Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ოლინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობაUNESCO, ობიექტი№ 189
ინგლ.რუს.ფრ.

ოლინდა (პორტ. Olinda, ნიშნავს „ოჰ, მშვენიერი“) — ქალაქიპერნამბუკუში,ბრაზილია,ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე,რესიფის ჩრდილოეთით დაპაოლისტას სამხრეთით. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული კოლონიური ქალაქია ქვეყანაში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 376 800 (2005) ადამიანს.

ოლინდის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა: ისტორიული ცენტრი, მრავალრიცხოვანი ეკლესიები დაკარნავალი. ოლინდის კარნავალი ტრადიციულ პორტუგალიურ კარნავალთა მსგავსია, აფრიკული ზეგავლენის ცეკვების დამატებით.რიო-დე-ჟანეიროსა და სალვადორისგან განსხვავებით საუკეთესო ადგილისთვის ფულის გადახდა საჭირო არ არის. მთელი ზეიმი ქუჩაში იმართება და წარმოდგენას ასობით მუსიკალური ჯგუფი უერთდება.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ოლინდის დასახლება1535 წელს დააარსა დუარტე კოელიუ პერეირამ. 1537 წლის 12 მარტს სოფლის სტატუსი ჰქონდა. მოგვიანებით პერნამბუკოს რეგიონის დედაქალაქი გახდა, თუმცა ჰოლანდიელების ხშირი თავდასხმების გამო დედაქალაქირესიფიში გადაიტანეს.

ბუნებრივი სილამაზის გარდა, ოლინდა ასევე ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია. 1982 წელსიუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
    

ისტორიული ქალაქიორუ-პრეტუ ·ოლინდას ისტორიული ცენტრი ·იეზუიტების მისიაგუარანში:სან-მიგელ-დას-მისიონი ·სალვადორის ისტორიული ცენტრი · საეკლესიო კომპლექსიბონ-ჟესუს-დუ-კონგინიასი ·იგუასუს ეროვნული პარკი · ქალაქიბრაზილია ·სერა-და-კაპივარის ეროვნული პარკი ·სან ლუისის ისტორიული ცენტრი ·დიამანტინას ისტორიული ცენტრი ·ბრაზილიის ატლანტიკური ტყე ·სერა-დუ-მარი ·გოიასის ისტორიული ცენტრი ·ჟაუს ეროვნული პარკი ·პანტანალი ·ფერნანდუ-დი-ნორონია დაროკასი ·შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკი დაემასის ეროვნული პარკი · სან-ფრანცისკოს კვარტალი ქალაქსან-კრისტოვანში ·რიო-დე-ჟანეირო (ტიჟუკის ტყე,ბოტანიკური ბაღი,კორკოვადო,გუანაბარის უბე,კოპაკაბანა) ·პამპულიის თანამედროვე ანსამბლი ·ვალონგოს ნავსადგური ·პარატი დაილია-გრანდე ·რობერტუ ბურლე მარქსის ნამუშევრები

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოლინდა&oldid=4436648“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp