Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

პოსოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პოსოფი
Posof
ქვეყანათურქეთის დროშა თურქეთი
პროვინციაარტაანიარტაანის პროვინცია|არტაანი
კოორდინატები41°30′42″ ჩ. გ.42°43′45″ ა. გ. / 41.51167° ჩ. გ. 42.72917° ა. გ. /41.51167; 42.72917
ქალაქის მერიშუქრუ ბოზიღითი
ცენტრის სიმაღლე1583
მოსახლეობა2046[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელიUTC+2,ზაფხულშიUTC+3
საფოსტო ინდექსი75800
ოფიციალური საიტიposof.gov.tr
პოსოფი — თურქეთი
პოსოფი

პოსოფი (თურქ. Posof,ქართ. ფოცხოვი; დიღვირი) —ქალაქი დარაიონითურქეთისარტაანის პროვინციაში. მდებარეობსარტაანიდან 75 კილომეტრზე.საქართველოს საზღვართან ახლოს. ქალაქი ცნობილია თავისი ხელნაკეთი, მორთული ქამრებითა და დანებით.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია სადაც მდებარეობს ქალაქი, იყოშუა საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიფოცხოვი, რომელიც ეკუთვნოდაჯაყელთა ფეოდალურ საგვარეულოს. მოგვიანებით ჯაყელთა განაყოფი შტოს —ბოცოსძეთა სამფლობელო გახდა.XVI საუკუნეში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთადოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული ფოცხოვის ლივა[2].XIX საუკუნეში მოხდარუსეთის იმპერიის მიერ ტერიტორიის დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში.პირველი მსოფლიო ომისა დათურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, ქალაქის ტერიტორია იყო განვითარებული მოვლენების სცენა.1921 წლიდან,ყარსის ხელშეკრულების თანახმად პოსოფითურქეთის საკუთრება გახდა.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პოსოფი მდებარეობსერუშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარეფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე. პოსოფის რაიონის შემადგენლობაში შედის 49 სოფელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. "Population of province/district centers and towns/villages by districts - 2012"
  2. ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 387, თბ., 1986 წელი.
    
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პოსოფი&oldid=4699725“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp