Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ნიუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუე
ინგლ. Niue
ნიუე. Niuē
ნიუე
ნიუეს
დევიზი: ნიუე. Atua, Niue Tukulagi
ინგლ. God, Niue Eternally
ღმერთო, ნიუე მუდამ
ჰიმნი: "ნიუე. Ko e Iki he Lagi"
"ინგლ. The Lord in Heaven"
უფალი ზეცაში

სამეფო ჰიმნიინგლ. "God Save the King"
ღმერთო დაიფარე მეფე
სტატუსიახალი ზელანდიის სამეფო
დედაქალაქი
და
ალოფი
19°03′ ს. გ.169°55′ ა. გ. / 19.050° ს. გ. 169.917° ა. გ. /-19.050; 169.917
ოფიციალური ენაინგლისური,ნიუეური
მთავრობაკონსტიტუციური მონარქია
 - მეფეჩარლზ III
 - გენერალ-გუბერნატორისინდი კირო
 - პრემიერ-მინისტრიდალტონ ტაგელაგი
ფართობი
 - სულ261,46 კმ2 
მოსახლეობა
 - 2021 შეფასება1937[1]
 - 2022 აღწერა1681[2]
 - სიმჭიდროვე6,71 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ)2021 შეფასება
 - სულ$18.7 მილიონი[3] (220-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$11 100[3] (140-ე)
ვალუტაახალ ზელანდიური დოლარი (NZD)
სასაათო სარტყელიUTC-11:00
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი+683
ISO 3166 კოდიNU
ინტერნეტ-დომენი.nu

ნიუე (ინგლ. Niue [ˈnjuːeɪ];ნიუე. Niuē-fekai, ძველი სახელწოდებასევიჯი Savage) — კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთწყნარ ოკეანეში. მდებარეობსახალი ზელანდიის ჩრდილოეთით. ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 261,46 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 1611 ადამიანი[4] (2011), მოსახლეობის ძირითად ნაწილსპოლინეზიელები შეადგენენ. ეს ტერიტორია პირველადჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა1774 წელს. 1900 წელს ნიუე გახდაბრიტანეთის იმპერიისპროტექტორატი, ხოლო 1901 წლიდან იგი ანექსირებულ იქნაახალი ზელანდიის მიერ. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.

ნიუე არის ახალ ზელანდიასთან ასოცირებული წევრი, ამ ტერიტორიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტონომიური უფლებები. ნიუეს მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქიჩარლზ III.

2003 წელს, ნიუე გახდა მსოფლიოში პირველი„WiFi ერი“.

დასახელება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მთლიანი თანამედროვე სახელი —ნიუე-ფეკაი (ნიუე. Niuē-fekai) გამოიყენება მხოლოდ ოფიციალურ შემთხვევებში, სიმღერებში. ის შედგება ორი შემადგენელი ნაწილისაგან: სიტყვაniue წარმოიქმნა არსებითი სახელისგან —niu და ითარგმნება როგორც «აი ქოქოსის პალმა»;fekai ითარგმნება როგორც «კანიბალი», თუმცაკანიბალიზმი კუნძულზე არ არსებობდა[5].

მაგრამ ნიუეს ყველაზე ძველი სახელია —ნუუკ-ტუ-ტაჰა (ნიუე. Nuku-tu-taha), რომელიც ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით დაარქვა კუნძულის პირველმა აღმომჩენმა სახელადჰუანაკიმ (ნიუე. Huanaki) და რომელიც შეიძლებანიუეს ენაზე ვთარგმნოთ როგორც«ეულად მდგომი კუნძული»[6]. სხვა ისტორიული სახელებია —მოტუ-ტე-ფუა (ნიუე. Motu-te-fua, რომელიც ითარგმნება, როგორც«კუნძული ხილის გარეშე»),ფაკაჰოა-მოტუ (ნიუე. Fakahoa-motu),ნუკუ-ტულუეა (ნიუე. Nuku-tuluea). ყველა ეს დასახელება ხმარებიდან გამოსულია, ისინი მხოლოდ გვხვდება ნიუეს ლეგენდებში და სიმღერებში[6].

ნიუეს მეორე ისტორიული სახელია —სავიჯი (ინგლ. Savage Island), რომელიც დაკავშირებულია განთქმულიინგლისელი ზღვაოსნისჯეიმზ კუკის სახელთან, რომელიც პირველი ევროპელი ნიუეს კუნძულის აღმომჩენია. ინგლისური ენიდან თარგმანში ეს სახელი ითარგმნება როგორც«ველურების კუნძული». ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ინგლისელ მოგზაურს მტრულად დახვდნენ ადგილობრივი აბორიგენები[7].

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნიუეს რუკა.

ნიუეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შედგება ნიუეს ამოწეული მარჯნის ატოლისაგან და სამი წყლისქვეშარიფისაგან, რომლებიც განლაგებულიაწყნარ ოკეანეში,პოლინეზიაშიეკვატორსა დასამხრეთ ტროპიკს შორის. ნიუეს კუნძული მდებარეობს დაახლოებით 480 კმ-შიტონგას კუნძულებიდან აღმოსავლეთით, 930 კმ-ში კუნძულრაროტონგადან (კუკის კუნძულების მთავარი კუნძული) დასავლეთით, და დაახლოებით 2400 კმ-ში ქალაქოკლენდიდან (ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ქალაქი) ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი არქიპელაგებია — კუნძულ ნიუედან დასავლეთით მდებარეტონგა, რომელიც ეკუთვნის იგივე დასახელების სახელმწიფოს და ჩრდილო-დასავლეთით მდებარესამოა, რომელიც ეკუთვნისსამოას დაამერიკის სამოას.

ნიუეს საერთო ფართობია — 261,46 კმ², რის გამოც იგი ერთადერთი უდიდესიაწეული ატოლია მსოფლიოში. კუნძულის უმაღლესი წერტილია უსახელო ამაღლებული ადგილი დასახლებულ პუნქტ მუტალაუს შორიახლოს — 68 მ.[8]

ნიუეს რიფები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
დასახელებაკოორდინატებიაღწერა
ბევერიჯი (ინგლ. Beveridge Reef)20°00′ ს. გ.167°47′ დ. გ. / 20.000° ს. გ. 167.783° დ. გ. /-20.000; -167.783წყალქვეშა მთა. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — 9,5 კმ, სიგანე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 7,5 კმ. საერთო ფართობი — 56 კმ².ლაგუნას სიღრმე — 11 მ.
ანტიოპი (ინგლ. Antiope Reef)18°14′ ს. გ.168°20′ დ. გ. / 18.233° ს. გ. 168.333° დ. გ. /-18.233; -168.333ოვალურიპლატო დიამეტრით 400 მ. მინიმალური სიღრმე — 9,5 მ. პირველად შენიშნეს 1886 წელს ბრიტანული გემიდან «Antiope».
ჰერენსი (ინგლ. Harans Reef)21°32′ ს. გ.168°54′ დ. გ. / 21.533° ს. გ. 168.900° დ. გ. /-21.533; -168.900პირველად შენიშნეს 1848 წელს გემიდან «Thomas Dickenson».

გეოლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუე მდებარეობსწყნარი ოკეანის პლიტისლიტოსფერულ პლიტაზე და მუდმივ მოძრაობაშია ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით (დაახლოებით 1 სმ წელიწადში). როცა კუნძული ჯერ კიდევ იყო აქტიურივულკანი, დაახლოებით 2—3 მილიონი წლის წინ, ნიუე მდებარეობდა დაახლოებითв 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში დღევანდელი ადგილმდებარეობიდან[9]. მდებარეობს რაკერმადეკის დატონგას ღარიდან მცირე მანძილზე, კუნძული მუდმივად მოძრაობს ტონგას ღარის მიმართულებით და რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ ნიუე მთლიანად იქნება მის მიერ შთანთქმული[9].

კუნძულს აქვს ძალიან მდიდარი გეოლოგიური ისტორია. შორეულ წარსულში ნიუე წარმოადგენდა მოქმედ ვულკანს, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ ჩაქრა, ხოლო მისმა ზედა ნაწილმა, რომელიც ოკეანის დონის ზემოთ იმყოფებოდა, განიცადა ძლიერიეროზია ბუნებრივი ფაქტორებისაგან (წვიმა, ოკეანის ტალღები)[10]. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხდამარჯნულირიფისმუტალაუს ფორმირება, რომელსაც დაერქვა კუნძულის უმაღლესი წერტილის სახელი, ხოლო ვულკანის კონუსმაგამყინვარების პერიოდის დაწყებამდეპლეისტოცენის დროს მოიკლო სიდიდეში ეროზიის შედეგად, ასევე მოხდა ვულკანის შიდა ნაწილის გაცივება და შეკუმშვა[10]. დაახლოებით 1,6 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დაფიქსირდა გამყინვარების პერიოდის დადგომის გამო ოკეანის დონის დაწევა, ამ დროს ჩამოყალიბდა ნიუეს მარჯნული წარმონაქმნების მნიშვნელოვანი ნაწილი, კუნძულის ცენტრში დაშრალაგუნა[10].

კუნძული ნიუე შედგება აწეულიკირქვიანი პლატოსაგან, რომელიც მდებარეობს წყალქვეშ ჩაძირული ვულკანის მწვერვალზე[11]. ამ პლატოს აქვს გორაკიანირელიეფი: მისი ნაპირები მდებარეობს 68 მ სიმაღლეზე, ხოლო ცენტრალური ნაწილი — 30 მ-ზე. ეს ამტკიცებს იმას, რომ უძველეს დროში კუნძულის ამ ნაწილში მდებარეობდა ლაგუნა, რომელიც შემდგომში გაქრა კუნძულის აწევის შედეგად[11]. ცენტრალური პლატო გარშემორტყმულია ვიწრო ტერასით, რომლის სიგანეა 100—200 მ (სიმაღლე — დაახლოებით 28 მ). ტერასების ფერდოები საკმაოდ დახრილია გაშიშვლებული მარჯნის ჯიშებით, რომელიც დაფარულია წყლისგან გაჩენილი ეროზიისგან გამოწვეული დიდი ბზარებით[12]. ნიუეს სანაპირო ძალიან კლდიანია, დაკიდული კლდეებით და გამოქვაბულებით[13]. ფერდოების არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ აწეული კუნძულები წარმოიშვა ორ ეტაპად[11]. კუნძული გარშემორტყმულია რიფებით[12].

სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგის არსებობა ნიუეს განსაკუთრებულ სანაპირო ეკონომიკურ ზონაში ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაცსედიმენტაციის პროცესი ამ რაიონში მიმდინარეობს ძალიან ნელა[14]. მაგრამ თვითონ კუნძულზე შეიძლებარადიოაქტიური ელემენტების საბადოების არსებობა. მიუხედავად ამისა არანაირი ძიება ამ მომენტისათვის არ მიმდინარეობს[15].

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუესკლიმატი ცხელია და ზომიერად ტენიანია. მთების არარსებობით და პატარა ფართობით კლიმატური პირობები მთელ კუნძულზე პრაქტიკულად ერთნაირია. მკაფიოდ გამოირჩევა ორი ძალიან განსხვავებული სეზონი: ცხელი ტენიანი სეზონი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ტენიანობით და სეზონური ციკლონური პერიოდით, და უფრო ცივი მშრალი სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით თბილი მზიანი დღეებით, გრილი ღამეებით და ძლიერიბრიზებით[16].

ნიუეზე საშუალო წლიურიტემპერატურა მერყეობს უმნიშვნელოდ. დღის მაქსიმალური ტემპერატურა იანვარ—თებერვალში შეადგენს 30 °C, ივლის-აგვისტოში — 26 °C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2180 მმ-ს, თუმცა წვიმიან სეზონში ზოგჯერ შეიძლება მიაღწიოს 3300 მმ მაჩვენებელს, ხოლო გვალვიან თეებში 80—140 მმ-ს[17]. ნალექების ძირითადი წილი მოდის იანვარ—მარტში[16]. სხვადასხვა ხანგრძლივობის გვალვები ხდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ უმრავლესობა მოდის გვალვიან სეზონზე. ხანგრძლივი დროითქარი ქრის აღმოსავლეთიდან სამხრეთისაკენ და იმყოფება სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატების ზონის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მდებარეობს ტროპიკული ციკლონების ზოლის ნაპირას.[18]

ნიუეს კუნძული მდებარეობს ტროპიკული ციკლონის სამხრეთი ნაწილის ზოლში და სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატების ზონაში, რის შედეგადაც აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით კუნძულზე შეიმჩნევა ძლიერი შტორმები[19]. ყოველ ათ წელიწადში ნიუეს თავს ატყდება დამანგრეველი ციკლონები[19].

ნიადაგი და ჰიდროლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუესნიადაგები არ გამოირჩევა ნაყოფიერებით, რაც ძირითადად აიხსნება ქვენაფენი ქანების არაღრმა განლაგებით, ზედაპირზე გამოსულიკირქვითა და კაჭარის დიდი რაოდენობით.[16] კუნძულის ნიადაგის სხვა გამორჩეული ნიშნებია:წყალბადის მაჩვენებელის მაღალი დონე,ფოსფორის,კალციუმის დამაგნიუმის მაღალი შემცველობა დათუთიის დაბალი შემცველობა[16]. საერთოდ ნიადაგი ფორმირებულია დამჯდარი ჯიშებით და შედგება ვულკანური მასალისაგან მცირეაბისალური თიხის შემცველობით. ნიუეზე გამოარჩევენ ნიადაგის შემდეგ ოთხ ტიპს:

ნაკლებ ნაყოფიერი ნიადაგი ღრმა კვალს ტოვებსსოფლის მეურნეობის შეზღუდულ განვითარებაზე. ნიადაგის ზოგიერთ ადგილებში მაღალი შემცველობით ისეთი რადიოაქტიური ელემენტების არსებობა, როგორიცააურანი დათორიუმი, ამტკიცებს იმას, რომ ძველად ეს ნიადაგი რამდენიმე ხნის განმავლობაში იმყოფებოდაზღვის წყალთან კონტაქტში[21].

ნიუეს კუნძულზე არ არსებობს რაიმე მსხვილი წყლის ნაკადი ან ნაკადულები, რაც გამოწვეულია ნიადაგის მაღალი გამოფიტულობით[13], რის გამოც ხდება წვიმის წყლის გრუნტში შეწოვა. კუნძულის გეოლოგიურმა კვლევებმა დაგვანახა, რომ ნიუეზე ასევე არ არსებობს კლასიკური წყლისლინზა[22]. მის ადგილას კუნძულის ცენტრში არისმტკნარი წყლის პლასტი სისქით 40—80 მ და წყლის პლასტი ყოფილი ატოლის ნაპირების ქვეშ სისქით 50—170 მ, რომლებსაც აქვთტოროიდული ფორმა[22]. რადგანაც ნიუეზე არცმდინარეებია და არცტბები, საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის საჭირო მტკნარი წყალი მიიღება რამდენიმეჭაბურღილიდან[13].

ფლორა და ფაუნა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ნიუეზე იზრდებაჭურჭლოვანი მცენარეების 629 სახეობა, რომელთაგან 175ენდემებია[23]. საერთოდ კუნძულზე შეიძლება გამოიყოს გამოკვეთილი მცენარეულობის ორი დიდი ზონა: ნიუეს შიდა რაიონებისჯუნგლები და სანაპირო ფლორა. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულიაბუჩქებით, მხოლოდ მიწის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია ხელშეუხებელი ტყეებით.

ნიუეს მცენარეული საფარი განიცადა მნიშვნელოვანი ანთროპოგენური ზემოქმედება[24]. ხელშეუხებელი ტყეები შემორჩა მხოლოდ კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში. აქ ძირითადად იზრდება მაღალი ხეები, იშვიათი რაოდენობის ბუჩქებით და ბალახის საფარით ტყის დაბალ იარუსებში. კუნძულის ყველაზე დიდი ტყეს ჰქვიაჰუვალუ, მასზე ადამიანის ნებისმიერი ზემოქმედება კატეგორიულად აკრძალულია[24]. ნიუეს მნიშვნელოვანი სივრცე დაფარულიამეორადი ტყეებით, რომელშიც იზრდება დიდი რაოდენობით ფლორის წარმომადგენელი, ვიდრე ხელშეუხებელი ტყეებში. იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, წარმოიშვება პატარა ტყეები[24].

შიდა ტყეებში ხის ყველაზე გავრცელებული ჯიშებიაSyzgium inophylloides დაSyzgium richii[25]. სხვა მცენარეებიდან ყველგან გვხვდებაDysoxylum forsteri,Planchonella torricellensis,Pomentia pinnata,Macaranga seemanii დაFiscus prolixa. მცენარეთა ქვედა იარუსში ჭარბობსPolyscias multijuga,Streblus anthropophagorum,Merremia peltate და სხვადასხვა სახისგვიმრანაირნი[25].

სანაპირო ზონაში ძირითადად იზრდება იგივე მცენარეები, რაც ნიუეს შიდა რაიონებში. მაგრამ მათი განმასხვავებელი თვისებებია დაბალი სიმაღლე[25]. სანაპიროზე გვხვდება ბევრი ბუჩქნარები, როგორებიცაა:Barringtonia asiatica,Capparis cordifolia,Timonius polygamu,Ochrosia oppositifolia,Pandanus tectorius,Scaeveola taccada დაMesserchmidia argentea[25].

ხმელეთისძუძუმწოვრებს წარმოადგენენ უპირატესად ადამიანის მიერ ჩაყვანილი ცხოველები:ძაღლები,ღორები დაკატები. ნიუეზე ერთადერთი ადგილობრივი ხმელეთის ძუძუმწოვარაატონგის მფრინავი მელია (Pteropus tonganus), რომელიც მთავარ როლს თამაშობს კუნძულის ეკოსისტემაში: ის ამტვერიანებს ადგილობრივი მცენარეების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ტყეების მოჭრა და არასანქცირებული ნადირობა იწვევს ამ ცხოველის რაოდენობის შემცირებას.

კუნძულზე ბუდობს ფრინველთა 31 სახეობა, რომელთაგანაც არც ერთი არაა ენდემიკი[26], მაგრამ (Lalage maculosa)-ის და (Aplonis tabuensis)-ის ქვესახეობები არიანLalage maculosa whitmeei-ის დაAplonis tabuensis brunnescens-ის ენდემები[27].

ნიუეს სანაპირო წყლებში ასევე ბინადრობს ენდემური შხამიანიბრტყელკუდიანი გველი —Laticauda schystorhyncha[10] (ადგილობრივი სახელი—კატუალი).

ნიუეს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბუნების დაცვას, კუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმენაკრძალი. მათ შორის ყველაზე დიდია —ჰუვალუს ტყის ბუნების დაცვის ზონა, რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ლიკუსა და სოფელ ჰაკუპუს შორის და რომლის ტერიტორიაზეც ბინადრობს დაახლოებით 188 ათასი ცხოველი. ნაკრძალის ფართობია — 54 კმ²[10]. სოფელ ჰაკუპუდან სამხრეთით მდებარეობსჰაკუპუს კულტურის პარკი და მემკვიდრეობის ობიექტი (ინგლ. Hakupu Heritage and Cultural Park), რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ძველი ნიუელების სასაფლაოები და ნასახლარები, ასევე მფრინავი მელიების დამცავი ზონა «ტაუგა-პეკა» (ნიუე. Tauga Peka)[10]. კონცხ მაკაპუს სამხრეთით მდებარეობსანონოს საზღვაო ნაკრძალი (ადრე ცნობილი, როგორცნამოუი). ნაკრძალის ფართობია — 27,67 ჰა[10].

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსების აზრით, კუნძულ ნიუეზე დასახლება დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლო ასწლეულშიპოლინეზიელებითტონგას კუნძულებიდან,სამოას კუნძულებიდან და ატოლპუკაპუკადან (კუნძულიკუკის კუნძულების ჩრდილოეთის ჯგუფიდან)[28]. ამასთან ერთად, ღრმა წარსულში კუნძულზე ორი მტრულად განწყობილი ტომის არსებობა ადასტურებს, რომ ნიუეს ადამიანებით დასახლება ხდებოდა ორ ეტაპად. შესაძლოამოტუს ტომის ხალხი იყვნენ პირველნი ნიუეზე და მოცურდნენ სამოას კუნძულებიდან.ტაფიტის ტომის ხალხი შესაძლოა ნიუეზე დასახლდა მოგვიანებით. მიუხედავად ამისა დოკუმენტალური ისტორია ნიუეზე იწყება მხოლოდ XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან.

ევროპელთაგან პირველმა კუნძული აღმოაჩინა ბრიტანელმამეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა 1774 წელს. იმის გამო, რომ მას აბორიგენი მოსახლეობა საკმაოდ მტრულად შეხვდა კუნძულს მან დაარქვასევიჯის კუნძული (თარგმანი ინგლისურიდან«ველურების კუნძული»).

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ევროპელები კუნძულ ნიუეს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. მხოლოდ 1830 წელს კუნძულზე ჩავიდალონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრი ჯონ უილიამსი. ნიუეს ისტორიაში დაიწყო მისიონერული პერიოდი. მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივი მოსახლეობის გაქრისტიანებაში შეიტანა მისიონერმაპენიამინამ, რომელმაც მომზადება გაიარა სამოას კუნძულებზე. უკვე დაახლოებით XIX საუკუნის შუა პერიოდში ნიუელებმა მიიღესქრისტიანობა.

1900 წლის 21 აპრილს კუნძულზე გამოცხადდადიდი ბრიტანეთისპროტექტორატი, მაგრამ უკვე 1901 წელს ნიუესანექსია მოახდინაახალმა ზელანდიამ და კუნძული ადმინისტრაციულად დაექვემდებარა კუკის კუნძულებს. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნითავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან.

1974 წლის 19 ოქტომბერს ნიუეზე მიიღესკონსტიტუცია, რომელმაც ახალ ზელანდიასთან დაამყარა ახალი ფორმის ურთიერთობა. ახალი კონსტიტუციის თანახმად ნიუე გახდა დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში, ხოლოსაკანონმდებლო ხელისუფლება გადავიდა ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის ხელში (ნიუე. Fono Ekepule). იმავდროულად ნიუეს მოსახლეობას შეუნარჩუნდა ახალი ზელანდიისმოქალაქეობა.

პოლიტიკური წყობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო წყობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოქმედიკონსტიტუციის ტექსტიინგლისურ დანიუეს ენაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1974 წლის 19 ოქტომბერს, დაფიქსირებულია 1974 წლის კანონის«ნიუეს კონსტიტუცია» დანართში № 1 და 2. 23-ე (4) სტატიის თანახმად, დოკუმენტის ტექსტს ორივე ენაზე აქვს ერთნაირი იურიდიული ძალა. ამ კანონში, რომელშიც წერია კონსტიტუციის ტექსტი, კანონია, როგორც ახალი ზელანდიისთვის, ისევე ნიუესათვის. ამასთანავე ნიუესათვის კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია, ხოლო ახალი ზელანდიისთვის — სტატუტი. კონსტიტუცია ადგენსმონარქიული მმართველობის ფორმასვესტმინსტერული სისტემისპარლამენტარიზმით, მსგავსი, რომელიც მოქმედებს ახალ ზელანდიაში[29] ნიუე — თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია თავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან. ეს გულისხმობს ნიუეს დამოუკიდებლობას შიდა საკითხების გადაწყვეტაში,ახალი ზელანდიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნა, რომელსაც მართავსახალი ზელანდიის მონარქი მეფეჩარლზ III, და ნიუეს მოსახლეობისათვის ახალი ზელანდიის მოქალაქეობის მინიჭება. ახალი ზელანდია, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კუნძულისთავდაცვაზე დასაგარეო პოლიტიკაზე, ასევე ნიუეს უწევს ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ დახმარებას.

ნიუეს კონსტიტუცია შედგება 8 განყოფილებისა და 82 სტატიისაგან და მიეკუთვნება «უხეში» კონსტიტუციების რიცხვს, ესე იგი მისი შეცვლისათვის საჭიროა ზოგიერთი პირობის შესრულება. კონსტიტუციაში და 1974 წლის«ნიუეს კონსტიტუციის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანისთვის საჭიროა კანონის მიღება, რომელსაც ხმას მისცემს მეორე და მესამე წაკითხვის დროს ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის წევრების ორი მესამედი. კანონის საბოლოო წაკითხვა უნდა მიმდინარეობდეს არანაკლებ 13 კვირის შემდეგ წინა წაკითხვიდან. საკანონმდებლო ასამბლეის მიერ მიღებული კანონის შემდეგ ის მოწონებული უნდა იქნეს საყოველთაორეფერენდუმზე და მას მხარი უნდა დაუჭიროს, როგორც ბევრ შემთხვევაში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნამდვილი ხმების ორმა მესამედმა. კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლების შესაცვლელად საჭიროა მისი მხარდაჭერა უბრალო ხმათა უმრავლესობით. იმის გამო, რომ კონსტიტუცია არის «უხეში», ცვლილებები მასში შევიდა მხოლოდ ერთხელ — 1992 წელს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო ასამბლეის თანხმობის შემდეგ 1992 წლის მაისში ის გატანილი იქნა რეფერენდუმზე. ივნისში გამართულ კენჭისყრაზე მონაწილეობა მიიღო კუნძულის ამომრჩეველთა 86 %-მა, მათგან 67 %-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ცვლილებებს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 1992 წლის ივლისში.[30]

კონსტიტუციის ცვლილების შედეგად გაჩნდა ნიუეს უმაღლესი სასამართლო და ნიუეს სააპელაციო სასამართლო, რომლებმაც შეცვალეს შესაბამისი ახალზელანდიური სასამართლო ინსტანციები. გაუქმდა მიწის სასამართლო და სააპელაციო სასამართლო მიწის საკითხზე; მათ მაგივრად შეიქმნა მიწის განყოფილება უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში. ცვლილებები ასევე შეეხოსაარჩევნო უფლებას: კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობისათვის შემოვიდა მოთხოვნა ახალი ზელანდიის მოქალაქეობის შესახებ. ამას გარდა, გაუქმდა სტატია 31, რომლის თანახმადაც ნებისმიერი კანონპროექტის მიღებისას, რომელიც ეხებოდასისხლის სამართალს და ადამიანის სტატუსს, საჭირო იყო უმაღლესი მოსამართლის წერილობითი დასტური (აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნიუეს კონსტიტუციაში არ არსებობს ადამიანის ძირითადი უფლების და თავისუფლების ჩამონათვალი, ასევე მისი მოვალეობები).[31]

საკანონმდებლო ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — ნიუეს ერთპარტიული საკანონმდებლო ასამბლეა, რომელიც შედგებაиз 20დეპუტატისაგან. 14 ასამბლეის წევრი წარმოადგენენ ნიუეს 14საარჩევნო ოლქს (ერთი ოლქიდან ერთ დეპუტატს). ასამბლეის 6 წევრი ირჩევა საერთო სიიდან. ასამბლეის უფლებამოსილების ვადაა — სამი წელი. პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები ირჩევენ ასამბლეისსპიკერს. ასამბლეის კლერკია ნიუეს სამთავრობო სამსახურის წარმომადგენელი. თუ ასამბლეის სპიკერის პოსტზე არ არსებობს შესაბამისი პიროვნება, მაშინ ყველა ფუნქციას, რომელიც აუცილებელია ასამბლეის სხდომის ჩატარებისათვის, ასრულებს კლერკი.

ნიუეს კონსტიტუციის შესაბამისად, საკანონმდებლო ასამბლეა დაკავებულია საკანონმდებლო აქტების მიღებით. იმისათვის, რომ კანონპროექტი გახდეს კანონი, აუცილებელია მას მხარი დაუჭიროს ასამბლეის წევრებმა სამი წაკითხვით, ამასთან წაკითხვის დროს პარლამენტის სხდომას უნდა ესწრებოდეს ყველაზე ცოტა 10 პარლამენტარი. ყველა კანონპროექტი, რომლის განხილვაც ხდება ასამბლეაში, და ყველა კანონი, რომელსაც იგი იღებს, ქვეყნდება ინგლისურ და ნიუეს ენებზე. ნებისმიერი კანონპროექტი ფინანსურ და საგადასახადო ნაწილში მოითხოვს პრემიერის ნებართვას.

ასამბლეის წევრების პრივილეგიები და იმუნიტეტი ასევე რეგლამენტირებულია ნიუეს კონსტიტუციით. მის თანახმად, არც სპიკერს, არც პარლამენტის წევრებს ასამბლეაში თავის უფლებამოსილებასთან შეფარდებაში არ შეეხებათ ნიუეს არც ერთი სასამართლოს იურისდიქცია. ამას გარდა, ისინი არ ექვემდებარებიან სასამართლო ძიებას ასამბლეაში, ან მის რომელიმე კომიტეტში თავიანთი გამონათქვამებისთვის.

აღმასრულებელი ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურად ითვლება მისი უდიდებულესობადიდი ბრიტანეთისმეფე ჩარლზ III, რომლის წარმომადგენელი კუნძულზე არის ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი. მაგრამ რეალობაში ნიუეზე აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება პრემიერისაგან და სამი მინისტრისაგან.

მთავრობის მეთაურიაპრემიერ-მინისტრი, რომელსაც ირჩევს საკანონმდებლო ასამბლეის წევრები თავისი შემადგენლობიდან საპარლამენტო არჩევნებიდან პირველივე სხდომაზე, ან ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც პრემიერის თანამდებობა ვაკანტურია. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო არჩევნებზე მყოფი პარლამენტარების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. პრემიერის თანამდებობა ითვლება ვაკანტურად, თუ პრემიერი კარგავს თავის მანდატს საკანონმდებლო ასამბლეაში, ტოვებს თანამდებობას თავისი სურვილით, ან იძულებულია გადადგეს, გამომდინარე შესაბამისი კონსტიტუციური მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა მინისტრი შესაძლებელია დაინიშნოს საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ პოსტზე. პრემიერის უფლებამოსილების ვადაა — სამი წელი.

ნიუეს საკანონმდებლო ასამბლეის წევრებიდან მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრემიერი წარუდგენს პარლამენტის სპიკერს, რომელიც ნიშნავს მინისტრებს. მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ორგანოა და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს სასამართლო სისტემა შედგება სამი სასამართლოსგან: უმაღლესი სასამართლო (ინგლ. High Court),სააპელაციო სასამართლო დამაგისტრატურის სასამართლო.

ნიუეს უმაღლესი სასამართლო არის საერთო იურისდიქციის სასამართლო, ესე იგი განიხილავსსისხლის სამართლის დასამოქალაქო სამართლის საქმეებს. ის შედგება ერთი ან რამდენიმე მოსამართლისაგან. თუ იქ ქარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოსამართლე, მაშინ მას ჰქვია უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები ინიშნება გენერალ-გუბერნატორის მიერ მინისტრთა კაბინეტის წარდგენით. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე შესაძლებელია გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან გენერალ-გუბერნატორის მიერ მინისტრთა კაბინეტის რჩევით ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად. უმაღლესი სასამართლო იყოფა სამოქალაქო საქმეთა განყოფილებად, სისხლის სამართლის განყოფილებად, მიწის საქმეთა განყოფილებად. მინისტრთა კაბინეტს შეუძლია დანიშნოს უმაღლესი სასამართლოს კომისარი, რომელიც ასრულებს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის იმ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია სპეციალურ აქტში მის დანიშვნაზე.

ნიუეს ქვედა სასამართლო ორგანოებია მაგისტრატურის სასამართლოები. მაგისტრატურის მოსამართლეებს ნიშნავს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ასევე ადგენს მათი უფლებამოსილების ვადას. ორი მაგისტრატურის მოსამართლე აღჭურვილია იგივე უფლებამოსილებით, რომლითაც უმაღლესი სასამართლოს კომისარი.

ნიუეს სააპელაციო სასამართლო შედგება თავმჯდომარისაგან და უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებისაგან. ამის გარდა, მის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სხვა პირები, რომელსაც ნიშნავს გენერალ-გუბერნატორი მინისტრთა კაბინეტის რჩევით. სააპელაციო სასამართლო განიხილავს აპელაციებს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

საარჩევნო ოლქები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეზე 14საარჩევნო ოლქია[29].საარჩევნო უფლება აქვს ნიუეს ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წელს[32].

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს კუნძულზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა წარმოდგენილია სასოფლო საბჭოებით, რომელთა მოქმედება რეგულირდება 1967 წლის კანონით«სასოფლო საბჭოების შესახებ». სასოფლო საბჭოების შექმნის უფლება აქვს მინისტრთა კაბინეტს.[33] მასვე შეუძლია შეცვალოს საბჭოების საზღვრები ნებისმიერი ცვლილებების თანახმად, რომელიც ეხება საარჩევნო ოლქების საზღვრებს, მათ სახელწოდებას ან შემადგენლობას.[34] სასოფლო საბჭოების წევრები ირჩევა ფარული კენჭისყრის დროს.[35] მათი წევრების უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.[36][37]

სასოფლო საბჭოების კომპეტენციაში შედის მომარაგება, მშენებლობა, მომსახურება, სასოფლო გზების მართვა, რეგულირება და მათი გაწმენდა (ავტოსტრადების გარდა); პარკები, ბაღები, დასვენების ადგილები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები; ჯანმრთელობის დაცვა; შენობები; ბაზრები და კომერციული წარმოებები; წყალმომარაგება და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საკითხები.[38]

პოლიტიკური პარტიები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1974 წელს თვითმმართველობის მიღებიდან ორი ათეული წლის განმავლობაში ნიუეზე არ არსებობდა რაიმეპოლიტიკური პარტია. მხოლოდ 1990 წელს გამოჩნდა პირველი პარტია, რომელიც მოღვაწეობდა ძალიან მოკლე ხანს, რადგანაც პარტიაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამო[37]. მაგრამ უკვე 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებზე პირველად მიიღო მონაწილეობა«ნიუეს სახალხო პარტიამ» (ინგლ. Niue People's Party), რომელმაც უკვე 1999 წელს მოიგო არჩევნები. 2005 წლის მდგომარეობით ეს ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში.

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელია ახალი ზელანდია. მაგრამ პრაქტიკაში ამ ფუნქციის შესრულება ხდება მხოლოდ ნიუეს მთავრობის მოთხოვნით.

საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს საგარეო პოლიტიკის საკითხები ახალი ზელანდიის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. მაგრამ შიდა თვითმმართველობის მიღებისთანავე თვითმართვადი ტერიტორიის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა იღებს უფრო და უფრო მეტ დამოუკიდებლობას. ნიუეს ხელისუფლება ახალი ზელანდიისგან დამოუკიდებლად ხელს აწერს სხვადასხვა საერთაშორისოკონვეციას და შედის საერთაშორისო ორგანიზაციებში[25]. მიუხედავად ამისა, ნიუე არ არისგაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.

ნიუეს დამყარებული აქვს მჭიდრო ურთიერთობა წყნარი ოკეანის ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, არის წევრი მთელი რიგი რეგიონალური ორგანიზაციებისა, მაგალითად,წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმისა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნიუეს ოკრუგები.

კუნძული ნიუე დაყოფილაი 14 სოფლად (მუნიციპალიტეტი), რომელთა ადმინისტრაციული ცენტრები თვითონსოფლებია. მუნიციპალიტეტეტბი ატარებენ შესაბამისი სოფლის სახელს.[39].

მუნიციპალიტეტის დასახელება
(ქართ.)
მუნიციპალიტეტის დასახელება
(ინგლ.)
მოსახლეობა,[4]
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
მოტუ (ისტორიული ჩრდილოეთი რეგიონი)
1ლაკეპაLakepa5121,582,36
2ლიკუLiku7041,641,68
3მაკეფუMakefu6917,134,03
4მუტალაუMutalau9426,313,57
5ნამუკულუNamukulu141,489,46
6ტოიToi234,774,82
7ტუაპაTuapa9712,547,74
8ჰიკუტავაკეHikutavake4010,173,93
ტაფიტი (ისტორიული სამხრეთი რეგიონი)
9ავატელეAvatele13913,999,94
10ალოფი (სამხრეთი ნაწილი)Alofi South42446,4813,75
11ალოფი (ჩრდილოეთი ნაწილი)Alofi North215
12ვაიეაVaiea895,4016,48
13ტამაკაუტოგაTamakautoga15711,9313,16
14ჰაკუპუHakupu12948,042,69
სულ1611261,466,16

მოსახლეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რაოდენობა და განსახლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნიუეს მოსახლეობა[4]
მოსახლეობის სტრუქტურა
მოსახლეობის რიცხვი1611 (2011, აღწერა)
მოსახლეობის სიმჭიდროვე6,16 ად./კმ² (2011, აღწერა)
საშუალო ასაკისაერთო: 32,8 (2011)
ასაკობრივი სტრუქტურა0-15: 27 % (2011)
15-65: 61 % (2011)
65-ზე უფროსი: 12 % (2011)
ქალაქის მოსახლეობის წილი39 % (2008)
შობადობა
ფერტილობის საერთო კოეფიციენტი2,176 ‰ (2011)
შობადობის საერთო კოეფიციენტი18,46 ‰ (2001)
სიკვდილიანობა
ჩვილთა სიკვდილიანობა 1000
დაბადებულზე (ასაკი 1 წლამდე)
29,4 ‰ (2001)
ბავშვთა სიკვდილიანობა (1-დან 4 წლამდე)— (2001)

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 1611 ადამიანს (მოხდა მთელი მოსახლეობის აღწერა, რომლებიც იმყოფებოდა კუნძულზე აღწერის დროს, რეზიდენტების და არარეზიდენტების ჩათვლით; თუ რეზიდენტები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, მაშინ ისინი არ აღირიცხებოდნენ აღწერაში). აქედან 802 კაცია და 809 ქალი[4].

სტატისტიკური მიზნებისათვის მოსახლეობის აღწერა ხდება დასახლებული პუნქტების მიხედვით. 2011 წელს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტიაალოფი, რომელიც აერთიანებს ორ სოფელს:სამხრეთ ალოფის (424 ადამიანი) დაჩრდილოეთ ალოფის (215 ადამიანი)[4]. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორეა — სოფელიტამაკაუტოგა (157 ადამიანი).ნამუკულუ — კუნძულის ყველაზე პატარა სოფელია (სულ 14 ადამიანი)[4]. მხოლოდ ხუთ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა მოსახლეობის ზრდა 2006 წელთან შედარებით: ჩრდილოეთ ალოფი (68 ადამიანი), მაკეფუ (7 ადამიანი), მუტალაუ (9 ადამიანი), ლიკუ (8 ადამიანი) ვაიეა (30 ადამიანი). ნამუკულუში და ტამაკაუტოგაში მოსახლეობის რიცხვი იგივე იყო რაც 2006 წელს. სხვა დასახლებულ პუნქტებში გამოვლინდა მოსახლეობის კლება: სამხრეთ ალოფი (10 ადამიანი), ტუაპა (23 ადამიანი), ჰიკუტავაკე (16 ადამიანი), ტოი (8 ადამიანი), ლაკეპა (21 ადამიანი), ჰაკუპუ (33 ადამიანი) და ავატელე (25 ადამიანი)[4]. როგორც ადრე, დეპოპულაციის ძირითადი მიზეზია ემიგრაცია ახალ ზელანდიაში.

ნიუედან ემიგრირებულთა ყველაზე დიდიდიასპორა ცხოვრობს ახალ ზელანდიაში. 2001 წელს ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 20 100 ნიუელი (ოკეანეთის ხალხთა რაოდენობის დაახლოებით 9 %, რომლებიც ცხოვრობენ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე). მათგან ყველაზე ბევრი (78 %) ცხოვრობს ქალაქოკლენდში, 5 % —უელინგტონში[40].

15 წლამდე ბავშვების წილი 2011 წელს შეადგენს 27 %-ს, უფროსი ასაკის მოსახლეობა 15-დან 65 წლამდე — 61 %-ს, 65 წელზე უფროსები — 12 %-ს[4]. 1997 წელს მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა 69,5 წელი[41].

ეთნიკური შემადგენლობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად რეზიდენტი მოსახლეობის 66,5 % (ანუ 971 ადამიანი) ნიუელია (მკვიდრი პოლინეზიელი მოსახლეობა), 13,4 % (195 ადამიანი) — შერეული ნიუელი (ერთ-ერთი მშობელი მაინც ნიუელი) და 20,1 % (294 ადამიანი) — არანიუელი, მათ შორის ოკეანიის სხვა კუნძულებიდან ჩამოსულები — 8 % (111 ადამიანი) (უპირატესად ტონგელები — 38 ადამიანი, ფიჯელები — 29 ადამიანი, ტუვალუელები — 24 ადამიანი, სამოელები — 18 ადამიანი და ოკეანეთის სხვა კუნძულის წარმომადგენლები — 2 ადამიანი), 12 % — ევროპელი და 1,1 % — აზიელი[4].

ენები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ინგლისურ ენასთან ერთად ქვეყნის ოფიციალური ენაანიუეური, ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვანიავსტრონეზიული ენებისპოლინეზიური ჯგუფიდან,ჰავაიურთან,მაორიულთან,სამოურთან,ტაიტურთან და სხვასთან ერთად.ტონგურთან ერთად ნიუეური შეადგენს პოლინეზიური ჯგუფის ტონგური ქვეჯგუფის ენებს. ენის დამწერლობა შეიქმნა ლათინურიანბანის მიხედვით XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანი მისიონერების მიერ წარმოშობით სამოადან. ტონგურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა საერთო რაოდენობა 1998 წელს შეადგენდა 7990 ადამიანს[42].

ნიუეს ენა შედგება მოდიფიცირებული ლათინური ანბანისაგან, რომელიც შედგება მხოლოდ 17 ასოსაგან: 5 ხმოვანი და 12 თანხმოვანი. დიდ როლს თამაშობს ხმოვანი ასოების დიდი დროით წარმოთქმა, რასაც შეუძლია სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა. წერის დროს იგი აღინიშნებამაკრონით. ნიუეურ ენაში ორიდიალექტია:მოტუ (დიალექტი კუნძულის ჩრდილოეთის ნაწილისა) დატაფიტი (დიალექტი კუნძულის სამხრეთის ნაწილისა)[43]. მათ შორის სხვაობა ძირითადად გამოიხატებასიტყვაწარმოების დალექსიკის ხერხში (მაგალითად,kautoga მოტუს დიალექტზე დაlala ტაფიტის დიალექტზე ნიშნავს«გუავა»ს (ლათ. Psídium)).

მოსახლეობის 2006 წლის აღწერის თანახმად, კუნძულის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (72 %) ამტკიცებს, რომ ისინი რეგულარულად საუბრობენ ნიუეურ ენაზე. რესპოდენტთა 18 % აღნიშნავს, რომ ამ ენას ხმარობენ ხშირად, და მხოლოდ 3 % — ამ ანაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ამასთან ერთად მოსახლეობის ორი მესამედისთვის ნიუეური ენა მათი პირველი ენაა, რომელიც მათ ბავშვობიდან იციან, კუნძულელთა 12 %-მა ბავშვობიდან იცის, როგორც ნიუეური, ასევე ინგლისური, და მხოლოდ ნიუელთა 9 %-სათვის ინგლისური ენაა პირველი. შიდა ურთიერთობაში მოსახლეობის (43 %) საუბრობს, როგორც ნიუეურზე, ისევე ინგლისურზე[44].

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ნიუეზე მოსახლეობის დიდი უმრავლესობაქრისტიანია. მოსახლეობის 2011 წლის აღწერის თანახმად, კუნძულელთა 67 % (980 ადამიანი) ნიუეს კონგრეგაციონალისტური ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარია (ინგლ. Congregational Christian Church of Niue), 10 % (143 ადამიანი) —მორმონები, 10 % (141 ადამიანი) —კათოლიკე, 2 % (38 ადამიანი) —იეჰოვას მოწმეები, 1 % (14 ადამიანი) —პრესვიტერიანელები, 1 % (11 ადამიანი) —მეთოდისტები, 1 % (9 ადამიანი) —მეშვიდე დღის ადვენტისტები, სხვა მორწმუნეებს შორის (დაახლოებით მოსახლეობის 6 %) გვხვდებაბაჰაისტები,სიქჰები,ინდუსები, ასევე სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მიმდევრები. მოსახლეობის 2 % (34 ადამიანი) აღნიშნავს, რომ ისინი არიანათეისტები[4].

ნიუეს კონგრეგაციონალისტური ქრისტიანული ეკლესია (ინგლ. Congregational Christian Church of Niue) — ყველაზე დიდი ქრისტიანულიეკლესიაა ნიუეში, რომელიცლონდონის მისიონერთა საზოგადოების ადგილობრივი განყოფილებაა და გახდა ავტონომიური 1970 წელს[45]. 1996 წელს მან გახსნა თავისი წარმომადგენლობა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, სადაც ცხოვრობს ნიუელების ყველაზე დიდი დიასპორა[46].

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

საერთო დახასიათება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნიუეს ეკონომიკა
ვალუტა1ახალზელანდიური დოლარი (NZD) = 100 ცენტი
საბიუჯეტო წელიკალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციებიSPARTECA,წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი
სტატისტიკა
მდგომარეობა მსოფლიოში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით)230-ე (2005)
მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ)$7,6 მლნ (2006)
მშპ-ს ზრდა
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ)NZD$ 10 048 (2003)
ინფლაცია
მუშა ძალა747 ად. (2001)
უმუშევრობა2,8 % (2001)
მეურნეობის მთავარი დარგებისოფლის მეურნეობა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტიNZD$ 182 997 (2003)
მთავარი პარტნიორები (ექს.)ახალი ზელანდია
იმპორტიNZD$ 3,66 მლნ (2003)
მთავარი პარტნიორები (იმპ.)ახალი ზელანდია 97,6 %,ავსტრალია 0,28 %
სახ. ფინანსები
ბიუჯეტის შემოსავლებიNZD$ 24,01 მლნ (2005)
ბიუჯეტის გასავლებიNZD$ 24,35 მლნ (2005)

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრძელებს ნიუესათვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გაწევას და შედეგად კუნძულზე საკმაოდ მაღალიცხოვრების დონეაოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით[47]. ნიუეზე პერიოდულად აღინიშნებასაქონლის წარმოების ზრდა, უპირატესად სოფლის მეურნეობის სექტორში. მიუხედავად ამისა ამას არ აქვს ხანგრძლივი ეფექტი[47]. სამრეწველო წარმოება ნიუეზე პრაქტიკულად მთლიანად არ არსებობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხარჯები ტრანსპორტზე საკმაოდ მაღალია, ხოლო თვითონ კუნძული მდებარეობს საკმაოდ შორს გასაღების ძირითადი ბაზრებიდან[48].

ნიუესეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია სახელმწიფო სექტორის შემოსავლებზე, რომელიც უპირატესად ფინანსდება ახალი ზელანდიის ხელისუფლების მიერ[49].

ბოლო წლებში ნიუეს ეკონომიკის სტრუქტურებში გამოიკვეთა ცვლილებები: სახელმწიფო სექტორის წვლილი ნელ-ნელა კლებულობს (თუმცა 2005 წელს იქ მუშაობდა დაახლოებით კუნძულის შრომისუნარიანი მოსახლეობის 59 %), დაიწყოტურიზმის განვითარება, იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი (ძირითადადტარო)[49]. მთავრობის მუშაობის ძირითადი მიმართულება ეკონომიკის სფეროში ბოლო ათწლეულში არის კერძო სექტორის წვლილის გაზრდა დაეკოტურიზმის განვითარება[48]. ამ მიზნების მიღწევა ხორციელდება სამუშაო ადგილების გაზრდით და შრომითი მოწყობის სხვა შესაძლებლობებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებით, როგორც ქვეყნის უცხოურ ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირების მექანიზმი[48].

ხშირი დამანგრეველი ტროპიკული ციკლონები და გვალვები უარყოფით გავლენას ახდენს ნიუეს ეკონომიკაზე. მაგალითად, 2005 წელს კუნძული მნიშვნელოვნად დაზარალდა ციკლონისგან «გეტა», რომელმაც პრაქტიკულად მთლიანად დაანგრია ნიუეს ინფრასტრუქტურა[48].

სოფლის მეურნეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს გეოლოგიური აგებულების თავისებურებები, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, მდინარეების არ არსებობა ამყარებს კუნძულისსოფლის მეურნეობის განვითარებაზე დიდ შეზღუდვებს[50]. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიუეს მნიშვნელოვანი ნაწილი მუდამ იმყოფებოდა ინტენსიური მიწადმოქმედების ქვეშ.

კუნძულის მთელი ხმელეთის 30-დან 40 %-მდე სოფლის მეურნეობისათვის უვარგისია, ხოლო იმ მიწებზე, რომლებზეც რაღაცა მაინც კულტივირებს, მოდის უმნიშვნელო მოსავალი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად მიდის ქვეყნის შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად[50]. ნიუეს მთავარი სასოფლო-სამეურნეო მცენარეა ტარო, რომელთა ნაწილი ექსპორტირდება ახალ ზელანდიაში[50]. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის შეიძლება გამოვყოთ:მანიჰოტი,ბატატი დაიამსი. შიდა ბაზრისათვის მცირე რაოდენობით მოჰყავთ:ბანანი,ხილი,ლაიმი,ქოქოსი დაბოსტნეული კულტურები. ბოლო წლებში ცდილობენ ნიუეზე მოიყვანონვანილი. კუნძულზე ასევე ამრავლებენ:ქათმებს,ღორებს, მცირე რაოდენობითშინაურ ცხოველებს[50].

თევზჭერა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

თევზჭერა ნიუეზე კუნძულის ნაპირზე შეზღუდული თევზეულის რესურსების გამო მცირედ განვითარებულია. თევზჭერისთვის სხვა წინააღმდეგობაა ძალიან გაძნელებული კავშირი ოკეანესთან სანაპიროზე ძალიან მკვეთრი დაფერდების გამო, ბუნებრივიუბეების დალაგუნების არ არსებობა[50].

ტრანსპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ცუდი სატრანსპორტო მეურნეობა მნიშვნელოვნად ზღუდავს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ოკეანეთის ქვეყნებთან და მთელ მსოფლიოსთან, ასევე ტურიზმის განვითარებას.

კუნძულის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია 64-კილომეტრიანი ავტოგზა, რომელიც გზაზე გაივლის ნიუეს 13 სოფელს. კუნძულის ცენტრისკენ ასევე გადის ორი მთავარი ავტოგზა (საერთო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 230 კმ-ს). ავტოგზების უმრავლესობას აქვთ მაგარი საფარი და მათ მოვლას ახორციელებენ საგზაო სამსახურები საკმაოდ მაღალ დონეზე[51].

კუნძულზე არ აესებობს ბუნებრივი უბეები. მიუხედავად ამისა სოფელ ალოფისთან არისნავთსაყუდელი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მცირეგემებს[15].

1970 წელს ნიუეზე აშენდა ჰანანის საერთაშორისოაეროპორტი, რომელიც შემდგომში 1994 წელს გაფართოვდა ასაფრენ ზოლზეთვითმფრინავბოინგ-737-ის ასაფრენ-დასაფრენად[15]. რეგულარულ ავიაკავშირს კუნძულთან უზრუნველყოფს ახალზელანდიური ავიაკომპანია «Air New Zealand».

კუნძულზე არ არსებობსსაზოგადოებრივი ტრანსპორტი[15], მაცხოვრებელთა უმრავლესობა კუნძულზე გადაადგილდება საკუთარი მანქანებით.

კავშირგაბმულობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ყველა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ეწევაფოსტის დატელეკომუნიკაციების დეპარტამენტი («ტელეკომ ნიუე»).ინტერნეტით მომსახურება ნიუეზე პირველად დაიწყო 1997 წელს. დღეისათვის ამ მომსახურებას ეწევა კომპანია «Niue Internet User Society». კუნძულზე მოქმედებსინტერნეტ-კაფე, მნიშვნელოვან ადგილებში უფასოაWiFi-ით მომსახურება[52].

ნიუესინტერნეტის პირველადი დომენი.nu, ძალიან პოპულარულიაშვედეთის,დანიის დანიდერლანდების მომხმარებლებს შორის, რადგან სიტყვა«nu» ითარგმნება, როგორც«ახლავე».

ნიუეზე მოქმედებს მხოლოდ ერთი სატელემაუწყებლო კომპანია[52]. 1992 წლამდე ნიუეს მთავრობა უშვებდაგაზეთს «Tohi Tala Niue». კერძო გაზეთი, «Niue Star», გამოვიდა 1993 წლის შუახანებში და მას შემდეგ გამოიცემა ორ კვირაში ერთჯერ[53].

2010 წლიდან კუნძულზე დამონტაჟდა სისტემაOpenBTS — პირველითავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიცპროტოკოლის სტეკისGSM საწარმოო სტანდარტით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. OpenBTS-ს თვითღირებულება და სტრუქტურა ნიუესთვის ოპტიმალური გამოდგა, რადგანაც კუნძულზე აუცილებელი იყო სწრაფად განხორციელებულიყო მობილურიტელეფონებით მომსახურება, მაგრამ პოტენციური კლიენტების რაოდენობა არ იყო იმდენად საკმარისი, რომ გამართლებულიყო GSM-ს სტანდარტის ჩვეულებრივი რეტრანსლიაციური საბაზო სადგურების ყიდვა და შენახვა.

ტურიზმი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

თუმცა ტურიზმი ნიუეზე იმყოფება ჩანასახობრივ მდგომარეობაში, კუნძულზე ტურიზმის განვითარება ქვეყნის მთავრობის მოქმედების ერთ-ერთი უპირატესი მიმართულებაა. ტურიზმის განვითარების ძირითადი შემზღუდავი პირობებია ძალიან ცუდი ავიაკავშირები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, პრაქტიკულად მთლიანი არქონა განვითარებული ტურისტულიინფრასტრუქტურისა[54].

2002 წელს ნიუეზე იმყოფებოდა 3155 ტურისტი[55]. კუნძულს უპირატესად სტუმრობენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის,ევროპის ქვეყნების,აშშ-ს დაკანადის მოქალაქეები.

საგარეო ეკონომიკური კავშირები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ძირითადი პროდუქციის გასაღების ბაზრებიდან დაშორება, სასარგებლო წიაღისეულის მსხვილი მარაგის არქონა მნიშვნელოვნად ზღუდავს წარმოებას სამრეწველო მასშტაბებში. მთავარი თავისებურება ნიუესსაერთაშორისო ვაჭრობისათვის არისექსპორტის ძალიან დაბალი დაიმპორტის ძალიან მაღალი მაჩვენებლები[56]. იმპორტულია საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, მანქანები, საწვავი, სამედიცინო დანადგარები და წამლები. ექსპორტულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. საერთაშორისო ვაჭრობაში ძირითადი პარტნიორია ახალი ზელანდია[56].

1996 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში იმპორტის მოცულობა მერყეობდა NZD$3,7 მლნ-დან NZD$11,9 მლნ-მდე. ამასთან იმპორტის საშუალო მაჩვენებელი ახალი ზელანდიიდან 1996 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში შეადგენდა NZD$4,5 მლნ. ექსპორტი ბოლო წლებში მცირდება: 2004 წელს მოცულობამ შეადგინა NZD$264 240 (1996 წელს — NZD$316 536)[56].

ფულადი სისტემა და ფინანსები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს ფულადი ერთეულია —ახალზელანდიური დოლარი. კოლექციონერული მიზნებისათვის უშვებენნიუეს დოლარს.

2005 წლის ბიუჯეტში ხარჯებმა შეადგინა NZ$21,9 მლნ, ხოლო შემოსავლებმა — NZ$21,5 მლნ.[57]. შემოსავლებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსავლებსგადასახადებიდან დაბეგარისაგან, ახალი ზელანდიის ფინანსური დახმარებისაგან. ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა ასევესაფოსტო მარკები დასაკოლექციო მონეტები.

სოციალური სფერო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჯანმრთელობის დაცვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირების გამო კუნძულზე არ არსებობსადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი,მალარია[58]. იშვიათად ხდებაჰეპატიტით,ტუბერკულოზით დატროპიკული ციებ-ცხელებით დაავადების შემთხვევები. კუნძულზე სამედიცინო მომსახურება უფასოა ნიუეს ყველა მოქალაქისათვის (უცხოელთათვის — ფასიანია). 2002 წელს ნიუეს ცენტრალურ საავადმყოფოს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

2001 წელს შეფარდება ექიმებსა და ნიუეს მაცხოვრებლებს შორის შეადგენდა 1 : 434, მედდებთან — 1 : 145[58].

განათლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

განათლების სისტემა ნიუეში დაფუძნებულია ახალზელანდიურ მოდელზე და ძირითადად აქვს იგივე სასწავლო გეგმა[59]. განათლება სავალდებულოა ბავშვებისათვის 5-დან 14 წლამდე[59]. განათლების დონე ქვეყანაში ძალიან მაღალია: ნიუეს მთავრობის მონაცემების თანახმად იგი აღწევს 99 %-ს[59]. 1989 წლიდან დაწყებული ყველადაწყებითმა სკოლამ თავი მოიყარა ალოფიში, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის კლებასთან. ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ ერთისაშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობს ალოფის განაპირას.

ნიუეზე ასევე მოქმედებს სამხრეთ წყნარი ოკეანისუნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. ნიუელების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას იღებს საზღვარგარეთ: ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში,ფიჯიზე[59].

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს მცხოვრებთა კოლონიამდელი ორგანიზაცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მაორიულიპრეფიქსები ტომების სახელებთანნგატი-,ნგაი- დაატი-, რომლებიც ითარგმნება, როგორც«ვინმეს შთამომავლები», ნიუეში არ გამოიყენებოდა. ნგატის- ნაცვლად კუნძულზე გამოიყენებოდა სიტყვატამა (ნიუე. Tama) ანფაგაი (ნიუე. fagai)[60]. მაგალითად, ახლო ნათესავების გაერთიანებას ეწოდებოდატამა-ჰამუა (ნიუე. Tama-hamua),ტამა-კაუტონგა (ნიუე. Tama-kautonga),ტამა-ჰატო-კულა (ნიუე. Tama-hato-kula). ფაგაი ასევე წარმოადგენდა ადამიანთა გაერთიანებას, რომლის მთავარი ფაქტორი იყო არა ნათესაური კავშირი, არამედ «გამოკვების» მიზნით ერთობლივი თანაცხოვრება[60].

შორეულ წარსულში ნიუეზე წარმოდგენილი იყო მართვის განსაკუთრებული სისტემა, რომელიც განსხვავდებოდა ოკეანეთის სხვა კუნძულების მოდელისგან. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო უმაღლესი ბელადის ან მეფის არჩევითობა, რომლის ტიტულიც არ იყო მემკვიდრეობითი[61]. ნიუეზე მეფის ანპატუ-იკი-ს (ნიუე. patu-iki) ინსტიტუტი, (თარგმანში«ბელადების ბელადი»), რომელიც ალბათ შემოტანილი იყოტონგას ანსამოას კუნძულებიდან (მის შემოტანამდე კუნძულზე არსებობდა მხოლოდ ოჯახის მეთაურები)[61]. პირველად მეფე ირჩეოდა კუნძულის წამყვანი ოჯახების წევრებისაგან. შემდგომში მეფის დანიშვნა გახდა გამარჯვებული სოფლის მოსახლეობის პრეროგატივა (მაგრამ არჩეული მეფეს მაინც უნდა მიეღო სხვა სოფლების მოსახლეობის თანხმობა)[62].

პატუ-იკის ფუნქციების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მასთან ყოველთვის არსებობდა საბჭო, ანუფონო (ნიუე. fono), რომლის წარმომადგენლებიც მუდმივად ეკონტაქტებოდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ნიუეს ყოველ სოფელში ასევე იმყოფებოდა მეფის წარმომადგენელი, რომელსაც ერქვაალაგა-ვაკა (ნიუე. Alaga-vaka)[63]. ასევე არსებობდა მთავარი ალაგა-ვაკა, ანუ ალაგა-ვაკა ნე-მუა (ნიუე. Alaga-vaka ne-mua) (თანამედროვეპრემიერ-მინისტრის მსგავსი), რომელიც ნიუეზე ძალიან ხშირად იპყრობდა უმაღლეს ხელისუფლებას და მართავდა ქვეყანას ერთპიროვნულად (მასთან იმყოფებოდა თანაშემწე, რომელსაც ერქვა ჰაგაინიუე. hagai)[63].

კუნძულზე ასევე არსებობდნენ სხვა ბელადები, რომლებსაც ერქვათიკი (ნიუე. iki) დაპატუ (ნიუე. patu). იკი, სავარაუდოდ, სანამ გახდებოდა ბელადი, იყო მეომარი. პატუ იყო ოჯახის მეთაური და ხელმძღვანელობდა ფაგაის. იკისთან ერთად ის ასრულებდა მოსამართლის, ანუფაკაფილი-ს (ნიუე. fakafili) და პოლიციის, ანულეოლეო-ს (ნიუე. leoleo) ფუნქციებს. მათგან ფორმირდებოდა ფონო — ყოველი კუნძულის სოფლის საბჭო. შორეულ წარსულში პატუ ასევე მეთაურობდა ჯარს ომის დროს, შეეძლო ყოფილიყო მეომარი[64].

მუსიკა და ცეკვები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

როგორც მთელ პოლინეზიაშიმუსიკა დაცეკვები ნიუელების ცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა. მიუხედავად ამისა ერთ-ერთი თავისებურება ტრადიციული ნიუეური მუსიკისა არის ის, რომ ბევრ შემთხვევაში მას არ აქვს მუსიკალური თანხლება. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ცეკვების დროს, არის ხისბარაბანი, ნიუეზე ცნობილი, როგორცპალაუ (ნიუე. palau) ანნაფა (ნიუე. nafa).

კუნძულის მთავარი ცეკვა, რომელსაც ასრულებენ ქორწილიზე და დაბადების დღეს არისტამე (ნიუე. tame). ცეკვის დროს ქალები ძირითადად სხედან, ხოლო კაცები ცეკვავენ მათ გარშემო.

სპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნიუეს ჰყავს თავისი ეროვნული ნაკრებიფეხბურთში, ხოლო თვითონ ქვეყანაოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ასოცირებული წევრია, მაგრამ არ არისფიფას წევრი, რის გამოც ნიუეს ნაკრებს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოსმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში დაოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ერთა თასზე. პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში ნიუეს ნაკრებმა (სულ ორი მატჩი) ჩაატარა 1983 წლის 1 სექტემბერს, სადაც ნიუემ წააგო ტაიტის ნაკრებთან ანგარიშით 0:14. ყველაზე დიდი წაგება ნაკრებმა განიცადა უკვე შემდეგ დღეს, პაპუა-ახალი გვინეის ნაკრებთან 0:19[65].

მაგრამ კუნძულზე ყველაზე პოპულარული თამაშიარაგბი. სპორტის ამ სახეობში ნიუეს ასევე ჰყავს თავისი ეროვნული ნაკრები. პირველი საერთაშორისო მატჩი ნიუეს სარაგბო ნაკრების მონაწილეობით შედგა 1983 წლის 11 სექტემბერს, რომელშიც ნიუემ წააგო ფიჯის ნაკრებთან ანგარიშით 4:124.

ნიუეს არასდროს არ მიუღია მონაწილეობაოლიმპიურ თამაშებში. 2002 წელს ნიუემ პირველად მიიღო მონაწილეობათანამეგობრობის თამაშებზე.

დღესასწაულები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
თარიღიდასახელებადასახელება (ინგლ.)
1 იანვარიახალი წელიNew Year’s Day
2 იანვარიტაკაის ტრადიციული დღეTakai Commission Holiday
6 თებერვალივაიტანგის დღეWaitangi Day
აღდგომის წინა პარასკევიდიდი პარასკევიGood Friday
აღდგომის მეორე დღენათელი ორშაბათიEaster Monday
25 აპრილიანზაკის დღეANZAC Day
ივნისის პირველი ორშაბათიდედოფლის ოფიციალური დაბადების დღეQueen’s Birthday
16 ოქტომბერიკონსტიტუციის დღეConstitution Day
27 ოქტომბერიპენიამინის დღეPeniamina Gospel Day
25 დეკემბერიქრისტეს შობაChristmas Day
26 დეკემბერისაჩუქრების დღეBoxing Day

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. [https://population.un.org/wpp/ UN Department of Economic and Social AffairsPopulation Division]
  2. Flanagan, Matt; Sioneholo, Fanuma. 2022 Niue Census of Population and Housing Report. Statistics Niue. ციტირების თარიღი: 29 August 2025
  3. 3.03.1CIA World Factbook. Central Intelligence Agency. 
  4. 4.004.014.024.034.044.054.064.074.084.09მოსახლეობის აღწერა (2011)
  5. A short history of Niue. Seafriends web site. Dr J Floor Anthoni (2004—2005). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2010.
  6. 6.06.1Percy Smith., Niue-fekai (or Savage) Island and its People // The Journal of the Polynesian Society, 1902, ტ. 11.
  7. Percy Smith., Niue-fekai (or Savage) Island and its People // The Journal of the Polynesian Society, 1902, ტ. 11.
  8. Niue. CIA. The World Fact Book. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2010.
  9. 9.09.1Anthoni, Floor. Niue in the Pacific Ocean. Seafriends web site. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  10. 10.010.110.210.310.410.510.6Anthoni, Floor. Niue's distant past. Seafriends web site. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  11. 11.011.111.2 2.1.1 Geology and landforms // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001, ISBN0473080095.
  12. 12.012.1Niue Meteorological Service., 2.2. Geography // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  13. 13.013.113.2Felicia A Nemaia., Country Profile. Geography // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  14. Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Offshore Minerals // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  15. 15.015.115.215.3Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Mining/Uranium // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  16. 16.016.116.216.3Felicia A Nemaia., Country Profile. Environmental context // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  17. Niue Meteorological Service., 2.4.1. Rainfall // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  18. Niue Meteorological Service., 2.4.3 Weather Systems Affecting Niue // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  19. 19.019.1Felicia A Nemaia., Country Profile. Climate // Niue’s Third National Report on the Implementation in compliance with the United Nations Convention to Combat Desertification, 2006.
  20. 2.1.3 Soils // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001, ISBN0473080095.
  21. Felicia A Nemaia., Anomalous Hg contents in soils of Niue Island, South Pacific // Geochemical Journal, 1990, ტ. 24.
  22. 22.022.1Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Groundwater lens // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  23. Niue Meteorological Service., 2.8.1. Flora // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  24. 24.024.124.2Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith., Vegetation // Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992, 30 July 1991.
  25. 25.025.125.225.325.4Niue Meteorological Service., 2.8.2. Forests // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  26. Niue. Fatbirder. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-07-01.
  27. Niue Meteorological Service., 2.8.3. Fauna // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000.
  28. Joslin Annelies Heyn.. (May 2003) Migration and Development of Niue Island. Стр. XV.. The University of Montana. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2006-09-01. ციტირების თარიღი: 14-01-2008.
  29. 29.029.1 2.1.5. Government structure // National Biodiversity Strategy and Action Plan of Niue, Government of Niue, 2001. — P. 12, ISBN0473080095.
  30. Levine, Stephen., Niue in Review: Issues and Events, 1 July 1991 to 30 June 1992 // 1, 1993, ტ. 5,ISSN1043-898X.
  31. A. H. Angelo., The Niue Constitution // Pacific Constitutions.
  32. CIA.. (2000) The World Factbook. Niue.. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22-01-2008.
  33. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 8.
  34. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 10.
  35. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 15.
  36. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, ნაწილი 3, სტატია 16.
  37. 37.037.1Niue. Transparency International Country Study Report. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-23.
  38. კანონი სასოფლო საბჭოების შესახებ, დანართი.
  39. Environment Statistics - Land in Niue. Staitistics of Niue. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-07.
  40. Niuean People in New Zealand. New Zealand's official statistics agency. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-07.
  41. Niue Meteorological Service., 2.5.1a. Population // Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change, June 2000. — გვ. 20.
  42. Languages of Niue. Ethnologue. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  43. Wolfgang B. Sperlich., Tohi vagahau Niue, University of Hawaii Press, 1997. — P. 25, 595 p, ISBN0824819330.
  44. Niue Population Profile Based on 2006 Census of Population and Housing. A Guide for Planners and Policy-makers, Secretariat of the Pacific Community, 2008. — P. 17—18, ISBN9789820002357.
  45. New Members. Pacific. Ekalesia Niue. World Council of Churches. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  46. Congregational Christian Church of Niue. World Council of Churches. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  47. 47.047.1Niue Country Report for the United Nations Conference on Environment and Development (UNCED) Brazil, 1-12 June 1992.. (30 July 1991) Patterns of Economic Growth. General Economic Situation. Prepared by Government of Niue with assistance from SPREP consultants Dr. Cynthia Lowry and Mr. Joseph Smith. დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29-11-2007.
  48. 48.048.148.248.3Third National Report on the Implementation of the UNCCD within Niue.. (2006) Economy. Compiled by Felicia A Nemaia. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  49. 49.049.1Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Economy. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  50. 50.050.150.250.350.4Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Agricultural Sector. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  51. Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Transport. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  52. 52.052.1Niue Internet User Society.. Internet Access While On Niue. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2007-06-24. ციტირების თარიღი: 08-12-2007.
  53. World Press Trends.. Niue. World Association of Newspapers. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 08-12-2007.
  54. Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Tourism Sector. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  55. Niue Census of Population and Households: 2001, Secretariat of the Pacific Community, 2008. — P. 17.
  56. 56.056.156.2Department os Statistics.. Statistics of Niue. Niue Merchandise Trade.. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
  57. Niue Statistics Office.. Niue Government Finance - Summary.. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2009-05-10. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
  58. 58.058.1Niue Abstracts.. Part 1 A (General Information).. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 22-01-2008.
  59. 59.059.159.259.3Initial National Communication Of Niue Island Under The United Nations Framework Convention On Climate Change.. (2000) Education. Copyright by the Niue Climate Change Project - Niue Meteorological Service. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 25-11-2007.
  60. 60.060.1Smith. გვ. 34.
  61. 61.061.1Smith. გვ. 36.
  62. Smith. გვ. 37.
  63. 63.063.1Smith. გვ. 41.
  64. Smith. გვ. 44.
  65. Niue Football.. World Football Elo Ratings: Niue.. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 23-01-2008.
    
სუვერენული
სახელმწიფოები
დამოკიდებული და
სხვატერიტორიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნიუე&oldid=4917776“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp