მილასი (თურქ. Milas,ბერძ. Μύλασα) — უძველესი ქალაქი სამხრეთ-დასავლეთთურქეთში,მუღლის პროვინციაში. არის საკუთარი პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი ქალაქი. დღეს არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი ტურისტებისათვის და დიდ კონკურენციას უწევს ასევე მუღლის პროვინციის ქალაქბოდრუმს, რომელიც, აგრეთვე, არის კარგი საკურორტო ქალაქი. მილასში არის განვითარებული ეკონომიკა და მდიდარია შორეული ისტორიიდან შემორჩენილი ნაშთებით. აქვს მერია და ჰყავს მერი — მუჰამედ თოქათი.2012 წლის აღწერის მონაცემებით, მილასში ცხოვრობს 55,348ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი, ტურისტების უმრავლესობა მილასში ჩამოდის მისი უძველესი ისტორიის ნაშთების სანახავად, რაც საუკუნეების განმავლობაში მილასმა ძალიან კარგად შემოინახა. ზაფხულში ქალაქის ტურისტების რაოდენობა რამდენიმეჯერ იზრდება.
მილასს სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრებაბოდრუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთით —ქალაქიმუღლა, ხოლო აღმოსავლეთით — იათაღანი. აგრეთვე, მილასსჩრდილოეთით ესაზღვრებააიდინის პროვინცია.