ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვალათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულფუძეrun-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა,შუა საუკუნეებისევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.[1][3][4]
ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად,ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).
ფუთარქი და ტერმინები
ძველსკანდინავიური დაძველინგლისური run,ძველისლანდიური runar და ძველგერმანული runa ერთმანეთთან დაკავშირებულია გერმანული ფუძითru დაგოთურიruna-თი, რომელიც ნიშნავს „საიდუმლოს“, აგრეთვე ძველგერმანული runen-ით (თანამედ. raunen), რომელიც აღნიშნავდა „უჩუმრად ჩურჩულს“. ამგვარი სახელწოდება, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ძველი გერმანელები რუნებს მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ.[3][4][5]
რუნული წარწერა რეკის ქვაზე, აღმოსავლეთი მხარერუნული წარწერა რეკის ქვაზე, დასავლეთი მხარედანიური რუნული ქვის B მხარე. წარწერა იკითხება, როგორცþusi : kubl : ub : biruti, რაც ითარგმნება შემდეგნაირად: „ჯადოქარი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ძეგლს გაანადგურებს“[6]
რუნულიანბანის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ასოების წყობა, პირობითად მას უწოდებენფუთარქს (fuþark) — პირველი ექვსი ასოს მიხედვით.[7][8] ამგვარი ანბანური წყობა არ გვხვდება არცერთ სხვა დამწერლობაში.[3] ანბანი იყოფოდა სამ ჯგუფად (ისლ.Ættir — ეტირი,ნორვ.Ætt — ატი), თითოეულში 8 რუნით. პირველ ეტირში შედიოდა რუნები f, u, þ, a, r, k, g, w. მეორეში — h, n, i, j, é (ih-wh), p, R (z), s. მესამე ეტირი მოიცავდა რუნებს t, b, e, m, l, ŋ, d, o.[1][3][4]
თითოეულ რუნას ჰქონდა საკუთარი სახელწოდება. რუნების თავდაპირველი სახელწოდებები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მათი სავარაუდო სახელწოდებები აღდგენილია უფრო გვიანდელი ანბანის რუნების სახელწოდებებიდან:[9]
დამწერლობის მიმართულება — მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ადრეულ წარწერებში გვხდებაბუსტროფედონი.[3] ამგვარად, ქალაქკოველის შუბზე წარწერა თავდაპირველად იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ამავდროულად თვითონ რუნებიც შემოტრიალებულია საპირისპირო მხარეს, როგორც ჩრდილოეტრუსკული და ბერძნული ასოები ძველბერძნული დამწერლობის ადრეულ ძეგლებზე. სიტყვები ერთმანეთს გამოეყოფოდა წერტილის, ორწერტილის ან ჯვარედის მეშვეობით.[9]
ერთ-ერთ უძველეს რუნულ წარწერად ითვლებაწარწერა ძვლის სავარცხელზე, რომელიც შემორჩენილი იყოჭაობში, დანიის კუნძულფიუნზე. წარწერა ითარგმნება როგორცharja (სახელი ან ეპითეტი) და თარიღდებაII საუკუნის მე-2 ნახევრით. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ რუნული დამწერლობა გაჩნდაIII საუკუნეში, თუმცა უკანასკნელი აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ რუნები გამოიყენებოდა ჯერ კიდევI საუკუნეში.[14]
დიდი რაოდენობით რუნული წარწერები ამოკვეთილია ქვებზე, ეგრეთ წოდებულბრაქტეატებზე, რომლებიც წარმოადგენენ ოქროს მრგვალ ფირფიტებს და რომლებიც თავდაპირველად რომაულ მედალიონებს ბაძავდნენ.[7]
რუნული წარწერები იჭრებოდა ან იკვეთებოდა ლითონზე, ხეზე, ქვაზე — ძველი გერმანელები მაღალ დონეზე ფლობდნენ ხეზე ამოკვეთის ხელოვნებას. რუნული წარწერები სხვადასხვა შემცველობის იყო: გვხვდება სხვადასხვა მაგიური წარწერა და ღმერთებისადმი მიმართვა, თუმცა უმეტესწილად რუნებით იწერებოდა მემორიალური წარწერები.[3] ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენსრუნული ქვა რეკიდან, რომელიც ადიდებდა მეფეთეოდორიხ დიდს, რომელიც ცხოვრობდაVI საუკუნეში,[7] თუმცა ამ წარწერის პირველ სტროფებში წერუა: „ეს რუნები ამბობენ ვემუდის შესახებ. ვარინმა ისინი დაცემული ვაჟის პატივსაცემად დააწყო“, — რაც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვას სამახსოვრო მნიშვნელობა აქვს.[15]
ნეკროლოგის როლს ასრულებს აგრეთვე სხვა რუნული ქვანორვეგიიდან. იგი იუწყება: „ენგლმა აღმართა ეს ქვა საკუთარი ვაჟის, ტორალდის, სამახსოვროდ, რომელიც გარდაიცვალა ვიტაჰოლმში, უსტაჰოლმსა და გარდარს შორის“.
სხვა რუნული ძეგლები ადიდებდნენ მოგზაურობიდან დაბრუნებულივიკინგების გმირობასა და სიმამაცეს.სტოკჰოლმში აღმოჩენილ ქვაზე გვხვდება ტიპური წარწერა: „რუნები ამოკვეთილია რანგვალდის ბრძანებით. იგი საბერძნეთში ჯარს მეთაურობდა“. რუნული ქვები, როგორიცაა ქვა ჰელერშედან (შვედეთი), მოგვითხრობენ ძველ გერმანელებში ქალთა განსაკუთრებული უფლებების, კერძოდ, საკუთრების ფლობის უფლების შესახებ. რუნებით იწერებოდა იარაღის მფლობელების, მხატვრების სახელები. თუმცა ცნობილია საყოფაცხოვრებო ხასიათის რუნული წარწერებიც.[7] რუნული წარწერების უმრავლესობასბრაქტეატები წარმოგვიდგენს, აგრეთვე ცნობილია რუნული კალენდრები.
რუნების წარმომავლობის პრობლემასთან დაკავშირებით მრავალიჰიპოთეზა არსებობს. რუნების ფორმამ, წაგრძელებულმა და ეკლიანმა,ისააკ ტეილორს გაუჩინა მოსაზრება, რომ რუნები წარმოიშვაბერძნული ანბანიდან, რომელიცძვ. წ. VI საუკუნეში გამოიყენებოდაშავი ზღვის სანაპიროზე. შემქმნელებად ტეილორმაგუთები დაასახალა, რომლებიც ამ დროს, მისი აზრით,რუსეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა რეალურად ისინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში 900 წლის შემდეგ დასახლდნენ. სხვა მრავალი მეცნიერი რუნული დამწერლობის წინამორბებად თვლის ჩვენი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეების ბერძნულ სტენოგრაფიას.[3]
ბრედსფორდი თვლიდა, რომ რუნებს საფუძვლადგოთური დამწერლობა უდევს. ამ ვერსიას უარყოფენ სხვა მკვლევრები, რადგან უძველესი რუნული წარწერები დანამდვილებით თარიღდება არაუგვიანეს III საუკუნით, როცა გოთური დამწერლობა მხოლოდIV საუკუნეში შეიქმნა.[3]
მოცემულ ვერსიას მხარს უჭერს მეცნიერთა უმრავლესობა. არსებობს თეორია შერეული წარმომავლობის შესახებ ჩრდილოეტრუსკული დაოღამური დამწერლობებიდან (იგი შემოგვთავაზა ჰამერსტრემმა), აგრეთვე, ფაისტის მოსაზრებით, ამ ორი დამწერლობის გარდა, შესაძლოა, რუნებზე გავლენა ლათინურმაც იქონია.
სემიტური ვერსია
ლიდიურ ანბანში არის რუნების იდენტური (გრაფიკის მიხედვით და არა ფონეტიკის) რამდენიმე ასო. ეს ანბანი, როგორც ჩანს, ბერძნულის პარალელურად წარმოიქმნაფინიკიური ანბანიდან. მოცემული დამწერლობა გამოიყენებოდაძვ. წ. III საუკუნემდე და დაახლოებით ამ დროსვე გამოჩნდა რუნებიევროპაში. ზოგიერთ რუნას ზუსტი ანალოგი ჰყავს სხვა სემიტურ ანბანებში, მაგალითად,სამხრეთარაბულ დამწერლობაში: Gebo, Berkana, Ing (სკანდინავიურ ვარიანტში).
არატრადიციული ვერსიები
1930—1940-იან წლებში მუშავდებოდა თეორია „Urrunen“, რომლის თანახმადაც, რუნები წარმოიქმნა წინარერუნებისგან, რომელთაგანაც აგრეთვეჩრდილოსემიტური ანბანი და, შესაბამისად, მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა შეიქმნა. ეს თეორია შემუშავდა უკიდურესად ანბანის „გერმანიზაციის“ მიზნით და არ იმსახურებს ნდობას. დღესდღეობით უცნობია, რა მიზნით იქმნებოდა რუნები: მკითხაობისთვის თუ თავიდანვე დამწერლობად იყო ჩაფიქრებული.[1][3][4]
სიგურდ აგრელმა,ლუნდის უნივერსიტეტის შვედმა პროფესორმა,1932 წელს შემოგვთავაზა ეზოთერიული თეორია, რომლის თანახმადაც „f“ იყო რუნული ანბანის არა პირველი, არამედ უკანასკნელი რუნა. იგი თვლიდა, რომ რუნების ამგვარად დაწყობით შესაძლებელი იყო რუნული შიფრის საიდუმლოს ამოცნობა.[19] სამეცნიერო სამყარომ ეს თეორია არ მიიღო, თუმცა მას გაუჩნდა რამდენიმე მიმდევარი, მაგალითად, როგორიცაათომას კარლსონი. აგრელის ნაშრომების შემდეგ მან პირველმა გამოაქვეყნა მონოგრაფიები ფუთარქის თეორიაზე.[20] ფუთარქის თეორიის სხვა ცნობილი მიმდევარიაოკულტისტიკენეთ მედოუზი.[21][22][23]
მითოლოგიური ვერსია
სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, რუნები იხილაოდინმა, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი შუბით განგმირა და ცხრა დღისა და ღამის განმავლობაში ეკიდამსოფლიო ხეზე საჭმლისა და სასმლის გარეშე, საბოლოოდ კი ბაბუამისის,ბელტორნის, წმინდა (შამანური) თაფლით წყურვილი მოიკლა. ამის შემდეგ ოდინს რუნები ჩაესმა და ისინი შუბის გამოყენებით საკუთარი სისხლით გამოსახა ხეზე.
ვიცი, რომ ცხრა ღამე ვეკიდე ტოტებზე, ქარში მოქანავე, შუბით განგმირული, ოდინის ზვარაკად საკუთარ თავისა მსხვერპლად შემწირველი, ხეზე — შორს, იდუმალ, ღრმად ფესვებგადგმულზე.
არცა ვინ მაჭმევდა, არცა ვინ მასმევდა, მიწას დავცქეროდი; კვნესით ზე ავზიდე მიწიდან რუნები, მიწას დავენარცხე.
ვცან მე ცხრა სიმღერა ძისაგან ბოლთორნის, ბესთლას გავუსინჯე მე თაფლსა ჩინებულს, ესხა ოდრორიში.
ვიწყე მომწიფება, ცოდნის გამრავლება, ზრდა-აღორძინება, სიტყვა სიტყვისაგან სიტყვასვე ჰბადებდა, საქმე საქმისაგან საქმესვე ჰბადებდა.
შენ რუნებს იპოვი, გახსნი მათ ქარაგმებს, იდუმალ ნიშნებსა, უძლეველს, უმტკიცესს, ჰროფტმა რომ შეღება, ღმერთებმა რომ შექმნეს, ოდინმა ამოჭრა.
არსებობდა რუნების რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ყველაზე ადრინდელი არის წინარესკანდინავიური ვარიანტი, რომელიც გამოიყენებოდა საერთოგერმანულ ენა-კოინეში. იგი გამოიყენებოდა ახ. წ.I—VIII საუკუნეებში (გერმანული ხალხების ისტორიაში ეს არისრომაული რკინის საუკუნე დაგერმანული რკინის საუკუნე). მას ზოგჯერ უწოდებენ უფროს ფუთარქს ან უფროს რუნებს.[1] უფროსი რუნა სულ 24-ია, ისინი გვხვდება იარაღებზე, ძვირფასეულობებსა და მემორიალურ ქვა-სტელებზე. სწორედ უფროსი რუნები გამოიყენებოდა მოგვიანებით (XIII საუკუნემდე) მაგიური და საკრალური მიზნებისთვის. უმცროს რუნებს (IX—XIII სს.) იყენებდნენ მემორიალური წარწერებისთვის და მათ არ ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა.
სულ ცნობილია ადრეული,III—VIII საუკუნეების, რუნული წარწერის მქონე 150-მდე ნივთი (შეიარაღების დეტალები, ამულეტები, საფლავის ქვები).[5] წარწერების უმეტესობა შედგება ერთადერთი სიტყვისგან, ჩვეულებრივ, სახელისგან, რაც, რუნების მაგიურ გამოყენებასთან ერთად, წარწერების დაახლოებით მესამედის სრულყოფილად წაკითხვას შეუძლებელს ხდის. უძველესი რუნული წარწერების ენა სხვა წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულ ყველაზე ადრეულ გერმანულ ენაზე —გოთურზე უფრო არქაულია.[25]
გოთური რუნები
აგრეთვე გამოყოფენგოთურ რუნებს, რომლებიც საერთოგერმანულის ადრეული სახესხვაობაა. ისინი გამოიყენებოდააღმოსავლეთ ევროპაშიახ. წ. I–IV საუკუნეებში. როგორც წესი, გოთურ რუნულ წარწერებს განაკუთვნებენ შუბის პირის წარწერასკოველიდან (უკრაინა), ოქროს ბეჭდის წარწერასპიეტროასადან (რუმინეთი), აგრეთვე წარწერას შუბის პირზეევრე-სტაბიუდან (ნორვეგია). წარწერა იუწყება:raunijaz, ანუ „მგრძნობიარე“ (ის, ვინც განიცდის, გრძნობს). იგი ყველაზე ადრეულ რუნულ წარწერად ითვლება.[17]
ანგლოსაქსონური რუნები
ბრიტანეთის კუნძულებზე რიგი გერმანული ტომების (ანგლების,საქსების,იუტების) გადასახლებამ მათ ენაში გამოიწვია ფონეტიკური ცვლილებები, დაემატა რამდენიმე ახალი ხმოვანი, რის შედეგადაც საერთოგერმანული რუნული ანბანი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე წარმოიშვაანგლოსაქსონური რუნული ანბანი.VII საუკუნეში ანბანს დაემატა ორი ახალი რუნა — „Ac“, რომელიც აღნიშნავდა გრძელ „ɑ:-ს“ და „Æsc“, რომელიც აღნიშნავდა ბგერა „æ-ს“. მოგვიანებით აგრეთვე დაემატა რუნები Yr — y-სთვის, Ior — დიფტონგ io-სთვის, Ear — დიფტონგ ea-სთვის, Cweorþ — q-სთვის, Calk — k-სთვის, Stan — ბგერათშეწყობა st-სთვის, Gar — მძიმე g-სთვის. ანგლოსაქსონური რუნული ანბანის სიები შემონახულია ხელნაწერებში „Codex Salisburgensis, 140“, „Cotton Domitian (Codex Cotton)“, აგრეთვესკრამასაქსზე — მოკლე ხმალზე, რომელიცტემზაში იპოვეს. რამდენიმე ძველმა რუნამ შეიცვალა თავისი ფონეტიკური მნიშვნელობა: a-თი გამოიხატებოდა ბგერა o, z-თი — x. ძველი რუნების სახელწოდებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო სწორად, ითარგმნა ანგლოსაქსონურ ენაზე შემდეგნაირად:Feoh,Ur,Þorn,Or,Rad,Cen,Gyfu,Wen,Hagl,Nyd,Is,Ger,Ih,Peorþ,Eohlx,Sigel,Tir,Beorc,Eh,Man,Lagu,Ing,Oeþel,Dæg.
ტრაქტატში „De Inventione Litterarum“, რომელიც ჩვემანდეკაროლინგების იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოვნVIII დაIX საუკუნეების ხელნაწერებში შემორჩა, ნახსენებია საერთოგერმანული და ანგლოსაქსონური რუნების საინტერესო ნაზავი, რომელსაც„მარკომანული რუნები“ ეწოდა, თუმცა თვითონმარკომანებთან მას არავითარი კავშირი არ აქვს და, როგორც ჩანს, შეიქმნა იმისთვის, რომ რუნები ლათინური ანბანის ეკვივალენტური ყოფილიყო.[26]
IX საუკუნის დასაწყისისთვისსკანდინავიის ქვეყნებში საერთოგერმანული რუნული ანბანი სხვაგვარად განვითარდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა აგრეთვე ძველსკანდინავიურ ენაში: გამდიდრდა ენის ბგერათა რიგი, ამიტომ საერთოგერმანული რუნები არასაკმარისად გადმოსცემდა ენის ხმოვან შედგენილობას, თუმცა, ანგლოსაქსონური რუნებისგან განსხვავებით, სკანდინავიურ რუნებში ნიშნების რაოდენობა კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა. გამოირიცხა რუნები g, w, ih-wh, p, z ŋ, d, o. ანგლოსაქსონური რუნული ანბანიდან გადმოვიდა რუნა Yr. ამგვარად, ანბანმა მოიცვა თექვსმეტი რუნული ნიშანი. ძლიერ შეიცვალა რუნების სახელწოდებებიც:Fe,Ur,Þurs,Åss,Reið,Kaun,Hagall,Nauð,Iss,Ar,Sol,Tyr,Bjarkan,Maðr,Løgr. რაც შეეხება დარჩენილ წინარესკანდინავიურ რუნებს, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა რამდენიმე მსგავსი ბგერა: რუნაUr აღნიშნავდა ბგერებს u, o, ø, w; þurs — þ, ð;Åss — å, ą, æ;Kaun — k, g, ŋ;Iss — i, e, ø, y;Ar — a, æ, e, ø;Tyr — t, d, nd;Bjarkan — p, b, mb.
დანიური რუნები
ჩვეულებრივ, განასხვავებენ სკანდინავიური რუნების ორ ტიპს —დანიურსა დაშვედურ-ნორვეგიულს.[1] დანიური რუნები გარეგნულად ნაკლებად განიცდიდა ცვლილებებს, ისინიIX—XI საუკუნეებში გამოიყენებოდა. რაც შეეხება შვედურ-ნორვეგიულ რუნებს, მათ ნიშნის გრაფიკული მინიმალიზაციის ტენდენცია გააჩნდათ. ამგვარად, რუნები s და y შემცირდა ერთ შტრიხამდე. შვედურ-ნორვეგიული რუნები გამოიყენებოდაIX-X საუკუნეებში. მოგვიანებით გამოიყონორვეგიული ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად დანიურს უახლოვდებოდა. სკანდინავიურ რუნებს, აგრეთვე ყოველ შემდგომს, უწოდებენ უმცროს რუნებს.[1]
ჰელსინკის რუნები
ჰელსინკის რუნები
შვედურ-ნორვეგიულ რუნათა ნიშნების ჩაწერის შემოკლების ტენდენციაჰელსინკის რუნებშიც გამოვლინდა. ეს რუნები, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენებოდაჰელსინგლანდში (შვედეთი), სავარაუდოდ შეიქმნა ტბამელარენის რაიონში. ჰელსინკის რუნებით შესრულებული წარწერებიXI საუკუნით თარიღდება.[3]
მენის რუნები
მენის რუნები
შემოკლების ტენდენცია ნორვეგიულ რუნებშიც შენარჩუნდა. ამგვარად,XI-XII საუკუნეებშიკუნძულ მენზე გამოიყენებოდა ნორვეგიული რუნების მეტად უცნაური ვარიანტი, რომელსაცმენის რუნები ეწოდა. მისი განმასხვავებელი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მასში არ არის მე-16 რუნა. ამ დამწერლობით განხორციელებულ წარწერებს ორ ტიპად ყოფენ: სადაც მეოთხე რუნა აღნიშნავდა ბგერა ą-ს და სადაც ის აღნიშნავდა ბგერა o-ს.[3]
წერტილებიანი რუნები
წერტილებიანი რუნების ადრეული ფორმაწერტილებიანი რუნების უფრო გვიანდელი ფორმა
წერტილებიანი რუნებიXI საუკუნეში წარმოიშვადანიასა დანორვეგიაში. ისინი შეიქმნა სკანდინავიური რუნების გაუმჯობესების მიზნით, რადგან ამ უკანასკნელებს, თითოეული რუნის მრავალი ფონეტიკური მნიშვნელობის გამო, არ შეეძლოთ დაწერილის ზუსტად გადმოცემა. ამიტომ ანბანს დაემატა ნიშნები c, d, g, o, p, v, ð, æ, ø, z. ანბანის გაფართოების სტიმული ანგლოსაქსონური რუნების გამოცდილება იყო. სახელწოდებას წერტილებიანი რუნები უნდა უმადლოდენ წერტილებს, რომლებიც რუნებს ემატებოდა þ-დან ð-სა და b-დან p-ს, აგრეთვე y-ის წარმოქმნისას.[1][3]
ისლანდიური რუნები შეგვიძლია წერტილებიანი რუნების განვითარებულ ვარიანტად ჩავთვალოთ. ისინი გამოიყენებოდაისლანდიაშიXII—XIV საუკუნეებში. გვიანდელ ეპოქაში ისლანდიურ რუნებში მკვეთრად შეიცვალა ცალკეული რუნების ფორმები. ამგვარად რუნა y-მა მიიღო ფორმა, p-მ — ხოლო q-მ —. რუნებში d (), e () გაჩნდა წვრილი შტრიხებისა და წერტილების წრეებად ჩანაცვლების ტენდენცია. წარმოიქმნა „რუნების შემოკლებული ფორმები“ (Viktigste islandske særformer): რუნები (d), (e), (k), (q), (s), (x), (y), (z), (ö).[27][28][29][30]
ეპისკოპოსმაულფილამ გოთური დამწერლობა ბერძნული ანბანური წყობის საფუძველზე ლათინური და რუნული დამწერლობების გამოყენებით შექმნა. რუნული დამწერლობიდან გოთურმა ანბანმა იანდერძა ასოთა სახელწოდებები, თუმცა ისინი რამდენადმე შეიცვალა:ahsa,bairkan,giba,dags,aihvus,quairtha,iuja,hagl,thiuth,eis,kusma,lagus,manna,nauths,jer,urus,pairthra,raida,sauil,teiws,winja,faihu,iggwis,hwair,othal. რუნულ დამწერლობას შეგვიძლია მივაკუთვნოთ გოთური ასოებიurus,othal.
რუნულ დამწერლობას უკავშირდება აგრეთვე დამატებითი ასოები ძველინგლისურ და ისლანდიურ ანბანებში, რომლებიც ლათინურს ეფუძნება:[1]Þ (თორნ) დაǷ (ვინ, მხოლოდ ძველინგლისურში).
რუნული კრიპტოგრაფია
რუნული კრიპტოგრაფიარეკის ქვის გვერდითა მხარეს. წარწერა იკითხება როგორცruv [s]akumukminiწარწერა ტერვიკის ქვაზე (წითლად გამოყოფილია ზედმეტი ხაზები, პუნქტირით — რომლებიც აკლია)„ტოტოვანი რუნები“წარწერა ვოლსტიდან„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ზედა ნახევარში„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ქვედა ნახევარში
ცნობილია რუნული ნიშნებისდაშიფვრის რამდენიმე მარტივი ხერხი. გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული„ნაქსოვი რუნები“, რომლებშიც ერთ შტრიხზე რამდენიმე რუნა ერთიანდებოდა. რუნული კრიპტოგრაფიის სხვა სახეს წარმოადგენს პრინციპი, რომლის მიხედვითაც უშუალოდ რუნის ნაცვლად აისახებოდა ნომერი ეტირისა, რომელშიც ეს რუნა შედიოდა, და რუნის რიგითი ნომერი ეტირის შიგნით. ეს სისტემა მხოლოდ სკანდინავიურ რუნებში გამოიყენებოდა.[3][9] ეტირების ნომრები საპირისპიროთი ნაცვლდებოდა. ამგვარად, პირველი ეტირი კრიპტოგრაფიაში აღინიშნებოდა მესამით, მესამე პირველით, ხოლო მეორე კვლავ მეორით.რეკის ქვაზე წარმოდგენილიაკრიპტოგრაფიის მრავალი სახესხვაობა, რომელთა განმასხვავებელ ნიშანსაც წარმოადგენს ის, რომ მესამე (კრიპტოგრაფიაში პირველ) ეტირში შედის არა t, b, m, l, y რუნები, არამედ t, b, l, m, k. არსებობდა ამ პრინციპის გამოსახვის რამდენიმე ხერხი.„ტოტოვან რუნებში“ (kvistrunir) გრძელი ხაზიდან გამოედინება შტრიხები: მათი რაოდენობა მარცხნივ აღნიშნავდა ეტირის ნომერს, მარჯვნივ — რუნისას.„კარვული რუნები“ (ანუ„ჯვარედინი რუნები“; Tjaldrunir) განსხვავდება ტოტოვანი რუნებისგან იმით, რომ ერთი ნიშანი აღნიშნავს ორ ბგერას: ჯვარედის ბოლოებიდან გამოდის შტრიხები, მარცხნივ მაღლა აღნიშნულია ეტირის ნომერი, მარჯვნივ მაღლა — რუნის ნომერი; მარჯვნივ დაბლა მოცემულია მეორე რუნის ეტირის ნომერი, ხოლო მარცხნივ დაბლა — მისი ნომერი ეტირში.[3] კრიპტოგრაფიის ეს ორივე ტიპი წარმოდგენილიარეკის ქვაზე. ამავე ქვაზე გამოსახული მსგავსი კრიპტოგრაფიის სხვა ტიპი წარმოადგენს შიფრს, რომელშიც ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საერთოგერმანული რუნებით o, ხოლო რუნის ნომერი — შვედურ-ნორვეგიული s-ებით. ქვაზე წერია „oossoosss“, რაც აღნიშნავს „ni-ს“. გარდა ამისა, ამ ქვაზე არის კრიპტოგრაფიის ტიპი, როცა ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საპირისპირო მხარეს ამოტრიალებული საერთოგერმანული რუნით ih-wh, ხოლო რუნის ნომერი — ჩვეულებრივი საერთოგერმანული რუნით ih-wh. სხვა ზოგიერთ შემთხვევაში (წარწერა ვოლსტიდან) ეტირის ნომერი აღნიშნული იყო შვედურ-ნორვეგიული რუნებით y, ხოლო რუნის ნომერი, ისევე როგორც „ტოტოვან რუნებში“, მთავარი ხაზის მარჯვენა მხარეს შტრიხების რაოდენობით.
რუნული კრიპტოგრაფიის უნიკალური სახეობებით მდიდარია აგრეთვე ქალაქიბერგენი. აქ ნაპოვნია ორი უნიკალური ხის დაფა „ტოტოვანი რუნების“ სახესხვაობებით: ერთ-ერთზე შუა ხაზის ნაცვლად გამოსახული იყო თევზები, სხვა დაფაზე ეტირისა და რუნის ნომრები აღნიშნული იყო მამაკაცის თავის წვერის ხაზებით.ბერგენში ასევე გამოიყენებოდა რუნათა დაშიფვრის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც რუნა f აღინიშნებოდა თვითონ f-ით; u — ff-ით; þ — fff-ით; o აღინიშნებოდა თვითონ რუნა o-თი, r — oo-თი; k — ooo-თი და ა.შ. რუნა y არ იშიფრებოდა. ხელნაწერში „Codex Salisburgensis, 140“ მოცემულია ხმოვნების წერტილებით ჩანაცვლების სისტემა: a ერთით, e ორით, і სამით, o ოთხით, u ხუთით. აგრეთვე არსებობს კრიპტოგრაფიის სახე, რომელიც გულისხმობს ცალკეული რუნების საპირისპიროდ დაწერას, რუნებისთვის ზედმეტი შტრიხების დამატებასა და საჭირო შტრიხების წაშლას. ეს ხერხი წარმოდგენილიატერვიკის ქვის წარწერებზე.[9]
რუნული კალენდრები
რუნული კალენდარიცხრამეტი „ოქროს რიცხვის“ აღნიშვნა გვიანდელ რუნულ კალენდრებშიდღეების აღნიშვნა შვიდი რუნის გამოყენებით ადრეულ რუნულ კალენდრებში
არსებობდა აგრეთვე რუნული კალენდრები, „მუდმივი კალენდრის“ სახესხვაობები.დანიაში მათრიმსტოკებს უწოდებდნენ (rim — „კალენდარი“ დაstok — „ჯოხი“),ნორვეგიაში —პროისტავებს (prim — „ოქროს რიცხვი“). უმეტესწილად მათ ჯოხის ან კვერთხის ფორმა ჰქონდათ რამდენიმედუიმიდან[34] 5ფუტამდე.[35] ეს კალენდრები გამოიყენებოდასკანდინავიაში და, შესაძლოა, თავისი ფესვებით შორეული წარსულიდან მოდიან, მაგრამ მათგან ყველაზე ადრინდელები თარიღდებაXIV საუკუნით.[3] მეცნიერებისთვის ინტერესს იწვევსოლე ვორმის ხელნაწერი „Computus Runicus“,1328 წლის ხელნაწერის ასლი, რომელშიც მთლიანადაა ჩაწერილი რუნული კალენდარი. ერთ მხარეს აღინიშნებოდა რიცხვები14 აპრილიდან13 ოქტომბრამდე (Nottleysa, „უღამეო დღეები“,ზაფხული სკანდინავიური კალენდრის მიხედვით), მეორე მხარეს კი, შესაბამისად, რიცხვები14 ოქტომბრიდან13 აპრილამდე (Skammdegi, „მოკლე დღეები“,ზამთარი სკანდინავიური კალენდრის მიხედვით). დღეების აღსანიშნავად რუნულ კალენდრებში თავდაპირველად გამოიყენებოდა შვიდი რუნისგან შემდგარი გამეორებადი რიგი. ასევე აღინიშნებოდა ცხრამეტი „ოქროს რიცხვი“ სავსემთვარეობის დასადგენად.[3] ცხრამეტი რიცხვიდან თითოეულს შეესაბამებოდა რუნა, რიცხვითი მნიშვნელობა ისაზღვრებოდა ანბანური წყობით, ხოლო სამი რიცხვის დანაკლისის შესავსებად შექმნილი იყო დამატებითი რუნები: Arlaug () აღნიშნავდა 17-ს, Tvimaður () აღნიშნავდა 18-ს, Belgþor () აღნიშნავდა 19-ს. დღესასწაულები მონიშნული იყო სპეციალური სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები, როგორც წესი, ისაზღვრებოდა ამა თუ იმ დღესასწაულთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით. ამგვარად,9 ივნისს,წმინდა კოლუმბას დღეს,ორაგულის გამოსახულებით აღნიშნავდნენ, რადგან, ნიშნის მიხედვით, ამ დღეს იწყებოდა ორაგულის ქვირითობა.14 აპრილი, კალენდრული ზაფხულის პირველი დღე, აღინიშნებოდა აყვავილებული ბუჩქის გამოსახულებით.11 ნოემბერი, წმინდა მარტინეს დღე, აღინიშნებოდაბატის გამოსახულებით, რადგანმარტინე ტურელი, როდესაც იგიეპისკოპოსად აირჩიეს, შეშინდა და ბატებს შორის დაიმალა. უფრო გვიანდელ ეპოქაში დღეებს აღნიშნავდნენ მარტივი შტრიხებით, ცხრამეტ „ოქროს რიცხვს“ კი —არაბული ციფრებით ან სხვა რიცხვული ნიშნებით.[9]
ყველაზე ძველი რუნული წარწერებიძველგერმანულ ენაზე დაიწერა, თუმცა მათ არ შეუძლიათ საერთოგერმანული ენობრივი მდგომარეობის სრულყოფილად ასახვა: სხვადასხვა ადგილას ნაპოვნ ადრეულ წარწერებს არ აქვთ არავითარი ენობრივი გამორჩეულობა და ისინი ამა თუ იმ რეგიონში ენის განვითარების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. უფრო გვიანდელი რუნული წარწერები დაწერილიაანგლოსაქსონურ (ანგლოსაქსონური რუნები) დაძველსკანდინავიურ (სკანდინავიური რუნები) ენებზე. ყველაზე გვიანი ეპოქის რუნული წარწერები კი, რომლებიც განხორციელდა დალეკარლიული რუნებით, დაწერილიაშვედურად. ჯამში, რუნებით დაწერილი ყოველთვის როდი შეესაბამება წარმოთქმას, რადგან ადრეულ რუნულ წარწერებში ხშირია შემოკლებები სიტყვების ბოლოებში, სიტყვათგამყოფები კი არ გამოიყენება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მრავალი რუნული წარწერის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი.[36]
„აყვავილებული ხის მოტეხილ ტოტს ისინი ჭრიან კამათლებად, რომლებზეც გამოსახავენ სპეციალურ ნიშნებს, და შემდეგ, როგორც მოხერხდება, ყრიან თოვლისფერ ქსოვილზე. შემდგომ ამისა, თუკი მკითხაობა საჯარო მიზნებით ხორციელდება, ტომის ქურუმი, ხოლო თუკი კერძო მიზნებით, — ოჯახის უფროსი, მზერის ცაში აპყრობისა და ღმერთებისთვის ლოცვის შემდეგ სამჯერ იღებს თითო კამათელს და მათზე წინასწარ ამოფხეკილი ნიშნების მიხედვით ამბობს წინასწარმეტყველებას[38]“
მაგიურ თვისებებს რუნებს ჯერ კიდევ ძველი გერმანელები მიაწერდნენ, ამგვარად,„პოეტურ ედაში“ შეგვიძლია ვიპოვოთ ინფორმაცია რუნათა გარკვეულ მისტიკურ თვისებებზე, დაწყებული საშიშროებისა და მოტყუების საწინააღმდეგო თილისმობიდან დამთავრებული სამკურნალო სიმბოლოებით.[39]
სიტყვანი სიგრდრიფასი
ჯავშანთა თინგისა იფანს მივაწოდებ. სასმელს, აღმავსებელს ძალით და დიდებით; გრძნეულ სიმღერებით, კეთილ შელოცვებით, ხალისით, გზნებითა.
თუ გსურს გამარჯვება. გამარჯვებებისა რუნებს ამოჰკვეთდე მახვილის ტარზედა; ჭდედ ორგზის დაადე სახელი თირისა.
რუნებს ქარიშხლისა ჩასწვდი, რომ ღელვის ჟამს მწედ იყო ხომალლდთა; ქიმზე ამოჰკაწრე, საჭეზე ამოსჭერ, ნიჩბებზე ამოსწვი, დაე, ზღვა ღელავდეს, ნაპირს დაუბრუნდე საღი, უვნებელი.
რუნებს სამკურნალოს, წყლულთ სააქმიმოს, ჩასწვდი, დაეუფლე; ხეზე ამოჰკვეთე მხარეს აღმოსავლეთს, სად ტოტნი დახრილან.
ჩასწვდი სამართლისა რუნებს, რომ ბოროტთა წყენა ვერ მოგაგონ; მათ მოიპოვებენ, თხზავენ და ხლართავენ, კრებენ და ადგენენ თინგზე, სად სამართალს მართლმსაჯულებითა განსჯის ჯამაათი.
ჩასწვდი, ამოიცან რუნები აზრისა, ჰროფტმა ამოიცნო, ჩასწვდა, ამოკვეთა ტენისგან, რომელიც ჰრაიდრაუპნირის ტვინიდან ოდესღაც და ჰოდროფნირისა რქიდან ჩამოდინდა.
მთას იდგა მახვილით, თავზე მუზარადით, თავმან მიმირისმან თქვა სიტყვა პირველი, და იყო სიტყვა ის ბრძნული და მართალი.
დაე, სინათლისა ღვთის ფარს დაექარგონ, ალსვინის ქაჩაჩსა, არვაკის ყურებსა, როგნირის ეტლისა ბორბალს ამშვენებდნენ., სლეპნირის კბილებს და მარხილის ჩახსაკრავს.
თათსა ძუ დათვისა და ბრაგის ენასა, ბრჭყალსა მას მგლისასა, ნისკარტს არწივისა, ფრთებსა სისხლიანსა, ბოლოს ხიდისასა, ნებსა მეანისა, კვალსა მას მეშველსა.
ბროლმინას, ოქროსა, ბაზმანდ-ავგაროზსა, ღვინოს და ალაოს, სკამთა სალხინოთა, გუნგნირის რკინისა, გულმკერდს გრანისასა, ნორნების ფრჩხილებს და ნისკარტს ბუკიოტის.
ყველა ამოფხიკეს, სასმელს შეურიეს - თაფლსა მას წმიდასა; დაჰყვეს, დაუგზავნეს: მოდგმას ასებისა, ალფების ჯილაგსა, ვანთა გამჭრიახთა და კაცთა გვარტომთა.
ესენი არიან რუნები წიგნისა, შობის, ძლიერების და ლუდის რუნები, იცან, ნუ აურევ, ნუ დააზიანებ, ცოდნით მოიხმარე, ღმერთთა მათ სიკვდიმდე გექმნან ავგაროზად.
ახლა რას აირჩევ, მახვილის პირისა ჭადარო, ძლიერო, გაქვს რამე სათქმელი, თუ გიჯობს იყუჩო? ბედისგან დათქმულა ჭირი ყოველგვარი[40]
ეგრეთ წოდებული „არმანიული ფუთარქი“
ერთ-ერთი უძველესი რუნული ძეგლი, სადაც ნახსენებია რუნათა მაგიური მნიშვნელობა, არის დანიელი მეცნიერისა და ექიმის,ოლე ვორმის, ხელნაწერი „Computus Runicus“,1328 წლის ხელნაწერის ასლი.
ოკულტიზმში
რუნათა თანამედროვე სამკითხაო მნიშვნელობაXIX-XX საუკუნეებში დაამკვიდრა გერმანელმა რუნების მკვლევარმა დაოკულტისტმაგვიდო ფონ ლისტმა, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, სპეციალურად მკითხაობისთვის შექმნა რუნული „ანბანი“ — „არმანიული ფუთარქი“. ეს ანბანი ეფუძნება სკანდინავიურ რუნებს, მასში დამატებულია ორი „ნიშანი“, რუნათა სახელწოდებები შეცვლილია; „ანბანური წყობის“ მიხედვით:Fa,Ur,Thorr,Os,Rit,Ka,Hagal,Nauth,Is,Ar,Sol,Tyr,Bar,Laf,Man,Yr,Ef,Fyfros.
დღესდღეობით რუნები გამოიყენება მარტოოდენ როგორც მისტიკური სიმბოლოებიმკითხაობისთვის, ნივთების „შესალოცად“, გამოიყენებატატუებსა დათილისმებში. მკითხაობისთვის იყენებენ 24[41] ან 25[42] რუნისგან შემდგარ კომპლექტს. როგორც წესი, რუნებს გამოსახავენ ქვებზე,[42] თუმცა მკითხავები ხშირად იყენებენ ხის, ძვლისა და მარილიანი ცომის რუნებსაც კი.[41]
ზიგფრიდ კიუმერი თვლიდა, რომ რუნები ასრულებენ როლს ხიდისა, რომელიც ადამიანს უძველეს „არიულ“ ღმერთებთან აკავშირებს.[43] იგი მიიჩნევდა, რომ თითოეული რუნა შეესაბამებაადამიანისსხეულის მდგომარეობას. აგრეთვე მას აუცილებლად მიაჩნდა რუნათა სხვადასხვა კომბინაციების მღერა. შედეგად, ამ მოსაზრებების გავლენით,ადოლფ ჰიტლერმა რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში გამოიყენა.[44] კიუმერი წერდა:
„რუნული მაგია ხუთიკოსმოსური სფეროდან გამომავალი სხვადასხვაენერგეტიკული ნაკადის მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ფიზიკური სხეულისთვის შესაფერისი პირობების შექმნა — ანუ საჭირო რუნული პოზის მიღება — და ენერგეტიკული ნაკადების აღქმისთვის საკუთარიცნობიერების მომართვა. ეს კეთდება სპეციალური რუნული ბგერების დახმარებით, რომლებსაცძველი გერმანელები უწოდებდნენ „გალდს“ (galdr — „შელოცვა“, „მაგიური სიმღერა“).“
ორი რუნაs და რუნაn გამოსახულია SS-ის საჯილდოე ბეჭედზე„მკვდარი თავი“.
საერთო ჯამში,ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით, შუცშტაფელის სიმბოლიკაში გამოიყენებოდა უფროსი ფუთარქის 14 რუნა, რომელთა მეშვეობითაც აღინიშნებოდა ორგანიზაციის წევრების კარიერული წინსვლის ძირითადი ეტაპები და პირადი მახასიათებლები.[45][46] SS-ის რიტუალებში გამოიყენებოდა განსხვავებული რუნებით მოხატული სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ბეჭდები,იოლის ლამპარები, ხანჯლები და ა.შ.
რუნები მხატვრულ ლიტერატურაში
კირთი —შუახმელეთის ერთ-ერთი დამწერლობამთვარის რუნები
ჯ. რ. რ. ტოლკინი თავის წიგნებში აღწერს ანბანებს, რომლებიც მან სპეციალურადშუახმელეთის ხალხთა ენებისთვის შექმნა. მათ შორისაა ორი დამწერლობა, რომლებიც რუნულს ეფუძნება. ამ დამწერლობებიდან ერთ-ერთი — მთვარის რუნები (ინგლ.Moon letters) — წარმოადგენს რამდენადმე შეცვლილ საერთოგერმანულ რუნულ ანბანს, რომლითაც ტოლკინმა თითქოსდა თარგმნა შუახმელეთის ავთენტური ტექსტები, შუახმელეთის სხვა დამწერლობა —კირთი (cirth) — ვიზუალური თვალსაზრისით აგრეთვე წარმოადგენს საერთოგერმანული რუნული ანბანის რუნებს, მაგრამ სხვა მნიშვნელობებით. მათი გარეგნული იერი ბგერათა ფონეტიკური მახასიათებლების შესაბამისობაშია მოყვანილი.[47][48][49][50][51]
გარდა ამისა, რუნები ხშირად მოიხსენიება მხატვრულ ფილმებში, სერიალებსა და კომპიუტერულ თამაშებში.
რუნები უნიკოდში
ვერსია Unicode 3.0-დან მოყოლებული რუნულ სიმბოლოებსუნიკოდში ცალკეული პოზიციები დაეთმო.[52][53] სულ უნიკოდში შეტანილია 76 რუნული ნიშანი, მათ შორის ერთი და იმავე ნიშნის სხვადასხვა ფორმა, რაც დამოკიდებულია რუნულ ანბანზე, რომელშიც იგი შედიოდა. აგრეთვე უნიკოდში შეტანილია სამი სიტყვათგამყოფი რუნული ნიშანი: წერტილი (16EB), ორწერტილი (16EC) და ჯვარედი (16ED); და სამი დამატებითი ნიშანი „ოქროს რიცხვების“ აღსანიშნად: arlaug (16EE), tvimaður (16EF) და belgþor (16F0).
გარეგნული მსგავსებიდან გამომდინარე, ტერმინ „რუნებით“ აღნიშნავენ რიგ სხვა დამწერლობებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ რუნებთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, არისკეკ-თურქული რუნები, დამწერლობა, რომელიც გამოიყენებოდაVI-VII საუკუნეებშიციმბირში. მისით განხორციელებული წარწერები პირველადXVIII საუკუნეში აღმოაჩინეს. იგი გაშიფრა დანიელმა ლინგვისტმავილჰელმ ტომსენმაXIX საუკუნის მიწურულს. როგორც ჩანს, ეს დამწერლობა წარმოიქმნაფეჰლევის დამწერლობის ერთ-ერთი სახესხვაობიდან.[54]
XIX—XX საუკუნეებში ამ პრობლემით მეცნიერები სერიოზულად დაკავდნენ,[3] შემდგომ წლებში კი იგი მოყვარულ-მკვლევრებს შორისაც გახდა პოპულარული.
რუსეთის,ბელორუსიის,[55]უკრაინისა დალატვიის ტერიტორიებზე ნაპოვნია წარწერები, რომლებიც ძველი გერმანული რუნებითაა გაკეთებული. თუმცასტარაია-ლადოგასა დანოვგოროდში აღმოჩენილია ორი წაუკითხავი წარწერა, რომლებიც უცნობი დამწერლობებითაა განხორციელებული, სავარაუდოდ, რუნულებით, თანაც ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულით.ჩერნორიზეც ხრაბრი თავის ტრაქტატში „დამწერლობათა შესახებ“ საუბრობს წარმართი სლავების მიერ მკითხაობისთვის „ხაზებისა და ჭრილების“ გამოყენების შესახებ,[56] თუმცა ადასტურებს სლავებში დამწერლობის არარსებობას. აგრეთვე სლავურ რუნებს მიეწერება ნაშრომი„ველესის წიგნი“, რომელიც მეცნიერთა საზოგადოებამXIX-XX საუკუნეების ყალბ ხელნაწერად აღიარა[57].XVIII საუკუნეში საუბარი იყორეთრის ტაძრის ფიგურებზე „ვენედური რუნების“ აღმოჩენის შესახებ, მაგრამ ეს ფიგურები, ისევე როგორც „ველესის წიგნი“, ყალბად მიიჩნიეს.
Otto von Friesen., Rökstenen. Runstenen vid Röks kyrka Lysings härad Östergötland, Stockholm: Vitterhetsakademien, 1920.
Arntz, Helmut: Handbuch der Runenkunde. Halle/Saale: Niemeyer 1935
Arntz, Helmut: Die Runenschrift. Ihre Geschichte und ihre Denkmaeler. Halle/Saale: Niemeyer 1938
Hunger, Ulrich: Die Runenkunde im Dritten Reich. Ein Beitrag zur Wissenschafts- und Ideologiegeschichte des Nationalsozialismus. Frankfurt/Main: Lang 1984
↑ბოჭკოების სიგრძესა და სიგანეში ხე სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას წევს, ამიტომ მრუდე ხაზების ამოკვეთა რთულია. უფრო გვიანდელმა ვარიანტებმა სახე იცვალეს და ბატის ფრთით გაკრულად წერას მოერგნენ.
↑4.04.14.24.34.4Кондратов Алексей., Письмена мёртвые и живые,СПб.: Азбука-Классика/Авалон, 2007. — გვ. 186—187. 256 გვ.
↑5.05.1Соловьева Л. Н., Древние германцы и их языки. Введение в германскую филологию,М., 1980. — გვ. 7—27.
↑Stephens, George., Thunor the Thunderer, carved on a Scandinavian font about the year 1000, London/Copenhagen: Williams and Norgate/H. H. J. Lynge, 1878. — გვ. 29.
↑Nylén, Erik — Lamm, Jan Peder., Stones, Ships and Symbols. The Picture Stones of Gotland from the Viking Age and Before, Stockholm: Gidlunds Bokförlag, 1988, ISBN91-7844-116-1.
↑11.011.1Jansson, Sven B. F., Runeinskrifter i Sverige, Almqvist & Wiksell Forlag, 1976, ISBN91-20-04457-7.
↑Jansson, Sven B. F., The runes of Sweden, Norstedts Forlag, 1962.
↑Marstrander, Carl J. S., De nordiske runeinnskrifer i det eldre alfabet. Skrift og språk i folkevandringdtiden // Artikkel i Viking, Norsk Arkeologisk Selskap, 1953.
↑Carl Faulman., Das Buch Der Schrift Enthaltend Die Schriftzeichen Und Alphabete, Wien, 1880.
↑54.054.1Добльхофер, Эрнст., Знаки и чудеса,М.: Вече, 2004. — გვ. 368—399. 427 გვ.
↑ნაპოვნია ბრასლავის რაიონის ქალაქ მასკოვიჩში 1978 წლის გათხრების შედეგად. წყარო: ბელორუსიის არქეოლოგიური მემკვიდრეობა. ბელორუსიის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია: ისტორიის ინსტიტუტი. „Беларуская навука“, 2012, გვერდი 130.