Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

პოპ-არტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როი ლიხტენშტეინის „გოგონა, რომელიც იხრჩობა“ (1963),მომა.

პოპ-არტი (ინგლ. pop art, შემოკლ. ფორმა popular art) — XX საუკუნისვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა1950-იანი წლებშიბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდააშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე/კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყოსოც-არტი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაარეკლამა დაკომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყო როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულაბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტიპოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.

პოპ-არტი უმეტესწილად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტიმინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელიმოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები, და, შესაბამისად,პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც).

პოპ-არტის მიმდევარი მხატვრების აზრით, მათი ნაწარმოებები ხალხთა მასებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, თავისი მხატვრული ფორმითაც ფართო მოხმარების საგნებს უნდა დამსგავსებოდა. „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“ — ამ იდეის საჩვენებლად პოპ-არტის მიმდევრები ხშირად თავის მანუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ, ანუ კოლაჟს ქმნიდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მონა ლიზაეს სტატიახელოვნების შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში.


    
შუა საუკუნეები
რენესანსი
XVII საუკუნე
XVIII საუკუნე
XIX საუკუნე
XX საუკუნე
XXI საუკუნე
დაკავშირებული სტატიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პოპ-არტი&oldid=4347420“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp