზმმა და ნოვგოროდის სახალხო ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შვედები მდინარე ნევაზე. 1242 წელს ნეველმა ჩუდის ტბაზე გაანადგურა გერმანელი რაინდები და შეაჩერა მათი აგრესია აღმოსავლეთით.

მონღოლთა უღლის შესუსტებასთან ერთად ძლიერდება სხვადასხვა სახელმწიფო, რუსეთი ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერი იყოპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, ვლადიმირ-სუზდალის სამთავროსგან განსხვავებით კვლავ მნიშვნელოვან ძალას ფლობდანოვგოროდის რესპუბლიკა.

მოსკოვის დიდი სამთავრო

მთავარი სტატია: მოსკოვის დიდი სამთავრო.
სერგეი რედონეჟსკი ლოცავსდიმიტრი დონელსკულიკოვის ბრძოლაში წასვლამდე.
მიძინების ტაძარიმოსკოვის კრემლში. აგებულიაXV საუკუნეში იტალიელი ხუროთმოძღვრისარისტოტელე ფიორავანტის მიერ. აქ ხდებოდარუსეთის ცარების დაიმპერატორების კორონაცია.

კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, მის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიშვამოსკოვის დიდი სამთავრო. მონღოლებმა ამ ტერიტორიების დაპყრობაც მოახერხეს.

1380 წელს რუსებმა ვლადიმირის მთავრისდიმიტრი დონელის მეთაურობით დაამარცხეს მონღოლებიკულიკოვოს ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ რუსეთი მონღოლების ბატონობისგან არ განთავისუფლებულა მაგრამ დაიწყო ნელ-ნელა რუსული სამთავროების მონღოლებისგან გათავისუფლება.მოსკოვის დიდი სამთავრო, თანდათანობით ძლიერდებოდა, მის ტერიტორია თანდათანობით ფართოვდებოდა. 1392 წელს სამეფომ შეიერთანიჟნი-ნოვგოროდი, მის შემადგენლობაში შევიდა ასევეტვერი დანოვგოროდი.

XV საუკუნის II ნახევარში მოსკოვის დიდი სამთავროში მიმდინარეობდა ხანგრძლივი შინაფეოდალური ომი, რომელიცვასილი II-ის გამარჯვებით დასრულდა. ვასილი მეფობდა1415-1462 წლებში. მის შემდეგ მოსკოვის დიდი სამთავროს მეფე ხდებაივანე III, ივანეს დროს სამეფო განსაკუთრებით ძლიერდება უკვე რუსეთი სრულიად განთავისუფლებულიამონღოლებისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა.1453 წელს დაემხობიზანტიის იმპერია, მართლმადიდებლური სამყაროს წინამძღოლობა რუსეთმა იკისრა, უკვე მოგვიანებით შეიმუშავესმესამე რომის თეორია.

რუსეთის სამეფო

მთავარი სტატია: რუსეთის სამეფო.
ივანე IV-ის პორტრეტი.ვიქტორ ვასნეცოვის ნახატი, 1897
მინინის და პოჟარსკის ძეგლი (1804–1816)ვასილი ნეტარის ტაძრის წინ.

1547 წელს რუსეთის სამეფოს პირველი მმართველი გახდაივანე IV (ივანე მრისხანე), ამ პერიოდიდან უკვერუსეთის მონარქები ატარებენ ტიტულსცარი. რუსეთის პირველი ცარის ივანე IV-ის დროს შემუშავდამესამე რომის[24] თეორია.ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგმართლმადიდებლური სამყაროს პირველობის პრეტენზია რუსეთმა წამოაყენა. „მესამე რომი“ ანუმოსკოვი, თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა და ამ უკანასკნელთა იმედებიც გარკვეულწილად მოსკოვს დაუკავშირდა.

რუსეთის სახელმწიფო თანდათანობით სულ უფრო ძლიერდებოდა, სამეფომ დაიპყროყაზანის დაასტრახანის სახანოები. რუსეთის საზღვრები უკვე გადის მდინარევოლგას დაციმბირის სახანოზე. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნაციმბირის სახანოსკენ. ვოლგისპირა კაზაკების რაზმის ატამანისერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინააღმდეგ. ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს სამეფოს შემადგენლობაში შესვლით დასრულდა. რუსეთის საზღვრები სულ უფრო იზრდებოდა.

სამეფოს გაუჩნდა სურვილიბალტიის ზღვაზე გასასვლელი ჰქონოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო1558 წელს ივანე მრისხანემ დაიწყოლივონიის ომი. ეს ომი რუსეთისთვის წარუმატებლად დასრულდა[25] ამ ოცდახუთწლიანმა ომმა რუსეთს ნგრევა და გაპარტახება მოუტანა. რუსეთმა ვერ მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. უკვე მოგვიანებით რუსეთმა დაიწყო ომიყირიმის სახანოს წინააღმდეგ, ამ ომით რუსეთმა მიიერთა ყოფილიოქროს ურდოს მნიშვნელოვანი ტერიტორიები.

1584 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და გონებასუსტი ვაჟითეოდორე ივანეს ძე. თეოდორე ივანეს ძის მეფობის დროს რუსეთს ფაქტობრივად მართავდაბორის გოდუნოვი. 1598 წელს თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთშირიურიკების დინასტიამ მმართველობა დაკარგა. ბორის გოდუნოვის გარდაცვალების შემდეგ რუსეთი ანარქიამ და ქაოსმა მოიცვა. ყველაფერი კი დაიწყო იმით რომ,1591 წელს ქალაქუგლიჩში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტახტის მემკვიდრე 8 წლისდიმეტრი ივანეს ძე, გავრცელდა ხმები რომკაზაკებთან იმყოფებოდა უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე. ეს იყო თვითმარქვია ბერიგრიგოლ ოტრიპეევი. რომელიცპოლონეთში გაიქცა.1604 წელსცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთადმოსკოვისკენ გაემართა, მის რაზმებს მოსახლეობა უერთდებოდა. მოსკოვის აღების შემდეგ ცრუ დიმიტრიმ ამოხოცაგოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს. 1609 წელს რუსეთში განხორციელდაპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შეჭრა, მათ აიღეს მოსკოვი, რუსეთიში გამეფდავლადისლავ IV. იმავე წელს რუსეთი დალაშქრესშვედებმაც.

ციმბირის სახანოს მებრძოლების დაკაზაკთა ატამანისერმაკის ბრძოლა.ვასილი სურიკოვის ნახატი.

1612 წელს რუსებმაკუზმა მინინის და თავადდიმიტრი პოჟარსკის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყეს. მათ მიზნად დაისახეს რუსეთის ინტერვენტთაგან გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს რუსეთის ჩრდილოეთი დამოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.

1613 წლის თებერვალში გაიმართაერობის კრება, რომელმაც ერთხმად აირჩია მეფედ 16 წლისმიხეილ თევდორეს ძე რომანოვი.რომანოვთა მმართველობის დასაწყისში ცენტრალური ხელისუფლება დროებით შესუსტდა. სახელმწიფო საქმეებს ძირითადად ერობის კრება წყვეტდა. ვითარება მკვეთრად შეიცვალა მიხეილის ვაჟისალექსეი I-ის მმართველობის დროს, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება თანდათანობით ძლიერდებოდა. რუსეთმა განაახლა დაპყრობითი ომები,1653 წელს რუსეთმა შეიერთაუკრაინა, რასაც მოჰყვარუსეთ-პოლონეთის ომი. ამ ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში დამატებით ახალი ტერიტორიები შევიდა (ლევობრეჟის უკრაინა დაკიევი).

ალექსანდრე მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის გაჩაღდა ბრძოლა მის ორ შვილსსოფიასა დაპეტრეს შორის.1689 წელს ეს ბრძოლა პეტრეს გამარჯვებით დასრულდა.

იმპერიული რუსეთი

მთავარი სტატია: რუსეთის იმპერია.
პეტრე I რუსეთის იმპერიის, პირველი იმპერატორი.პოლ დელაროშის ნახატი.
ეკაატერინე II-ის პორტრეტი. დახატადიმიტრი ლევიცკიმ 1770.

პეტრე I-ის (პეტრე დიდი), დროს რუსეთის ჩამოყალიბდა როგორციმპერიულ სახელმწიფოდ. პეტრეს მმართველობის დროს ტერიტორიების შეერთებამ კიდევ უფრო დიდი სახე მიიღო,1696 წელს პეტრე I-მა აიღოდონის შესართავთან აგებული თურქეთის ციხესიმაგრე აზოვი და გზა გაეხსნააზოვის ზღვისაკენ, მაგრამ უკვე მოგვიანებით პეტრე იძულებული გახდა ეს ტერიტორიები კვლავოსმალეთისთვის დაებრუნებინა. რუსეთს კვლავ სურდაბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა, ამის გამო1700 წელს დაიწყოჩრდილოეთის ომი, ამ ომში რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა. ამ ომით რუსეთმა მიიერთაკარელია დაინგერმანლანდია (ეს ორი რეგიონი რუსეთს დაკარგული ჰქონდაარეულობის ხანაში[26]).1721 წელს რუსეთსა დაშვედეთს შორის დადებული ზავით პეტრე I-ის მიერ დაპყრობილილივონია დაესტონეთი რუსეთს შეუერთდა. პეტრემბალტიის ზღვაზე ნევის შესართავთან დაიწყო დიდი სანავსადგურო ქალაქის მშენებლობა1721 წლიდან ახლად აშენებული ქალაქისანქტ პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა. პეტრეს მიერ გატარებულმარეფორმებმა, რუსეთიევროპას დაუახლოვა.

პეტრე დიდის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა მისმა მეუღლემეკატერინე I-მა. ეკატერინეს მმართველობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ეკატერინეს შემდეგ სამეფო ტახტის პრეტენდენტთა რაოდენობა გაიზარდა,1741 წელს იმპერატორანას გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავაპეტრე დიდის ქალიშვილმაელისაბედ I-მა (1741–1762).ევროპაში დაწყებულშვიდწლიან ომში რუსეთი ჩართული აღმოჩნდა,რუსეთის იმპერია ეომებოდაპრუსიის უძლიერეს სახელმწიფოს. ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ რუსეთმა ამ გამარჯვებით ვერ ისარგებლა, რადგან1761 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ელისაბედი. ტახტი დაიკავაპეტრე III-მ. პეტრეს მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა1762 წელს რუსეთში მორიგი სამხედრო გადატრიალება განხორციელდა და პეტრე თანამდებობიდან ჩამოაგდეს.

პეტრეს შემდეგ რუსეთის მმართველი გახდა, მისი მეუღლეეკატერინე II (ეკატერინე დიდი), ის რუსეთს მართავდა 1762-1796 წლებში. რუსეთმა შეიერთაპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღმოსავლეთი ტერიტორიები და უკვე ის უშუალოდ დაუმეზობლდა ცენტრალური ევროპის დომინიონ ქვეყნებსავსტრიას დაპრუსიას.

სულ უფრო ძლიერდებოდა, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთის ქვეყნების მიმართ. სწორედ ამის გამოოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის მრავალიომი გაიმართა. რუსეთი ნელ-ნელა იკავებდაშავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს,1783 წელს იმპერიის შემადგენლობაში შევიდაყირიმის სახანო. ამით ოსმალეთმა დაკარგა მისი ტერიტორიები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა მიიერთასამხრეთი კავკასია. რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდაალექსანდრე I-ის მმართველობის დროს (1801-1825). შვედეთთან ომის შემდეგ იმპერიის შემადგენლობაში შედისფინეთი, ხოლო1809 წელსოსმალეთთან ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებაბესარაბია.

სუვოროვის ბრძოლაალპებში.სუვოროვის იტალიური და შვეიცარიული ექსპედიცია.ვასილი სურიკოვის ნახატი.
ნაპოლეონის რუსეთიდან უკან დახევა,ადოლფ ნორზენის ნახატი.

XIX საუკუნის დასაწყისში ევროპაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის იმპერატორი გახდანაპოლეონ ბონაპარტი. სწორედ ამის გამო მოხდა ევროპული სახელმწიფოების კოალიციის შექმნასაფრანგეთის წინააღმდეგ.1812 წელს ნაპოლეონმა წამოიწყოომი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ომი საკმაოდ გაჭიანურდა, ხოლო ფრანგულმა ჯარმარუსულ ზამთარს ვერ გაუძლო, რამაც საფრანგეთის დამარცხება განაპირობა. რუსეთის ლაშქრობა ნაპოლეონის სრული კრახით დასრულდა, რასაც შემდგომში მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა. რუსეთის ჯარის ხელმძღვანელები იყვნენმიხეილ კუტუზოვი დაბარკლაი-დე-ტოლი.

რუსეთის იმპერატორმაალექსანდრე I-მა რეაქციული გზა აირჩია.ვენის კონგრესის შემდეგსაღვთო კავშირის შექმნით მან რუსეთს ევროპის ჟანდარმის სახელი დაუმკვიდრდა.1825 წლის ნოემბერში იმპერიის სამხრეთში მოგზაურობისას ქალაქტაგანროგთან მოულოდნელად გარდაიცვალა იმპერატორი.1825 წელს რუსეთში მოხდადეკაბრისტთა აჯანყება, ეს აჯანყება წარუმატებლად დასრულდა.

იმპერიის ტახტი დაიკავანიკოლოზ I-მა (1825-1855). იმპერატორს სურდაოსმალეთის დანაწევრება,ბოსფორის დადარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება დაბალკანეთში განმტკიცება. ამ მიზნით1853 წელს მან ოსმალეთს ახალი ომი გამოუცხადა. ეს ომი ისტორიაში შესულიაყირიმის ომის სახელით, რუსეთის ამ მიზნების შესრულების შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რუსეთის მიერ ოსმალეთის დამარცხებით ისინი მსოფლიოში პირველობას დაკარგავდნენ. ამიტომ ყირიმის ომში ოსმალეთის მხარის დასახმარებლად ჩაერთო,დიდი ბრიტანეთი დასაფრანგეთი, მოგვიანებით მოკავშირეებს შეუერთდასარდინიის სამეფოც. რუსეთის მოწინააღმდეგე მხარეს მიემხროავსტრიაც, მაგრამ ის უშუალოდ ომში არ ჩარეულა. ამ ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ბრძოლა მოხდასევასტოპოლთან. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოპოლის დაცვა. ამ ომში გამარჯვებაოსმალეთმა მოიპოვა, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მან დაკარგა მრავალი კოლონია.

1881 წელსხალხოსნებმა მოკლესალექსანდრე II. ტახტი დაიკავა მისმა რეაქციონერმა ვაჟმაალექსანდრე III-მ (1881-1894). ალექსანდრეს შემდეგრუსეთის იმპერატორი ხდებანიკოლოზ II (1894-1917). რუსეთის ტერიტორიაზე უკვე ფართოდ ვრცელდებასოციალიზმი. 1904 წელს გამწვავდა ურთიერთობაიაპონიასთან,კორეის დამანჯურიის ბატონობისთვის.1904 წელს იაპონელებმა რუსები საზღვაო ბრძოლებში დაამარცხეს. რუსი გლეხების ძირითადი ნაწილის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნამ და კიდევ სხვა მიზეზებმა, ხალხის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია,1905 წლის დასაწყისში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, რევოლუციის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ ქუჩაში გამოსული ხალხი ძალით დაშალა. შექმნილ უმძიმესი სიტუაციის გამო, ნიკოლოზ II იძულებული გახდა1905 წლის17 ოქტომბერს გამოეცა მანიფესტი, რომლითაც იგი ხალხს ჰპირდებოდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

რუსეთის იმპერია 1866 წელს.
ბოლშევიკები ასახულიარუსეთის რევოლუცია.

1914 წელს რუსეთი ჩაერთოპირველ მსოფლიო ომში, ომში ჩართვის ძირითადი მიზეზი იყო ავსტრიის მიერსერბეთისთვის ომის გამოცხადება, რუსეთი მიემხროინგლის-საფრანგეთის ალიანსს.1916 წელს რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდიბრუსილოვის კონტრშეტევა,ავსტრიელები რუსებს ვერ უმკლავდებოდნენ, რუსეთმა წინსვლა ვეღარ განახორციელა, რადგან მას რესურსები აღარ ყოფნიდა.

1917 წლის23 თებერვალს რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებნი ქუჩებში გამოვიდნენ. 26 თებერვლიდან სამხედრო ნაწილები დემონსტრანტთა მხარეს გადავიდა. ფრონტის სარდლობამ ნიკოლოზს გადადგომა მოსთხოვეს, ნიკოლოზ II1917 წლის2 მარტს გადადგა. შეიქმნადროებითი მთავრობა, თავადგიორგი ლვოვის ხელმძღვანელობით. რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარებით ისარგებლა,ლენინმა და ის1917 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა. ლენინის დაბრუნებასთან ერთადბოლშევიკები სულ უფრო ძლიერდებოდნენ. 1917 წლის25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აიღეს ხელისუფლება.

ბოლშევიკებმა ქვეყანაში დიქტატურა დაამყარეს. უპირველეს ყოვლისა მათ დახვრიტესნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები. რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო აჯანყებები, ეს აჯანყებებისამოქალაქო ომში გადაიზარდა. ერთ მხარეს წარმოადგენდაბოლშევიკები. რაც შეეხება ანტი ბოლშევიკთა ბანაკს ისინი ძალზედ მრავალრიცხოვანნი იყვნენ. მაგრამ მათ ბანაკში არსებობდა გადაულახავი წინააღმდეგობები. ეს ომი ბოლშევიკების გამარჯვებით დასრულდა, ქვეყანაში დამყარდაოქტომბრის რევოლუციის მთავრობა,ვლადიმერ ლენინის ხელმძღვანელობით. მსოფლიოში შეიქმნა პირველისოციალისტური ქვეყანა.

საბჭოთა რუსეთი

მთავარი სტატია: საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის ისტორია და რსფსრ.
ვლადიმერ ლენინი,ბოლშევიკური პარტიის და საბჭოთა კავშირის ლიდერი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა ბრძოლები პირველი მსოფლიო ომში, საბოლოოდ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ მიღწეული შედეგები მისთვის დამარცხებას ნიშნავდა. რუსეთსბრესტ-ლიტოვსკის ზავით ჩამოსცილდაუკრაინა,ბალტიისპირეთი,პოლონეთი,კავკასია და ყველა დაპყრობილი ქვეყანა. რუსეთს უკვე თავიდან უნდა დაემყარებინა ამ ტერიტორიებზე კონტროლი.

რუსეთის სამოქალაქო ომში მოეწყო ტერორისტული აქტები კომუნისტების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი აქტის დროს დაიჭრა ლენინი.1918 წლის2 სექტემბერს რუსეთის ცაკ-მა შემოიღოთეთრი ტერორის წინააღმდეგწითელი ტერორი. საბოლოოდ ეს ომი დასრულდა1921 წელს, სამოქალაქო ომში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი.[27]

რუსეთის სფსრ-მ განახორციელა დაპყრობითი ომები და დაიბრუნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წართმეული გარკვეული ტერიტორიები.1922 წლის30 დეკემბერს შეიქმნასაბჭოთა კავშირი, რუსეთმა განაგრძო მისი იმპერიალური პოლიტიკა და საბოლოოდ სსრკ-ში გაერთიანდა15 რესპუბლიკა. ოფიციალურად ყველა რესპუბლიკა სრულუფლებიანი იყო და მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

20-იან წლების დასაწყისში რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ „ძველი ბოლშევიკების“ ხელში რჩებოდა. მაგრამ პარტიის რიგებში ძალას იკრეფდა ახალი ძალები.ლენინის შემდეგ პარტიას ხელმძღვანელობდალევ ტროცკი. პოლიტბიუროს წევრებს ეშინოდათ ხელისუფლების სათავეში ერთი ძლიერი პიროვნების მოსვლის.1924 წელს ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდეგსაბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდაიოსებ სტალინი, სტალინმა ის ხალხი ჩამოიშორა რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანეს მათ შორის იყვნენ:ლევ კამენევი,გრიგორი ზინოვიევი,ბუხარინი. სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის მმართველი დიქტატორი. სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყოდიდი წმენდა, ტერორი განსაკუთრებით გამძაფრდა1934 წლიდან როდესაც მოკლეს ცნობილი პარტიული ლიდერისერგეი კიროვი. მთელს ქვეყანას მოედო შეთქმულების გამომჟღავნების ტალღა.1936-1937 წლებში განადგურდა, კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერები.[28] 1937 წელს რეპრესირებული იქნაწითელი არმიის მეთაურთა თითქმის ნახევარი.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეკონომიკას, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყოგეგმიური ეკონომიკის გატარება. ქვეყანაში დაიწყოინდუსტრიალიზაციის დაკოლექტივიზაციის განხორციელება. კოლექტივიზაცია ძირითადად ძალდატანებით მიმდინარეობდა, ამიტომ მრავალი ადამიანი გაკულაკებული აღმოჩნდა. 1929-1953 წლებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიგულაგებში გადაასახლეს.[29] ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის წარმატებულად დასრულების შემდეგ, 1929 წელს დაიწყო სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა. საბჭოთა კავშირი იმ დროის მოწინავე ქვეყნებს სამხედრო ტექნიკითაც დაეწია.

1933 წლიდან,გერმანიაში,ადოლფ ჰიტლერის მოსვლით და ქვეყანაშინაცისტების გამარჯვებით დაიწყო ბრძოლაკომუნიზმთან. ამ დროს მსოფლიოში ორი რეაქციული ძალა არსებობდა, ჰიტლერის გერმანიის მსოფლიო დომინიონობის შეჩერება ვერ შეძლოერთა ლიგამ, ამ პროცესს გარკვეულწილად ხელს უწყობდა თავისი ნეიტრალური დამოკიდებულებით საბჭოთა კავშირიც.1939 წელს აგვისტოშისსრკ აღმოჩნდა მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრი. მის კეთილგანწყობითვის მიისწრაფოდნენ, როგორცგერმანელები ასევე მისი მოწინააღმდეგეები. საბჭოთა კავშირმა აირჩია პრო-გერმანული პოზიცია და ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის პაქტი, ანუმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ პაქტი 1939 წლის23 აგვისტოს გაფორმდა. ამ პაქტს გააჩნდა საიდუმლო დამატებითი ოქმები, ამ ოქმებით ეს ორი მხარე შეთანხმდააღმოსავლეთ ევროპაში ინტერესების სფეროების გაყოფის შესახებ. გერმანიამ საბჭოთა ინტერესთა სფეროდ ცნო:ფინეთი,ლატვია,ესტონეთი დაბესარაბია. ოქმი ითვალისწინებდაპოლონეთის შუაზე გაყოფას. საბჭოთა კავშირი „ომის გამჩაღებელთა“ მხარეს აღმოჩნდა.

პაქტის გაფორმებიდან ზუსტად რვა დღის შემდეგ1 სექტემბერს გერმანიამ დაიწყო ომი პოლონეთის წინააღმდეგ. გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაერთოსაფრანგეთი დაინგლისი, დაიწყომეორე მსოფლიო ომი. თავდაპირველად საბჭოთა კავშირი ომში არ ერეოდა და პაქტში დადებულ პირობებს ასრულებდა. სსრკ-ს სურდარუსეთის იმპერიის დროინდელი ტერიტორიების დაბრუნება, სწორედ ამიტომ მათ დაიკავეს აღმოსავლეთ პოლონეთი.ფინეთის წინააღმდეგ წამოწყებულიზამთრის ომი საბჭოთა კავშირისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მან ეს ომი წააგო. მიუხედავად ამისა საბჭოთა კავშირმა ფინეთს წაართვაკარელიის ყელი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია.1940 წელს სსრკ-მ აიძულაბალტიისპირეთის ქვეყნებილატვია,ლიტვა,ესტონეთი და ისინი ძალით შეიყვანა მის შემადგენლობაში, მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით.

1941 წლის22 ივნისს ნაცისტურმა გერმანიამ დაარღვია შეთანხმება და დაიწყო შეტევა საბჭოთა კავშირზე. მეორე მსოფლიო იმში შეიქმნააღმოსავლეთი ფრონტი. ესრუსეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია.[30] მოულოდნელმა თავდასხმამ ფაშისტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა და უკვე30 სექტემბერს, ისინიმოსკოვის სიახლოვეს იყვნენ. საბჭოთა კავშირმა მოახერხა ძალათა მობილიზება და დეკემბერშიმოსკოვის ბრძოლის შემდეგ ფაშისტებმა უკან დაიხიეს.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე, იმართებოდა ბრძოლები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინეს მთელი ომის განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა მოხდა1942 წლის სექტემბერ-ოქტომბერში[31] ქალაქ სტალინგრადთან.სტალინგრადის ბრძოლა გერმანელების უდიდესი მარცხი იყო, ასეთი მარცხი ჰიტლერს მანამდე არცერთ ბრძოლაში არ განეცადა. სტალინგრადის შემდეგ ფაშისტებმა მეორე უდიდესი მარცხი ნახესკურსკის ბრძოლაში, სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა გერმანელებს მაინც ჰქონდათ ალყა შემორტყმული ქალაქლენინგრადისთვის.

1945 წელსბერლინში გამართულიბრძოლის შემდეგ სსრკ-მ გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი დაიკავა.იალტის კონფერენციის საფუძველზე, სსრკ-მ ომი გამოუცხადაიაპონია, ამ ომით რუსეთს შეუერთდაკურილიის კუნძულები, რომლებიც დღემდე სადავოა ამ ორ ქვეყანას შორის.

ამ ომში მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, მოკავშირეების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედსაბჭოთა კავშირს მიუძღოდა. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხარეს თავი გამოიჩინაგიორგი ჟუკოვმა დაკონსტანტინე როკოსოვსკიმ. ამ ომში რუსეთის გამარჯვებით მსოფლიოში უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა.აღმოსავლეთ ევროპის დომინიონ ქვეყნად სწორედ, სსრკ იქცა.

1941–1945 წლებისმეორე მსოფლიო ომი რუსეთის ისტორიაში შევიდადიდი სამამულო ომის სახელით. ამ ომში საბჭოთა მხარეს დაიღუპა 10.6-15.9 მილიონი ადამიანი.[32] ომში გამარჯვებამ მნიშვნელოვნად გაზარდაიოსებ სტალინის ავტორიტეტი. უდიდესი ზიანი მიიღო საბჭოთა მეურნეობამ, ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების დონე უკიდურესად მძიმე იყო. ყველაფერ ამის მიუხედავად აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა, გერმანული ჯარი საბჭოთაწითელმა არმიამ შეცვალა. ყოველივე ამის გამო1956 წელს დაიწყოუნგრეთის რევოლუცია სსრკ-მა უნგრელების დამოუკიდებლობის სურვილი ტყვიით ჩაახშო. საბჭოთა კავშირმა შექმნა საკუთარი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციავარშავის პაქტი, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისსოციალისტური ქვეყნები გაერთიანდა. მსოფლიოში დაიწყოცივი ომი.

საბჭოთა კავშირიდან დაიწყოკომუნისტური იდეოლოგიის სხვადასხვა ქვეყნებში დანერგვა. კომუნისტები მოვიდნენ ჩინეთის სათავეში, ამას მოყვა კომუნისტების გამარჯვებაჩრდილოეთ კორეასა დაკუბაში. ამ ქვეყნებში ძირითადად სწორედ საბჭოთა სისტემით ხდებოდა ეკონომიკის განვითარება.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ქვეყნის მმართველი გახდანიკიტა ხრუშჩოვი, მისი მმართველობის დასაწყისში დაიგმოსტალინის კულტი და დაიწყოდე-სტალინიზაცია. ხრუშჩოვის მმართველობის დასაწყისსდათბობის ხანა ეწოდება, მაგრამ დათბობა მხოლოდ პირობითი იყო, ხელისუფლების ყველა კრიტიკას ულმობლად ახშობდნენ. ამ პერიოდში მასობრივად მოხდაგულაგებიდან ხალხის დაბრუნება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პირველი ადამიანიიური გაგარინი, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა.

1957 წელს საბჭოთა კავშირიდან განხორციელდა პირველიხელოვნური თანამგზავრის კოსმოსში გაშვება,სპუტნიკ 1-ის გაშვებით სსრკ-მ ერთი წლით დაასწროაშშ-ს. სწორედ ამ დროს გაფრინდა კოსმოსში პირველი კოსმონავტიიური გაგარინი, ის იყო პირველი ადამიანი რომელმაცდედამიწას გარშემო შემოუფრინა. მკვეთრად იძაბებოდა სიტუაცია ორი სახელმწიფოსაშშ-ს და სსრკ-ს შორის მსოფლიო პირველობისთვის, ყოველივე ამას მოჰყვაკუბის კრიზისი, ეს კრიზისი მშვიდობიანად დასრულდა.

ხრუშჩოვის შემდეგ სახელმწიფოს მმართველი ხდებალეონიდ ბრეჟნევი, სახელმწიფოში გამოცხადდა, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში არსებობდა „განვითარებული სოციალიზმი“, რომელიც დროთა განმავლობაშიკომუნიზმში გადაიზრდებოდა. ბრეჟნევის მთავრობა ცდილობდა, შექმნილი ვითარება შეენარჩუნებინათ, რაც უკვე მოგვიანებით უძრაობაში გადაიზარდა, ამიტომაც ხშირად ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობასუძრაობის ხანას უწოდებენ. ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში საბჭოთა ეკონომიკა კვლავ განაგრძობდა განვითარებას, მაგრამ ეს ძირითადად განპირობებული იყონავთობის დაგაზის დიდი მარაგებით და მათზე ფასების რეგულირებით. მიუხედავად ამისაეკონომიკურმა სტაგნაციამ შეუქცევადი სახე მიიღო. პრემიერ-მინისტრალექსი კოსიგინის მიერ სოციალისტურ ეკონომიკური სისტემის გადახალისების ცდა უშედეგოდ დასრულდა. ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად უზომოდ დიდი ხარჯები იხარჯებოდა შეიარაღებაზე.

1979 წელს საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანაავღანეთში. ამ ინტერვენციამ ბოლო მოუღო დაძაბულობის განმუხტვის და მშვიდობიანი დაძაბულობის პოლიტიკას. კვლავ აღდგა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ძალისმიერი დაპირისპირების პოლიტიკა.1989 წელსსსრკ-მ დატოვა ავღანეთის ტერიტორია, ეს ექსპანსია მისთვის უკიდურესად მძიმე იყო, რადგანაც მან საწადელ მიზანს ვერ მიაღწია. საბჭოთა პოზიციები მსოფლიოში უკიდურესად შეირყაავღანეთის ომის შემდეგ. 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო ჩამორჩა მსოფლიოს. დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დადგა საბჭოთა სისტემის რეფორმირების საკითხი. გარდაქმნები გარდაუვალი იყო.

საბჭოთა ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში იყო[33] ქვეყანა ვეღარ უძლებდა უზარმაზარ სამხედრო ხარჯებს. სწორედ ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდამიხეილ გორბაჩოვი, ახალმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა რეფორმების ძირითადი ლოზუნგები, რომელშიც უმნიშვნელოვანესი იყოგარდაქმნა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია. საბჭოთა კავშირმა უარი განაცხადაცივ ომზე, ამან ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანა. ცენზურა შესუსტდა, მაგრამ თანდათანობით საჯაროობის მართვა გართულდა. დაირღვა კომუნისტური პარტიის ერთიანობა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით, რომელიცფედერაციულ საწყისებზე უნდა აგებულიყო. მაგრამ ეს კონსერვატორებისთვის მიუღებელი იყო.1991 წლის აგვისტოში მათ სცადეს ამბოხების მოწყობა. რომელიც ისტორიაშიაგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა.1991 წლის8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი უკვე ოფიციალურად დაიშალა.

  • 1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე.
  • 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
  • 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია.
  • 1990-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებითჩეჩნეთთან.
  • 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.

გეოგრაფია და ბუნება

მთავარი სტატია: რუსეთის გეოგრაფია.
რუსეთის რუკა
რუსეთის ტოპოგრაფიული რუკა.

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17 075 400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ —ალთაი,ჩრდილოეთი კავკასია,კოლიმა,საიანი,ურალი. უმაღლესი მწვერვალია —იალბუზი, 5633 მ. მთავარიმდინარეები —ამური,ანგარა,ირტიში,ლენა,ობი,ვოლგა,ენისეი.ტბები —ბაიკალი,კასპიის ზღვა,ლადოგი,ონეგა.

კლიმატი

შუა რუსეთის მაღლობი.ზარაისკის სიახლოვეს,მოსკოვის ოლქი
კავკასიონის მთები,დომბაის სიახლოვეს,ყარაჩაი-ჩერქეზეთი
ტაიგა ზამთარში,არხანგელსკის ოლქი.

რუსეთის ფედერაციისკლიმატის ფორმირებაში დიდი წვრილი შეაქვს გარკვეულ ფაქტორებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ტერიტორიის სიდიდე და ზოგიერთი რაიონის საკმაო დაცილება ზღვიდან (უმრავლესობა 400 კმ-ით არის დაცილებული, ხოლო ზოგიერთი რაიონი – 2400 კმ-ით). ეს გახდა ტერიტორიაზე კონტინენტური (ცივი) კლიმატის სიჭარბის მიზეზი. ტერიტორიის ნახევარზე მეტი 60° ჩრ. განედის ზემოთ მდებარეობს. სამხრეთით განლაგებული მთები წინააღმდეგობას უწევენ თბილი მასების შემოსვლასინდოეთის ოკეანიდან, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე დბლობები არქტიკული და ატლანტიკური მასების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ყველაზე ცივი თვე –იანვარი (ზღვის სანაპიროებზე – თებერვალი), ხოლო ყველაზე თბილი თვე – ივლისი. რუსეთი მდებარეობს 4 კლიმატურ სარტყელში:არქტიკულში,სუბარქტიკულში,ზომიერში (დიდ ტერიტორიაზე) დასუბტროპიკულში (მხოლოდ სანაპირო ზოლი). უარყოფითი ტემპერატურების ხანგრძლივობა ზოგიერთ რაიონში მარადი მზრალობის მიზეზი ხდება. ასეთ ტერიტორიებს 10 მლნ. კვ. კმ უკავიათ, რაც ქვეყნის თითქმის 60 % შეადგენს.

ტემპერატურასთან მნიშვნელოვან კავშირშია ჰაერის მასების გადაადგილება და სიჩქარე. ზამთარშიევროპის ნაწილში ჭარბობს სამხრეთ–დასავლეთის ქარები,ციმბირის უდიდეს ტერიტორიაზე – სამხრეთის, ხოლოშორეულ აღმოსავლეთში – ჩრდილო-დასავლეთის. ზაფხულობით ამ ტერიტორიებზე საპირისპირო სიტუაციაა.

რუსეთში ნალექების რაოდენობა ზაფხულის მაქსიმუმით ხასიათდება. ქვეყნის ევროპულ ნაწილში და დასავლეთციმბირში ნალექების რაოდენობა 600 მმ-ს შეადგენს წელიწადში. ზღვისპირეთში და მაღალ მთიან რაიონებში ნალექების შედარებით დიდი რაოდენობა მოდის (ურალი 1400 მმ) თოვლის დების პერიოდი განსხვავებულია სხვადასხვა რაიონში, აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე იგი 40–200 დღეს შეადგენს, ხოლო ციმბირში – 120–250 დღეს წელიწადში.

ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია მრავალფეროვანი ლანდშაფტებით გამოირჩევა. იგი მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, როგორც სათბობ-ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური წიაღით.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ზომიერ სარტყელში. ჩრდილოეთით არქტიკული და სუბარქტიკული, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კი სუბტროპიკული სარტყლებია. ჭარბობს კონტინენტური კლიმატი. რუსეთი მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ მიედინებაევროპის უგრძესი მდინარევოლგა. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უღრმესიტბაბაიკალი.ტყეებს ტერიტორიის 40 % უკავია. სერიოზული პრობლემებია ბუნების დაცვასთან დაკავშირებით.

მდინარეები და ტბები

პლატო დასავლეთციმბირში,ვოსიუგანის მდინარე,ტომსკის ოლქი.

წყალს რუსეთის ტერიტორიის 12,4 % უკავია (ძირითადადურალის აღმოსავლეთით). ევროპული ნაწილის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები წყლის რესურსების ნაკლებობას განიცდის. რუსეთის მდინარეების საერთო სიგრძე 8 მლნ. კმ. სულ რუსეთში 2,5 მლნმდინარეა. უმსხვილესი დელტა აქვს მდ. ლენას, ვოლგას, ობს და ენისეის. თითქმის ყველა მდინარეს აქვს შერეული ტიპის კვება. რუსეთის მდინარეები მიეკუთვნებიან 5 მთავარ აუზს:შავი ზღვის (დნეპრი დადონი),კასპიის (ვოლგა),არქტიკის (ობი,ენისეი,ლენა,ჩრდილოეთის დვინა,პეჩორა,ინდიგირგა),ბალტიის (ნევა) დაწყნარი ოკეანის. ვოლგა ევროპის უმსხვილესი მდინარეა (3530 მ). მის ნაპირებზე მდებარეობს რუსეთის 4 უმსხვილესი ქალაქი (13-დან) –ნოვგოროდი,ყაზანი,სამარა დავოლგოგრადი. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნის დროს იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები და წარმოიქმნებაჭაობები. მდინარე ობი წარმოქმნის ყველაზე დიდ ჭაობს – 49 ათასი კვ. კმ. რუსეთის ევროპულ ნაწილში უმსხვილესი მდინარეები დაკავშირებულია არხების სისტემით. ყველაზე გრძელი არხია ვოლგა-ბალტიის, რომლის სიგრძე 1100 კმ-ია.

რუსეთში ორ მილიონზე მეტიტბაა, საერთო ფართობით 350 ათასი კვ. კმ. ტბების უმრავლესობა მყინვარული წარმოშობისაა. უმსხვილესი ტბებია:ლადოგის (17 680 კვ. კმ),ონეგის (9720 კვ. კმ),ჩუდის (3550 კვ. კმ),ილმენი (1000 კვ.კმ). მსოფლიოს უღრმესი დაციმბირის უდიდესი ტბა არისბაიკალი. გვხვდება აგრეთვე შემდეგი წყალსაცავები:რიბინსკის,შუშენსკოეს,კრასნოიარსკის,ვილუის.

ჭაობებს რუსეთის ტერიტორიაზე 2 მლნ. კვ. კმ. უკავია (დასავლეთ ციმბირში თითქმის 50 % ჭაობია). დიდი მდინარეების დელტაშიც წარმოიქმნება დაჭაობებული ადგილები. სეისმურად აქტიურ ტერიტორიებზე არისვულკანებიც, მათგან ყველაზე მეტიკამჩატკაზე მდებარეობს.

ფლორა და ფაუნა

მურა დათვი.რუსეთის სიმბოლო.
ამურის ვეფხვი,შორეულ აღმოსავლეთში.
არყის ხეებიციმბირში,ნოვოსიბირსკის ოლქი.არყი არის რუსეთიეროვნული ხე.

არქტიკაში რამდენიმე ბუნებრივ ზონას გამოყოფენ:არქტიკულ უდაბნოებს,ტუნდრას,ტყეტუნდრას,ტაიგას,შერეული დაფართოფოთლოვანი ტყეების,ტყესტეპი,სტეპი,უდაბნოები დანახევარუდაბნოები.

არქტიკული უდაბნოები გვხვდება უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მისთვის დამახასიათებელია მწირი მცენარეულობა და თითქმის მთლიანად დაფარულიაყინულით. აქ ბინადრობენთეთრი დათვი,ლომვეშაპი,სელაპი. ზაფხულობით კი კლდეებზე შევხვდებით ფრინველთა ბაზარს, ისეთებს, როგორიცააბატასინი. არქტიკულს მოსდევს ტუნდრის ზონა, რომელიც რუსეთის ტერიტორიის 10 % იკავებს. იგი თითქმის უტყეოა და ძირითადად იზრდებახავსი, ხავსურა, ბუჩქნარები, ბალახები და ჯუჯა არყები. აქ ბინადრობს:ირემი,თეთრი მელა,თეთრი ბუ,კაკაბი,ბატასინი. შედარებით შეცვლილია ტყეტუნდრის ბუნება. აქ უკვე ჩნდება ტყის მცენარეულობა:ნაძვი და რბილწიწვიანალარიქსი. მნიშვნელოვანი ფართობი ჭაობებს უკავიათ. ყველაზე დიდი ტერიტორიატაიგას უკავია (60 %), რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაძვისა დასოჭის ტყეები. თუმცა გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყის მასივებიც. ეს ზონა ნელ–ნელა შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეთა ზონაში გადადის. ძირითადი სახეობები, რომლებიც აქ ხარობს არისმუხა დაცაცხვი. ბინადრობს:ამურის ვეფხვი, ირემი,მანჯურიის კურდღელი,ხოხობი. უფრო განვითარებულია ფოთლოვანი მცენარეულობა ტყესტეპის ზონაში. ევროპულ ნაწილში ხარობსარყი, ხოლო აღმოსავლეთით –ვერხვი. ეს ზონა სამხრეთისკენ იცვლებასტეპით. მცენარეულობის ძირითადი წარმომადგენლები არიან:ვაციწვერა,ჭანგა,აბზინდა, სტეპის ბუჩქნარები. ტყის მცენარეები ძირითადად მდინარეების ხეობებსა და დაბლობებზეა გავრცელებული. მშრალ ბუნებრივ პირობებს ყველაზე კარგად ადაპტირებულია მღრღნელების სხვადასხვა სახეობები, სტეპის მგელი, მელა, ანტილოპები. ყველაზე მცირე ტერიტორია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ბუნებრივ ზონას უკავია და ის მხოლოდ კასპიისპირეთს მოიცავს. ნიადაგი საკმაოდ დამლაშებულია, ამიტომ ამ ადგილებისთვის მწირი მცენარეულობაა დამახასიათებელი. მრავლადაა სხვადასხვა სახეობისქვეწარმავალი.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა — გარდამავალი.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (2012 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი (2012 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანოორპალატიანიფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო — 178 წევრი დასახელმწიფო სათათბირო — 450 წევრი).
  • პოლიტიკური პარტიები — კომუნისტური პარტია (თავმ. გ. ზიუგანოვი), მოძრაობა „ნაშ დომ — როსია“ (ვ. ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ. ჟირინოვსკი), გაერთიანება „იაბლოკო“ (ვ. იავლინსკი).

ტერიტორიული მოწყობა

მთავარი სტატია: რუსეთის ტერიტორიული მოწყობა.

რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის — 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город —მოსკოვი,სანქტ-პეტერბურგი).

ფედერალური ოკრუგები

2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა — 7 ფედერალური ოკრუგი:

ეროვნული რესპუბლიკები

რესპუბლიკებიდროშაგერბიფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
2014 წლის9 ოქტომბერი
ადმინისტრაციული ცენტრი
 რესპუბლიკები
01ადიღე7600446 406მაიკოპი
02ალთაი92 600211 645გორნო-ალტაისკი
03ბაშკირეთი143 6004 069 698უფა
04ბურიატეთი351 300973 860ულან-უდე
05დაღესტანი50 3002 963 918მაჰაჩყალა
06ინგუშეთი4000453 010მაგასი
07ყაბარდო-ბალყარეთი12 500858 397ნალჩიკი
08ყალმუხეთი76 100282 021ელისტა
09ყარაჩაი-ჩერქეზეთი14 100469 837ჩერკესკი
10კარელია172 400634 402პეტროზავოდსკი
11კომი415 900872 057სიქტივკარი
13მარი ელი23 200688 686იოშქარ-ოლა
14მორდვეთი26 200812 156სარანსკი
15სახა3 103 000954 803იაკუტსკი
16ჩრდილოეთი ოსეთი8000703 977ვლადიკავკაზი
17თათრეთი68 0003 838 230ყაზანი
18ტუვა170 500311 761კიზილი
19უდმურტეთი42 1001 517 050იჟევსკი
20ხაკასეთი61 900534 079აბაკანი
21ჩეჩნეთი15 3001 346 438გროზნო
22ჩუვაშეთი18 3001 239 984ჩებოქსარი

დემოგრაფია

მთავარი სტატია: რუსეთის დემოგრაფია.
ეთნიკური შემადგელობები (2010)[34]
რუსები77,7 %
თათრები3,7 %
უკრაინელები1,4 %
ბაშკირები1,1 %
ჩუვაშები1 %
ჩეჩნები1 %
სომხები0,8 %
სხვა17,5 %
მოსახლეობა (მილიონობით) 1950 – 1991რუსეთის სფსრსაბჭოთა კავშირში, 1991 - 1 იანვარი 2010რუსეთის ფედერაცია.[35]

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მრავალი ეთნიკური ჯგუფი სახლობს, რუსეთში მოსახლე ძირითადი ეთნიკური ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 160, ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და დასახლებული ტერიტორიების ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენენ.[36] რუსეთში მცხოვრები ადამიანები არათანაბრადაა განლაგებული, ეს ძირითადად განპირობებულია რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიით.[37] მოსახლეობის ყველაზე დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევაევროპული რუსეთი დაურალის მთების ახლოს მდებარე ტერიტორიები. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით გამოირჩევაციმბირი. რუსეთი მაღალურბანიზებული ქვეყანაა მოსახლეობის 73% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობის 27 % სხვა დასახლებულ პუნქტებში სახლობს.[38] 2010 წლის 1 იანვრის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობა 141 927 297 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება რუს ემიგრანტებს, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში[39]. ხოლო ეთნიკური რუსებიდან 116 მილიონი ადამიანი რუსეთში სახლობს.[40] ეთნიკური რუსებიდან 20 მილიონი ადამიანი, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისუკრაინისა დაყაზახეთის ადგილობრივი მოსახლეობაა.[41]

აქ მცხოვრები ხალხების უმრავლესობისთვის მშობლიური ენარუსულია, თუმცა მრავალ ადგილობრივ ეთნიკურ წარმომადგენლობას თავისი სპეციალური ენა გააჩნიათ.

რუსეთის ქალაქები

მოსკოვი
მოსკოვი
სანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი

ნოვოსიბირსკი
ეკატერინბურგი
ეკატერინბურგი

ნომერიქალაქიფედრაციული სუბიექტიმოსახ.

ნიჟნი-ნოვგოროდი
ნიჟნი-ნოვგოროდი
სამარა
სამარა
ყაზანი
ყაზანი
ომსკი
ომსკი

1მოსკოვიმოსკოვი10,508,971
2სანქტ-პეტერბურგისანქტ-პეტერბურგი4,581,854
3ნოვოსიბირსკინოვოსიბირსკი1,397,191
4ეკატერინბურგისვერდლოვსკი1,332,264
5ნიჟნი-ნოვგოროდინიჟნი-ნოვგოროდი1,272,527
6სამარასამარა1,134,716
7ყაზანითათრეთი1,130,170
8ომსკიომსკი1,129,120
9ჩელიაბინსკიჩელიაბინსკი1,093,699
10დონის როსტოვიროსტოვი1,048,991
11უფაბაშკირეთი1,024,842
12პერმიპერმი985,794
13ვოლგოგრადივოლგოგრადი981,909
14კრასნოიარსკიკრასნოიარსკი947,801
15ვორონეჟივორონეჟი843,496
16სარატოვისარატოვი830,953
17ტოლიატისამარა720,346
18კრასნოიარსკიკრასნოიარსკი710,686
19იჟევსკიუდმურტეთი611,043
20იაროსლავლიიაროსლავლი606,336
2009 წლის აღწერა

ეკონომიკა

მთავარი სტატია: რუსეთის ეკონომიკა.

რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვსნავთობის,ბუნებრივი აირის,ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვსსოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია — ბუნებრივი აირი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა — რუსული რუბლი (RUR).

ტრანსპორტი

9288 კილომეტრიანი,ტრანსციმბირის მაგისტრალი. ქალაქივლადივოსტოკი.

რუსეთისსატრანსპორტო ქსელი საკმაოდ განვითარებულია და მოიცავს სარკინიგზო გზების 87 ათას კმ-ს, საავტომობილო გზების 745 ათას კმ-ს (ასფალტის საფარიანი), 600 ათას კმ-ზე მეტი საჰაერო და 115 ათასი კმ საზღვაო-სამდინარო გზებს. ქვეყნის მკაცრი კლიმატური პირობების გამო უპირატესად სარგებლობენ სახმელეთო ტრანსპორტით. მეორე ადგილი სატვირთო გადაზიდვების მხრივ საზღვაო ტრანსპორტს უკავია (მოკლეა სანავიგაციო პერიოდი, იყინება პორტები). თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან საკმაო ხანია არ განახლებულა. ამას მივყავართ სხვადასხვა პრობლემებამდე, როგორიცაა უსაფრთხოება.

სარკინიგზო ტრანსპორტი – ყველაზე განვითარებულია რუსეთში. ევროპულ ნაწილში მას აქვს რადიალური განლაგება, რომლის ცენტრი მოსკოვში მდებარეობს. პირველირკინიგზა მოსკოვი-ლენინგრადი 1851 წელს გაიხსნა, ხოლო 1892 წელს სარკინიგზო მაგისტრალი გაიყვანეს ციმბირისკენ.

საზღვაო ტრანსპორტი – ყველაზე დიდი წილი აქვს საერთაშორისო ტვირთბრუნვაში. რუსეთს მნიშვნელოვანი პორტები აქვს: ნოვოროსიისკი (შავი ზღვა), კალინინგრადი,სანქტ-პეტერბურგი, ბალტიისკი (ბალტიის ზღვა), არხანგელსკი (თეთრი ზღვა), ვლადივოსტოკი, აღმოსავლეთის პორტი (იაპონიის ზღვა). ვლადივოსტოკთან ერთად რუსეთში შემდეგი გაუყინავი პორტებია: მურმანსკი, მახაჩკალა,ნოვოროსიისკი.

სამდინარო ტრანსპორტი – ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილოეთის რეგიონებში (ციმბირი). მნიშვნელოვანია მდინარეთა ვოლგა-კამის აუზი, რომელიც სამდინარო ტვირთბრუნვის 40 %-ს ახორციელებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი მდინარეები, როგორიცაა ენისეი, ობი, ლენა, ამური და მათი შენაკადები.

საავტომობილო ტრანსპორტი – სუსტად არის განვითარებული რუსეთში. ეს განპირობებულია გზების მშენებლობის სიძვირით და მკაცრი ბუნებრივი პირობებით. თუმცა ავტომობილის უდავო უპირატესობას წარმოადგენს მობილობა და საკმაოდ კომფორტულია მგზავრთათვის. ეს წარმოქმნის ამ სახეობის ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციას.

საჰაერო ტრანსპორტი – ყველაზე ძვირ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს, ამიტომ ხდება მხოლოდ მალფუჭადი პროდუქტების გადაზიდვა. დიდ როლს თამაშობს მგაზვრთა ტრანსპორტირებაში. მნიშვნელოვანია ვერტმფრენების ფუნქცია ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში (სასწრაფო სამედიცინო დახმარება). ყველაზე მსხვილი აეროპორტებია მოსკოვსა (დომოდევო, შერემეტიევო, ვნუკოვო) და სანქტ-პეტერბურგში.

ტურიზმი

მთავარი სტატია: რუსეთის ტურიზმი.

ვრცელი ტერიტორიები, მრავალფეროვანი ბუნება დალანდშაფტი გახდა რუსეთში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი.მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ რუსეთის ტურისტული პოტენციალი შეფასდა და დადგინდა, რომ სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს 40 მლნ. საერთაშორისოტურისტის მიღებას წელიწადში. თუმცა დღესდღეობით მათი რაოდენობა ყოველწლიურად 7,4 მლნ-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით ჩასული ტურისტების რაოდენობა 20,6 მლნ-ს შეადგენს. საერთო შემოსავალი 2008 წელს 11 943 მლნ დოლარია, ხოლო ტურისტული გასავალი (დანახარჯები) ამავე წელს 24,9 მლრდ დოლარია.

რუსეთის ტერიტორია იყოფა შემდეგ ტურისტულ რაიონებად: ცენტრალური რაიონი – ქვეყნის ევროპული ნაწილი, მნიშვნელოვანი ქალაქებით (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი); დასავლეთ რაიონი –ბალტიის ზღვის სანაპირო ტურისტული ცენტრებით კალინინგრადში, ნოვგოროდსა და ფსკოვში; ზემო ვოლგის – ტვერი, იაროსლავლი; ურალის რაიონი – პერმი, უფა. ჩრდილოეთ რუსეთში გამოიყოფა ქვერაიონი – კარელიის-ნოლსკი, რომლის ტურისტული ცენტრებია პეტროზავოდსკი, მურმანსკი,არხანგელსკი, რესპუბლიკა კომი და სანქტ-პეტერბურგი. მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ რუსეთი, რომელიც შემდეგ ქვერაიონებს მოიცავს: შავი ზღვისპირეთი – სოჭი, ანაპა, გელენჯიკი; ჩრდილოეთ კავკასიონი ანუ კავკასიონის მინერალური წყლების კურორტები – ნალჩიკი, ვლადიკავკაზი, კრასნი კლუჩი, ჟელეზნოგორსკი, კისლოვოდსკი, კავკაზსკიე მინერალნიე ვოდი; მთიანი კავკასიის რაიონი – ჯამბალაისკი, ტებერდა, დომბაი, არხიზი; აზოვის რაიონი – როსტოვი დონზე, ტაგანროგი; კასპიის ზღვისპირეთი და ვოლგისა ნაპირები – სამხრეთ რუსეთის რაიონი. ციმბირი და შორეული აღმოსავლეთის რეგიონი იყოფა შემდეგ ქვერაიონებად: ობი-ალთაის ტურისტული ცენტრები – კურგანი, ომსკი, ბარნაული, კემეროვო; ენისეისა და ბაიკალისპირეთი – კრასნოიარსკი,აბაკანი; შორეული აღმოსავლეთი –კურილიის კუნძულები დასახალინი; რუსეთის ტერიტორიის აზიური ჩრდილოეთი – პეტროპავლოვსკი,კამჩატკა, ბოლანჩა, ტოპაია.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

მთავარი სტატია: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა1992 წლის1 ივლისს.2008 წლის3 სექტემბრიდან, აგვისტოს თვეშირუსეთის საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შედეგად, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან.2009 წლის მარტს გაიხსნა საქართველოშიშვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, იმავე დღეს გაიხსნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტიციები

2005 წლის ბოლომდე ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის საკმაოდ აქტიურად ვითარდებოდა, იზრდებოდა საქონელბრუნვა, მუშაობდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისია, მაგრამ რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა ჯერ შეაჩერა ზრდის ტემპი, შემდეგ კი პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა ამ მიმართულებით თანამშრომლობა, კერძოდ:

პირდაპირმა ინვესტიციებმა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ეკონომიკაში მკვეთრად იმატა2003 წელს და ძირითადად ხორციელდებოდა ენერგეტიკულ სფეროსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში.2006 წელს მკვეთრად შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა.

სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულია ასზე მეტი სახელშეკრულებო-სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის:

  • საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ (6.10.1993)
  • საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ (6.10.1993)
  • საკონსულო კონვენცია (8.10.1993)
  • კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ (3.02.1994)
  • თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (3.02.1994)
  • საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ (3.02.1994)
  • კულტურის, მეცნიერებისა და განათლების შესახებ (3.02.1994)
  • რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ (15.09.1995)
  • სავაჭრო ნაოსნობის შესახებ (19.03.1996)
  • რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ანგარიშსწორების ორგანიზების თაობაზე (10.01.1997)
  • საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ (09.01.1997)
  • სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ (03.11.1998)
  • უკანონო საფინანსო ოპერაციებთან აგრეთვე უკანონო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასთან (გაწმენდასთან) დაკავშირებულ საფინანსო ოპერაციებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ (04.06.1999)
  • შემოსავლებსა (მოგებასა) და კაპიტალზე (ქონებაზე) ორმაგი დაბეგრვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (04.08.1999)
  • საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის ირიბი გადასახადებით დაბეგვრის პრინციპების შესახებ (10.07.2001)
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (11.02.2004)
  • საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ (31.03.2006).

კულტურა

მთავარი სტატია: რუსეთის კულტურა.
  • არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
  • სხვა ღირსშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
  • სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი — თქმულება იგორზე (XII ს.).

სქოლიო

  1. Prof. Dr. Martin Krzywdzinski (26 January 2020).Consent and Control in the Authoritarian Workplace: Russia and China Compared. Oxford University Press, გვ. 252–.ISBN978-0-19-252902-2.OCLC1026492383. „officially a democratic state with the rule of law, in practice an authoritarian dictatorship 
  2. Russia – The World Factbook. The World Factbook. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 2022-03-04
  3. Kuzio, Taras (2016). „Nationalism and authoritarianism in Russia“.Communist and Post-Communist Studies.University of California Press.49 (1): 1–11.doi:10.1016/j.postcomstud.2015.12.002.ISSN 0967-067X.JSTOR 48610429.
  4. The Constitution of the Russian Federation. (Article 1). ციტირების თარიღი: 2009-06-25.
  5. The CIA World Fact Book, "Russia". დაარქივებულიაორიგინალიდან — 2015-07-03. ციტირების თარიღი: 2009-06-25.
  6. The Russian federation: general characteristics. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2003-10-21. ციტირების თარიღი: 2008-04-05.
  7. Weinberg, G.L. (1995).A World at Arms: A Global History of World War II. Cambridge University Press, გვ.264.ISBN0521558794. 
  8. Osbourne, Andrew,World leaders gather as Russia remembers. The Age
  9. Rozhnov, Konstantin,Who won World War II?. BBC. Russian historian Valentin Falin
  10. Картка законопроекту - Законотворчість. ციტირების თარიღი: 2022-04-14.
  11. Сейм Литви визнав дії РФ в Україні геноцидом, а Росію - терористичною державою. ციტირების თარიღი: 2022-05-10.
  12. Сейм Латвії визнав Росію державою-спонсором тероризму. ციტირების თარიღი: 14 серпня 2022.
  13. Парламент Словаччини визнав Росію державою-спонсором тероризму, а російський режим – терористичним.
  14. Європарламент визнав Росію державою-спонсором тероризму. Що це значить.
  15. Belinskij A, Härke, H (1999).„The 'Princess' of Ipatovo“.Archeology.52 (2). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2008-06-10. ციტირების თარიღი:2007-12-26.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  16. Drews, Robert (2004).Early Riders: The beginnings of mounted warfare in Asia and Europe. New York: Routledge, გვ.50. 
  17. Koryakova, L.. Sintashta-Arkaim Culture. The Center for the Study of the Eurasian Nomads (CSEN). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2019-02-28. ციტირების თარიღი: 2007-07-20.
  18. 1998 NOVA documentary: "Ice Mummies: Siberian Ice Maiden". Transcript. ციტირების თარიღი: 2007-12-26.
  19. Jacobson, E. (1995).The Art of the Scythians: The Interpenetration of Cultures at the Edge of the Hellenic World. p. 38: Brill.ISBN9004098569. 
  20. Christian, D. (1998).A History of Russia, Central Asia and Mongolia. Blackwell Publishing, გვ.343.ISBN0631208143. 
  21. See, for instance,. Viking (Varangian) Oleg. Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-12-27.
  22. Thompson, J.W.; Johnson, E.N. (1937).An Introduction to Medieval Europe, 300–1500. W. W. Norton & Co., გვ. 268.ISBN0415346991. 
  23. Hamm, M.F. (1995).Kiev: A Portrait, 1800–1917. Princeton University Press.ISBN0691025851. 
  24. პირველი რომი იყო ქალაქირომი, „მეორე რომი“ იყოკონსტანტინოპოლი, ხოლო თეორიაში „მესამე რომი“ უნდა ყოფილიყომოსკოვი.
  25. Solovyov, S. (2001).History of Russia from the Earliest Times. AST, გვ. 751–908.ISBN5170021429. 
  26. Solovyov, S. (2001).History of Russia from the Earliest Times. AST.ISBN5170021429.ციტირების თარიღი: 2007-12-27. 
  27. Famine in Russia: the hidden horrors of 1921დაარქივებული 2010-07-19 საიტზეWayback Machine. , International Committee of the Red Cross
  28. "Purge trials (Soviet history)". Encyclopædia Britannica.
  29. Getty, Rittersporn, Zemskov. Victims of the Soviet Penal System in the Pre-War Years: A First Approach on the Basis of Archival Evidence. The American Historical Review, Vol. 98, No. 4 Oct., 1993).
  30. World War II. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2008-03-09.
  31. The Allies' first decisive successes > Stalingrad and the German retreat, summer 1942–February 1943. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2008-03-12.
  32. Erlikman, V. (2004).Poteri narodonaseleniia v XX veke: spravochnik. Moskva: Russkai︠a︡ panorama. Note: Estimates for Soviet World War II casualties vary between sources.ISBN5931651071. 
  33. 1990 CIA World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-04-27. ციტირების თარიღი: 2008-03-09.
  34. "Central Asia :: RUSSIA". CIA The World Factbook. ციტირების თარიღი: 2021-06-10.
  35. Demographics. Federal State Statistics Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2009-02-22. ციტირების თარიღი: 2009-02-21.
  36. 1 June 2007: A great number of children in Russia remain highly vulnerable. United Nations Children's Fund. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2008-01-03. ციტირების თარიღი: 2007-12-27.
  37. ნახეთქვეყნების სია მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით
  38. Resident population. Federal State Statistics Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2007-12-27.
  39. Russia cracking down on illegal migrants. International Herald Tribune (15 January 2007). დაარქივებულიაორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2008.
  40. Ethnic groups in Russia, 2002 census,Demoscope Weekly. Retrieved 5 February 2009.
  41. "Russians left behind in Central Asia", BBC News, 23 November 2005.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
    
რუსეთის დროშარუსეთის თემები
ისტორია

ქრონოლოგია ·პრო-ინდო-ევროპელები ·სკვითები ·ბოსფორის სამეფო ·ხაზარეთი ·აღმოსავლეთის სლავები ·რუსული სახანო ·კიევის რუსეთი ·მონღოლების შეჭრა რუსეთში ·მონღოლთა შემოსევები ·ვოლგის ბულგარეთი ·ყაზანის სახანო ·ოქროს ურდო ·მოსკოვის დიდი სამთავრო ·რუსეთის სამეფო ·რუსეთის იმპერია ·პირველი მსოფლიო ომი ·რუსეთის რევოლუცია (1917) ·რუსეთის სამოქალაქო ომი ·საბჭოთა კავშირი ·რუსეთის სფსრ ·მეორე მსოფლიო ომი ·ცივი ომი ·ავღანეთის ომი ·რუსეთის ფედერაცია ·სამხედრო ისტორია ·საფოსტო მარკები

რუსეთის გერბი
პოლიტიკა
გეოგრაფია
ეკონომიკა
დემოგრაფია
კულტურა
სიმბოლიკა
    
ქვეყნები
კონფლიქტური ზონები
ორგანიზაციები
რევოლუციები

ვარდების (საქართველო) ·ნარინჯისფერი (უკრაინა) ·ტიტების (ყირგიზეთი) ·2010 წლის გადატრიალება (ყირგიზეთი) ·ევრომაიდანი (უკრაინა) ·ხავერდოვანი (სომხეთი)

შეიარაღებული
კონფლიქტები

ყარაბაღის ომი ·საქართველოს სამოქალაქო ომი ·ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი ·აფხაზეთის ომი ·დნესტრისპირეთის ომი ·გაგაუზიის კონფლიქტი ·ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი ·ჩეჩნეთის პირველი ომი ·ჩეჩნეთის მეორე ომი ·შეტაკებები ცხინვალის რეგიონში (2004) ·რუსეთ-საქართველოს ომი ·ომი აღმოსავლეთ უკრაინაში ·ყარაბაღის მეორე ომი ·რუსეთის შეჭრა უკრაინაში

    
    
    
    
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან.
2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია.
3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
    

დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ.დამოკიდებული ტერიტორია დაარცნობილი ქვეყნების სია.

1 ნაწილობრივევროპაშია2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილიგაეროს მიერ; იხ.ტაივანის პოლიტიკური სტატუსი.
3 ნაწილობრივაფრიკაშია4 ნაწილობრივ ან მთლიანად ეკუთვნისოკეანიას.5 არაბული ქვეყნების ლიგის წევრი; აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ 

    
ბალტიის ზღვის ქვეყნები
    
კოლონიზატორი სახელმწიფოები
კოლონიური
იმპერიები
ინგლისური კარიკაურა
ლოკალური ექსპანსიის
მატარებელი ქვეყნები
ადგილობრივი
საერთაშორისო
კონტინეტური
იმპერიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რუსეთი&oldid=4881706“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp