Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

მესიე 78

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესიე 78. ტელესკოპი ESO 2.2,ლა-სილიის ობსერვატორია,ჩილე

მესიე 78 (აგრეთვე ცნობილი როგორცM78 ანNGC 2068) —ამრეკლავი ნისლეულიორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1780 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმაპიერ მეშენმა და იმავე წელს, მისმა მეგობარმა ასტრონომმაშარლ მესიემ ის საკუთარკატალოგში შეიტანა.

M78 საკმაოდ კაშკაშა, დიფუზიურ-ამრეკლავი ნისლეულია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ნისლეულებს, მათ შორის NGC 2064-ს, NGC 2067-სა და NGC 2071-ს. თავის მხრივ, ეს ჯგუფიორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს მიეკუთვნება დადედამიწიდან 1600 სინათლის წლით არის დაშორებული. M78 ცაზე საკმაოდ ადვილი საპოვნელია პატარა ტელესკოპებითაც კი, მოიცავს 10ვარსკვლავიერი სიდიდის 2 ვარსკვლავს. სწორედ ამ ორი ვარსკვლავის — HD 38563A-ისა და HD 38563B-ის შუქის არეკვლის წყალობით ხდება ღრუბლის მტვერი ხილვადი.

ნისლეულში შეიმჩნევა T-ტაურის ტიპის 45 ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან, ასევე მოიცავს 17ჰერბიგის ობიექტს.

გალერეა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მესიე_78&oldid=3376964“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp