Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ოტავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ოტავა
Ottawa
დროშაგერბი

ქვეყანაკანადის დროშა კანადა
პროვინციაონტარიოონტარიო
მუნიციპალიტეტიეროვნული დედაქალაქის ოლქი
კოორდინატები45°25′15″ ჩ. გ.75°41′24″ დ. გ. / 45.42083° ჩ. გ. 75.69000° დ. გ. /45.42083; -75.69000
მერიჯიმ უოტსონი
დაარსდა1 იანვარი,1855
ფართობი2778,13კმ²
ცენტრის სიმაღლე70±1 მეტრი
ოფიციალური ენაინგლისური ენა[1] და ფრანგული ენა[1]
მოსახლეობა883 391 კაცი (2011)
სიმჭიდროვე292,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელიUTC-5,ზაფხულშიUTC-4
სატელეფონო კოდი613, 343, 819, 873
საფოსტო ინდექსიK0A, K1A-K4C
ოფიციალური საიტიottawa.ca/en
ოტავა — კანადა
ოტავა
კანადა
ოტავა — ონტარიო
ოტავა
ონტარიო

ოტავა (ინგლ. Ottawa,ფრანგ. Ottawa) —კანადის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინციაონტარიოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეოტავას ნაპირზე, რომელიცონტარიოსა დაკვებეკის შტატების საზღვრის გასწვრივ მიედინება. ოტავა მოსახლეობის მიხედვით კანადის სიდიდით მეოთხე, ხოლო ონტარიოს შტატის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქგატინოსთან და ოტავას სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შედისეროვნული დედაქალაქის ოლქის შემადგენლობაში.

2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 883 ათას ადამიანს, ხოლო ქალაქ გატინოსთან ერთად 1 236 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქის მმართველი ორგანო ქალაქის მერის არჩევას მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად ახდენს.2010 წლის1 დეკემბრიდან მერის თანამდებობა ჯიმ უოტსონს უკავია.

ოტავა1820-იან წლებში დაარსდა, თავდაპირველად, მოსახლეობის უმრავლესობას ჯარისკაცები და ხელოსნები შეადგენდნენ, რაცრიდოს არხის სამშენებლო სამუშაოების შედეგი იყო,1850 წელს მიიღო ხე-ტყის დამმუშავებელთა ქალაქის ოფიციალური სტატუსი.1855 წლამდე ერქვა ბაითაუნი,ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ ბაის პატივსაცემად, რომელიც რიდოს არხის სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.1857 წლის31 დეკემბრიდან ოტავა — პროვინცია კანადის დედაქალაქი, ხოლო1867 წლიდან კი უკვე მთლიანიკანადის დედაქალაქია. მომდევნო პერიოდში ქალაქი განვითარდა, როგორც სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი.XX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, რაც ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის იყო მიმართული.

XX საუკუნის ბოლოსა დაXXI საუკუნის დასაწყისში ქალაქი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ცენტრი გახდა, ხშირად მას „ჩრდილოეთსილიკონის ველად“ მოიხსენიებენ. ქალაქში მდებარეობს ფედერალური მმართველი ორგანოები და უმსხვილესი კულტურული დაწესებულებები, მათ შორისაა: კანადის წამყვანი მუზეუმები დაეროვნული სამხატვრო გალერეა.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ოტავა მდებარეობს პროვინციაონტარიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,კვებეკის პროვინციის საზღვრის მახლობლად, მდინარეებისოტავასა და რიდოს, ასევერიდოს არხის ნაპირებზე. მდინარე ოტავას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქიგატინო, რომელიც ოტავასთან ერთად ერთ მთლიან საქალაქოაგლომერაციას — ეროვნულ დედაქალაქის ოლქს ქმნის. ქალაქი მდებარეობს დაბლობ ტერიტორიაზე, უმაღლესი წერტილიზღვის დონიდან 166 მეტრზეა.[3] უახლოესი მთიანი სისტემააპალაჩებია. ოტავა, ისევე როგორც პროვინცია ონტარიოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და კვებეკის პროვინცია, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სასაათო სარტყელში მდებარეობს,მსოფლიოს კოორდინირებულ დროს ჩამორჩებაზამთარში 5 საათით, ხოლოზაფხულში 4 საათით.[4]

გეოლოგია და ნიადაგი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მდინარე ოტავის სამხრეთ ნაპირი, რომელზეც ქალაქი დგას, უმეტეს შემთხვევაში, ბრტყლადაა განლაგებულიორდოვიციული დაკამბრიული პერიოდებისდოლომიტებითა დაკირქვით. სენდი-ჰილის რაიონი, რომელიცოტავის უნივერსიტეტის ტერიტორიას ესაზღვრება, მდებარეობსთიხის ქანიან ბორცვზე, აღმართული მდინარე ოტავის უძველეს ძირზე. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ძირითადქანებსთიხაფიქალი დაკირქვა წარმოადგენს. ნეპინისა და ნაწილობრივ კანატის რაიონიც დგასორდოვიციული დაკამბრიული პერიოდის ქვიშაქვებზე. მდინარე ოტავის კალაპოტის გასწვრივ მდებარე ქალაქის დასავლეთი ნაწილი მდებარეობს კემბრიულისწინამეტამორფულ ქანებზე — კვარციტებსა და კირქვებზე, ასევეგრანიტებსა დაგნაისებზე. ამავე რაიონში მდებარეობს ე.წ კარპის მთაგრეხილი, სადაც შემონახულიამორენის დანალექი ნახევარმეტრიანი ფენები.[5]

კანადის დიდი ნაწილი მდებარეობს ტექტონიკურად მდგრად ჩრდილო-ამერიკულ ფილაზე და სეისმური აქტივობა მის აღმოსავლეთ ნაწილზე საკმაოდ დაბალია. ოტავაც არ წარმოადგენს გამონაკლისს და იგი მიეკუთვნება დასავლეთ კვებეკის სეისმურ ზონას, რომელიც ნაწილობრივ მოიცავს მდინარე ოტავის ხეობას მონრეალიდან ტემისკამინგამდე, სადაც მიწისძვრები არც ხშირია და არც ძლიერი, იშვითად თუ აღწევს ხუთ ბალს, რომლის დროსაც რეალური საფრთხე იქმნება შენობებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა.XX საუკუნეში ასეთი მიწისძვრა სულ ორჯერ მოხდა — პირველად ეპიცენტრით ტემისკამინგში (1935) და მეორედ კორნუოლში, აღმოსავლეთ ონტარიოში (1944).[6] 2000 წელს მოხდა 5,2 ბალიანი მიწისძვრა, ეპიცენტრი იყო ქალაქ ნორტ-ბეის ჩრდილოეთით[7], ხოლო 2010 წელს ხუთ ბალიანი მიწისძვრა ეპიცენტრით კვებეკში, 50 კილომეტრში ჩრდილოეთ კანადის დედაქალაქიდან.[8]

ეკოლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
წლიური ამინდი — ოტავა
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწელი
რეკორდ. მაღალი °C (°F)12 (54)12.4 (54)26.7 (80)31.1 (88)32.8 (91)36.1 (97)36.7 (98)37.8 (100)35 (95)27.8 (82)23.9 (75)16.3 (61)37,8 (100)
საშუალო მაღალი °C (°F)-6.1 (21)-4.1 (25)2.2 (36)10.8 (51)19.1 (66)23.8 (75)26.5 (80)24.9 (77)19.5 (67)12.5 (55)4.8 (41)-3 (27)10,9 (52)
საშუალო დღიური °C (°F)საშუალო დაბალი °C (°F)-15.3 (4)-13.3 (8)-7.1 (19)0.6 (33)7.7 (46)12.7 (55)15.4 (60)14.1 (57)9.1 (48)3 (37)-2.8 (27)-11.1 (12)1,1 (34)
რეკორდ. დაბალი °C (°F)-35.6 (-32)-36.1 (-33)-30.6 (-23)-16.7 (2)-5.6 (22)-0.1 (32)5 (41)2.6 (37)-3 (27)-7.8 (18)-21.7 (-7)-34.4 (-30)−36,1 (−33)
ნალექი მმ (დუიმი)25.2 (1)17.6 (0.7)36.3 (1.4)60.5 (2.4)78.4 (3.1)85 (3.3)90.6 (3.6)87.1 (3.4)85.3 (3.4)74.9 (2.9)59.8 (2.4)31.3 (1.2)732 (28,8)
წყარო:[9] 2009-02-08

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ერთიანიკანადის დედაქალაქად გამოაცხადა1857 წელს ინგლისის დედოფალმავიქტორიამ. ქალაქი კი დაარსდა1827 წელს და თავდაპირველად ცნობილი იყო ბაუთაუნის სახელით (რიდოს არხის მშენებლისჯონ ბაიას პატივსაცემად).1855 წლიდან უკვე ამ ქალაქს ჰქვია ოტავა, რაც ადგილობრივი ინდიელთა ენაზე გაცვლას ნიშნავს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ოტავის ადმინისტრაციული დაყოფა.

კანადა, თავის მხრივ წარმოდგენილი, როგორც ერთიანი სააღწერო ოლქი, ადმინისტრაციულად იყოფა 23 საარჩევნო რაიონად. ქალაქი ასევე დაყოფილია საფოსტო და საპოლიციო რაიონებად.

2001 წლამდე, ოტავის ტერიტორია ამჟამინდელი ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა.2001 წელს, ქალაქს მიუერთდა ათი მუნიციპალური ერთეული: ვანე, გლოსტერი, გოლბორნი, კემბერლენდი, კანატა, ნეპინი, ოსგუდი, რიდო, როკლიფ-პარკი და უესტ-კარლტონი. დღესდღეობით, ქალაქის ისტორიული უბნები აქტიურად გამოიყენება უძრავი ქონების კომპანიების მიერ, ოტავის მმართველი ორგანოები მთლიანად ცენტრალიზებულია, ყოფილი რაიონების ადგილობრივი საბჭოები გაუქმებულია და ოტავის მთლიანი ხელისუფლება თავმოყრილია ქალაქის ადმინისტრაციაში.[10]

ადგილობრივი სათემო ცენტრები რაიონების მცხოვრებთა ურთიერთმოქმედებით უზრუნველყოფილი და მთელი რიგი სოციალური სერვისით აღჭურვილი ნებაყოფლობითი ორგანიზაციებია; ეს ცენტრები არ წარმოადგენენ ხელისუფლების ორგანოებს და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ქალაქის ნებისმიერს მაცხოვრებლებს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, მიმართოს ნებისმიერ მათგანს. სათემო ცენტრების რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც ისტორიული რაიონი. ოტავის სათემო ცენტრების კოალიციაში თოთხმეტი ასეთი ორგანიზაცია შედის, რომელთა მართვაც ჯანდაცვისა და რესურსების განაწილების ზოგიერთ ასპექტს მოიცავს.[11]

ოტავა მდებარეობს ეროვნული დედაქალაქის ოლქში, რომელიცონტარიოსა დაკვებეკის პროვინციების ტერიტორიებს მოიცავს. მდინარე ოტავის კვებეკურ მხარეში, ეროვნული დედაქალაქის ოლქი შემადგენლობაში ყოფილი ქალაქები: გატინო (ძვ. გატინო), ჰალი და ეილმერი, ასევე ოტავის რაიონების ორი რეგიონული საბჭო შედის. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადმინისტრაციული სუბიექტი, მდინარე ოტავის მარჯვენა სანაპიროს გაფართოების შედეგად, თითქმის ერთდროულად მოექცნენ ქალაქ გატინოს შემადგენლობაში. თვითონ ქალაქი გატინო, ხშირად მოიხსენიება, როგორც ოტავა-გატინოს საქალაქო აგლომერაციის ნაწილად. ქალაქში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი და ოტავისა და გატინოს სხვა ობიექტები, ექვემდებარებიან არა მუნიციპალურ ხელისუფლებას, არამედ ეროვნული დედაქალაქის კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება ფედერალურ პარლამენტს.[12]

მოსახლეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მონაცემების მიხედვით, ოტავა მოსახლეობის რიცხოვნობით კანადის ქალაქებს შორის მეოთხე ადგილს იკავებდა,ტორონტოს,მონრეალისა დაკალგარის შემდეგ, ხოლოონტარიოს პროვინციის ქალაქებს შორის მეორე ადგილს.[13] თუ 1984 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 44 ათასს აღწევდა, ამ რიცხვმა 2011 წელს დაახლოებით 900 ათასი ადამიანი შეადგინა (იმ მოსახლეობის ჩათვლით, რომლებიც 2001 წელს ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ).[14] ოტავა-გატინოს საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობამ 2011 წლისთვის 1,2 მილიონი ადამიანი შეადგინა.[15] ბოლო აღწერის მიხედვით, ოტავის მოსახლეობის საშუალო ასაკი 39,2 წელი იყო. მოსახლეობის 16,8 % 15 წელზე მცირე ასაკის იყო, 13,2 % კი 65 წლის ან უფრო მეტის.[14]

ოტავის მოსახლეობის ზრდის დინამიკა (ათას. მცხოვრები)
ისტორიული საზღვრები
(1901 წლამდე)
ამჟამინდელი საზღვრები
(1901—2011)
აგლომერაცია
ოტავა-ჰალი / ოტავა-გატინო
წყარო:
ონტარიოს მოსახლეობა პროექტ OntarioGen Web-ის საიტზე[16]
წყაროები:
მოსახლეობის ზრდა (1901-2006) ოტავის მერიის ოფიციალურ საიტზე[17]
ოტავა, 2011 წლის მოსახლეობის აღწერის საიტზე[14]
წყარო:
კანადის მოსახლეობის აღწერა[15][18][19]

2006 წლის აღწერის მიხედვით, კანადის დედაქალაქში ცხოვრობს 875 000 ადამიანი, მას მოსახლეობის თვალსაზრისითმეოთხე ადგილი უკავია კანადაში. ოტავის მოსახლეობის ძირითად შემადგენლობას შეადგენენ: კანადელები, ფრანგები და ინგლისელები, აქ აგრეთვე სახლობენ სხვა ეროვნების ხალხიც, თუმცა მათი რიცხვი მცირეა.

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ოტავას კანადაში უდიდესი კულტურული ფუნქციები აკისრია, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და გალერეა. მათგან აღსანიშნავიაკანადის ეროვნული გალერეა, სადაც დაცულია მრავალი უნიკალური შედევრი. ოტავა ფესტივალების ქალაქია. ოტავის ფესტივალებიდან ყველაზე ცნობილიაგაზაფხულის ტიტების ფესტივალი, რომელიც სათავეს იღებს1945 წლიდან, სწორედ ამ წელსნიდერლანდებმა კანადას გამოუგზავნა 100 000ტიტის ბოლქვი და ამით გამოხატა ამ ქვეყნის დახმარებამეორე მსოფლიო ომში ნიდერლანდებისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება აღლუმები და კონცერტები.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. 1.01.1https://www.hilltimes.com/2018/01/29/130889
  2. (2005)Downtown Canada: Writing Canadian Cities. University of Toronto Press, გვ. 35.ISBN978-0-8020-8668-6. 
  3. County High Points of Ontario. Ontariohighpoints.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  4. Standard Time Zones. Natural Resources Canada lang=en. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-07.
    H. David Matthews, Mary Vincent.. (September/October 1998) It's about TIME. Canadian Geographic. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-07.
  5. Schut & Wilson 1987, pp. 12–13. sfn error: no target: CITEREFSchut_&_Wilson1987 (help)
  6. Earthquake zones in Eastern Canada. Natural Resources Canada (7 November 2011). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  7. Earthquakes. Natural Resources Canada (2 January 2008). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  8. Quake shakes Quebec, Ontario. CBC (June 23, 2010). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  9. Canadian Climate Normals 1971-2000[მკვდარი ბმული]
  10. A feeling of ownership. The Stittsville News (April 6, 2004). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-09-04.
  11. National Capital Commissionდაარქივებული 2013-08-20 საიტზეWayback Machine. — статья из Канадской энциклопедии(ინგლისური)
  12. Most populous municipalities (census subdivisions) by province and territory, 2011. Statistics Canada (May 30, 2012). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2012-08-20.
  13. 14.014.114.2Census Profile: Ottawa, City, 2011. Statistics Canada (May 29, 2012). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  14. 15.015.1Census Profile: Ottawa-Gatineau (Census metropolitan area), 2011. Statistics Canada (May 29, 2012). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  15. Ontario Population. OntarioGen Web. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  16. Population Change, City of Ottawa, 1901—2006. City of Ottawa (December 2008). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2014-01-03.
  17. Population and Dwelling Counts, for Census Metropolitan Areas in Decreasing Order of 1996 Population, 1991 and 1996 Censuses — 100% Data. Statistics Canada. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  18. 2001 Community Profiles: Ottawa-Hull, Ontario. Statistics Canada (January 2, 2007). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  19. Apruebase Convenio Marco de Cooperacion № 11/98 Celebrado Entre El G.C.B.A. y La Ciudad de Ottawa (Canada). Buenos Aires Ciudad (15 de octubre de 1998). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
  20. Ottawa, Beijing Sign Sister Cities Agreement. People Daily (October 20, 1999). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-08-02.
  21. 22.022.122.222.3Ottawa, Ontario, Canada. DBCity.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2012-08-22.
    
ჩრდილოეთ ამერიკის დედაქალაქები
   

ბას-ტერი,გვადელუპა2
ბასტერი,სენტ-კიტსი და ნევისი
ბელმოპანი,ბელიზი
ბრიჯტაუნი,ბარბადოსი
კასტრი,სენტ-ლუსია
შარლოტ-ამალია,აშშ-ის ვირჯინის კუნძულები3
კოკბერნ-ტაუნი,ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები1
ფორ-დე-ფრანსი,მარტინიკა2
ჯორჯტაუნი,კაიმანის კუნძულები1
გვატემალა,გვატემალა
გუსტავია,სენ-ბართელმი2
ჰამილტონი,ბერმუდის კუნძულები1
ჰავანა,კუბა

როუდ-ტაუნი,ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები1
როზო,დომინიკა
სენ-პიერი,სენ-პიერი და მიკელონი2
სან-ხოსე,კოსტა-რიკა
სან-ხუანი,პუერტო-რიკო3
სან-სალვადორი,სალვადორი
სანტო-დომინგო,დომინიკელთა რესპუბლიკა
სენტ-ჯორჯესი,გრენადა
სენტ-ჯონზი,ანტიგუა და ბარბუდა
ტეგუსიგალპა,ჰონდურასი
ვალი,ანგილია1
ვაშინგტონი,აშშ
ვილემსტადი,ნიდერლანდების ანტილის კუნძულები4

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოტავა&oldid=4928049“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp