Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

პანამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთპანამა (მრავალმნიშვნელოვანი).
ამ სტატიას ან სექციასვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ.დახმარების გვერდი.

სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პანამა}}
პანამის რესპუბლიკა
ესპ. República de Panamá
პანამა
პანამის
დროშაგერბი
დევიზი: ლათ. Pro Mundi Beneficio
„მშვიდობის სადიდებელი“
ჰიმნი: ესპ. Himno Istmeño
"პანამის ჰიმნი"
დედაქალაქი
და
პანამა
8°58′ ჩ. გ.79°32′ დ. გ. / 8.967° ჩ. გ. 79.533° დ. გ. /8.967; -79.533
ოფიციალური ენაესპანური
მთავრობაკონსტიტუციური დემოკრატია
 - პრეზიდენტიხოსე რაულ მულინო
ფართობი
 - სულ75 517 კმ2 (118-ე)
 - წყალი (%)2,9
მოსახლეობა
 - 2005 შეფასება3 230 000 (133-ე)
 - 2000 აღწერა2 839 177
 - სიმჭიდროვე43 კაცი/კმ2 (156-ე)
მშპ (მუპ)2006 შეფასება
 - სულ$27.551 მილიარდი (105-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$7283 (83-ე)
აგი (2007)0.812
ძალიან მაღალი ·62-ე
ვალუტაბალბოა (PAB)
სასაათო სარტყელიUTC-05:00
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი+507
ISO 3166 კოდიPAN
ინტერნეტ-დომენი.pa

პანამა, ოფიციალურადპანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფოცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობსჩრდილოეთ დასამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრებაკოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით —კოლუმბია, ჩრდილოეთით —კარიბის ზღვა და სამხრეთით —წყნარი ოკეანე. დედაქალაქიაპანამა.

ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნაXVI საუკუნეში.1821 წელს გამოეყოესპანეთს და შეუერთდაახალი გრანადის ვიცე-სამეფოს,ეკვადორისა დავენესუელის კავშირს, რომელსაცდიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა. როდესაც1831 წელსდიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა.1903 წელსაშშ–ის დახმარებით პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათა1904–1914 წლებშიპანამის არხი აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა.1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაცXX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.[1]

არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის პანამისმთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას დღეისათვის მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვსცენტრალურ ამერიკაში;[2] ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში.[3][4]2010 წელს პანამა მეოთხე ადგილზე იყოადამიანური განვითარების ინდექსის მხრივლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე.[5] მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2010 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებით, პანამის ეკონომიკა მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანია ლათინურ ამერიკაში. პანამის ჯუნგლებში მრავლადაა ტროპიკული მცენარეები, ცხოველები და ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.[6]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: პანამის ისტორია.

თანამედროვე პანამის ტერიტორია დასახლებული იყოინდიელთა ტომებით (კუნა, ჩოკო და გუიამი). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული იყო კოკლეს ტომისკულტურა, თავისი განსხვავებულიტრადიციებით, რომლებიცლითონისა და კერამიკის ნივთების წარმოებით იყვნენ ცნობილნი. პირველი კონტაქტიევროპასთან შედგა1501 წელს, ესპანელროდრიგო დე ბასტიდასოსთან.

1502 წელსქრისტეფორე კოლუმბმა იმოგზაურა პანამის აღმოსავლეთ სანაპიროზე თავისი მეოთხე მოგზაურობის განმავლობაში.

ვასკო ნუნიეს დე ბალბოას ექსპედიციის მარშრუტი ცენტრალურ ამერიკაში

1513 წელსვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადალახა პანამის ყელი და იგი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ნახაწყნარი ოკეანე.1510 წელს მან დააარსაკოლონია და გახდა რეგიონის გუბერნატორი. სულ მალეპორტობელო გახდაოქროს გაცვლის ადგილიინკებსა და ევროპელებს შორის, ასევე აქ თავს იყრიდნენინგლისელიმეკობრეები.1519 წელს დააარსეს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი —პანამა. ინგლისელმა მეკობრემჰენრი მორგანმა, რომელიც შემდეგიამაიკის გუბერნატორი გახდა, გაძარცვა ქალაქი პორტობელო,1671 წელს კი ქალაქი პანამა.

შოტლანდიური კოლონიების ისტორია პანამაში ხანმოკლე გამოდგა.1696 წელს დაახ. 2500შოტლანდიელმა ემიგრანტმა დააარსა სავაჭრო კოლონიადარიენის პროვინციაში.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
პანამის რუკა

ქვეყანაში არისტროპიკულიკლიმატი, მაღალიტენიანობითა და ღრუბლიანობით.მაისიდანიანვრამდე წვიმიანი სეზონია, ხოლო იანვრიდან მაისამდე მშრალი სეზონი.

რელიეფი უმეტესწილად ციცაბოა, უსწორმასწორო,მთებითა დადაბლობებით. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი —ვულკანიბარუ (3475 მ) მდებარეობს ჩირიკის პროვინციაში.

ბუნებრივი რესურსები —სპილენძი,მერქანი, ზღვის პროდუქტები, ასევე აქვს ჰიდრო რესურსები, რომლებიც შეიძლებაჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გამოიყენო.

პანამაში ხშირიატროპიკული ციკლონი დახანძარი ტყეში.

მდინარეები დაბინძურებულია სოფლის მეურნეობის ნარჩენებით, რაც საფრთხეს უქმნის მდინარისფაუნას.ტროპიკული ტყეების უკანონო გაჩეხვა კი მის დეგრადაციას იწვევს.

პანამის არხი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებსატლანტისა დაწყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევაგატუნის ტბის სიმაღლემდე,ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას, სამუშაოს შემცირების მიზნით. ამჟამინდელი საკეტების სიგანე 33,5 მეტრია. მესამე უფრო ფართო საკეტი 2015 წელს გაიხსნა. არხის სიგრძე 77,1 კილომეტრია.

არხის მშენებლობა 1881 წელსსაფრანგეთმა დაიწყო, თუმცა საინჟინრო პრობლემებისა და გავრცელებული დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის გამო პროექტზე მუშაობა შეჩერდა. ამის შემდეგ პროექტიამერიკის შეერთებული შტატების ხელში გადავიდა, რომელმაც მშენებლობა ათ წელში, 1914 წელს დაასრულა. არხის გახსნით გემებმა თავიდან აიცილეს გრძელი, სახიფათოჰორნის კონცხის გზა, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილის შემოვლით (დრეიკის სრუტეში) ანმაგელანის სრუტის გავლით. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში.

ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელი პანამის არხის ტერიტორია ჯერ კოლუმბიას ეკუთვნოდა, შემდეგ საფრანგეთს, შემდეგ კი აშშ-ს, რომელმაც მისი მშენებლობა დაასრულა. 1999 წელს არხი პანამის მთავრობას გადაეცა, როგორც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. არხის გახსნიდან, 1914 წლიდან, 2008 წლამდე გემების წლიური ტრაფიკი 1000-დან 14 702-მდე გაიზარდა, მოცულობა კი პანამის არხის უნივერსალური საზომი სისტემით (PC/UMS) 309,6 მილიონ ტონამდე. 2008 წლისთვის არხში გავლილი იყო 815 000 გემი, რომელთაგან ბევრი იმაზე დიდი მოცულობის იყო, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა. უმსხვილეს გემებს, რომლებსაც დღეს არხში გავლა შეუძლიათ პანამაქსს უწოდებენ. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.

პანამის ყელის გასწვრივ არხის ხსენება პირველად 1534 წელს მოხდა, როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფეკარლ V ჰაბსბურგმა გამოაქვეყნა გამოკვლევის ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის კონტინენტზე გამავალი გზის შექმნას, რომელიც ესპანეთსა დაპერუს შორის გემების მიმოსვლას გააადვილებდა. ასეთი გზა ესპანეთს სამხედრო უპირატესობას მისცემდაპორტუგალიასთან მიმართებაში. 1788–1793 წლების ექსპედიციის შედეგად, ესპანეთის სამსახურში მყოფმაიტალიელმა ოფიცერმა და მკვლევარმა ალესანდრო მალასპინამ არხის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა.

პანამის სტრატეგიული მდებარეობისა და იმ პოტენციალთან შედარებით, რომელსაც ორი ოკეანის გამყოფი ეს ვიწრო ყელი ფლობდა, არეალის სხვა სავაჭრო გზები წლების მანძილზე არასახარბიელო იყო. 1698 წელს შოტლანდიის სამეფომ წამოიწყო დარიენის სქემა, რომელიც მიზნად ისახავდა სახმელეთო სავაჭრო გზის გაყვანას პანამის ყელზე, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა. გეგმის ჩაშლის მიზეზი იყო არახელსაყრელი გარემო პირობები; მასზე ხელი საბოლოოდ 1700 წლის აპრილში აიღეს.

1849 წელს კალიფორნიაში ოქროს აღმოჩენამ ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დაკავშირების კიდევ უფრო დიდი ინტერესი განაპირობა. რამდენიმე წელში, 1855 წელს, პანამის ყელზე გაიყვანესპანამის რკინიგზა. ეს სახმელეთო კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა დასავლეთ ნახევარსფეროს ინფრასტრუქტურაში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააადვილა ვაჭრობა და ფაქტობრივად განსაზღვრა მომავალი არხის გზა.

ოკეანეებს შორის საწყლოსნო გზის გაყვანა ჯერ კიდევ იდეალურ გამოსავლად რჩებოდა; 1855 წელს კუნძულ მენზე დაბადებულმა და აშშ-ის მთავრობისათვის მომუშავე ინჟინერმა უილიამ კენიშმა გამოიკვლია პანამის ყელი და შეიმუშავა სპეციალური მოხსენება სამომავლო არხის გზის თაობაზე. მისი მოხსენება წიგნად გამოქვეყნდა, რომელსაც ერქვა „პრაქტიკულობა და მნიშვნელობა გემების არხისა, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს დააკავშირებს“ (The Practicality and Importance of a Ship Canal to Connect the Atlantic and Pacific Oceans).

1877 წელს საფრანგეთის ფლოტის ოფიცერმა არმან რეკლიუმ და ინჟინერმა ლუსიენ ნაპოლეონ ბონაპარტ-ვაისმა პანამის ყელი გამოიკვლიეს და არხის ფრანგული ვარიანტის გზა წარმოადგინეს. საფრანგეთს წარმატებული გამოცდილება ჰქონდა უფრო გრძელი სუეცის არხის პროექტის განხორციელებაში, რაც მას ამ შემთხვევაში მეტ სიმამაცეს ჰმატებდა.

ამჟამად არხში გემების ტრაფიკი იმდენად მაღალია, რომ მისი მშენებლები ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. 1934 წელს ვარაუდობდნენ, რომ არხის წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 80 მილიონი ტონა იქნებოდა, თუმცა მოლოდინი კვლავ არ გამართლდა და 2009 წელს ამ მაჩვენებელმა 299,1 მლნ ტონა შეადგინა.

ჩამკეტის ყოველ დანაყოფში, გემების ასაწევ-დასაწევად საჭირო წყალი გრავიტაციის ძალით გატუნის ტბიდან (სურათზე მაღლა) შედის.

გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, არხის ამჟამინდელ სისტემას რამდენიმე აღდგენითი სამუშაო ჩაუტარდა. ეს სამუშაოები ჩამკეტების სისტემის გამოყენების შესაძლებლობის მაქსიმალიზაციას ემსახურებოდა:

  • ჩამკეტების განათების სისტემის დამონტაჟება;
  • ორსართულიანი სადგურის მშენებლობა გაილარდის თხრილში;
  • გაილარდის თხრილის გაფართოება 192 მეტრიდან 218 მეტრამდე;
  • საბუქსირო გემების ფლოტის გაუმჯობესება;
  • კარუსელისებური ჩამკეტი სისტემის დამონტაჟება გატუნის ჩამკეტებზე;
  • გემების განრიგის სისტემის გაუმჯობესება;
  • გატუნის ტბის სანავიგაციო არხების გაღრმავება 10,4 მეტრიდან 11,3 მეტრამდე;
  • ყველა ჩამკეტი სტრუქტურის მოდიფიკაცია გემების დამატებითი 0,30 მეტრი სიღრმის მისაღწევად;
  • წყნაროკეანური და ატლანტიკური შესასვლელების გაღრმავება;
  • წყალდიდობის კონტროლის მიზნით გატუნის ტბაზე დამატებითი წყალსაშვების აშენება;
  • აღნიშნული გაუმჯობესებითი სამუშაოები 2008-2012 წლებში განხორციელდა, რამაც არხის გამტარუნარიანობა 280–90 მლნ ტონიდან 330–40 მლნ ტონამდე გაზარდა;
  • კონკურენტები.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე არხს პრივილეგირებული პოზიცია უკავია, ბოლო პერიოდში აქტიურდება მისი შესაძლო კონკურენტების საკითხი. იმის გამო, რომ არხზე გადასახადები საკმაოდ მაღალია და მისი ზრდა კიდევ მოსალოდნელია, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთების გადასაზიდად პანამის არხის ალტერნატივად განიხილავენ სუეცის არხს. თუმცა, ამგვარი ვარაუდის მიუხედავად, აზიიდან აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ტვირთები ძირითადად მაინც პანამის არხზე გადის.

სახელმწიფო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პანამასაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურიაპრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით.2009 წლის 1 სექტემბრიდან, პანამის პრეზიდენტიარიკარდო მარტინელი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა, რომელიც შედგება 5 წლით არჩეული 71 წევრისაგან.

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტიხოსე რაულ მულინო (2024 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანიპარლამენტი (71 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: პანამის პროვინციები.
პანამის ადმინისტრაციული რუკა 2020 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით

პანამა ადმინისტრაციულად იყოფა 10 პროვინციად (ესპ. provincias) და 6 კომარკად (ესპ. comarca indígena).

კიდევ ორი კომარკა შედის პროვინციების შემადგენლობაში და იერარქიულად პანამის რაიონების (ესპ. distrito) ეკვივალენტურია.

#პროვინცია (ქართ.)პროვინცია (ესპ.)ადმ. ცენტრიფართობი (კმ²)მოსახლეობა (ად. 2023 წ.)დროშა
1ბოკას-დელ-ტოროBocas del Toroბოკას-დელ-ტორო3037,74159 228
2ჩირიკი Chiriquíდავიდი6548471 071
3კოკლე Cocléპენონომე4927268 264
4კოლონიColónკოლონი4868,4281 956
5დარიენიDariénლა-პალმა11 896,554 235
6ერერაHerreraჩიტრე756122 071
7ლოს-სანტოსიLos Santosლას-ტაბლასი3809,498 466
8პანამაPanamaპანამა87631 439 575
9ვერაგუასიVeraguasსანტიაგო-დე-ვერაგუასი10 629,6259 791
10დასავლეთ პანამაPanamá Oesteლა-ჩორერა3123,8653 665
#კომარკა (ქართ.)კომარკა (ესპ.)ადმ. ცენტრიფართობი (კმ²)მოსახლეობა (ად. 2023 წ.)დროშა
C1ემბერა-ვოუნაანიEmberá-Wounaanუნიონ-ჩოკო4383,512 358-
C2გუნა-იალაKuna Yalaელ-პორვენირი2340,732 016
C6ნასო-ტიერ-დიComarca Naso Tjër Diსიეიიკი1606,15000
C4ნგობე-ბუგლეNgöbe-Bugléლიანო-ტუგრი6968,0212 084
#სუბპროვინციული კომარკები (ქართ.)სუბპროვინციული კომარკები (ესპ.)ადმ. ცენტრიფართობი (კმ²)მოსახლეობა (ად. 2023 წ.)
C3კუნა-დე-მადუგანდიMadugandíაკუა-იალა23197647-
C5კუნა-დე-ვარგანდიWargandíნურა7752781-

მოსახლეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა — 3 230 000 (2005 წლის აღწერა).

ბუნებრივი მატება — 1,5 %

მოსახლეობის შემადგენლობა:

შობადობა — 20,18 % (96-ე ადგილი მსოფლიოში), სიკვდილიანობა — 4,66 % (196-ე ადგილი მსოფლიოში). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 77,25 წელი (74,47 წელი კაცებში, 80,16 წელი ქალებში).

ურბანიზაცია — 73 %.

ენები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ესპანური (ოფიციალური),ინგლისური (ფლობს მოსახლეობის დაახ. 14 %),ფრანგული (ფლობს მოსახლეობის დაახ. 18 %). პანამელთა უმრავლესობა რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს.

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კათოლიკები შეადგენენ მოსახლეობის 85 % დაპროტესტანტები — 15 %.

კუნა - იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნა არის პანამისა და კოლუმბიის მკვიდრი მოსახლეობა, ტომი.[7] კუნა პანამის სამი ძირითადი ტომიდან ერთ-ერთია და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე ცხოვრობს. სან-ბლასი არის ამ ტომით დასახლებული ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ პანამაში მდებარეობს. ის მოიცავს წვრილ, გაუვალ 200 კილომეტრიან ჯუნგლებს, ქვეყნის ცენტრალური რეგიონებიდან 15-20 კილომეტრითაა დაშორებული და უკავია 365 პატარა კუნძულის მქონე არქიპელაგი.

ერთადერთ საავტომობილო გზა არის სან-ბლასისა და დანარჩენი პანამის დამაკავშირებელი, რომელზე გავლაც მხოლოდ და მხოლოდ ოთხივე წამყვანი თვლიანი ავტომობილითაა შესაძლებელი. 1985 წლიდან ეს გზა არ ფუნქციონირებს ჩვეულებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის ანსოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების გადასაყვანად. ამ გზის მდგომარეობის გამო, ტურისტები ძირითადად თვითმფრინავითა და გემებით მოგზაურობენ.

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1995 წელს სან-ბლასში მცხოვრები კუნას მოსახლეობა 50 000-დან 70 000-მდე ადამიანს შეადგენდა.[7] იქ იყო 54 საზოგადოებრივი გაერთიანება, თითოეულში კი 70-2000 ადამიანი ცხოვრობდა. ამ თემებს შორის 42 განლაგებული იყო პატარა კუნძულებზე, ათი ცხოვრობდა კონტინენტურ სანაპიროზე, დანარჩენი ორი კი - ცენტრში, მდინარის სანაპიროზე. დასახლებული კუნძულები კონტინენტური სანაპიროსგან კილომეტრ-ნახევრით არიან დაშორებული და ეს სიახლოვე იძლევა გადაადგილებისა და მიწის დამუშავების საშუალებას. მტკნარი წყლის მდინარეები იყო სასმელი წყლის მოპოვების ადვილი წყარო.

ამ რეგიონების გარდა 10 000 კუნას მოსახლე ცხოვრობს ქალაქ პანამასა და კოლონში, ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში. თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობა ინარჩუნებს მყარ კავშირს თავიანთი კულტურის ჩამოყალიბების ცენტრთან და მიაჩნიათ ეს რეგიონი თავიანთ სახლად.

სან-ბლასში მცხოვრებთა ძირითადი ენა არის კუნა, თუმცა მათი დიდი ნაწილი საუბრობს ესპანურად, პანამის ოფიციალურ ენაზე. ის ადამიანები, რომლებიც პანამის არხის გავლით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭრო გემებზე, საუბრობენ ინგლისურად.

ისტორია და კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ესპანელების ჩამოსვლის პერიოდში კუნას მიმდევრები ცხოვრობდნენ დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიაზე. 1600-იან წლებში მათ დაიწყეს ესპანელებთან კონტაქტი, რომელთაგანაც აშკარა იყო ძალმომრეობა და შეზღუდული ვაჭრობა. მათგან გასაქცევად კუნამ გადაიარა ჯუნგლები და მდინარეები და დასახლდა დღევანდელი პანამას ტერიტორიაზე.[8]

XIX საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო კუნას სოფლების ტერიტორიების ცვლა, ისინი გადადიოდნენ მტკნარი წყლის მდინარეებთან. კუნძულებთან დაახლოვებამ კუნას მოსახლეობას ხელი შეუწყო საზღვაო ვაჭრობის მარშრუტების შემუშავებაში და ასევე გაათავისუფლა ისინი ავადმყოფობის მატარებელი მწერებისგან.

1903 წელს პანამა გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ახალ მთავრობას სურდა კუნას მოსახლეობისთვის ნაციონალური კულტურის თავს მოხვევა. 1925 წელს იყო ინსცენირებული აჯანყება და აშშ-ს მთავრობის დახმარებით კუნას მოსახლეობამ მოახერხა და შეუთანხმდა პანამის მთავრობას, რის შემდეგაც კუნა აღიარეს ნახევრად-ავტონომიურ რეგიონად. 1945 წლისთვის რეგიონში შეიქმნა ახალი კონსტიტუცია. სან-ბლასი ლეგალურად აღიარეს მთლიანად კუნას წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონად და თითოეულ მოსახლეს შეეძლო ჩართულიყო რეგიონის ეკონომიკურ ორგანიზებაში. კუნას ტერიტორიაზე მყოფ სხვა ტომის წარმომადგენელს კონსტიტუცია უკრძალავდა ყიდვას, ქირაობას ან მიწის სხვა ტიპის ექსპლუატაციას. ამ კანონს კუნას მოსახლეობა იმიტომ იყენებდა, რომ ეჭვი არ შეპარვოდათ სან-ბლასის ტერიტორიის მმართველობაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სან-ბლასსა და დანარჩენ პანამას შორის კვლავ რჩება მოლაპარაკების დონეზე.

დასახლებები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნას მოსახლეობა ცხოვრობს ოთხ სხვადასხვა მხარეში.[7] მათ ახასიათებთ დიდი ოჯახები, სადაც ცხოვრობს წყვილი, მათი დაოჯახებული ქალიშვილები, შვილიშვილები. ოჯახები მოიცავს სამ ან ოთხ თაობას. მათი საცხოვრებელი შედგება სამზარეულოსა და ერთი ან ორი საძინებლისგან. კუნას მოსახლეობის უმეტესობას ძინავს ჰამაკებში. ტანსაცმელი გადაკიდებულია ბამბუკის ბოძებზე ან შენახულია ხის ან მუყაოს ყუთებში. სახლების უმეტესობა აშენებულია ბამბუკისგან და აქვს ჩალით გადახურული ჭერი, თუმცა კუნას მოსახლეობამ უკვე ააშენა ცემენტის სახლები მეტალის ჭერით, რამაც გაზარდა საცხოვრებელი სივრცე.

დღესდღეობით კუნაში მოსავლით გამორჩეულია მრავალძარღვა, თუმცა ისინი ასევე თესავენბრინჯს, ყვითელსიმინდს, იუკას,შაქრის ლერწამს,ქოქოსსა და ხილს. თევზაობა დანადირობა მათი ძირითადი საქმიანობებია. ზოგიერთ ოჯახს ჰყავსღორები, რათა დაკლას ისინი განსაკუთრებულ შემთხვევაში.

იზრდებოდა კუნას მამაკაცების ჩართულობა აგრარულ სფეროში და ისინი უვლიდნენ პლანტაციებს, ბრინჯს, ხილს და სხვა პროდუქტებს. ქალებიც და კაცებიც თესავდნენ და ზრდიდნენ ქოქოსს, მაგრამ ყოველ ოჯახში იყო ქალი, რომელიც ქოქოსს ყიდდა ან ცვლიდა სხვა საქონელში.

ქალები ინარჩუნებენ პასუხისმგებლობას შვილების მიმართ, მათი საქმეა საჭმლის კეთება, წყლის ტრანსპორტირება, უსაფრთხოება და ოჯახთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ისინი ასევე ამზადებენ მოლას (კუნას ტომის ტრადიციული სამოსი) ოჯახის წევრებისთვის. კაცები დაკავებული არიან სოფლის მეურნეობით, თევზაობით, ნადირობით, სახლები მშენებლობითა და ოჯახისთვის საჭირო ნივთების დამზადებით.

სან-ბლასის დასავლეთ ნაწილში განვითარებულიატურიზმი და ტურისტები პანამის ამ ტერიტორიას ძირითადად ძალიან მდიდრული კრუიზის ფარგლებში სტუმრობენ.

ქორწინება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

წარსულში ახალგაზრდები თავიანთი გადაწყვეტილებით არ ქმნიდნენ ოჯახს. გოგოს მამა და დედა არჩევდნენ ახალგაზრდა ბიჭს მისი შრომითი შესაძლებლობების მიხედვით და აწესრიგებდნენ საქორწინო საკითხებს. ძირითადად ახალგაზრდებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. თუ დაუოჯახებელ კაცს შეამჩნევენ ქალთან ერთად, ისინი მომავალ ცოლ-ქმრად მიაჩნიათ და ახალგაზრდებს ქორწინება კანონის დაცვით შეუძლიათ. ქორწინების დროს ოჯახები არ ცვლიან არც ფულს, არც საკვებს და არც სხვა ნივთებს.

მემკვიდრეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნას მოსახლეობისთვის მემკვიდრეობის განაწილების პრინციპი ორმხრივია. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟსა და ქალიშვილს თითქმის თანაბარი რაოდენობის მიწა გადაეცემათ, ვაჟს ამ მიწაზე უფრო მეტი შესაძლებლობა ექმნება. მას შეუძლია დაუმუშავებელი მიწის ათვისება. ის, ვინც ამას გააკეთებს, თავის შვილებს გარანტირებულად დაუტოვებს ამ ტერიტორიას.

კათოლიკური და ბაპტისტური რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია კუნას მოსახლეობაში. რელიგიური გავლენის გამო კუნძულებზე მცხოვრები ხალხი გაიყო ორ პოლიტიკურ საზოგადოებად.[9]

ლიტერატურაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ პანამის განვითარების სამი ძირითადი პოზიცია არსებობს. 1) მოდერნიზაცია არის სოციალურ-კულტურული ტრანსფორმაციების ერთიანობა; 2) მოდერნიზაცია არის სტრუქტურული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფუნქციების დიფერენციაცია და ინფრასტრუქტურული განვითარება; 3) მოდერნიზაციის დროს მოსახლეობა ითვისებს მენტალურ შეხედულებებს და ჩნდება პოზიტიური შეფასება ცვლილებებისა და ინოვაციების მიმართ.

კუნას კულტურას სახელის გათქმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის მოლა, ქალის ნაციონალური სამოსი. პანამა ახერხებდა ამ სამოსის ექსპორტირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

ტალამანკანი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პანამა ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ამ ქვეყანაში არის სწორედ ის არხი, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

აღსანიშნავია პანამაში მცხოვრები ტომების ცხოვრება და ტრადიციები.[10] პანამაში არსებობს ტომი გუნა. როდესაც ამ ტომის მამაკაცებს ცოლი მოჰყავდათ მათ უნდა ეცხოვრათ მეუღლის ოჯახში მანამდე სანამ ქალიშვილი არ გაუჩნდებოდათ.

პანამაში ოფიციალური სალაპარაკო ენა ესპანურია, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ფლობს რამდენიმე ენას. 14 %-ს აქვს შესაძლებლობა ისაუბროს ინგლისურად, ასევე 18 %-ს ფრანგულად და ა. შ. რელიგიის მხრივ კი მოსახლეობის 85 % კათოლიკეა, ხოლო დანარჩენი 15 % — პროტესტანტი. თითქმის ყველა სახლში არის ერთი რელიგიური სურათი მაინც. ლეგენდები და მითები არის ჩვეულებრივ ძველი დროიდან გადმოყოლილი, მაგრამ მათი უმრავლესობა არ შეესაბამება სიმართლეს.

თანამედროვე პანამის ტერიტორიაზე ბევრი ტომი იყო დასახლებული: ინდიელთა ტომები, კუნა, ჩოკო და გუიამი. მიუხედავად ამ ტომების პანამის ტერიტორიაზე ცხოვრებისა, იქ გავრცელებული იყო კოკლეს ტომის კულტურა.

1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი მეოთხე მოგზაურობის დროს გაიარა პანამის აღმოსავლეთ ნაპირი. 1519, 1522, 1523, 1526, 1539, 1540 და 1560 წლებში მიმდინარეობდა ექსპედიციები, მაგრამ ამ მსვლელობის დროს ვერაფერი ვერ დაამატეს ესპანელი კონსიკტადორის ხუან ვასკეს დე კორონადოს აღმოჩენებს.

სოფელი ბორუკა დაარსდა 1608 წელს და 1629 წელს დაერქვა სწორედ ეს სახელი. XVII საუკუნეში ბორუკა ერთადერთი სოფელი იყო წყნარი ოკეანის სამხრეთით, რომელიც გახდა ორგანიზებული კოლონია. საუკუნის ბოლოსკენ ბორუკაში იყო ქალაქის დარბაზი, რომელიც მოგზაურებისთვის იყო თავშესაფარი.

1770 წელს ქალაქში იყო 25 ქოხი, რომლებშიც 155 ინდიელი ცხოვრობდა და 1801 წლისთვის ქალაქში უკვე 250 მაცხოვრებელი იყო.

პანამის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ტალანამკას ტომი, რომელიც სამ ნაწილადაა განლაგებული. ძირითადი ნაწილი ბორუკასთან ახლოს ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი ნაწილი წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტალამანკანის მოსახლეობა მედიცინის მხრივ მისდევდა დასავლეთის ქვეყნებს. ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა ტარდება სახლებში. მათ აქვთ ბევრი სამკურნალო ბალახი, ისინი ტრადიციის მიხედვით სამკურნალო ბალახებს მიმართავენ, რათა თავიდან აიცილონ კონკრეტული ქცევები, როგორიცაა: სიყვარული, სიძულვილი, ქორწინება, ტკივილი, ასევე ორსულობის ასაცილებლად. ბევრს ჰგონია, რომ ნარკოტიკს შეუძლია შეცვალოს ადამიანურობა. მათი მედიცინის სტილი ემთხვევა დასავლეთის მედიცინას.

იმ შემთხვევაში, თუ ბორუკაში ადამიანი გარდაიცვლება და მღვდელი იქ არ იმყოფება, მაშინ სამლოცველოსთან მიდის ე. წ. „მაიორდომო“ და რეკავს ზარებს. ცხედარი იმყოფება სახლში და მას გადაფარებული აქვს თეთრი გადასაფარებელი, მის გარშემო არის დიდი ადგილი, რადგან მოსულმა მეგობრებმა და ნათესავებმა კარგად შეხედონ. იმავე ოთახში განლაგებულია გარდაცვლილის სურათები და მაიორდომო ან ვინმე სხვა კითხულობს ლოცვებს. იქ მისულ ადამიანებს თან მიაქვთ ფული, რადგან დაეხმარონ გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვა იქნება ეს თუ სანთლები ან სხვა რამე ისინი ცდილობენ შეუმსუბუქონ გადასახადი. როდესაც მღვდელი თავისუფალია ის კითხულობს ლოცვებს და სახალხოდ ხდება დაკრძალვა, ხოლო მღვდელის არ ყოფნის დროს მაიორდომო იწყებს ლოცვას. ლოცვები აუცილებელია იკითხებოდეს მომავალი ცხრა დღის განმავლობაში და საკვები იყოს იმ სახლში, სადაც ეს ყველაფერი ხდება.

ტალამანკანების ენა მომდინარეობს მათი მსგავსი ტომისგან „ჩიბჩანი“. იქ ძირითადად საუბრობენ ორ - თავიანთ და ესპანურ ენებზე. ძალიან ცოტა ადამიანია ვინც მხოლოდ საკუთარ ენაზე ლაპარაკობს, მოსახლეობის უმეტესობა მინიმუმ ორ ენას მაინც ფლობს.[11]

ასევე არსებობს ბრუნკას ენა, რომელზეც მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა 11 იყო, ხოლო ეს ენა ტალამანკანების მოსახლეობიდან მხოლოდ 40 ადამიანს ესმოდა.

ტალამანკანების ტომში ესპანელებმა აღიარეს ორი ენობრივი ჯგუფი, თუმცა ქვეყანა მაინც ერთიანი იყო, რადგან ეს ენები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორივე ჯგუფმა მოახერხა განდევნა ევროპული ენებისა და შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

ტალამანკანების ქალაქი განვითარებული იყო აგრო სფეროში, მათ პირველ რიგში მოჰყავდათსიმინდი,ლობიო,კარტოფილი და ა. შ. კოლონიური დროიდან ისინი ჩართულნი იყვნენბრინჯის,ბანანისა დაყავის მოყვანაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინდიელი ფერმერები შეუერთდნენ არასამთავრობო პროგრამებს და დაიწყეს ახალი ნათესების მომრავლება.

ტალამანკანების მოსახლეობა ასევე გამოირჩეოდა ნადირობითა და მეთევზეობით, მაგრამ ბოლო დროს აკრძალეს ნადირობა, რადგან ქალაქში ძალიან ცოტა ტყე იყო მოწესრიგებული და ნადირობის შედეგად ისინი ნადგურდებოდა.

ამ სოფლებში ინდიელები მუშაობდნენ ბევრ პროფესიაზე, მაგალითად ისინი იყვნენ: მასწავლებლები, პოლიციელები, მცველები. მათ ვისაც შესწავლილი ჰქონდა სხვა პროფესიები დატოვეს სოფელი, მაგრამ ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ოჯახის წევრებს.

ამ სოფელში განვითარებული იყო აგროკულტურა. მოსახლეობას აქვს ბევრი ფერმა და მოშინაურებული ჰყავთღორი,ქათამი,ინდაური დაიხვი.მესაქონლეობა კი მხოლოდ რამდენიმე ოჯახში იყო, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ჰყავდაცხენი. დაინერგაბამბით გაკეთებული ნივთები, რომლებიც კეთდებოდა რამდენიმე ოჯახში. ბამბისგან ისინი ამზადებდნენ ჩანთებს, ქამრებს და დაიწყეს ამ ნივთების ტურისტებისთვის მიყიდვა. ასევე ისინი ყიდდნენ კალათებსა და ჰამაკებს. მაცხოვრებლების უმრავლესობა მიჰყვებოდა ხელნაკეთების გაყიდვას. მამაკაცების უმრავლესობა ერკვეოდა ნივთების გაკეთებაში, ხოლო ქალები გაწაფულნი იყვნენ ჭრა-კერვაში. ასევე ისინი ფლობენ სამკერვალო მანქანებს.

რასობრივი ჰეგემონია პანამაში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა, სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურესი სამხრეთ ნაწილში.[12] მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრებაკოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდანკოლუმბია, ჩრდილოეთითკარიბის ზღვა და სამხრეთითწყნარი ოკიანე. დედაქალაქი – პანამა.

XVI საუკუნეში ტერიტორია აითვისეს და დასახლდნენესპანელები. თუმცა 1821 წელს გამოეყოესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს,ეკვადორისა დავენესუელას კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა.

როდესაც 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. 1903 წელს აშშ-ის დახმარებით პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათაპანამის არხი 1904-1914 წლებში აშშ-ის არმიის ინინერიის კორპუსი აეშენებინა. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ-ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.

თანამედროვე პანამის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით – კუნა, ჩოკო და გუიამი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული იყო კოკლეს ტომის კულტურა, თავისი განსხვავებული ტრადიციებით, რომლებიც მეტალისა და კერამიკის ნივთების წარმოებით იყვნენ განსხვავებულნი. პირველი კონტაქტი ევროპასთან შედგა1501 წელს, ესპანელ როდრიგო დე ბასტიდასოსთან.

1510 წელს მან დააარსა კოლონია და გახდა რეგიონის გუბერნატორი. სულ მალეპორტობელო გახდაოქროს გაცვლის ადგილი ინკებსა და ევროპელებს შორის, ასევე აქ თავს იყრიდნენ ინგლისელი მეკობრეები. 1519 წელს დააარსეს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი - პანამა. ინგლისელმა მეკობრემჰენრი მორგანმა, რომელიც შემდეგ იამაიკის გუბერნატორი გახდა, გაძარცვეს ქალაქი პორტობელო, 1671 წელს კი ქალაქი პანამა.

შოტლანდიური კოლონიების ისტორია პანამაში ხანმოკლე გაამოდგა. 1696 წელს დაახლოებით 2500შოტლანდიელმა ემიგრანტმა დააარსა სავაჭრო კოლოია დარიენის პროვინციაში.

ამჟამად პორტაბელო არის უსიცოცხლო ქალაქი, სადაც 3000-მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 1980 წელს ქალაქის ისტორიული ნაწილი და მის ახლოს მდებარესან-ლორენსოს ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის.

პანამელები პანამის მკვიდრებს, ანუ პანამის მოქალაქეებს წარმოადგენენ.

პანამა მულტიეთნიკური ერია, იმ ხალხის ქავეყანაა, რომლებიც განსხვავდებიან ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობით.

კულტურა, რომელიც საერთოა ყველა პანამელისთვის არის ე. წ. პანამური კულტურა, რომელიც შეიქმნა პანამაში მაცხოვრებელი აბორიგენი მოსახლეობისგან და დასავლეთ ევროპელი მიგრანტებისგან დაწყებული პირველი ესპანელი გადასახლებული ხალხისგან დამთავრებული სხვა ევროპელებით, რომლებიც მოგვიანებით ჩავიდნენ პანამაში. დასავლეთ აფრიკული კულტურა კიდევ ერთი მნიშვნელივანი კომპონენტია.

ჰეგემონურმა ძალებმა შექმნეს ჰიბრიდული ფორმები აფრიკული და ადგილობრივი ამერიკელების კულტურების ევროპულთან შეერთებით. მაგალითად, ტამბორიტო არის ესპანური ცეკვა, რომელიც შეერწყა ადგილობრივ ამერიკულ რიტმებს. ცეკვა არის მრავალფეროვანი კულტურების სიმბოლო, რომელიც პანამაში შეწყვილდა. კულტურა, წეს-ჩვეულებები და ენა, რომელზეც პანამელები საუბრობენ წინარე დომინანტურად კარიბული და ესპანურია. აფრო-პანამელებმა დიდი როლი ითამაშეს რესპუბლიკის შექმნაში. ჩამოსახლებული აფრიკელები, რომლებიც კოლონიური ერის პერიოდში ჩავიდნენ პანამაში, შეერივნენ ადგილობრივებს, ან დასახლდნენ პატარა აფრო-პანამურ კომუნებში ატლანტიკის სანაპიროს გასწვრივ, ასევე დარიენის ჯუნგლების სოფლებშიც.

დარიენის მოსახლეობის უმრავლესობა მეთევზეები არიან, ან მცირე ფერმერობას მისდევენ, ზრდიან ბანანებს, ბრინჯს და ყავას, სხვა აფრო-პანამელები, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ კარიბებიდან სამუშაოდ ჩასულები არიან საგზაო მშენებლობის პროექტებში, კომერციულ, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში და განსაკუთრებით, არხზე სამუშაოდ. მნიშვნელოვანი აფრო-კარიბული დასახლებები შეიცავს ქალაქებს, როგორიცაა კოლონი, კრისტობალი და ბალბოა არხის ყოფილ ზონაში, ასევე პანამა სითის რიო აბაჯოს არეალი. კიდევ ერთი რეგიონი აფრო-კარიბული მოსახლეობით არის ბოკას-დელ-ტოროს პროვინცია კარიბის სანაპიროზე, კოსტა-რიკიდან სამხრეთით.

დასავლეთ ინდიელების შთამომავალი პანამური მოსახლეობა აქტიურად გამოჩნდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში არხის მშენებლობის მონუმენტურ მცდელობებში. 50 000 მუშის სამ მეოთხედს, რომლებმაც პანამის არხი ააგეს, შეადგენდნენ აფრო-კარიბელი მიგრანტები ბრიტანეთის დასავლეთინდოეთიდან. ათასობით აფრო-კარიბელი მუშა დაქირავებული იყოიამაიკიდან,ბარბადოსიდან დატრინიდადი და ტობაგოდან.

პანამა, რომელიც ნაწილობრივ დავალებულია თავისი ისტორიული დამოკიდებულებით კომერციაზე, ეთნიკურად მრავალეროვანი ქვეყანაა. აქ მნიშვნელოვანი რაოდენობაა აფრო-ანტილური დაჩინური მოსახლეობისა. პირველი ჩინელები გადმოსახლდნენ XIX საუკუნეში სამხრეთჩინეთიდან და ისინი პანამის რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ამას იმიგარციის რამდენიმე ტალღა მოჰყვა და ჩამოსახლებულთა რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია. 1970-იანი წლებიდან დაწყებული კიდევ 80 000 იმიგრანტი ჩავიდა პანამაში ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან. ესპანური დომინანტური და სახელმწიფო ენაა. მოსახლეობის 93 % საუბრობს ესპანურად, როგორც მათ მშობლიუ ენაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ორივე ენაზე – ინგლისურად და ესპანურად საუბრობს, ან ასევე საკუთარ ენაზე, როგორიცაა „ნგაბერე“. პანამაში მრავალ ენაზე საუბრობენ რომლებიც 7 მხოლოდ ადგილობრივი ენებია. ინგლისურად ლაპარაკობენ ბიზნეს სფეროებში და სამთავრობო სექტორში.

როგორც თითქმის ყველა საზოგადოებაში მსოფლიოში, პანამაშიც დგას რასობრივი უთანასწორობის საკითხი. თუმცა პანამა აცხადებს, რომ არის რასობრივად თანასწორი ქვეყანა, დისკრიმინაცია მაინც არსებობს. კვლევებში აღმოჩენილ იქნა, რომ ეკონომიკურად ძლევამოსილი ხალხი სპეციფიკური რასაა, რომელიც სოციალურ იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას. საინტერესო რასობრივი ურთიერთობები შეიმჩნევა პანამის არქიპელაგის რეგიონში. მოსახლეობა დაახლოებით 18 000 ადამიანს შეადგენს და მისი შემადგენლობა ძირითადად აფრო-ანტილიური აბორიგენული მოსახლეობაა, ასევე ჩინელები, ლათინოსები და ევროპელები.

რეგიონის რასობრივი სეგრეგაციის ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან აქ იშვიათი შემთხვევა ხდებოდა, როდესაც მუქი კანის ფერი თეთრ ფერზე უპირატესი იყო. ისტორია 1800-იან წლებში დაიწყო, როდესაც 30 000 აფრო-ანტილელი ჩამოსახლდა პანამაში ან პანამის არხის მშენებლობაზე სამუშაოდ, ან ბანანის პლანტაციებზე. აღსანიშნავია, რომ ეს იმიგრანტები ინგლისურად საუბრობდნენ. ცენტრალური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, როგორიცააჰონდურასი დანიკარაგუა, შავკანიანები და აბორიგენი მოსახლეობა ერთიან ოჯახებს ქმნიდნენ, ხოლო აბორიგენი ნგობეს ტომები არავის ეჯვარებოდნენ. აფრო-ანტილელები უპირატესობას გრძნობდნენ, როდესაც ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწიეს. უკეთ რომ ავხსნათ, 1920-იან წლებში პანამის პლანტაციებში სოკო გავრცელდა და მოსავლის დიდი რაოდენობა გააფუჭა. პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობა უკან, შტატებში დაბრუნდა. შედეგად, აფრო-ანტილელთა უმრავლესობამ კლერკებისა და ზედამხედველობის მიტოვებული პოსტები მიიღეს სამუშაოდ. დამატებით, რადგან აფრო-ანტილელები ინგლისურად საუბრობდნენ, ისინი ადვილად ამყარებდნენ ურთიერთობას ჩრდილოეთ ამერიკასთან (გუერონ-მონტერო 213).

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ დიდი ზეგავლენა იქონია შავკანიანთა კომუნის სოციალურ სტატუსზე, რომლებიც პანამაში ცხოვრობდნენ. რადგან მათ სამსახური ჰქონდათ, ამიტომ საკუთარი მიწის ნაკვეთის შეძენა და მოვლაც შეეძლოთ. ნგობეს აბორიგენმა მოსახლეობამ იგივე ვერ მოახერხა, რადგან ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ შავკანიანთა სოციალური სტატუსი უფრო მაღლა დადგა ვიდრე ღია კანის ფერის ადამიანებისა. ბრაზილიელების მსგავსად, რომლებმაც შეიცვალეს გარეგნობა, რომ უფრო თეთრკანიანებად გამოიყურებოდნენ და ამისთვის თმები შეიღებეს ღია ფრად, ასევე პანამელი აბორიგენი მოსახლეობაც თმებისა და გარეგნობის სტილს იცვლიდა, რომ ნაკლებად ჰქონოდათ ადგილობრივების გარეგნობა. (გუერონ-მონტერო 217). აბორიგენ მოსახლეობას ასევე შეარქვეს მეტსახელები, როგორიცაა „ბუჩი“ და „ბუშმენი“. მუქკანიანმა მოსახლეობამ შეინარჩუნა მაღალი სტატუსი თეთრკანიანთა ტურიზმის დასაწყისამდე 1900 წელს. ამის შემდგომ რასობრივი იერარქია მთლიანად შეიცვალა და ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობა იერარქიის სათავეში მოექცა.

ისევე როგორც აფრო-ანტილელმა მოსახლეობამ მოიპოვა სოციალური პრესტიჟი, თეთრკანიანთა უპირატესობაც ეკონომიკური ცვალებადობის შედეგი გახდა. ტურისტები, რომლებიც პანამას სტუმრობდნენ, ძირითადად მდიდარი ხალხი იყო. პანამელები უფრო მოიხიბლნენ თეთრკანიანი ტურისტების კეთილდღეობით, ვიდრე მათი კანის ფერით. დროთა განმავლობაში პანამელებმა დაიწყეს თეთრი კანის ფერის ასოცირება კეთილდღეობასთან.

პანამელთა სოციალური იერარქია მეტად საინტერესოა. ხელისფლება აცხადებს, რომ იერარქია არ არსებობს და სხვაობა დაფუძნებულია მხოლოდ ეკონომიკურ კლასსა და სქესზე. გარკვეული თვალსაზრისით პანამის მთავრობა მართალია. 1900-იანი წლების შუა ხანამდე აფრო-ანტილელი მოსახლეობა ინარჩუნებდა მაღალ სოციალურ მდგომარეობას, რადგან მათ ჰქონდათ კარგი სამუშაოები ამ პერიოდში და შედეგად კარგი ეკონომიკური სტატუსი. თეთრკანიანი ტურისტები ასევე მაღალ ეკონომიკურ სტატუსს ფლობდნენ მათი კეთილდღეობის გამო. რასობრივი დისკრიმინაცია გვერდითი მოვლენის სახით მაინც ვითარდება.

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: პანამის ეკონომიკა.

პანამის ეკონომიკაპანამის არხის ექსპლუატაციას, ასევე საბანკო და სადაზღვევო საქმეებს,გემების რეგისტრაციას ქვეყნების მიხედვით დატურიზმს ეყრდნობა. ეს ყველაფერი პანამისმშპ-ის და ქვეყანაში დასაქმებულთა დაახ. 2/3-ია.

2009 წლის მიხედვითმშპ ერთ სულ მოსახლეზე — 11,9 ათასიდოლარი იყო (93-ე ადგილი მსოფლიოში).

ქვეყნისმშპ-ის 17 % და დასაქმებულთა 18 %მრეწველობას უკავია, ხოლოსოფლის მეურნეობასმშპ-ის 6 % და დასაქმებულთა 15 % უკავია.

მთავარი სოფლის მეურნეობის პროდუქტებია —ბანანი,ბრინჯი,სიმინდი,ყავა,შაქრის ლერწამი და სხვა.

მრეწველობის მთავარი დარგებია —მშენებლობა,ლუდის წარმოება,შაქრის წარმოება, ასევეცემენტის და სხვა სამშენებლო მასალების წარმოება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სახელმწიფო სტრუქტურები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

პრესა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სხვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულიაორიგინალიდან — დეკემბერი 25, 2018. ციტირების თარიღი: December 23, 2010.
  2. CIA – The World Factbook – Field Listing – GDP (official exchange rate). CIA. დაარქივებულიაორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2018. ციტირების თარიღი: January 12, 2010. And:CIA – The World Factbook – Country Comparison – National product. CIA. დაარქივებულიაორიგინალიდან — ივნისი 4, 2011. ციტირების თარიღი: January 12, 2010. See also:IMF.org
  3. Annual % Growth – Final Consumption Expenditure, Etc. statistics – countries compared. NationMaster. დაარქივებულიაორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2013. ციტირების თარიღი: June 26, 2010.
  4. Final Consumption Expenditure, Etc. constant 2000 us$ (per capita) (most recent) by country. Nationmaster.com. ციტირების თარიღი: June 26, 2010.
  5. UNDP Human Development Report 2010. Table 1: Human development index 2010 and its components (PDF). UNDP. ციტირების თარიღი: November 6, 2010. p. 144
  6. „Country profile: Panama“.BBC News. June 30, 2010.
  7. 7.07.17.2Tice, K. E. (Karin E., Skoggard, I., & Beierle, J. (1999). Culture Summary: Kuna. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved fromhttp://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sb05-000
  8. https://www.anywherepanama.com/travel-guide/people-and-culture
  9. Cuna Indian Religion - eHRAF World Cultures. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  10. Bozzoli de Wille, M. E., Doyon, L., & Beirle, J. (2012). Culture Summary: Talamancans. New Haven: Human Relations Area Files. Retrieved fromhttp://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=sa19-000
  11. On The Indian Tribes And Languages Of Costa Rica - eHRAF World Cultures. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  12. Historyworld. ციტირების თარიღი: 2025-08-09
    
ზოგიერთი აქ მოყვანილი ქვეყანა ნაწილობრივსამხრეთ ამერიკაშია და ასევე მოიაზრება როგორცკარიბის ზღვის ქვეყანა
დამოუკიდებელი ქვეყნები
დამოკიდებული ტერ.
    
ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებსაც ხშირადამერიკის სხვა ნაწილს მიაკუთვნებენ აღნიშნულია დახრილი შრიფტით

სუვერენული სახელმწიფოები
არგენტინა ·ბოლივია ·ბრაზილია ·გაიანა ·ეკვადორი ·ვენესუელა ·კოლომბია ·პანამა ·პარაგვაი ·პერუ ·სურინამი ·ურუგვაი ·ჩილე

დამოკიდებული ტერიტორიები
არუბა /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები (ნიდერლანდები) ·სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები /ფოლკლენდის კუნძულები (გაერთიანებული სამეფო)

ზღვისიქითა დეპარტამენტი
საფრანგეთის გვიანა

სამხრეთი ამერიკა
    
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები
ჩრდილოეთი ამერიკა
სამხრეთი ამერიკა
დიდი ანტილის კუნძულები
მცირე ანტილის კუნძულები

აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები ·არუბის დროშა არუბა ·ანგილია დროშა ანგილია ·ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა ·ბარბადოსის დროშა ბარბადოსი ·ბონეირი, სინტ-ესტატიუსი და საბა (კარიბის ნიდერლანდები) ·ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები ·გვადელუპას დროშა გვადელუპა ·გრენადის დროშა გრენადა ·დომინიკის დროშა დომინიკა ·კიურასაოს დროშა კიურასაო ·მარტინიკის დროშა მარტინიკა ·მონსერატის დროშა მონსერატი ·სენ-ბართელმის დროშა სენ-ბართელმი ·სენ-მარტენი ·სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები ·სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი ·სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია ·სინტ-მარტენი ·ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო

    
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პანამა&oldid=4881826“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp