| ქალაქი | |
|---|---|
| პემბა Pemba | |
| ქვეყანა | |
| დაქვემდებარება | ქალაქი |
| პროვინცია | კაბუ-დელგადუს პროვინციაკაბუ-დელგადუს პროვინცია |
| კოორდინატები | 12°58′00″ ს. გ.40°33′00″ ა. გ. / 12.96667° ს. გ. 40.55000° ა. გ. /-12.96667; 40.55000 |
| დაარსდა | XIV საუკუნე |
| ადრეული სახელები | პორტუ-ამელია |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1904 |
| ფართობი | 19790000 კვადრატული მეტრი |
| ცენტრის სიმაღლე | 30±1 მეტრი |
| ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა, სუაჰილი ენა და Makonde |
| მოსახლეობა | 141 316 კაცი (2007) |
| ეროვნული შემადგენლობა | მაკუა, მაკონდე, მვანი |
| სასაათო სარტყელი | UTC+2 |
პემბა, ძველადპორტუ-ამელია (პორტ. Pemba) — ქალაქიმოზამბიკში. პემვაკაბუ-დელგადუს პროვინციის მთავარი სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრია. მოსახლეობა — 141 316 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები).
ქალაქი პემბაინდოეთის ოკეანის მოზამბიკის სანაპიროების ჩრდილოეთით მდებარეობს,კაბუ-დელგადუს პროვინციაში, პემბის ყურეში მდებარე ნახევარკუნძულზე. მოსახლეობა ძირითადად შედგებამაკუას,მაკონდესა დამვანის ხალხებისგან.
პემბა იყოფა ორ ნაწილად: ძველი და ახალი ქალაქი. ძველი ქალაქი წარმოადგენს ტიპურ არაბულ-ტუზურ დასახლებას აღმოსავლეთის ბაზრითა (სუკი) და ვიწრო მრუდე ქუჩებით, რომლებიც გარშემობაობაბის ყანებითაა შემოსაზღვრული. ახალ ქალაქში პორტუგალიის კოლონიალური შენობა თანამედროვე ბეტონის სახლების გვერდით დგას.
ქალაქში განვითარებულია თევზჭერა და თევზების გადამამუშავებელი ინდუსტრია, ასევე ვაჭრობა მეზობელტანზანიასთან, რომლის ინტენსიური განვითარებაც მოსალოდნელია სასაზღვრო მდინარერუვუმაზე მშენებარე ხიდის გახსნის შემდეგ. შესანიშნავი პლაჟებისა (Praia de Wimbe) და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის ხარჯზე სწრაფი ტემპით ვითარდება საერთაშორისო ტურიზმი.
აფრიკულ სანაპიროზეXIV საუკუნიდან მოყოლებული პემბა ცნობილია, როგორც სავაჭრო პუნქტი.XVII საუკუნიდან ისპორტუგალიური სავაჭრო ფაქტორიაა.1904 წლიდან იღებს ქალაქის სტატუსს სახელით —პორტუ-ამელია — პორტუგალიის მაშინდელი დედოფლის პატივსაცემად. ამავე წელს პემბაში დამყარდა ანგლო-პორტუგალიურინიასის კომპანიის (Companhia do Niassa) მმართველობა.1843 წელს პემბის მიდამოებში მოხდა ადგილობრივი ტომების აჯანყება პორტუგალიის ბატონობის წინააღმდეგ.
| წელი | მოსახლეობა[1] |
|---|---|
| 1986 | 50 215 |
| 1997 | 88 149 |
| 2007 | 141 316 |
პემბას მეგობრული ურთიერთობები აქვს შემდეგ ქალაქებთა:
| ქალაქი | ქვეყანა | თარიღი | ბმული |
|---|---|---|---|
| პორტუგალია | 1995 |