Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

პინანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
პინანგი
მალ. Pulau Pinang
ჩინ.:槟城
ჰინ. பினாங்கு
დროშაგერბი

ქვეყანამალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრიჯორჯტაუნი
კოორდინატები5°24′09″ ჩ. გ.100°21′54″ ა. გ. / 5.40250° ჩ. გ. 100.36500° ა. გ. /5.40250; 100.36500
დაარსდა1786
ფართობი1031.0 კმ²
მოსახლეობა1 740 400 (2020)[1]
სასაათო სარტყელიUTC+8
სატელეფონო კოდი04
საფოსტო ინდექსი10000–14400
საავტომობილო კოდიP
ოფიციალური საიტიhttp://www.penang.gov.my
პინანგი — მალაიზია
პინანგი

პინანგი (მალ. Pulau Pinang) ―მალაიზიის შტატი. მდებარეობსნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე,მალაკის სრუტის გასწვრივ. შედგება ორი ნაწილისგან: კუნძულ პინანგისგან, სადაც შტატის დედაქალაქიჯორჯთაუნი მდებარეობს დასებერანგ-პერაისგან, რომელიცმალაკის ნახევარკუნძულზ― ე მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი უგრძესი ხიდი: პინანგის ხიდი და სულთან აბდულ ჰალიმ მუაძამ შაჰის ხიდი. ეს უკანასკნელი მეორე უგრძესი საზღვაო ხიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[2] ფართობის მიხედვით პინანგი მეორე ყველაზე პატარა შტატიამალაიზიაში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანკედაჰის შტატი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ―პერაკის შტატი.[3]

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პინანგი მალაიზიის შტატებს შორის მერვე ადგილზეა.2018 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა თითქმის 1 767 000 ადამიანს უდრის, ხოლომოსახლეობის სიმჭიდროვე 1 684 ადამიანია 1 კმ²-ზე.[4] პინანგი პირველ ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვით და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებული შტატია.[5] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითსებერანგ-პერაი მეორე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.[6] შტატის მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაიელებთან, ჩინელებთან და ინდოელებთან ერთად პინგანგში დიდი რაოდენობით ევრაზიელები, ტაილანდელები და სხვა თემები ცხოვრობენ.[7][8][9]

პინანგის თანამედროვე ისტორია1786 წლიდან იწყება, როდესეაც ფრენის ლაითმა ქალაქიჯორჯთაუნი დააარსა.1826 წელს პინანგი სრუტეთა დასახლებების ნაწილი გახდა, რომელიც1867 წელს ბრიტანეთის კოლონია გახდა. ბრიტანელთა მმართველობა მცირე ხნით შეწყდამეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პინანგი იაპონელებმა დაიკავეს. ბრიტანელებმა შტატი1947 წელს დაიბრუნეს. მოგვიანებით პინანგიმალაიური ფედერაციის ნაწილი გახდა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა1957 წელს მოიპოვა.

1970-იან წლებში შტატის, როგორცEntrepôt-ის ფუნქცია დაკნინდა, რის შემდეგაც ცენტრალურმა მთავრობამ პინანგის ეკონომიკა მრეწველობისკენ მიმართა.[10] მალაიზიის შტატებსა და ფედერალურ ტერიტორიებს შორის პინანგი მესამე ადგილზეაადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით,კუალა-ლუმპურისა დასელანგორის შემდეგ.[11]

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ჯორჯთაუნის ხედი. ქალაქი ბათერუორთიდან (ქვემოთ)პინანგის სრუტითაა გამოყოფილი
პინანგის დეტალური რუკა

პინანგის ფართობი 1 048 კმ²-ია. იგი მალაიზიის მეორე ყველაზე პატარა შტატიაპერლისის შემდეგ. მდებარეობსნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ჩრდილოეთ 5.59° და 5.12° განედებსა და აღმოსავლეთ 100.17° და 100.56° გრძედებს შორის. შტატი მოიცავს კუნძულ პინანგს,სებერანგ-პერაის (ვიწრო ზოლიმალაკის ნახევარკუნძულზე) და უამრავ მცირე კუნძულს. შტატის დედაქალაქიაჯორჯთაუნი, რომელიც კუნძულ პინანგის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს.

ტოპოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიულად შტატიპინანგის სრუტით ორ ნაწილად იყოფა:

  • კუნძული პინანგი, რომლის ფართობიც 293 კმ²-ია.
  • სებერანგ-პერაი, რომლის ფართობიც 751 კმ²-ს უდრის და მალაკის ნახევარკუნძულის ნაწილს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდანკედაჰი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ―პერაკი.

პინანგის სრუტე ჩრდილოეთ და სამხრეთ სრუტეებად იყოფა. უვიწროეს ნაწილში კუნძულზე მდებარე ჯორჯთაუნი კონტინენტისგან 3 კმ-ითაა დაშორებული.

კუნძულს პინანგს არარეგულარული ფორმა აქვს. შიდა ნაწილი ბორცვებითა და ტყეებითაა დაფარული. სანაპირო ვაკეები ვიწროა. ყველაზე ფართო სანაპირო ჩრდილო-აღმოსავლეთ კონცხზე მდებარეობს. კუნძულისა და შტატის უმაღლესი წერტილი,პინანგი, ზღვის დონიდან 833 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარე ჯორჯთაუნი პატარა დასახლებიდან დიდ ქალაქამდე გაიზარდა. იგი მეტწილად ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით გაფართოვდა, კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაიან-ლეპასს დაუკავშირდა და საბოლოოდ, კუნძულის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო მოიცვა.[12] აღმოსავლეთ სანაპიროსგან განსხვავებით, კუნძულის დასავლეთი სანაპირო ნაკლებადაა ათვისებული და მხოლოდ მეთევზეთა პატარა სოფლებია. კუნძულ პინანგის დასავლეთ ნაწილშიმანგროს ტყეები ჭარბობს.

პინანგის მთავარი მდინარეებია: პინანგი, პერაი, მუდა და კერიანი. მდინარე მუდა სებერანგ-პერაისა და კედაჰს შორის საზღვარს წარმოადგენს, ხოლო მდინარე კერიანზე სებერანგ-პერაის, კედაჰისა და პერაკის საზღარი გადის.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შტატიეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, თუმცა დეკემბრიდან თებერვლამდე შედარებით მშრალი პერიოდია. შტატის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს მალაკის სრუტეს და გაბატონებული ქარების სისტემა.

პინანგი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
69
 
 
28
20
 
 
72
 
 
30
22
 
 
146
 
 
30
23
 
 
221
 
 
32
24
 
 
203
 
 
32
24
 
 
178
 
 
31
24
 
 
192
 
 
31
23
 
 
242
 
 
31
23
 
 
356
 
 
30
23
 
 
383
 
 
30
23
 
 
232
 
 
30
23
 
 
114
 
 
29
21
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო:Bayan Lepas Regional Meteorological Office

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.dosm.gov.my/v1/index.php?r=column/cthemeByCat&cat=117&bul_id=akliVWdIa2g3Y2VubTVSMkxmYXp1UT09&menu_id=L0pheU43NWJwRWVSZklWdzQ4TlhUUT09
  2. Brunei is Home to Southeast Asia's Longest Oversea Bridge. Soon | Seasia.co en. ციტირების თარიღი: 2019-02-18
  3. Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
  4. „Current Population Estimates Malaysia, 2018“.Department of Statistics Malaysia. July 2018.
  5. „Massive projects in place to alleviate urbanisation in Penang“. 2016-10-29. ციტირების თარიღი:2016-11-17.
  6. Population Distribution by Local Authority Areas and Mukims, 2010 (page 1 & 8). Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 5 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 19 July 2013
  7. Julia Tan. (November 2014) The last Siamese village of Penang. დაარქივებულიაორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 13 May 2017
  8. „The History of Penang Eurasians“.Penang Tourism (ინგლისური). 2 December 2013. ციტირების თარიღი:5 July 2017.
  9. Tanjung Bungah in Numbers (March 2017). დაარქივებულიაორიგინალიდან — 11 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 13 May 2017
  10. Christie, Clive (1998).A Modern History of Southeast Asia: Decolonization, Nationalism and Separatism. I.B.Tauris.ISBN978-1-86064-354-5. 
  11. Idris, Imran. About Penang en-gb. დაარქივებულიაორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 16 December 2017
  12. Chau, Loon Wai (2005). „Probing Different Centralities in City Regions: A space-syntactic approach“.Techne Press.1.
    
შტატები
ფედერალური ტერიტორიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პინანგი&oldid=4865018“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp