Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ნერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერონი
ნერონი

ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (ლათ. Tib. Claudius Drusus Nero Germanicus Caesar) (დ.15 დეკემბერი,37,ანციუმი — გ.9 ივნისი ან11 ივნისი,68, რომის მახლობლად) —რომაელიიმპერატორი (54 წლის13 ოქტომბერი9 ივნისი68); სახელიკლავდიუსის მიერ მის შვილად აყვანამდე –ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი (ლათ. Lucius Domitius Ahenobarbus).

ბიოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნერონი

თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. იგი 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი აღმზრდელისლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის,ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა სადისტურად. მან ააგო გემი, შიგ ჩასვა დედამისი, რომელსაც ერქვა აგრაფინა. როდესაც გემი წყალში შევიდა, დაიშალა. აგრაფინამ თავს უშველა და ნაპირზე გამოცურა, მაგრამ იქ მას მისი შვილი დახვდა და ბოლო მოუღო. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა.62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.

64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა „მოძებნა“ დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსიგაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.

ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა.65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.

ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც „ოქროს სახლი“ უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა.66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს.63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.66 წელსიუდეაში დაიწყოაჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანივერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორადგალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანასო“. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
იულიუს კეისარი |ოქტავიანე ავგუსტუსი |ტიბერიუსი |კალიგულა |კლავდიუსი |ნერონი
წინამორბედი:
კლავდიუსი
რომის იმპერატორი

54–68
შემდეგი:
გალბა
    
დასავლეთისა დააღმოსავლეთ იმპერიების იმპერატორები
პრინციპატი
ძვ. წ. 27 – 235
ოქტავიანე ავგუსტუსი ·ტიბერიუსი ·კალიგულა ·კლავდიუსი ·ნერონი ·გალბა ·ოტონი ·ვიტელიუსი ·ვესპასიანე ·ტიტუსი ·დომიციანე ·ნერვა ·ტრაიანე ·ადრიანე ·ანტონინუს პიუსი ·მარკუს ავრელიუსილუციუს ვერუსთან ერთად ·კომოდუსი ·პერტინაქსი ·იულიანე ·სეპტიმიუს სევერუსი ·კარაკალა ·გეტა ·მაკრინუსიდიადუმენიანთან ერთად ·ჰელიოგაბალუსი ·ალექსანდრე სევერუსი
კრიზისი
235–284

მაქსიმინუსი ·გორდიანე Iდაგორდიანე II ·პუპიენუსიდაბალბინუსი ·გორდიანე III ·ფილიპე არაბი ·დეციუსიჰერენიუს ეტრუსკუსთან ერთად ·ჰოსტილიანუსი ·ტრებონიანევოლუსიანუსთან ერთად ·ემილიანუსი ·ვალერიანე ·გალიენუსი ·კლავდიუს II ·კვინტილუსი ·ავრელიანე ·ტაციტუსი ·ფლორიანუსი ·პრობუსი ·კარუსი ·კარინუსი ·ნუმერიანე

დომინატი
284–395

დიოკლეტიანე ·მაქსიმიანუსი ·კონსტანციუს I ქლორუსი ·გალერიუსი ·სევერუს II ·მაქსენციუსი ·მაქსიმინუს II ·ლიცინიუსიმარტინიანუსსა დავალერიუს ვალენსთან ერთად ·კონსტანტინე I დიდი ·კონსტანტინე II ·კონსტანტი ·კონსტანციუს II ·იულიანე განდგომილი ·იოვიანი ·ვალენტინიანე I ·ვალენტი ·გრაციანე ·ვალენტინიანე II ·თეოდოსიუს I

დასავლეთის იმპერია
395–476
ბიზანტიის იმპერია
395–1204

არკადიუსი ·თეოდოსიუს II ·მარკიანე ·ლეონ I ·ლეონ II ·ზენონი ·ბასილისკოსი ·ანასტასიოს I ·იუსტინე I ·იუსტინიანე I ·იუსტინე II ·ტიბერიუს II კონსტანტინე ·მავრიკიოსი ·ფოკა ·ჰერაკლე ·კონსტანტინე III ·ჰერაკლონასი ·კონსტანტი II ·კონსტანტინე IV ·იუსტინიანე II ·ლეონტიოსი ·ტიბერიუს III ·ფილიპიკოსი ·ანასტასიოს II ·თეოდოსიოს III ·ლეონ III ისავრიელი ·კონსტანტინე V ·არტაბასდოსი ·ლეონ IV ·კონსტანტინე VI ·ირინე ათენელი ·ნიკიფორე I ·სტაურაკიოსი ·მიხეილ I ·ლეონ V ·მიხეილ II ·თეოფილე ·მიხეილ III ·ბასილი I ·ლეონ VI ·ალექსანდრე ·კონსტანტინე VII ·რომანოზ I ·რომანოზ II ·ნიკიფორე II ·იოანე I ციმისკე ·ბასილი II ბულგართმმუსვრელი ·კონსტანტინე VIII ·ზოია ·რომანოზ III ·მიხეილ IV ·მიხეილ V ·კონსტანტინე IX ·თეოდორა ·მიხეილ VI ·ისააკ I ·კონსტანტინე X დუკა ·მიხეილ VII ·რომანოზ IV ·ნიკიფორე III ·ალექსი I ·იოანე II ·მანუელ I ·ალექსი II ·ანდრონიკე I ·ისააკ II ·ალექსი III ·ალექსი IV ·ალექსი V

ნიკეის იმპერია
1204–1261
ბიზანტიის იმპერია
1261–1453
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნერონი&oldid=4625927“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp