ორანი (არაბული: وهران,) — ქალაქიხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში, ეს დასახლება წარმოადგენსალჟირშის მეორე უდიდეს ქალაქს.
ფრანგული მმარეთველობის დროს ორანი იყო პრეფექტურა,ორანის დეპარტამენტში. ამჟამად ეს დასახლება წარმოადგენსორანის პროვინციის (ვილაიეთი) ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ დაახლოებით ცხოვრობს 1,283,250 კაცი (2006), ხოლო რაც შეეხება ქალაქის აგლომერაციას, აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს და მას დედაქალაქალჟირის შემდეგ ქვეყანაში მეორე ადგილი უკავია.[1] ორანი არის საპორტო ქალაქი, 1960 წლის შემდეგ ეს ქალაქი დასავლეთ ალჟირის უმნიშვნელოვანესი კომერციული, ინდუსტრიული და საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ორანიდან 432 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ალჟირი.
ორანი მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. საშუალო წლიური ტემპერატურა 17,7 გრადუს აღწევს, წლიური ნალექების რაოდენობა კი 388 მილიმეტრია.
ყველაზე თბილი თვეები არის ივლისი და აგვისტო, რომლის საშუალო ტეპმპერატურა 24.2 - 24.8 გრადუს აღწევს, ზამთრის ყველაზე ცივი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, საშუალო ტემპერატურა 11.7 - 12.4 °C.
ქალაქში ყველაზე მეტი ნალექი ოქტომბერსა და აპრილში მოდის.
ორანი დაარსდა903 წელს, მას დაარსებიდანვე სავაჭრო მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრებოდა. 1509 წელს ეს ადგილები შევიდაესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ესპანთა მმართველობა აქ1708 წლამდე გაგრძელდა, ამ წელსოსმალებმა შეძლეს ჩრდილოეთი ალჟირის დაპყრობა. ესპანეთმა1732 წელს მოახერხა, ამ ქალაქის უკან დაბრუნება. თუმცა უკვე ორანის სავაჭრო ფუნქციები დაკარგული ჰქონდა, სწორედ ამიტომ 1792 წელს, ესპანეთის მეფეკარლოს IV-მ ეს ქალაქი ოსმალებს მიჰყიდა. ოსმალთა მმართველობა აქ1831 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდიდან ქალაქში იწყება ფრანგული პერიოდი.
საფრანგეთის მმართველობის დროს, ორანი გახდა ამავე სახელწოდებისდეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე,ბრიტანულმა ფლოტმა მოახდინა გერმანიის მხარეს მყოფივიშის საფრანგეთის გემებისჩაძირვა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განხორციელდა.
ორანს მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრაალჟირის დამოუკიდებლობის ომში.
დღეს ორანში არის,ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგური. ამ ქალაქს ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესი დანიშნულება აქვს, აქ მდებარეობს ალჟირის სიდიდით მეორე უნივერსიტეტი[2].