ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია,[5]ნატო (ინგლ.North Atlantic Treaty Organization, NATO;ფრანგ.Organisation du traité de l'Atlantique nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 32 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ქართ.ნატო,ინგლ.NATO,ფრანგ.OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[6] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არისჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.[6]
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს.დასავლეთ ევროპაზესაბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნითვაშინგტონში1949 წლის4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[7] დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.[8]
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები და მათი ჩრდილოატლანტიკელი მოკავშირეები, ნათლად ხედავდნენსაბჭოთა კავშირის ექსპანსიურ პოლიტიკას. დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო ძალების შემცირებასა და სამხედრო მოსასახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა, საბჭოთა კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ინარჩუნებდა ევროპის კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას.საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნების გათვალისწინებით აშკარა იყო, რომგაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვისკენ მოწოდება არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ეროვნულისუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტი. მოსალოდნელ საფრთხეზე1946 წლის 5 მარტს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქფულტონშიუინსტონ ჩერჩილმა (რომელიცდიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის რანგში წარდგა) აღნიშნულ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორისრკინის ფარდის დაშვებას შეადარა1948 წელსსაბერძნეთი დანორვეგია კომუნისტური ექსპანიის პირდაპირი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, იმავე წლის აპრილში ყველა არსებული ხელშეკრულების დარღვევითკრემლმა განახორციელაბერლინის ბლოკადა ხოლო ივნისში,ჩეხოსლოვაკიაში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება.კორეის ომმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა დასავლეთი საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტურ ამბიციებში, რომელიც მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არ ვრცელდებოდა.
1948 წლის მარტში, დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ -ბელგიამ,დიდმა ბრიტანეთმა,ლუქსემბურგმა,ნიდერლანდებმა დასაფრანგეთმა ხელი მოაწერესბრიუსელის პაქტს ეს კავშირი მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას და ერთმნეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც წინ აღუდგებოდასაბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას. ბრიუსელის პაქტი დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა საფუძველი NATO-ს დაარსებისა1949 წელს. ბრიუსელის პაქტის ქვეყნები, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენამერიკის შეერთებულ შტატებსა დაკანადასთან, ასევედანიასთან,ისლანდიასთან,იტალიასთან,ნორვეგიასა დაპორტუგალიასთან ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე. მოლაპარაკებები1949 წლის 4 აპრილს,ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი აქტის თანახმად, წევრი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ, რომ ისინი არ შეუერთდებოდნენ სხვა ისეთი ტიპის გაერთიანებებს, რომლის მიზნებიც წინააღმდეგობაში მოვიდოდაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებთან. NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსი არის უნიკალური გაერთიანება, რომელიც აღიარებს და იცავს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, ინდივიდის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების მოთხოვნის შესაბამისად, ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნამ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, განაპირობა საბჭოთა კავშირის მიერ აგრესიული ქმედებების შეჩერება. თუმცა, მოსკოვის მხრიდან საფრთხე კვლავ აშკარა იყო.
მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან, დაიწყომეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებისაბჭოთა კავშირის სატელიტის,ჩრდილოეთ კორეის მიერ.კომუნისტური ბანაკი იწყებდა გლობალურ შეიარაღებულ აგრესიას დემოკრატიულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, გააქტიურეს ძალისხმევა ერთობლივი სამხედრო სტრუქტურების გასაძლიერებლად.
NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება, რომლის მიხედვითაც: „მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“. გადაწყვეტილებას სახელმწიფოს ალიანსის წევრად მოწვევის შესახებ იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზე. NATO-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. NATO არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის, ალიანსის გაფართოების მიზანი სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, ერთიანი და თავისუფალი სივრცის მშენებლობა, მშვიდობისა და საერთო დემოკრტიული ღირებულებების დაცვაა. NATO-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღოს მონაწილეობა.1949 წლიდან NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12-დან 29 ქვეყანამდე გაიზარდა.
ვარშავის პაქტის გაუქმებისა დასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ სამხედრო ინტერვენციის საფრთხე თითქოს გამქრალი იყო, საგრძნობლად იმატა არასტაბილურობამ ევროპის მთელს კონტინენტზე.იუგოსლავიის მოვლენებს დაემატა კონფლიქტებიპოსტსაბჭოთა სივრცეში. ყოველივე ამის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ NATO კვლავ უნდა დარჩენილიყო კოლექტიური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მთავარ გარანტადევროპაში.1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ (დოკუმენტი უკანასკნელად განახლდა2008 წელს), რომლის საფუძველზეც1997 წლისმადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმაჩეხეთის რესპუბლიკა),უნგრეთი დაპოლონეთი მიიწვია, ისინი ალიანსს1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი NATO-ს წევრი სახელმწიფოები.
1999 წლისვაშინგტონის სამიტზე ქვეყნებისთვის NATO-ში გაწევრების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan - MAP) შეიმუშავეს.2002 წელს გამართულ პრაღის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, წევრობის შესახებ მოლაპარაკება ერთდროულად შვიდ ევროპული ქვეყანასთან დაიწყო. გაწევრების სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგად კი2004 წელს ალიანსშიბულგარეთი,ესტონეთი,ლატვია,ლიეტუვა,რუმინეთი,სლოვაკეთი დასლოვენია გაწევრიანდნენ.
2008 წელს გამართულიბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზეალბანეთი დახორვატია ოფიციალურად ალიანსის წევრები2009 წლის 1 აპრილს გახდნენ. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
2015 წელსბრიუსელის მინისტერიალზემონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო -2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
2019 წელსლონდონის სამიტის გადაწყვეტილებითჩრდილოეთ მაკედონია2020 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდა.2023 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი გახდა ფინეთი.2024 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდა შვედეთი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებული ოპერაციები და მისიები
აღსანიშნავია, რომცივი ომის პერიოდში NATO არ ჩართულა სამშვიდობო ოპერაციებში და მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღება:
Anchor Guard (1990 წლის 10 აგვისტო -1991 წლის 9 მარტი)
პირველი ოპერაციის განხორციელება უკავშირდებაერაყის შეჭრასქუვეითში. NATO-ს საჰაერო ძალები განლაგდნენთურქეთში, სადაც აკონტროლებდნენ სიტუაციას რათა გალფის კრიზისის გამწვავების შემთხვევაში დაეცვათ ალიანსის წევრითურქეთი მოსალოდნელი საფრთხისგან.
Ace Guard (1991 წლის 3 იანვარი -1991 წლის 8 მარტი)
თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად ალიანსმა დაიწყო ოპერაცია Ice Guard, რაც განპირობებული იყო სპარსეთის ყურის პირველი ომისას ერაყის მხრიდან თურქეთისკენ მომდინარე საფრთხისგან. აღნიშნულ მისიაში NATO-ს მიერ თურქეთში საჰაერო ძალები იქნა მივლენილი.
Allied Goodwill I & II (1992 წლის 4-9 თებერვალი & 27 თებერვალი - 24 მარტი)
1991 წელსსაბჭოთა კავშირის დაშლისა და მისიეკონომიკური სისტემის კოლაფსის შემდეგ, NATO-მ საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა ჰუმანიტარული დახმარება - გაგზავნა ექსპერტები და სამედიცინო სფეროს მრჩევლები რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
მას შემდეგ რაცგაერთიანებული ერების ორგანიზაციამლიბიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა1988 წელსშოტლანდიის საჰაერო სივრცეშიPan Am-ის თვითმფრინავის დაბომბვის გამო - NATO-მ დაიწყოხმელთაშუა ზღვის აკვატორიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს საჰაერო მონიტორინგი, რის შედეგადაც საერთო ჯამში 36 მისიის ფარგლებში განხორციელდა 2336 საათის ფრენა.
Maritime Monitor (1992 წლის 16 ივლისი - 22 ნოემბერი)
NATO-ს სამხედრო გემებმა მონიტორინგი დაიწყეს ადრიატიკის ზღვაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დადგენილების შესაბამისად, რომელიციოგოსლავიის ომში მონაწილე მხარეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შეეხებოდა.
Sky Monitor (1992 წლის 15 ოქტომბერი -1993 წლის 12 აპრილი)
Deny Flight (1993 წლის 12 აპრილი -1995 წლის 21 დეკემბერი)
აღნიშნული ოპერაცია Sky Monitor-ის გაგრძელება იყო, თუმცა დაემატაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის საჰაერო მხარდაჭერის მიმართულება და საჰაერო პასუხის ვალდებულება აუცილებლობის შემთხვევაშიგაეროს მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციის აღსრულების მხარდასაჭერად.1994 წლის 28 თებერვალს, NATO მისი ისტორიის მანძლზე პირველად ჩაერთო საომარ მოქმედებებში.
Sharp Guard (1993 წლის 15 ივნისი-1996 წლის 2 ოქტომბერი)
გაეროს მიერ იარაღით ვაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და დასავლეთ ევროპული კავშირის შეთანხმების შესაბამისად, მათი ოპერაციები ადრიატიკის ზღვაში გაერთიანდა.
Deadeye and Deliberate Force (1995 წლის 30-31 აგვისტო-1995 წლის 5-14 სექტემბერი)
სარაევოს დაბომბვამ დიდი მსხვერპლი გამოიწვია, გაეროს სამშვიდობო ძალებმა NATO-ს საჰაერო დახმარების თხოვნით მიმართა.1995 წლის 30 აგვისტოს NATO-მბოსნიაში სერბების სამხედრო შენაერთებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. გამაფრთხილებელი ოპერაციის (Deadeye) უგულებელყოფამ განაპირობა ოპერაცია Deliberate Force-ის დაწყება, რომელიც მიმართული იყო მოწინააღმდეგის სამეთაურო შტაბისა და საბრძოლო მასალების საწყობების წინააღმდეგ.
Joint Endeavour (1995 წლის 20 დეკემბერი -1996 წლის 20 დეკემბერი)
NATO-ს პირველი სამშვიდობო მისიის (the Implementation Force (IFOR)) მიზანი იყობოსნია-ჰერცეგოვინაში სამშვიდობო შეთანხმების სამხედრო ასპექტის განხორხციელება. IFOR-ის ფარგლებში 60.000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა 16 NATO-ს წევრი და 17 პარტნიორი ქვეყნიდან.
Joint Guard (1996 წლის 20 დეკემბერი -1998 წლის 20 ივნისი)
ოპერაცია Joint Endeavour-სა და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ცალკეული სამხედრო დავალებების შესრულების შემდეგ, NATO-მ განაგრძობოსნია-გერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობა, თუმცა ამჯერად შედარებით მცირე მასშტაბის და მიმართულებით მოქმედებდა - the Implementation Force (IFOR) შეიცვალა Stabilisation Force (SFOR)-მა.
Joint Forge (1998 წლის 20 ივნისი -2004 წლის 2 დეკემბერი)
მას შემდეგ, რაცბოსნია-ჰერცეგოვინაში სიტუაცია სტაბილური გახდა და სახელმწიფოს თავადაც შეეძლო საკუთარი საჰაერო სივრცის კონტროლი, ქვეყანაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა არსებული რაოდენობა აღარ იყო საჭირო. შესაბამისად, NATO-მ კვლავ შეამცირა არსებული კონტინგენტი და ცვლილებები შეიტანა სამშვიდობო მისიაშიც Stabilisation Force (SFOR), რომელიც საბოლოოდ2004 წლის 2 დეკემბერს დასრულდა.
Joint Guarantor (1998 წლის 4 დეკემბერი -1999 წლის 20 მარტი)
NATO-მკოსოვოშიეუთოს სადმკვირვებლო მისიის საევაკუაციო გეგმა მოამზადა, თუმცა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.ეუთოს მისიამკოსოვო1999 წლის 20 მარტს, კონფლიქტის დაწყებამდე 4 დღით ადრე დატოვა.
Joint Guardian (1999 12 ივნისიდან)
NATO-ს მიერ კოსოვოს კონფლიქტში ჩარევა განხორციელდა რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების, ძალადობისა და რეპრესიების შეჩერების მიზნით.
კოსოვოსთან დაკავშირებითგაეროს ქარტიისა დასაერთაშორისო სამართლის შესაბამისად1999 წელს NATO-სა და ყოფილი იუგოსლავიის არმიის სარდლობას შორის სამხედრო შეთანხმების ხელმოწერის შედეგად,1999 წლის 12 ივნისს, გაეროს მანდატის საფუძველზე, NATO-მ რეგიონში ე.წ. კოსოვოს ძალები (Kosovo Force – KFOR) გაგზავნა. NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოსოვოს ძალები (KFOR) განლაგდნენ კოსოვოში, რათა უზრუნველეყოთ სამშვიდობო შეთანხმებით (Military Technical Agreement) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. KFOR-ის სამხედრო წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო მზად, თავიდან აეცილებინა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია, შეექმნათ უსაფრთხო გარემო დაბრუნებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ლტოლვილთათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (რომლებიც თავის მხრივ დახმარებას უწევდნენ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს); გაეკონტროლებინათ კოსოვოს საზღვრები;
Essential Harvest (2001 წლის 27 აგვისტო - 27 სექტემბერი)
2001 წლის ივნისშიიუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკამაკედონიამ თხოვნით მიმართა NATO-ს დახმარებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიისა და ეთნიკურ ალბანელთა მეამბოხე ჯგუფების განიარაღებაში. დაპირისპირებულ მხარეთა შორის NATO-ს ხელშეწყობით შემდგარი პოლიტიკური დიალოგის შედეგად შემუშავდა სამშვიდობო გეგმა და საბოლოოდ რეგიონში საომარი მოქმედებებიც შეწყდა. ოჰრიდის ხელშეკრულების (Ohrid Framework Agreement) საფუძველზე,2001 წლის 27 აგვისტოს ოპერაციის Essential Harvest-ის ფარგლებში, NATO-მ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში სამხედრო მისია მიავლინა. NATO-ს მისიას ევალებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ არმიაში არსებული იარაღის შეგროვება და განადგურება. აღნიშნულმა ოპერაციამ ხელი შეუწყო სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას.
NATO-ს ჩართულობა ერაყში მიმდინარე კოალიციური ჯარების მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოიხატებოდა, რაც ერაყის გარდამავალი მთავრობის თხოვნის შედეგად განხორციელდა. ალიანსმა აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება2004 წლისსტამბოლის სამიტზე მიიღო.2004 წლის 7 აგვისტოდან NATO-ს მისია ერაყელ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნიდა როგორც ერაყში, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს2004 წლის 22 სექტემბერის გადაწყვეტილების შედეგად, ერაყში წვრთნების, განათლებისა და დოქტრინების ცენტრი შეიქმნა.2004-2006 წლებში NATO-ს მისიის ფარგლებში 5000-მდე ერაყელმა ოფიცერმა აიმაღლა კვალიფიკაცია.
2001 წლის 11 სექტემბერსაშშ-ში ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედესვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (კოლექტიური თავდაცვა). ალიანსმა ოპერატიულად დაიწყო ოპერაცია Active Endeavor, ხომალდები განათავსა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა გამოეაშკარავებინა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ხომალდები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორაში მისია ავღანეთში იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, ევროატლანტიკური სივრცის გარეთ.2001 წლის დეკემბერში, ავღანეთიდან ტერორისტული დაჯგუფებაალქაიდასა დათალიბების დამარცხების შემდეგ,ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა ქალაქბონში (გერმანია) გამართულ კონფერენციაზე განიხილეს ქვეყნის სამომავლო განვითარების გზები. გადაწყდა ახალი სახელმწიფო სტრუქტურის –ავღანეთის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბება და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადსაერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (International Security Assistance Force – ISAF) მისიის ფორმირება. თავდაპირველად ISAF-ის მისიას ექვსთვიანი ვადით ცალკეული ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ და ოპერაციებზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებოდათ. თუმცა,2003 წლის აგვისტოდან მისიის ხელმძღვანელობა NATO-ს ჩაბარდა. ISAF იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით მოქმედი საერთაშორისო მისია, რომელიც აერთიანებდა სამხედრო მოსამსახურეებს 51 ქვეყნიდან. ISAF-ის მიზანი იყო ავღანეთში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თავდაპირველად მისიის მანდატიქაბულითა და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა, თუმცა2003 წლის ოქტომბრიდან ISAFავღანეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ალიანსმა შექმნა სამოქალაქო-სამხედრო პროვინციების სარეკონსტრუქციო ჯგუფები (Provincial Reconstruction Teams – PRT). PRT წარმოადგენდა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების უსაფრთხოებას; მონაწილეობდნენ სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და წყლის სისტემების აღდგენით სამუშაოებში; მხარს უჭერდნენ სამოქალაქო და სამხედრო პროექტების განხორციელებას. NATO-ს მისია2014 წლის 28 დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა. ISAF-ის მისიის შემდგომ ალიანსმა ავღანეთში2015 წლიდან აამოქმედა - გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია, რომელიც სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათისაა და ავღანელი სამხედროების დახმარებას ისახავს მიზნად.
1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში.2009 წლიდან საფრანგეთი დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრუქტურაში.