მეიჭოუ (ჩინ.:梅州,ფინინი: Méizhōu, ხაკა: Mòichû) — საოქლო დონის ქალაქიგუანდუნის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მეიჭოუს ფართობი 15 864.51კვადრატული კილომეტრია,2020 წლის მონაცემებით კი ქალაქის მოსახლეობა 3 873 239 პირს შეადგენს. ქალაქი შედგენა მეიძიანგის, მეისიანის, სინგნინგისა და ხუთი რაიონისაგან. საოლქო დონის ქალაქის ორი ურბანული ნაწილი (მეტრო არეალი) ორი რაონისაგან შედგება და ამ ტერიტორიაზე 992 351 პირია დასახლებული.[2]
მეიჭოუს სახელწოდება მომდინარეობს მდინარე მეიდან და იაპონური ქლიავის (ჩინ.:梅,ფინინი: méi) ჩინური სახელწოდებიდან.[3]მეიჭოუ როგორც ოლქი ჩამოყალიბდა სამხრეთ ხანის დინასტიის პერიოდში (917-971), როგორც ძინგჭოუს ნაწილი. ჩრდილოეთისუნის დინასტიის პერიოდში (960-1127) თანამედროვე საოლქო დონის ქალაქის ტერიტორია მეიჭოუ გახდა,ცინის დინასტიის (1644–1911) პერიოდშ კი ძიაიანგის პრეფექტურა. სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმების შედეგად, ის ოფიციალურად გახდა ქალაქი მეიჭოუ1988 წელს. ამჟამად საოლქო დონის ქალაქი მოიხსენიება როგორც ისტორიული და კულტურული დასახლება.
მეიჭოუ მდებარეობსგუანდუნის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრებაფუძიანის პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაძიანსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთიდან. ქალაქის კომპლექსურიგეოლოგიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, ძირითადად:გრანიტის, მეტამორფული ქანების, ფიქლის, ქვიშაქვის, წითელი კლდეებისა და კირქვის საშუალებით. საოლქო დონის ქალაქის ადმინისტრაციული არეალიჩრდილოეთგანედის 23° 23'-დან 24° 56'-მდე დააღმოსავლეთგრძედის 115° 18'-დან 116° 56'-მდე ვრცელდება და მისი ფართობი 15 836კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
მეიჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია:Cfa). ქალაქში, ზოგადად, მოკლე, ნესტიანი და მოღრუბლულიზამთარია,ზაფხული კი გრძელი, ძალიან ცხელი და ნოტიო. თვუს საშუალო ტემპერატურაიანვარში 12.6 °C-ია,ივლისში კი 28.9 °C.აპრილიდანივნისამდე პერიოდში წვიმა ძალიან ხშირია.ტაიფუნები საოქლო დონის ქალაქის ტერიტორიას ისევე დიდი ზიანს არ აყენებს, როგორც წყალდიდობები.
მეიჭოუ მდიდარია მინერალური და ტურისტული რესურსებით. საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე 48 სახის მინერალს მოიპოვებენ, რომელთა შორისაა:ნახშირი,რკინა,კირქვა, იშვიათითიხა და ფაიფური. მეიჭოუს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მარაგიმანგანუმისაა, რომელიც ამ რესურსის ყველაზე დიდ საბადოს წარმოადგენსგუანდუნის ტერიტორიაზე. მეიჭოუს დიდი რაოდენობით წყლის რესურსები აქვს. ქალაქში ასევე არის თერმული წყლები და საერთაშორისოდ აღიარებული მინერალური წყლები. ტურისტულ რესურსებს შორის შედის ისტორიული ადგილები, რომლებიცტანის დინასტიის პერიოდში შეიქმნა, ცნობილი ფიგურების ყოფილი რეზიდენციები, ბუნებრივი ობიექტები, უნიკალური ხაკას კულტურის ღირსშესანიშნაობები.
მეიჭოუ წარმოადგენს საკომუნიკაციო ცენტრსგუანდუნის,ფუძიანისა დაძიანსის პროვინციებს შორის. ის ასევე არის დამაკავშირებელი ხიდი ქალაქის სანაპირო ზოლზე არსებული ადგილებსა და ქვეყნის შიდა ნაწილის დასახლებებს შორის.ჩინეთი სახელმწიფოავტომაგისტრალები, N205 და N206 ქალაქში გადის. ჩქაროსნული მაგისტრალები პროვინციულ მაზრებსა და სოფლებს მეიჭოუს ყველა ნაწილთან აკავშირებს.
2019 წელს ქალაქი გახდა მეიჭოუსა და ჩაოშანის ჩქაროსნული რკინიგზის ნაწილი, რომლის ახალი სადგურიც საოლქო დონის ქალაქის დასავლეთ ნაწილში გაიხსნა. ეს ტერმინალი მეიჭოუს აკავშირებს ისეთ ადგილებთან, როგორებიცაა:გუანჯოუ,ჭუხაი,შენჯენი,შანტოუ, ჩაოშანი,იჩანგი დასიამინი.[4][5]
ქალაქს ემსახურება რეგიონალური მეისიანის აეროპორტი, რომელიც რეგურალურ ფრენებს ახორციელებსგუანჯოუსა დაჰონგ-კონგის მიმართულებებით. წყლის საშუალებით, მდინარე მეისა და ხანის გავლით საოლქო დონის ქალაქი უკავშირდებაჩაოჭოუსა დაშანტოუს.[6]