კლდეზე შესრულებული ნახატი, გამოსახულიაჟირაფების ჯოგი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2500 წელს დაიწყოსაჰარისუდაბნოს შეტევა სამხრეთისკენ. შეტევამდე თანამედროვე ნიგერის მთელი ტერიტორია წარმოადგენდასავანას, რომლის მოსახლეობას შეადგენდნენქვის ხანის ჯერ კიდევ ლითონის დამუშავების არმცოდნე მონადირეები და მეჯოგეები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII-VI ათასწლეულში თანამედროვე ნიგერის ტერიტორიაზე არსებობდაკიფიური კულტურა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ მაღლები და ჰქონდათ მასიური აღნაგობა. V-III ათასწლეულში ის შეცვალატენერიულმა კულტურამ, რომლის წარმომადგენლებს ჰქონდათ გრაცილური აღნაგობა და მიეკუთვნებოდნენკავკასიური რასისხმელთაშუაზღვისპირულ ქვერასას. ტენერიული კულტურა უკვალოდ გაქრა საჰარის უდაბნოს შემოტევის შემდეგ; სავარაუდოდ, გადარჩენილი მოსახლეობა სხვა ადგილებში გადასახლდა. ქვეყნის ჩრდილოეთში უდაბნოს შემოტევამ ეს ხალხი აიძულა სამხრეთისკენ გადასახლებულიყო. ნიგერის ისლამიზაციამდელი პერიოდიდან შემოგვრჩა მხოლოდ კლდეზე შესრულებული ნახატების ვრცელი კომპლექსიაირის მთებზე, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6000-2000 წლებშია შექმნილი.
ნიგერი მდებარეობსტრანსსაჰარულ სავაჭრო გზებზე, რაც მას საჰარის უდაბნოშიშუა საუკუნეებში აღმოცენებული სახელმწიფოებისათვის ხდიდა მიმზიდველად. აღმოსავლეთი ნიგერი X საუკუნიდან შედიოდაკანემის იმპერიის შემადგენლობაში. 1085 წელს კანემის იმპერიაში შეიცვალა მმართველი დინასტია, რომლის ახალი სულთანი იყომუსლიმი, რაც ნიშნავდა სახელმწიფო რელიგიადისლამის გამოცხადებას. ისლამის მიღების შემდეგ კანემის იმპერია მჭიდროდ დაუკავშირდა არაბულ სამყაროს. თვითონ კანემის იმპერია დაიშალა 1376 წელს შიდა არეულობების გამო. მის ადგილას წარმოიშვა ბორნოს სახელმწიფო, რომელმაც იარსება XIX საუკუნემდე.
დასავლეთი ნიგერი XIV—XV საუკუნეებში იყომალის იმპერიის ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ იმპერიამ არსებობა შეწყვიტა XVI საუკუნის ბოლომდე იყოსონგაის იმპერიის ნაწილი. თანამედროვე ნიგერის ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენტუარეგები, რომლებიც აქ ჩრდილოეთიდან XI საუკუნეში მოვიდნენ. ტუარეგების მთავარი ქალაქი იყოაგადესი, რომელმაც თავისი სიმდიდრემარილის ვაჭრობით მოიპოვა. XVI საუკუნის ბოლოს სონგაის იმპერია განადგურდა და მისი დიდი ნაწილი გადავიდამაროკოს სულთანის კონტროლ ქვეშ. მაგრამ თანამედროვე ნიგერის სამხრეთში წარმოიშვადამაგარამის სასულთნო, რომლის დედაქალაქი იყო ქალაქიზინდერი, რომელიც თავდაპირველად კანემის იმპერიას ემორჩილებოდა, მაგრამ შემდეგ გახდა დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. სულთანის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მონებით ვაჭრობა, რომელიც ყვაოდა XIX საუკუნის შუა პერიოდამდე.
XVI-XVII საუკუნეებშიპორტუგალიელების მიერდასავლეთი აფრიკის სანაპიროს კოლონიზაციით, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა საზღვაო ვაჭრობა, ტრანსსაჰარული ვაჭრობა კი შესაბამისად ძალას კარგავდა. ნიგერმა, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი, მნიშვნელოვნად წააგო მოვლენების ასეთი განვითარების გამო, მისი ქალაქების მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
XIX საუკუნეში ნიგერის ტერიტორიაზე შემოსვლა დაიწყესფრანგებმა. წინააღმდეგობის დახვედრის გამო მათ დაეხმარა სამხედრო ექსპედიცია, ცნობილი როგორცვულე-შანუანის მისია (ფრანგ.Mission Voulet-Chanoine) და რომელმაც 1898-1899 წლებში ფაქტობრივად გააცამტვერა ნიგერის სამხრეთი ნაწილი. შემდეგ ფრანგებმა გეზი აიღეს ჩრდილოეთისკენ, სადაც ტუარეგების წინააღმდეგობები მუდამ თან ხვდებოდათ. კოლონიზაციის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი იყოკაოსენის აჯანყება 1916-1917 წლებში.
1900 წელსსაფრანგეთმა ნიგერი გამოაცხადა სამხედრო ტერიტორიად, რომელიც ზინდერიდან იმართებოდა. 1922 წელს ნიგერი გახდასაფრანგეთის კოლონია. როგორც ფრანგულ კოლონიურ რეჟიმს სჩვეოდა, აქაც კოლონიური ხელისუფლება არ ფიქრობდა მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, ხოლო შიდა მართვა გადასცეს ადგილობრივ მმართველებს და ტომების ბელადებს, თვალს ხუჭავდნენ მათ კორუმპირებულ მართველობაზე. ვალუტის სახით ბრუნვაში გაუშვესფრანგული ფრანკი, რამაც მოიტანა მოსახლეობის მასიური გადასახლება სოფლებიდან ქალაქებში, ხოლო მარცვლეული კულტურების მასობრივმა შემოტანამ ნიგერი ტრანსსაჰარული ვაჭრობიდან საბოლოოდ გადაერთო საფრანგეთთან ვაჭრობაზე და გაამყარა მისი დამოკიდებულება მეტროპოლიაზე. ამასთან ნიგერი რჩებოდა ერთ-ერთ უღარიბეს ფრანგულ კოლონიად და იღებდა ფრანგული ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილს დასავლეთ და ეკვატორულ აფრიკაში.
1958 წელს, როდესაც საფრანგეთის კოლონიალური იმპერიის კრიზისი თვალსაჩინო გახდა, პრეზიდენტმაშარლ დე გოლმა აფრიკულ კოლონიებს შესთავაზა არჩევანი სრულ დამოუკიდებლობასა და საფრანგეთის შემადგენლობაში თვითმმართველობას შორის, ამასთან გამოხატა აშკარა მხარდაჭერა თვითმმართველობის მიმართ. ყველაკოლონიაში გაიმართა არჩევნები და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაცდამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, გახდაგვინეა, რომელიც შარლ დე გოლმა უარყოფით მაგალითად წარმოადგინა, სრულიად შეუწყვიტა ყველანაირი დაფინანსება, იქიდან გამოიყვანა მთელი მოძრავი ფრანგული ქონება და გაანადგურა ყველა უძრავი ქონება, ადმინისტრაციულ შენობებში ელექტროსადენებიც კი[6]. ნიგერმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა კოლონიამ, ხმა მისცა ავტონომიას საფრანგეთის შემადგენლობაში. არსებობს მტკიცებულება[7], რომ ხმის მიცემა გაყალბებული იყო. მაგრამ საკმაოდ მალე გამოირკვა, რომ აფრიკული სახელმწიფოების მეთაურები არ იყვნენ კმაყოფილები საფრანგეთის შემადგენლობაში ადმინისტრაციული ტერიტორიების მმართველობის თავიანთი მდგომარეობით და უკვე მოითხოვეს სრული დამოუკიდებლობა. 1960 წელს აფრიკაში ფრანგული კოლონიების უმრავლესობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ამასთან ნიგერი გახდა მეორე ასეთი ტერიტორიადაგომეის შემდეგ. ნიგერის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წლის 3 აგვისტოს.
1958 წლისთვის ნიგერში არსებობდა ორი დიდი პოლიტიკური ძალა.საუაბას პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდაჯიბო ბაკარი, აწარმოებდა კამპანიას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.რეფერენდუმის საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ ეს პარტია აიკრძალა, ხოლო ჯიბო ბაკარიმ დატოვა ნიგერი. მეორე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდანიგერის პროგრესული პარტია, რომლის ლიდერმაამანი დიორიმ, 1960 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაიკავა ქვეყნისპრეზიდენტის პოსტი.
ამანი დიორიმ ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმი. 1968 წელს ნიგერში აღმოჩნდაურანის მსხვილი საბადო, რომელსაც პოტენციურად შეეძლო მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. რეალობაში ურანის მოპოვებამ გამოიწვია ფასების ზრდა და ეკონომიკური სისუსტეების გაძლიერება. 1968—1974 წლებშისაჰელის ზონაში ძლიერმაგვალვამ და ხელმძღვანელობის უუნარობამ უზრუნველყო მოსახლეობა საკვები პროდუქტების მარაგით გამოიწვია უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ზრდა. 1974 წელს ნიგერში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც პრეზიდენტი გახდასეინი კუნჩე.
სეინი კუნჩეს მმართველობა წარმოადგენდა აფრიკული ხელისუფლებების იშვიათ მაგალითს, რომელმაც შეძლო გადაეწყვიტა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები[8]. სეინი კუნჩემ ამას მიაღწია არაპოპულარული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურებით. ქვეყნის შიგნით მას ჰქონდა კეთილსინდისიერი და არაკორუმპირებული მმართველის რეპუტაცია, რაც მთავრობას დაეხმარა გადაელახა 1983 წლის ძლიერი გვალვის შედეგები. 1987 წელს სეინი კუნჩე გარდაიცვალა და მისი პოსტი დაიკავაალი საიბუმ. 1989 წელს ალი საიბუმ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც თვითონ იყო ერთადერთი კანდიდატი, მაგრამ უკვე 1990 წელს ქვეყანაში დაიწყო უწესრიგობები და დემონსტრაციები დემოკრატიზაციის მოთხოვნით. 1991 წელს მოწვეული იქნა ეროვნული კონფერენცია და მისი შედეგების მიხედვით 1993 წელს ნიგერში გაიმართა ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. ნიგერის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდამაჰამან უსმანი,ჰაუსას ხალხის წარმომადგენელი.
1996 წელს, ჯერ კიდევ მაჰამან უსმანის მმართველობის ვადის დამთავრებამდე, ნიგერში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება პოლკოვნიკიბრაჰიმ ბარე მაინასარას ხელმძღვანელობით. იბრაჰიმ ბარე მაინასარამ საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ იმავე წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. 1999 წელს ისევ დაიწყო უწესრიგობები და იბრაჰიმ ბარე მაინასარა გადატრიალების დროს მოკლული იქნა. პრეზიდენტი გახდა მაიორიდაუდა მალამ ვანკე, რომელმაც აღადგინა დემოკრატიული მმართველობა და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 1999 წელს. არჩევნებში გაიმარჯვატანჯა მამადუმ, რომელმაც შემდეგ ხელმეორედ გაიმარჯვა 2004 წელს. მაგრამ 2009 წელს მან უარი განაცხადა უფლებამოსილების გადაბარებაზე, მის ნაცვლად ჩაატარარეფერენდუმი და მისი შედეგების მიხედვით საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა კიდევ სამი წლით. ამის პასუხად 2010 წელს განხორციელდა მორიგისამხედრო გადატრიალება, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდა მაიორისალუ ჯიბო.
1990 წლიდან 1998 წლის ჩათვლით ნიგერის დამალის ჩრდილოეთით მოხდატუარეგების აჯანყება, რომლებიც ავტონომიას ითხოვდნენ. თუმცა 1990 წლისთვის მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ყველა შემხებ მხარესთან, 2007—2009 წლებში მოხდატუარეგების მეორე აჯანყება, რომლის დროსაც აჯანყებულთა კონტროლ ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ნიგერის ჩრდილოეთში მდებარე დიდი ქალაქი,აგადესი.
ნიგერის რუკანიგერის ტოპოგრაფიული რუკანიგერის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან
ნიგერის რესპუბლიკა მდებარეობსდასავლეთი აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში. იგი ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებაალჟირს, ჩრდილო-აღმოსავლეთით —ლიბიას, აღმოსავლეთით —ჩადს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით —ნიგერიას, სამხრეთ-დასავლეთით —ბენინს დაბურკინა-ფასოს, ხოლო დასავლეთით —მალის. ნიგერი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა. ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 11°37′ და 23°33′ (1300 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) და აღმოსავლეთის გრძედის 0°06′ და 16° (2000 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ) შორის. ნიგერის ტერიტორიის ფართობია 1 267 000 კმ² და ფართობის მიხედვით მას მეექვსე ადგილი უკავია აფრიკაში (ალჟირის,კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის,სუდანის,ლიბიის დაჩადის შემდეგ), ხოლოდასავლეთ აფრიკაში ყველაზე უფრო დიდი სახელმწიფოა.
ნიგერი მთლიანად მდებარეობსაფრიკის ფილაქანზე, რომელიც აგებულიაპრეკამბრიული პერიოდისკრისტალური ქანებისაგან, როგორებიცააგრანიტი დაფიქალი. კრისტალური ქანები ტერიტორიის დიდ ნაწილზე გადაფარულია სხვადასხვა ასაკის ფილაქნის სარჩულით:პალეოზოური,მეზოზოური,მესამეული დამეოთხეული ერის. ზედაპირზე კრისტალური ქანების სამი გამოსასვლელი მდიდარიასასარგებლო წიაღისეულით. ასეთი ყველაზე უფრო დიდი გამოსასვლელიააირის მთები, 60 ათასი კმ² ფართობით. მდინარენიგერის მარჯვენა ნაპირზე პრეკამბრიული პერიოდის ქანები გამოდიან კლდოვანი ბორცვების სახით და ქმნიანლიპტაკოს პლატოს, 30 ათასი კმ² ფართობით. სამხრეთში, ქალაქზინდერის მახლობლად, უძველესი ქანები ქმნიან გრანიტული ბორცვების ორ ზოლს, 7 ათასი კმ² ფართობით. გრანიტულიბორცვები-ბიუტები ასევე გამოდიანტენერესუდაბნოში დაკაუარისოაზისებთან. ქვეყნის დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილების ფილაქნის სარჩულები აგებულიაზღვის,ტბის და კონტინენტური დანალექებით, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენსქვიშის უზარმაზარ სისქეს. ინტენსიურმაეროზიამ დაგეოლოგიური პროცესების ხანგრძლივობამ გამოიწვია ნიგერის ტერიტორიის დიდი ნაწილის სიმაღლეში გათანაბრება.
სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი საბადოები მდებარეობენაირის დალიპტაკოსპლატოების კრისტალური ქანების გამოსასვლელებში, ასევე ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთის ნაწილებისდანალექ ქანებში. ქვეყნის მთავარი სიმდიდრეაურანის მადანი, რომლის მარაგის მიხედვითაც ნიგერი მსოფლიოში იმყოფებამეცხრე ადგილზე (მეექვსეზე მოპოვების მიხედვით). ურანის მადნის (ურანის მჟავა) დაზვერვითი მარაგი შეფასებულია 200 ათას ტონად. ურანის ძირითადი საბადოები მდებარეობენ აირის მთების დასავლეთით. მოპოვება მიმდინარეობს ქალაქებში არლიტი და აკუტა. ურანის საძებნი სამუშაოები ასევე მიმდინარეობსჯადოს მთებში, დიდი რაოდენობის მარაგი აღმოჩნდაკაუარისოაზისებში, არსებობს ვარაუდი, რომ ნიგერში ურანის გავრცელება გაცილებით უფრო ვრცელ ადგილებს მოიცავს[12].
ურანთან ერთად ქვეყანა მდიდარია სხვა წიაღისეულითაც. ქალაქ აგადესის ჩრდილოეთით მდებარეობს ანუ-არარენისქვანახშირის საბადო, რომლის მარაგიც შეადგენს დაახლოებით 6 მილიონ ტონას. ქვანახშირის დაბალი ხარისხი კომპენსირდება მისი მდებარეობის დაბალი სიღრმით (დაახლოებით 40 მეტრი). ნიგერის აღმოსავლეთში, მანგისქვაბულის დაჩადის ტბის დანალექ ქანებში მდებარეობსნავთობის შემცველი ფენები. ქალაქ საისთან სიახლოვეს არსებულირკინის მადნის საბადო შეიცავს 600—700 მილიონ ტონა ნედლეულს[12]. ქალაქ ტაპოის რაიონში მუშავდებაფოსფორიტების მსხვილი საბადო (500 მილიონი ტონა). ტიმიის და ელმეკის დასახლებულ პუნქტებთან მოიპოვებაკასიტერიტი[12], რომელიც შეიცავსვოლფრამს დატანტალს, ასევე აღმოჩენილია საბადო ქალაქზინდერთან. ქალაქ მალბაზთან სიახლოვეს არსებობსკირქვის დათაბაშირის დიდი მარაგი[12]. ბილმის, ფაშის და ტეგიდან-ტესუმის ოაზისებში მუშავდება მოხარშულიმარილის საბადოები. მდინარე სირბის დანალექებში აღმოჩენილიაოქროს უმნიშვნელო მარაგი.
ცალკეული გეოლოგიური კვლევებით აღმოჩენილიასპილენძის,ნიობიუმის,ლითიუმის,მანგანუმის,კობალტის,ნიკელის და სხვა სასარგებლო წიაღისეული. გეოლოგიური დაზვერვა, ქვეყნის მადნის შესწავლა და ათვისება მთავარი და პერსპექტიული ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.
ქვეყნის რელიეფში სჭარბობს დაბლობები სიმაღლითზღვის დონიდან 200—500 მეტრი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობსაირის მთების მასივი — სხვადასხვა სიმაღლისპლატოს სისტემა, რომელიც გადაჭიმულია 400 კმ-ზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 250 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. უმაღლესი წერტილი —იდუკალ-ნტაგეზის მთა, მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე უფრო მაღლა. პლატო დახრილია დასავლეთისკენ, რომელიც საკმაოდ დაკლაკნილიაუადებით —მდინარეების მშრალი კალაპოტებით, რომლებიც მხოლოდ წვიმების სეზონის დროს ივსება. აირის მთების აღმოსავლეთი ნაწილი მკვეთრად ეჯახება უზარმაზარქვიშოვანტენერესუდაბნოს დაახლოებით 400 ათას კმ² ფართობზე.ტენერეს უდაბნოს ჩრდილოეთ (ტენერე-ტაფასასეტი) და ცენტრალურ ნაწილებში,აირის დაჯადოს პლატოებს შორის, მდებარეობენ მოძრავი ქვიშოვანიდიუნები. ტენერეს უდაბნოს ცენტრში მდებარეობსკაუარი — განცალკევებული ადგილი ბევრი ოაზისებით. ტენერეს უდაბნოს სამხრეთ ნაწილში იშვიათი ბალახი დაბუჩქნარი აკავებენ ქვიშას და ქმნიან გამაგრებულ დიუნებს. აირის მთების დასავლეთით მდებარეობს მოძრავდიუნებიანიტალაკის უდაბნოს დაბლობი ფართობით 2-3 ათასი კმ². აირის მთების მეზობელი დაბლობის ნაწილი აგებულიათიხებით და წვიმების სეზონში ირწყვებაუადებიდან, რაც მათ აქცევს კარგ საძოვრებად მეჯოგეებისთვის.
ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობენჯადოს მთების დამანგენის ქვიშოვანი პლატოები. აღმოსავლეთში,ჩადთანსახელმწიფო საზღვარზე —აფაფის დაჩიგაის პლატოები. ამ პლატოებს აქვთ ჩამოშლილი ფერდოები, დაკლაკნილიაკანიონებით და ადამიანისთვის ძნელად მისადგომია. სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს მანგის ნახევრადუდაბნო —ჩადის ტბის გამომშრალი ქვაბული. ქვეყნის სამხრეთი დაკავებულია დაბლობებით, ცალკეული კრისტალური ქანების გამოსასვლელებით.
ნაყოფიერი ნიადაგი ქვეყნის სამხრეთში მდინარენიგერთან
ნიგერისნიადაგი საკმაოდ ღარიბია. ნიგერის ჩრდილოეთში, ქვიან პლატოებზე და ქვიშოვან უდაბნოებში ნიადაგის საფარი პრაქტიკულად არ არსებობს. მხოლოდ იმ უბნებზე, სადაც ჩნდება წყალი, ეკლიანი ბუჩქები და გვალვაგამძლე მარცვლოვნები აყალიბებენ პრიმიტიულ ქვიშოვან ნიადაგს. ნიგერის სამხრეთში,საჰელის ზონაში, ნიადაგის გავრცელება დამოკიდებულია სინოტივის რაოდენობაზე. ძირითადად ესაა სხვადასხვა სიმძლავრისწითელმიწა ნიადაგი დაქვიშის ნიადაგი. საჰელის ზონის ქვიშოვან ნიადაგში ნაკლებიაჰუმუსი, რაც ქაროვანიეროზიისთვის ხელსაყრელი პირობაა. ქვეყნის აღმოსავლეთში,ჩადის ტბის ქვაბულში გავრცელებულია მარილოვანი ბორცვები. მდინარეებისხეობებში,უადებში და ღრმულებში, სადაც წყალი იკრიბება, გვხვდებაალუვიონით გამდიდრებული სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი თიხოვანი ნიადაგი. ნიგერისთვის დამახასიათებელია ნიადაგის დეგრადაციისა და ეროზიის პროცესი, რომელსაც მოაქვს მიწის გაუდაბნოება, ამიტომ ბრძოლა ნიადაგის აღდგენისათვის და შენარჩუნებისათვის ქვეყნის მთავარი ამოცანაა.
ნიგერის ჰიდროგრაფიული ქსელის საფუძველს წარმოადგენენმდინარენიგერი თავისი შენაკადებით, რომლებიც მიედინებიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში დაგაუდინარიჩადის ტბაკომადუგუ-იობეს მდინარით, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მდებარეობენ მხოლოდ დროებითი მდინარეები (უადი), რომლებიც მხოლოდ მოკლე წვიმიანი სეზონის დროს ივსებიან.
მდინარენიგერი, სიგრძით მესამე მდინარეა აფრიკაში, ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება დაახლოებით 600 კმ მანძილზე, ქმნის ვრცელ ნაყოფიერ დაბლობს და ქვეყნის ბეღელს წარმოადგენს.მალისთანსახელმწიფო საზღვარს მდინარე კვეთავს შედარებით წყალმეჩხერ მდგომარეობაში, უდაბნოებში წყლის მნიშვნელოვანი აორთქლების გამო. 200 კმ-ის მანძილზე მდინარე გადისლიპტაკოს პლატოს კრისტალურ ქანებს. ნიგერის მდინარეზე განლაგებულია ქვეყნის დედაქალაქინიამეი, სადაც მდინარეზე გადებულია ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხიდი —კენედის ხიდი. ნიამეის სამხრეთით მდინარის კალაპოტი გადის მკვრივქვიშაქვებში, სადაცწყალმოვარდნის დროს ფართედ გადმოდის ნაპირებიდან და აღწევს 5 კმ-მდე სიგანეს.ბენინის სახელმწიფო საზღვართან მდინარე ნიგერი გვერდს უვლისატაკორისმთიანეთისქედის ტოტებს. მდინარის კლაკნილმა, რომელიც ასო«W»-ს გვაგონებს, დასახელება მისცა აქ მდებარეეროვნულ პარკს. ქვეყნის ტერიტორიაზე მდინარე ნიგერს უერთდება რამდენიმე შენაკადი, რომელთაგან მარჯვენა მხრიდან ყველაზე უფრო დიდებია:გორუოლი,დარგოლი,სირბა,გორუბი,ტაპოა,ალიბორი,სოტა დამეკრუ. მშრალი სეზონის დროს, დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით, მარჯვენა მხრის შენაკადების უმრავლესობა შრება. წვიმების სეზონის დამთავრების შემდეგ მდინარეების კალაპოტებში ალაგ-ალაგ ჩნდება პატარ-პატარა ტბები, სადაც წყალი ნარჩუნდება საკმაოდ დიდ დროს. მარცხენა მხრიდან მდინარე ნიგერში ჩაედინება მხოლოდ დროებითი მდინარეები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდია — დასოლი (უადი), ბოსო და მაური.
ჩადის ტბა და მასში ჩამდინარე დიდი მდინარეკომადუგუ-იობე ქმნიან ქვეყნის აღმოსავლეთ მდინარეულ ქსელს. მდინარე კომადუგუ-იობე სათავეს იღებსნიგერიის ტერიტორიაზე, მისი დინების უკანასკნელი 150 კმ-ზე იქმნება ბუნებრივი საზღვარი ნიგერსა და ნიგერიას შორის. მშრალი სეზონის დროს მდინარე საკმაოდ წყალმარჩხია, იანვარში ხდება წყალმოვარდნა. ნიგერის რესპუბლიკას ეკუთვნის აფრიკის ერთ-ერთი უდიდესიწყალსატევის — ჩადის ტბის აკვატორიის დაახლოებით 3 ათასი კმ². მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 10-26 ათას კმ²-ს, ხოლო სიღრმე — 1-4 მეტრს. ივლისში წყლის ინტენსიური აორთქლების გამო შეინიშნება მდინარეთა წყალმეჩხერობა, ხოლო იანვარში წყლის დონე ყველაზე უფრო მაღალია. ჩადის ტბა მდიდარიათევზით, მაგრამ ნაპირები ძნელადმისადგომია მცენარეულობის,დაჭაობების და სანაპირო ხაზის ცვლილებების გამო.
ქვეყნის ჩრდილოეთში და ცენტრში არსებობენ მხოლოდ დროებითი მდინარეები, რომლებსაც ეძახიანუადის, კორის,მაგჯიამის დაგულბის. წვიმების სეზონში — ივლის-აგვისტოში, ისინი რამდენიმე საათში ივსება წყლით, რაც ზოგჯერ იწვევსწყალდიდობებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იძულებულს ხდის დასახლდნენ მაღლობ ადგილებში. წვიმების შემდეგ წყალი იქ ჩერდება რამდენიმე ხანი და მდინარის კალაპოტებს ხდის მიწადმოქმედების და მეცხოველეობის მთავარ წყაროდ. მაგალითად, გულბი ნმარადის ნიგერის ტერიტორიაზე აქვს 150 კმ სიგრძე, რითაც იგი ყველაზე უფრო დიდი დროებითი მდინარეა ქვეყანაში. მიწისქვეშა წყლებიაირის,ჯადოს დაკაუარისპლატოს რაიონებში საკმაოდ უახლოვდებიან მიწის ზედაპირს და ქმნიანოაზისებს. სხვა ადგილებში ისინი მდებარეობენ 650 მეტრამდე სიღრმეზე. ქვეყნისგვალვიანობის გამო მიწისქვეშა წყლების დაზვერვა და გამოყენება საკმაოდ მთავარი ამოცანაა.
ნიგერი საშუალო ტემპერატურის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი ქვეყანაა მსოფლიოში. მისიკლიმატი განპირობებულია კონტინენტური მდგომარეობით,საჰარისუდაბნოს დაეკვატორის სიახლოვით. წლის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +25 °C-ა, მაღალია ტემპერატურის დღე-ღამის საშუალო მერყეობა. დილით გრილა — დაახლოებით +15 °C, ხოლო შუადღისთვის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს +35 °C-ს და უფრო მაღლა. ნიგერში წელიწადის დროებს გამოყოფენ არა ტემპერატურის მიხედვით, არამედ ატმოსფერული ნალექების რეჟიმის მიხედვით. აქ განასხვავებენ სამ სეზონს: გრილ მშრალს, ცხელ მშრალს და წვიმიანს. გრილი მშრალი სეზონი, გამოწვეული საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთის კონტინენტური ჰაერის დინებით, გრძელდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ღამის ტემპერატურა აღწევს მინიმალურ წლიურ მნიშვნელობას +8 °C-ს, მაგრამ დღისით იწევს +30 °C-მდე. ეს წლის ყველაზე უფრო რბილი დროა — ტურისტული სეზონის ბუმი. ცხელ მშრალ სეზონში, რომელიც გრძელდება თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დღის ტემპერატურა აღწევს +40 °C-ს, ხოლო ღამის — არა ნაკლები +25 °C-ა. ამ დროს ბატონობს აღმოსავლეთის ქარი — ჰორმატანი, რომელიც აღწევს 10 მ/წმ სიჩქარეს. ჰორმატანი ხშირად იწვევს მტვრიან ქარიშხალს და მტვრიან ნისლს, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება და ქვეყნის სამხრეთ რეგიონებსაც აღწევს. აპრილ-მაისში, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთში ივნის-ივლისში იწყება წვიმიანი სეზონი. ქარი უბერავს სამხრეთ-დასავლეთისკენ, წვიმებიჭექა-ქუხილით მოდის დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც წყალდიდობებს იწვევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აგვისტოზე. ნალექები არათანაბრადაა განაწილებული: ქვეყნის ჩრდილოეთში — საჰარის უდაბნოში, ნალექები მოდის მხოლოდ რამდენიმე საათი 2-4 დღის განმავლობაში და შეადგენს დაახლოებით 20 მმ-ს. ზოგიერთ რაიონში წვიმა საერთოდ არ იცის რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში,საჰელის ზონაში, ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 200—250 მმ-ს და წვიმები მოდის ორი-ოთხი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დააგვიანოს, ან ნაკლები რაოდენობით მოვიდეს. ლოკალური გვალვები — ხშირი მოვლენაა. მხოლოდ უკიდურეს სამხრეთში, ბენინის სახელმწიფო საზღვართან, ყოველწლიურად მოდის 600—800 მმ ნალექი; წელიწადში წვიმიანი დღეების რიცხვი შეადგენს 65-ს.
ნიგერის ტერიტორიის დიდი ნაწილი მიეკუთვნებაარიდულ დანახევრად უდაბნოს კლიმატურ ზონებს. პოტენციური აორთქლება აღწევს 2000-3000 მმ-ს წელიწადში, რაც რამდენიმეჯერ აჭარბებს ნალექების რაოდენობას. პერიოდულად ქვეყანა განიცდის ხანგრძლივგვალვებს. გვალვები აღინიშნებოდა 1910—1915, 1940—1944, 1968—1974, 1984—1985 წლებში. ამ დროს ყველგან იკლებს გრუნტის წყლების დონე, შრება ჭები, გაჭირვებას განიცდის მიწადმოქმედება და მეცხოველეობა.
უდაბნოების დანახევრადუდაბნოების ზონაში მცენარეული საფარი საკმაოდ მეჩხერია. ქვეყნის აღმოსავლეთისოაზისებში იზრდებაფინიკის პალმები. აირის მთების პლატოსხეობებში გრუნტის წყლების სიახლოვის და დროებითი მდინარეების გამო მცენარეულობა უფრო ხშირია, იზრდება მაღალი ბალახი,ხეები უფრო ბევრია.სავანისფლორა წარმოდგენილია მრავალფეროვანიაკაციებით, დაბალი ველურიმარცვლოვნებით,ავშანით. ბალახები დაბუჩქები ძირითადი საკვებიააქლემებისათვის,ცხვრებისათვის დათხებისათვის. სავანების ხეებისა და ბუჩქების უმრავლესობა ფოთლებს კარგავს მშრალი სეზონის დასაწყისში. წვიმების სეზონის პერიოდში სავანა იფარება სწრაფადმზარდი ბალახით, სიმაღლით ორ მეტრამდე:ურო დასპილოს ბალახი (ლათ.Pennisetum purpureum). ნახევრადუდაბნოების მცენარეულობა საკმაოდ ზარალდება მეცხოველეობისაგან და სათბობის მიზნით გაჩეხვისაგან. სავანის სამხრეთი უფრო კარგად ირწყვება წვიმების სეზონის დროს, ამიტომ აქ მცენარეულობაც ხშირია: იზრდებაინდოეთიდან შემოტანილი ხეინდური აზადირახტა (ლათ.Azadirachta indica),ბამბის ხე (ლათ.Ceiba pentandra),ბაობაბი,ში (ლათ.Vitellaria paradoxa). ყველაზე უფრო მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია მდინარე ნიგერის ნაპირების ფლორა. ხეებიდან აქ იზრდება წვნიანი ნაყოფის მომცემიინდური მანგო (ლათ.Mangífera índica) დანესვის ხე, აკაცია დაპალმა. მდინარისჭალებში იზრდებაბამბუკი.
ნიგერის სახელმწიფო წყობას განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ნიგერის 2010 წლის კონსტიტუციის თანახმად მმართველობის არსებულ სისტემას ეწოდებანიგერის მეშვიდე რესპუბლიკა. ესააშერეული რესპუბლიკა, რომელშიცნიგერის პრეზიდენტისახელმწიფოს მეთაურია, ხოლონიგერის პრემიერ-მინისტრი — მთავრობის მეთაური. დეპუტატებს თავიანთი პოსტები უკავიათ ეროვნული ან ადგილობრივი დონის არჩევნების შედეგად, მრავალპარტიული კონკურენტუნარიანი სისტემის კონტექსტში. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ნიგერის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება — მთავრობას დანიგერის ეროვნულ კრებას. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან: საკონსტიტუციო სასამართლო ფლობს იურისდიქციას კონსტიტუციური და საარჩევნო საკითხების მიმართ.
ნიგერის 2010 წლის კონსტიტუციის თანახმად «ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია. ის გამოხატავს ერის ერთიანობას. ქვეყნის პრეზიდენტი დგას პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა. ის ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციის დაცვის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების გარანტია. ის უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას.»[13]
«ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, პირდაპირი, თანაბარი და ფარული არჩევნების საფუძველზე 5 წლის ვადით. ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ორი ვადით გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. არავითარ შემთხვევაში, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება იყოს პრეზიდენტი ორ ვადაზე მეტი ხნის შემდეგ ან გააგრძელოს მანდატის მოქმედების ვადა ნებისმიერი მიზეზით.» პრეზიდენტად არჩევა შეუძლია 35 წელს მიღწეულ «ეროვნული წარმოშობის» ნებისმიერი სქესის ნებისმიერ ადამიანს. არჩევნების დანიშვნა, ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა.
აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული და ეროვნული კრების მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის მიერ. პრემიერ-მინისტრს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი. მინისტრების კანდიდატურას წარადგენს პრემიერ-მინისტრი ეროვნული კრების წევრებიდან. ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრს შეიძლება გამოუტანოს უნდობლობის ვოტუმი[14][15]
ცენტრალური მართვა ხორციელდება პროფესიონალური ადმინისტრაციული დაწესებულებების მიერ, რომლებსაც აგზავნის პრეზიდენტის და/ან სამინისტროების ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობს თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ეროვნული კრების წევრები. სამინისტროების განყოფილებების დანარჩენი ნაწილი ივსება არაპოლიტიკური პროფესიონალური ადმინისტრატორებით. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი, დარგობრივი და რეგიონალური საბჭოებით, ტერიტორიული კოლექტივების სამინისტროთი, ამ საარჩევნო ორგანოს მიერ არჩეული დეპუტატებით და პროფესიონალი სახელმწიფო მოსამსახურეებით.
ნიგერის შეიარაღებული ძალები (Forces Armees Nigeriennes, FAN) ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა. ნიგერის შეიარაღებული ძალები მოიცავსარმიას,სამხედრო-საჰაერო ძალებს, ჟანდარმერიას და რესპუბლიკურ გვარდიას. შედგება რეგულარული შემადგენლობის 5300 ადამიანისაგან და მომსახურე პერსონალის დაახლოებით 5400 ადამიანისაგან[16]. მოქმედებს სამხედრო სამსახურში არჩევითი გაწვევა. სამხედრო სამსახურში იწვევენ 17—21 წლის დაუქორწინებელ მამაკაცებს 2 წლის ვადით, ქალებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით იმსახურონ სანიტარულ ნაწილებში. სამხედრო საჭიროებისათვის იხარჯებამთლიანი შიდა პროდუქტის 1,1 — 1,3 %[17], რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფანიამეის ოლქად და 7 რეგიონად, რომლებიც თავისი მხრივ იყოფიან 36 დეპარტამენტად. დეპარტამენტები შედგება საქალაქო და სასოფლო კომუნებისაგან.
ნიგერი — მრავალეროვანი სახელმწიფოა. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის განსახლების საზღვარიკავკასიურ დანეგროიდულ რასებს შორის. ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მიეკუთვნება ნეგროიდულ რასას. ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებიტუარეგები მიეკუთვნებიან კავკასიური რასისხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს.ფულბე შერეული ეთნიკური ჯგუფია.
საკმაოდ მრავალრიცხოვანიასონგაის ხალხი, რომლებიც თავიანთ მონათესავეჯერმას,დენდის,კურტეის დავოგოს ხალხთან ერთად შეადგენენ ნიგერის მოსახლეობის 21 %-ს. ნიგერის გარდა სონგაის ხალხის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს მეზობელმალიში, ხოლო დენდი —ბენინში. ნიგერში სონგაის და ჯერმას ხალხი ცხოვრობენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ნიგერის ხეობაში. ჯერმას ხალხი დედაქალაქ ნიამეის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს. ძველად ჯერმას ხალხი განთქმული იყო სამხედრო ხელოვნებით, დღემდე მათში მაღალია სამხედრო არისტოკრატიის პრესტიჟი. დოსოს რეგიონში მდებარეობს ჯერმას ყველა ხალხის ტრადიციული წინამძღოლის — ჯერმაკოის რეზიდენცია. კოლონიალიზმის დროს ჯერმას ხალხი ეხმარებოდა ფრანგებს სხვა ხალხის აჯანყებების ჩახშობაში. ჯერმას და სონგაის ხალხი სხვა ხალხზე უკეთ აღიქვამენ დასავლურ კულტურას.
ტუარეგები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 9,3 %-ს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ნიგერის ჩრდილოეთში,აგადესის რეგიონში, მისი მოსაზღვრე რეგიონების დეპარტამენტებში, ასევე მდინარენიგერის ხეობაში. ტუარეგები ასევე ცხოვრობენ ნიგერის მოსაზღვრე მალიში, ალჟირში და ლიბიაში. ბევრი ტუარეგი ეწევა მომთაბარე ცხოვრებას, ძირითადად დაკავებულები არიან მეცხოველეობით. ნიგერში ტუარეგები გამოჩნდნენ X საუკუნეში,ჩრდილოეთ აფრიკიდანარაბების მიერ მათი გამოდევნის შემდეგ. ტუარეგები გაერთიანებულები არიან ტომობრივ კონფედერაციაში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სამხედრო არისტოკრატია, თავისი რიგებიდან ირჩევს ტომის და კონფედერაციის ბელადებს, ასევე აირის სულთანს — ნიგერის ყველა ტუარეგის ტრადიციულ მეთაურს.
ფულბეს ხალხი (ჰაუსას ენაზე ფულანი) ცხოვრობს ნიგერის სხვა ხალხთან ერთად და შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,5 %-ს. მთელდასავლეთ აფრიკაში განსახლებულ ფულბეს ხალხს აქვს პროფესიონალი მწყემსების რეპუტაცია. ისინი სახლდებიან მიწადმოქმედ ხალხს შორის, განსაკუთრებით ჰაუსას ხალხს შორის, მწყემსავენ მათ შინაურ ცხოველებს და მეცხოველეობის პროდუქტებს ცვლიან მიწადმოქმედების შედეგად მიღებულ საქონელზე. ფულბეს ხალხი ეწევა მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას. ერთ ადგილზე დამაგრებული ფულბეს ხალხი მეცხოველეობასთან ერთად დაკავებულია მიწადმოქმედებით, მშობლიურ სოფლებში ბრუნდებიან მოსავლის აღების დროს.
კანურის და მისი მონათესავემანგას ხალხი შეადგენს ნიგერის მოსახლეობის 4,7 %-ს. ისინი ცხოვრობენ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში,დიფის რეგიონში,ჩადის ტბის მახლობლად. კანურის ხალხის დიდი ნაწილი ცხოვრობს ნიგერიაში და ჩადში.შუა საუკუნეებში მათ შექმნეს სახელმწიფოებიკანემის იმპერია დაბორნუ. თანამედროვე განსახლების ადგილები კანურის ხალხმა დაიკავა მრავალრიცხოვანი მიგრაციის შედეგად, ამასთან მათ სხვადასხვა ჯგუფებს ახსოვთ საკუთარი წარმოშობის ადგილები. კანურის ხალხი ძირითადად მიწადმოქმედია, მაგრამ ზოგიერთი ტომი დაკავებულია მეცხოველეობით და მისდევს ნახევრადმომთაბარე ცხოვრების წესს. განსაკუთრებით გავრცელებულია ტყავის ნაკეთობების დამზადება.
ტუბუს ხალხი შეადგენს ქვეყნის აღმოსავლეთის მეცხოველეობით დაკავებული ხალხის ძირითად ნაწილს — ისინი განსახლებულები არიანჯადოს მთების,კაუარის დატერმიტის პლატოსოაზისებში. ნიგერის სხვა მომთაბარე ხალხისგან — ტუარეგებისგან და ფულბეს ხალხისგან, განსხვავებით ტუბუს ხალხი მიეკუთვნება ნეგროიდულ რასას. მათ ეძახიან «საჰარის შავ მომთაბარეებს». ტუბუს ხალხის უმრავლესობა ცხოვრობსჩადში დალიბიაში, ნიგერში მათი რაოდენობა დაახლოებით 40 ათასი ადამიანია (მოსახლეობის 0,4 %[21]). ნიგერის ტუბუს ხალხის ტრადიციული ბელადია სულთანი კავარა. ტუბუს ხალხი ეწევა მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას, უვლიან აქლემებს და თხებს. ოაზისებში ადგილზე დამაგრებული ტუბუს ხალხი ფლობენფინიკის პალმებს დამარილის კუსტარულ საწარმოებს, ასევე მოჰყავთქერი,ფეტვი დახორბალი. ტუბუს ბევრი ხალხი ასევე დაკავებულია საქარავნო ვაჭრობით.
არაბების რაოდენობა ნიგერში დაბალია და შეადგენს დაახლოებით 40 ათას ადამიანს (მოსახლეობის 0,4 %).[22] მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ულედ სლიმანის,ბაგარების და კანემის კლანებს. ნიგერში ისინი შემოვიდნენ XX საუკუნის დასაწყისში, დასახლდნენ ლიბიის მოსაზღვრე რაიონებში, ასევე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში.
ნიგერში ასევე ცხოვრობს 5-6 ათასი ევროპელი, ძირითადადფრანგები. მათი უმრავლესობა — მასწავლებლები და ტექნიკური დარგის სპეციალისტებია, რომლებიც ქვეყანაში განსაზღვრული ვადის განმავლობაში მუშაობენ. ევროპელების ყველაზე უფრო დიდი ჯგუფები ცხოვრობენნიამეიში და სხვა დიდ ქალაქებში.
ნიგერში არსებობს 11 ოფიციალური ენა,ფრანგული ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა ქვეყანაში. ნიგერში არსებობს მკვიდრი მოსახლეობის 8-დან 20 ენა. ამ ენების რაოდენობაში ასეთი სხვაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ზოგიერთი ენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ისინი ერთადაა დაჯგუფებული, ხოლო დანარჩენი ცალკეულ ენად განიხილება.
ფრანგული ენა, რომელიც კოლონიალური პერიოდის დანატოვარია, ქვეყნის ოფიციალური ენაა. ამ ენას განათლებამიღებული ადამიანები ძირითადად იყენებენ, როგორც მეორე ენას (ნიგერელების 20 %-ს განათლება მიღებული აქვს ფრანგულად, ხოლო ქალაქებში ეს რაოდენობა შეადგენს 47 %-ს, ეს მაჩვენებლები იზრდება, რადგან განათლების დონე თანდათან უმჯობესდება.[23]) მიუხედავად იმისა, რომ ნიგერელების განათლების დონე ჯერ კიდევ დაბალია, ფრანგული ენა გამოიყენება ოფიციალურ ადმინისტრაციაში, (სასამართლოები, მთავრობა და სხვა), მასმედიაში და ბიზნესში.
ნიგერის კონსტიტუცია რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიას იძლევა. აკრძალულია პოლიტიკური პარტიების შექმნა ისეთი იდეოლოგიით, რომლის საფუძველია რომელიმე რელიგიური აღმსარებლობა. ყველა რელიგიური ორგანიზაცია უნდა იყოს დარეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროში[27].
პირველიმუსლიმები ნიგერის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ XI საუკუნეში. ისლამის ფართე გავრცელებას ხელი შეუწყო XV საუკუნეში ნიგერის შესვლამსონგაის იმპერიაში. XIX საუკუნის დასასრულისთვის მუსლიმები ქვეყანაში გახდნენ რელიგიური უმრავლესობა, ხოლო დღეისათვის ისლამი გაბატონებული რელიგიაა (მოსახლეობის 92 %[28]).
ქრისტიანების რაოდენობა (110 ათასი 2010 წელს[29]) მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელ ათწლეულების განმავლობაში (1970 წელს ნიგერში ცხოვრობდა 17 ათასი ქრისტიანი[28], 2000 წელს — 58 ათასი[30]).
2010 წელს ორგანიზაცია Pew Research Center-ის კვლევების შედეგად ნიგერში აღირიცხა 80 ათასიპროტესტანტი[29]. პროტესტანტები ნიგერში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი რელიგიური ჯგუფია; 1970 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა მხოლოდ 3,4 ათასი პროტესტანტი,[28] 2000 წელს ამ რელიგიური მიმდევრობის აღმსარებელთა რიცხვი გახდა 38 ათასი.[30]
რომის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები ნიგერში შემოვიდნენ 1931 წელსდაგომეიდან. 1961 წელს ქვეყანაში შეიქმნაკათოლიკური ეპარქია. 1972 წელს ხელდასხმული იქნა პირველი ნიგერელი სასულიერო პირი. 2010 წელს კათოლიკების რაოდენობა შეადგენდა 30 ათას ადამიანს[29]. მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიგერში მცხოვრები უცხოელია (მათ შორის მეზობელი აფრიკული ქვეყნებიდან).
შეფასებების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 7 % მიეკუთვნებატრადიციულ აფრიკულ სარწმუნოებას[28]. ანიმისტების წილი ქვეყნის საერთო მოსახლეობაში მუდმივად მცირდება. 1970 წელს ამ რელიგიის მიმდევრები შეადგენდნენ ნიგერის მოსახლეობის 15,5 %-ს.
ნიგერი აგრარული ქვეყანაა განვითარებადიურანის მომპოვებელი წარმოებით. ქვეყანას გააჩნია ურანის უზარმაზარი მარაგი. XX საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩენილიანავთობის დაბუნებრივი აირის საბადოები. მაგრამ ქვეყანა დამოკიდებულია უცხოურ დახმარებებზე, XX საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე ურანის ფასის ვარდნის შემდეგ გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი.სოფლის მეურნეობისათვის ვარგისია მხოლოდ მიწების 3 % და ხშირიაგვალვები. ქვეყნის ინფრასტრუქტურა საკმაოდ განუვითარებელია.
ურანის მოპოვება ქვეყნისეკონომიკის მთავარი დარგია. ურანის მადნის საბადოები 1958 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინასაფრანგეთის ატომური და ალტერნატიული ენერგიის კომისიამ. 1966 წელს ქალაქარლიში ჩატარებულმა საბადოს კვლევამ და შეფასებამ დაადასტურა მისი ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობა და 1971 წელს ნიგერმა ექსპორტზე გაიტანა ურანის მადნის პირველი პარტია 400 ტონის რაოდენობით. მოპოვებული ურანის რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და 1980 წელს მიაღწია 4,5 ათას ტონას, ამასთან ნიგერი გავიდა მეორე ადგილზე მსოფლიოში ურანის მოპოვების მხრივ, ხოლო მისი ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის 50 %-მდე[12]. 1980-იან წლებში განვითარდა ურანის მოპოვების კრახი — მსოფლიო მოთხოვნილებების შემცირებამ სხვა ქვეყნებში ურანის დიდი რაოდენობით წარმოებამ გამოიწვია მსოფლიოში ფასების შემცირება. 1990-იანი წლების დასაწყისში ნიგერში ურანის მოპოვება შემცირდა 2 ათას ტონამდე. 1990 წლისთვის ქვეყანა დატოვა 80 %-მდე უცხოელმა, რომელთაგან უმრავლესობა დაკავშირებული იყო ურანის მოპოვებასთან[12]. დღეისათვის ურანის მოპოვების დარგი ნელ-ნელა ისევ ძალას იკრებს, ურანის მადნის წლიურმა მოპოვებამ გადააჭარბა 3,5 ათას ტონას, ხოლო სახელმწიფოს შემოსავლების შესაბამისი წილი გაიზარდა 8 %-მდე[12].
ურანის გარდა, ნიგერში არსებობს ექსპლოატაციისათვის ვარგისიოქროს მარაგი მდინარე ნიგერსა დაბურკინა-ფასოს შორის არსებულ რეგიონში. 2004 წელს ნიგერში პირველი ოქროს ზოდი ჩამოისხატილაბერის რეგიონის ტერის დეპარტამენტის სამირა-ჰილის ოქროს საბადოში. ამ საბადოში ქვეყანაში პირველად მოხდა ოქროს კომერციული მოპოვება. ამ ადგილზე რეზერვების მარაგი შეფასებული იყო 10 073 626 ტონად, რომელშიც ერთი ტონა საშუალოდ შეიცავდა 2,21 გრამ (0,078 უნცია) ოქროს, საიდანაც 19 200 კგ (42 300 ფუნტი) დამუშავებული იქნება საბადოს ექსპლოატაციის 6 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ ოქროს სხვა საბადოები იმყოფება ახლომდებარე რაიონებში, ცნობილი როგორც "სამირა ჰორიზონტი", რომელიც მდებარეობს გოთეიეს კომუნასა და ქალაქ უალამს შორის.[31]
ნიგერშინავთობის საბადოების დაზვერვის და აღმოჩენის ისტორია დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში, როდესაც 1975 წელს აღმოაჩინეს ტინტუმას ნავთობის საბადო.[32] ის მდებარეობს აგადემის ოაზისში, რომელსაც ყურადღებას ჯერ კიდევ 1970 წლიდან აქცევდა კომპანია texaco, ხოლო შემდეგ 1980 წლამდე კომპანია Esso აწარმოებდა დაზვერვით სამუშაოებს. იმავე რაიონში დაზვერვით სამუშაოებს მიმდევრობით აწარმოებდნენ კომპანიები Elf Aquitaine (1980-1985), Esso-Elf (1985-1998), Esso (1998-2002) და Esso-Petronas (2002-2006). დაზვერვითი სამუშაოების შეფასებით ნავთობის მარაგის რაოდენობა აღმოჩნდა 324 მილიონი ბარელი, ხოლობუნებრივი აირის მარაგის 10 მილიარდი მ³, კომპანია Esso-Petronas-მა ნაწარმოები პროდუქციის სავარაუდო სიმცირის გამო უარი თქვა სამუშაოების გაგრძელებაზე.[32]
ნავთობზე ფასების მყისიერი მომატების გამო ეს ვარაუდი უკვე აღარ იყო აქტუალური 2008 წელს. ხელისუფლებამ აგადემის ოაზისზე უფლება გადასცაCNPC-ის ბლოკს (ჩინ.:中国石油天然气集团公司;ინგლ.China National Petroleum Corporation). ნიგერის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 5 მილიარდიამერიკული დოლარის ინვესტიციის საფასურად,ჩინური კომპანია ააშენებს ჭაბურღილებს, რომელთაგან 11 გაიხსნება 2012 წლისთვის და მოიპოვებს 20 000 ბარელს დღე-ღამეში (3200 მ³/დღ-ღ). ხელისუფლების შეფასებით ამ რაიონში არსებობს 324 მილიონი ბარელი (51 500 000 მ³) ნავთობის მარაგი და მისი მოპოვება კიდევ შესაძლებელიატენერესუდაბნოს რაიონში და ქალაქ ბილმასთან. ნიგერმა ნავთობის პირველი ამოღება დაიწყო 2011 წელს.[33]
ქვეყანაში ასევე მიმდინარეობსქვანახშირის მოპოვება. ქალაქაგადესის ჩრდილოეთით ჩიროზერინის კომუნის ტერიტორიაზე კომპანია SONICHAR (ფრანგ.Société Nigerienne de Charbon) ელექტროსადგურის საწვავით მომარაგებისათვის აწარმოებს ქვანახშირის მოპოვებას ღია წესით, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს ურანის საბადოს. ნიგერის ხელისუფლების 2012 წლის ანგარიშის საფუძველზე, 2011 წელს ამ კომპანიის მიერ მოპოვებული იქნა 246 016 ტონა ქვანახშირი.[34] ქვეყანაში არსებობს ქვანახშირის დამატებითი საბადოები ნიგერის სამხრეთში და დასავლეთში, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი ხარისხი.
2009 წელს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება და განაწილება შეადგენდამთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1 %-ს. კომპანია NIGELEC-ის (ფრანგ.Société nigérienne d'électricité) მიერ განაწილებული ელექტროენერგიის დაახლოებით 89 % იმპორტირდებანიგერიიდან.[35]
თევზჭერას მისდევენ ქვეყნის სამხრეთში (დიფის რეგიონში) და მდინარე ნიგერზე. 2003 წელს ქვეყანაში იწარმოებოდა 55 860 ტონათევზი, მაგრამ 2006 წელს ამ დარგის მკვეთრი ვარდნის შემდეგ 2008 წელს ნაწარმოები იქნა მხოლოდ 3380 ტონა თევზი და ქვეყანამ დაიწყო მისი იმპორტირება.
ნიგერისტყე მოიცავს დაახლოებით 12 000 000 ჰა-ს, რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 10 %-ს, მაგრამ მისი ნახევარი გამეჩხერებულია. ნიგერის ხელისუფლება ახორციელებს ტყის აღდგენის მთავარ პროგრამას (ქვიშოვან დიუნებში, ტერიტორიის რეაბილიტაციას, დეგრადირებული ადგილების, ქარდამცავი ადგილების), მაგრამ ამ ძალისხმევას ხელს უშლის გვალვები, მოსახლეობის მიერ ხე-ტყის გამოყენება და ხანძრები.
შეშა ენერგიის პირველი წყაროა ნიგერში (9 400 000 მ³ წელიწადში[36]). ტყე ასევე ქმნის გუმიარაბიკს (160 000 ჰა).
ნიგერის საგზაო რუკა. ასფალტირებული გზები ნაჩვენებია მწვანე ფერით, "გაუმჯობესებული" მყარი გრუნტიანი გზები ნარინჯისფრად, ადგილობრივი დანიშნულების გრუნტიანი გზები ნარინჯისფერი პუნქტირით.
ტრანსპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში და კულტურაში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს, რომლებსაც ჰყოფს უზარმაზარი დაუსახლებელი უდაბნოები, მთის ქედები და ბუნების სხვა წინააღმდეგობები. ნიგერის სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული კოლონიალური პერიოდის დროს (1899-1960), ადამიანები გადასაადგილებლად იყენებდნენ ცხოველებს, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში კი სამდინარო ტრანსპორტს. არანაირირკინიგზა არ აშენებულა კოლონიალურ პერიოდში. დიდ ქალაქებს შორის ასფალტირებული ავტოგზების მშენებლობა დაიწყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც 1970-1980-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა ურანის ბუმი. ასფალტირებული გზები იგებოდა დიდ ქალაქებს შორის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში, რითაც ნიგერის თითქმის ყველა დიდი დასახლებული პუნქტი ერთმანეთს ასფალტირებული გზებით დაუკავშირდა. ამ გზებიდან სოფლებში გაიყვანეს მყარი გრუნტიანი გზები. 2012 წელს მთელ ქვეყანაში არსებობდა 19 675 კმ საავტომობილო გზა, რომელთაგან 4225 კმ იყო ასფალტირებული.[37]
მდინარენიგერი, რომელიც მიედინება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვერ გამოდგება სამდინარო ტრანსპორტად დიდი მასშტაბით, რადგან მას არ ჰყოფნის სიღრმე წლის დიდი ნაწილის განმავლობაში და ბევრ ადგილას მდინარეზე წარმოქმნილიაჭორომები. აქლემებისგან შემდგარ ქარავანს ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდასაჰარის დასაჰელის რეგიონებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს.
2014 წელს დაიწყოსარკინიგზო ხაზის მშენებლობა ქვეყნის დედაქალაქ ნიამეიდანბენინის დედაქალაქკოტონუს მიმართულებით ქალაქპარაკუს გავლით, რომელიც სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს 2016 წელს. უნდა აშენდეს 574 კმ ახალი რკინიგზის ხაზი ნიამეიდან ბენინის ქალაქ პარაკუმდე, რითაც ის მიუერთდება პარაკუდან კოტონუმდე უკვე არსებულ რკინიგზას. მშენებარე რკინიგზა ასევე გაივლის ნიგერის ქალაქებსდოსოს დაგაიას. არსებობს სარკინიგზო ხაზის გაგრძელების პროექტები ბენინიდან, ნიგერიიდან, ასევე ტრანსსაჰარული და ტრანსსაჰელური რკინიგზების მშენებლობის პროექტები.[38][39]
ნიგერის ტერიტორიაზე დაგეგმილია მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაზსადენის —ტრანს-საჰარის გაზსადენი მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს 2015 წელს.[40][41]
ნალექების რაოდენობა ნიგერის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში არასაკმარისია სოფლის მეურნეობისათვის, ქვეყნის ხელისუფლებას უჭირს საკუთარი ხალხის საკვები პროდუქტებით მომარაგება და იძულებულია იგი უცხოეთიდან შეიძინოს მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.ფეტვი,სორგო დამანიჰოტი ნიგერის ბუნებრივად ნოტიო მიწებიდან მიღებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია. შიდა მოხმარებაში მორწყული მიწებიდან მიღებულიბრინჯი იმპორტულზე უფრო იაფად იყიდება.ძაძა დახახვი მოჰყავთ კომერციული ექსპორტისთვის, როგორცნიორის,წიწაკის,კარტოფილის დახორბლის მცირე რაოდენობა.არაქისი და უფრო ნაკლები რაოდენობითბამბა შემოტანილია კოლონიის ყოფილი მფლობელის —საფრანგეთის მიერ შესაბამისად 1930-იან და 1950-იან წლებში, რომლის დიდი ნაწილი მსოფლიო ბაზარზე გადისინტებსიური სოფლის მეურნეობის ხარჯზე. 1970-იანი წლების დასაწყისში ურანის მასობრივ გამოყენებამდე, ნიგერის ყველაზე უფრო დიდი საექსპორტო პროდუქტი იყო არაქისის ზეთი.[43]
ნიგერის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ სოფლის მეურნეობით დაკავებული სოფლის მაცხოვრებლები, ძირითადად ქვეყნის სამხრეთის ცენტრში და სამხრეთ- დასავლეთში. მაშინ როდესაც მოსახლეობა დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და მოხმარების ბაზარზე, ბაზრის ფარგლებს გარეთ ნიგერის მეურნეობის დიდი ნაწილი შეადგენს ნატურალურ სოფლის მეურნეობას.[43]
ტურიზმი ნიგერში, მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა, საკმაოდ სუსტადაა განვითარებული. ტურისტებისათვის ყველაზე უფრო პოპულარულიააირის მთების დატენერეს უდაბნოს მონახულება, მაგრამ ალ-ქაიდას მოქმედებების გამო იქ მისვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად მისი ბიოლოგიური სიმდიდრეებისა და პეიზაჟების მრავალფეროვნებისა, ნიგერისეროვნული პარკიW ისეთი ცნობილი არ არის, როგორცკენიის დატანზანიის ეროვნული პარკები.
ტურიზმის ეკონიმიკური ეფექტი დამოკიდებულია ბევრ მის შემადგენელ კომპონენტზე (ოტელები, კვება, ტრანსპორტი), რომელიც საკმაოდ მაღალია.
ნიგერში არსებობს 94 სასტუმრო 2100 ნომრის მოცულობით. აქედან 22-ს სამი ან უფრო მეტი ვარსკვლავის კვალიფიკაცია გააჩნია, ხოლო დაახლოებით 30 მდებარეობს დედაქალაქ ნიამეიში. 2010 წელს შემოსავლებმა სასტუმროებიდან და რესტორნებიდან შეადგინამთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2 %.
2006 წლის მონაცემებით ქვეყანას ყოველწლიურად სტუმრობდა 60 ათასზე მეტი ადამიანი,[44] აქედან 36 ათასი (60 %) აფრიკის ქვეყნებიდან; 17 ათასი ევროპიდან, ძირითადად საფრანგეთიდან.
დედაქალაქ ნიამეიში ყოფნის ღირებულება შეადგენს $128 დღე-ღამეში, ხოლო მის ფარგლებს გარეთ გაცილებით იაფია[45]. ვიზის ასაღებად აუცილებელიაყვითელი ციებ-ცხელების დაქოლერის საწინააღმდეგოვაქცინაციის ქონა.
ნიგერისჯანდაცვის სფერო განიცდის რესურსების ქრონიკულ უკმარისობას და მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით სამედიცინო მოსამსახურეების მცირე რაოდენობას. ზოგიერთი მედიკამენტი დეფიციტური ან ხელმიუწვდომელია.
ქვეყანის სახელმწიფო საავადმყოფოები არსებობენ დედაქალაქნიამეიში (სამი მთავარი საავადმყოფო ნიამეიში, ნიამეის ეროვნული ჰოსპიტალისა და ლამორდეს უნივერსიტეტის ჰოსპიტალის ჩათვლით), მარადიში, ტაჰუაში, ზინდერში და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე მცირე სამედიცინო კლინიკები ქალაქების უმრავლესობაში.[47]
სამედიცინო დაწესებულებები განიცდიან სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების უკმარისობას. სახელმწიფო ჯანდაცვის სუსტ სისტემას ეხმარება კერძო, საქველმოქმედო, რელიგიური და არასახელმწიფო ორგანიზაციების მოქმედი კლინიკები და სამედიცინო პროგრამები (მაგალითად, გალმის ჰოსპიტალი ბირნი-ნ'კონის და მარადის მახლობლად).[48]
სახელმწიფო საავადმყოფოები, ასევე სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები იმყოფებიან ნიგერის ჯანდაცვის სამინისტროს მმართველობის ქვეშ. კერძო კომერციული კლინიკები მუშაობენ ნიამეიში და სხვა დიდ ქალაქებში. ჯანდაცვის საერთო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე 2005 წელს შეადგენდა $25-ს. 2004 წელს ნიგერში იყო 377 ექიმი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 10 000 ადამიანზე მოდის 0,03 ექიმი. 2003 წელს მოსახლეობის 89,2 % ჯანდაცვის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან იხდის.[48]
ნიგერში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის სიკვდილიანობა) მაღალია (1000 ბავშვიდან 248 გარდაცვლილი), საერთო ჯამში ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას და არასაკმარის კვებას განიცდის ქვეყნის ბავშვების უმრავლესობა. ორგანიზაცია "Save the Children" მონაცემებით ნიგერს მსოფლიოში აქვს ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის სფეროში.[49]
ნიგერში ასევე არსებობს ყველაზე უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი მსოფლიოში (2013 წლის შეფასებით 7,03 დაბადებული ერთ ქალზე[50]); ეს ნიშნავს, რომ ნიგერის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49 %) 15 წლამდე ასაკისაა. ნიგერი მსოფლიოში დგას 11-ე ადგილზე დედათა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, სადაც ყოველ 100 000 დაბადებულზე დაფიქსირებულია 820 გარდაცვლილი.[51] 2006 წელს ნიგერში ყოველ 100 000 ადამიანზე მოდიოდა 3 ექიმი და 22 მედდა.[52]
განათლება ნიგერში, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, კერძოდ აფრიკისსაჰელის რეგიონში, განიცდის სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ბავშვების სკოლაში სიარულთანაცაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ განათლება აუცილებელია 7-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის, ნიგერში მისი დონე ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია მსოფლიოში.[53][54]
ნიგერის განათლების სისტემის ორგანიზაცია წარმოადგენს:[55]
ტექნიკური ინსტიტუტები: ტდუ (ტექნიკური დიპლომის უნივერსიტეტი (ფრანგ.Diplôme Universitaire de Technologie)) (2 წელი)
დაწყებით სკოლაში მიიღებიან 7 წლის ასაკის ბავშვები. სასკოლო განათლება აუცილებელია 7-დან (დაწყებითი სკოლის დასაწყისი) 15 წლამდე (საშუალო სკოლის პირველი ციკლის დასასრული).[53][54]
განათლება ნიგერში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზეა მსოფლიოში; 2005 წელს ის შეადგენს მოსახლეობის მხოლოდ 28,7 %-ს (მამაკაცების 42,9 % და ქალების 15,1 %).[56] სკოლამდელი განათლება ნიგერში სავალდებულოა ექვსი წლის განმავლობაში.[54] დაწყებით სკოლებში დასწრება საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გოგონებისათვის.[54] 1997 წელს რეგისტრირებული მოსწავლეების დასრების მაჩვენებელი შეადგენდა 29,3 %-ს, ხოლო 1996 წელს 24,5 %-ს.[54]
ბავშვების დაახლოებით 60 %, რომლებმაც დაამთავრეს დაწყებითი სკოლა არიან ბიჭები, რადგანაც გოგონების უმრავლესობა იშვიათად დადის სკოლებში.[54] ბავშვები ხშირად იძულებულები არიან უფრო მეტად იმუშაონ, ვიდრე იარონ სკოლებში, განსაკუთრებით დათესვისა და მოსავლის აღების პერიოდში.[54] ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები მომთაბარე ხალხის ბავშვები საკმაოდ იშვიათად დადიან სკოლებში.[54]
ნიგერში ფუნქციონირებს 5უნივერსიტეტი. პირველი და ყველაზე მთავარი ნიამეისაბდუ მუმუნის უნივერსიტეტი დაარსდა 1974 წელს, როგორც ნიამეის უნივერსიტეტი.ნიგერის ისლამური უნივერსიტეტი ქალაქ საიში გაიხსნა 1986 წელს. 2008 წელს გაიხსნა ზინდენის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარადის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2010 წელს ქალაქ ტაჰუაში გაიხსნა ტაჰუას უნივერსიტეტი (fr:Université de Tahoua). 2014 წელს გამოცხადდა, რომ 4 დამატებითი უნივერსიტეტები გაიხსნებოდა ქალაქებში აგადესი, დიფა, დოსო და ტილაბერი.[57]
ნიგერში სხვადასხვა სახის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დანერგვა დაიწყო 1990-იანი წლების ბოლოს. მესამე რესპუბლიკამდე ნიგერელებს საშუალება ჰქონდათ მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლირებადი მასმედიის საშუალებებთან კავშირი.[58] დღეისათვის ნიამეიში გამოიცემა ბევრიგაზეთი დაჟურნალი, რომელთაგან ბევრი, როგორიცაა არასახელმწიფოებრივიLe Sahel, აკრიტიკებს ხელისუფლებას.[59][60] ქვეყანაშირადიო ყველაზე უფრო მთავარი მასმედიის საშუალებაა, რადგანაც სიღარიბის გამოტელევიზორი ნიგერის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისათვის, ხელმიუწვდომელია, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილის გაუნათლებლობის გამო ბეჭვდითი მასმედია ვერ გახდა მასობრივი ინფორმაციის წყარო.[61]
ხელისუფლებაფრანგულ ენაზე გამოსცემს ყოველდღიურ გაზეთსLe Sahel. ქვეყანაში ასევე გამოიცემა დაახლოებით 12 კერძო ფრანგულენოვანი ყოველკვირეული და ყოველთვიური გაზეთი, რომელთაგან ზოგიერთი ნაკლებადაა დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და რომელთა უმრავლესობა გამოიცემა მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში. ყველაზე უფრო მთავარი გაზეთებია: ყოველდღიურიLa Nouvelle Tribune du Peuple, ყოველკვირეულიLe Républicain,La Canard Dechaine,Infos de l'Air, ორ კვირაში ერთხელl'Evenement,L'Observateur დაHaské.[59][60]
ORTN-ის სახელმწიფო მაუწყებლის ეროვნულ და რელიგიურ რადიოპროგრამებთან ერთად, ასევე არსებობს 4 კერძო რადიოქსელი, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ სადგურს. მათგან 3 —Anfani FM,Radio Sarounia დაRadio Tenere კომერციული ფორმატისაა და მაუწყებლობს FM დიაპაზონზე დიდ ქალაქებში.[62] ასევე არსებობს 80-ზე მეტი რადიოსადგურის გაერთიანების ქსელი, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის ყველა შვიდ რეგიონში, რომელსაც არეგულირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია — რადიოსთან დაახლოების სანავიგაციო კომიტეტი (ფრანგ.Comité de Pilotage de Radios de Proximité (CPRP)). რადიოქსელების დამოუკიდებელი სექტორი არის CPRP-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შემფასებელი, ხოლო 2005 წლის მონაცემებით რადიოს უსმენდა დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73 %.
ნიგერის რადიოსადგურებთან ერთადBBC-ის სამსახურისჰაუსას ენაზე მაუწყებელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში უსმენენ FM-დიაპაზონზე, განსაკუთრებით ნიგერის სამხრეთში,ნიგერიისსახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს.საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (ფრანგ.Radio France internationale) ხელოვნური თანამგზავრებით ზოგიერთი კომერციული სადგურების საშუალებებით ფრანგულ ენაზე აწარმოებს გადაცემების რეტრანსლირებას. ეროვნული დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურის საშუალებით ასევე მაუწყებლობსRadio Tenere.[62]
ნიგერის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია — ORTN (ფრანგ.Office de radiodiffusion télévision du Niger — «ნიგერის რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სამმართველო») შეიქმნა 1967 წლის 11 თებერვალს. პირველი რადიოსადგური —Voix du Sahel (შედის ORTN-ში) გაიხსნა 1958 წლის 31 ივლისს, პირველი ტელეარხი —Télé Sahel (შედის ORTN-ში) 1964 წელს, მეორე სახელმწიფო ტელეარხიTal TV — 2001 წლის 18 დეკემბერს.
მიუხედავად ეროვნულ დონეზე მასმედიის შედარებითი თავისუფლებისა, ნიგერის ჟურნალისტების თქმით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისინი ხშირად განიცდიან ზეწოლას.[63] სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ORTN ფინანსური მხრივ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. სექტორს არეგულირებს უმაღლესი კომუნიკაციების საბჭო, რომელიც დაარსებულია დამოუკიდებელი ორგანოს სახით 1990-იანი წლების დასაწყისში. საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები კანონებისა და პოლიციის გამოყენებით მინიმუმ 1996 წლიდან აკრიტიკებენ ხელისუფლებას.[64]
ტრადიციების უმრავლესობა არსებობდა სრულიად დამოუკიდებლად საფრანგეთის დასავლეთ აფრიკაში, მაგრამ შერეული სტილის ჩამოყალიბება დაიწყო 1960-იანი წლებიდან. მაშინ როდესაც ნიგერში პოპულარულ მუსიკას ნაკლები ყურადღება ექცეოდა (მეზობელმალის დანიგერიის მუსიკასთან შედარებით), ტრადიციული და ახალი მუსიკალური სტილი განვითარდა 1980-იანი წლების ბოლოდან.
ჰაუსას ტომის ხალხი, რომელიც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, იყენებს დასარტყმელ მუსიკალურ ინსტრუმენტ დუმას დასიმებიან საკრავ მოლოს მათიგრიოტების ტრადიციების შესაბამისად. ამ ინსტრუმენტებს ასევე განგასთან, ალგაიტასთან (ჰობოის ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტი) და კაკაკისთან (საყვირის მსგავსი) ერთად იყენებენ სამხედრო, სახელმწიფო და სადღესასწაულო შემთხვევებში. ამ მნიშვნელობით ხასიათდებოდა დიდი საყვირების ცერემონიალური გამოყენება დამაგარამის სასულთნოს ხელისუფლების გამოსახატავადზინდერის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში.
სონგაის ტომის ხალხი ცხოვრობს დედაქალაქნიამეის გარშემო რეგიონში. ისინი როგორც წესი მღერიან სოლოს მუსიკალური საკრავებით ლუტი (მოლო),ფლეიტა დავიოლინო. სონგაის ტომის ხალხის ტრადიციული მუსიკა გახდა ფართე კვლევის საგანი კოლონიური პერიოდის ბოლოს და ადრეული დამოუკიდებლობის პერიოდში.[65]
ტუარეგები ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში და როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ასრულებენ რომანტიკულ და სასიყვარულო სიმღერებს ტინდეს ბარაბნების (ქალების სიმღერა) და სიმებიანივიოლის (მამაკაცების სიმღერა) თანხლებით.
ფულბეს და მათი მოძმე უდაბნოს მომთაბარე ვოდაბეს ტომის ხალხი ასრულებენ ჯგუფურ სიმღერებს ტაშისკვრის და ზარის კვრის თანხლებით. ვოდაბეს ტომის ხალხისგორევალის ფესტივალი მისი განუმეორებლობის და დასარტყმელიგუნდური ტრადიციების ერთ-ერთი მაგალითია. კანურის ტომის ხალხი (ბერი-ბერი) საკმაოდ ცნობილიაპოლიფონიური სიმღერით.
თანამედროვე მუსიკა ნიგერის ხელისუფლებას არ მოსწონდა, თუმცა შეზღუდვები საკმაოდ შემცირდასეინი კუნჩეს გარდაცვალების შემდეგ 1987 წელს. მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომ გამხდარიყვნენ ცნობილები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, სადაც ყველაზე უფრო წარმატებულია ტაკედას ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბარეგის სტილის მომღერალმა ადამს ჯუნიორმა.[66] ნიგერისრეპი, ქვეყნის სხვადასხვა ენების ნარევი, გაჩნდა 1990-იანი წლების ბოლოს. მუსიკა შენელებული და რბილია, შერეული ქვეყნის ბევრი ეროვნების ტრადიციული მუსიკალური სტილის ხმებით.
ნიგერისკინო წარმოიშვა ეთნოგრაფიული დოკუმენტალური ფილმებისაგან და კოლონიალურ პერიოდში გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური ეროვნული კინემატოგრაფიული კულტურა აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებში.
ნიგერის ფილმების უმრავლესობა გადიოდა საფრანგეთის და ფრანგულენოვანი ქვეყნების ბაზარზე, მაშინ როდესაც ნიგერის კინოთეატრებში აჩვენებდნენ დასავლურ და ნიგერიულ მსუბუქ, გასართობ ფილმებს.
ნიგერის კინო პირველად გამოჩნდა კოლონიალურ პერიოდში.ფრანგი ეთნოგრაფი კინორეჟისორიჟან რუში ითვლება ნიგერის კინოს მამად. ის ნიგერში ჩამოვიდა 1941 წელს და ქვეყანაში დარჩა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც და აღზარდა არა მარტო ნიგერში პოპულარული მასახიობები და რეჟისორებიდამურ ზიკა დაუმარუ განდა. 1950 წლისათვის ჟან რუშმა გადაიღო რამდენიმე ფილმი.
მიუხედავად ამისა, ჟან რუშის და სხვების მიერ კოლონიალურ ეპოქაში გადაღებული ბევრი ეთნოგრაფიული ფილმი უარყოფილი იქნა აფრიკელი კინემატოგრაფისტების მიერ, რადგან მათი აზრით ეს ფილმები ამახინჯებდნებ აფრიკულ რეალობებს.
შემდგომ პერიოდებში ქვეყანაში გამოჩნდნენ სხვა ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორები, რომლებმაც გადაიღეს სრულმეტრაჟიანი და ხმოვანი ფილმები. 1980-იან წლებში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზის გამო კინომრეწველობა საკმაოდ შეფერხდა, მაგრამ ნიგერში დღესაც გრძელდება ფილმების გადაღება.
ნიგერის სამზარეულო ბევრი რამით ჰგავს ტრადიციულ აფრიკულ სამზარეულოს და სანელებლების დიდი რაოდენობა გამოიყენება კერძებში. შემწვარიხორცი, სეზონურიბოსტნეული, სალათები და სხვადასხვანაირი სოუსები კვების ერთ-ერთი შემადგენელი პროდუქტებია.
ნიგერელები როგორც წესი კვებას იწყებენ სეზონური ბოსტნეულისგან ლამაზად დამზადებული სალათებით. ნიგერელთა ტიპური სამზარეულო შედგებასახამებლის შემცველი (ყველაზე უფრო პოპულარულიაბრინჯი) საკვების სოუსთან და რაგუსთან ნარევისაგან, ბოსტნეულთან ერთად ჩაშუშული ხორცისაგან. ძირითად პროდუქტებს მოიცავსფეტვი,ბრინჯი,მანიჰოტი,სორგო,სიმინდი დალობიო.[67][68]კუსკუსი გამოიყენება განსაკუთრებული შემთხვევებში. ნიგერში ზოგიერთი პოპულარული კერძებიაფაფა, ხორბლის პელმენები და ბენიე.[69]
ნიგერის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე.გვალვები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნისსოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე და ქვეყანას საფრთხეს უქმნის ადგილობრივი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაში.[70]
სანელებლების ზოგიერთი სახეობა ნიგერში შემოიტანესარაბმა მოგზაურებმა, რომლებსაც ჰქვიათჯანჯაფილი,ჯავზის ხე,დარიჩინი,ზაფრანა დამიხაკი.[67][71] სანელებლების სახით ნიგერის სამზარეულოში ასევე გამოიყენება ცხარეწიწაკები.[71] არომატის გასაუმჯობესებლად სანელებლები ზოგჯერ გამოიყენება ხორცის დაკონსერვების დროს.
ნიგერის ხელისუფლება და ხალხი აღნიშნავს 12 ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულს.[72][73] ისინი მოიცავენ საერთაშორისო დღესასწაულებს, ნიგერის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს და რელიგიურ დღესასწაულებს.ქრისტიანული დაისლამური დღესასწაულები აღინიშნება, როგორც ოფიციალური.
ქვემოთ მოყვანილია ხელისუფლების მიერ აღიარებული 12 ოფიციალური სახელმწიფო სადღესასწაულო დღეები.[74] დაწესებულებები, სკოლები და სახელმწიფო ორგანოები ამ დღეებში დაკეტილია.
↑30.030.1J. Gordon Melton, Martin Baumann, Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, Oxford, England: ABC CLIO, 2002, ISBN1-57607-223-1.
↑Background Note:Niger, United States State Department, Bureau of Public Affairs: Electronic Information and Publications Office. Bureau of African Affairs. September 2008
↑Organisation des Nations unies pour l'alimentation et l'agriculture:Pays - Nigerდაარქივებული 2012-07-26 საიტზეWayback Machine. (informations non datées et non homogènes)
↑See the works ofJean Rouch, as well as Bernard Surugue. Contribution à l'étude de la musique sacrée zarma songhay (République du Niger).Études nigériennes; no 30. Niamey, Centre nigérien de recherches en sciences humaines, 1972