Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

მეიოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეიოზური გაყოფა

მეიოზი — პროცესი, რომლის შედეგადდიპლოიდურიევკარიოტულიუჯრედი იყოფა ისე, რომჰაპლოიდურ უჯრედებს,გამეტებს წარმოქმნის. მეიოზი მნიშვნელოვანიასქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდანპროკარიოტებს სქესი და სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის უნარი გააჩნიათ.

დიპლოიდური უჯრედიქრომოსომების ორჰომოლოგიურ ნაკრებს შეიცავს. მეიოზის დროს ხდება ყველა ქრომოსომისრეპლიკაცია, რასაც თან სდევს უჯრედის ორი თანმიმდევრულიგაყოფა. შედეგად წარმოიქმნება ოთხი უჯრედი და ყოველ მათგანს ქრომოსომების ერთი ნაკრები ერგება მხოლოდ.

პროფაზა პირველი შედგება ხუთი სტადიისგან:

ლეპტონემა — ხდება დნმის კონდენსაცია, ქრომოსომები იხვევა სპირალურად.

ზიგონემა — ჰომოლოგიური ქრომოსომების კონიუგაცია, რომლებიც წარმოქმნიან სტრუქტურას სახელად ტეტრადები ან ბივალენტები.

პახინემა — ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი, ამ დროს ხდება კროსინგოვერი. ჰომოლოგიური ქრომოსომების ზოგი ნაწილი მკვრივად უკავშირდება ერთმანეთს და წარმოქმნის ქიაზმებს, სადაც ხდება კროსინგოვერი.

დიპლონემა — ხდება ქრომოსომების ნაწილობრივი დეკონდენსაცია, ამასთანავე გენომის ნაწილი შეიძლება მუშაობდეს მიმდინარეობდეს ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის პროცესები. ზოგიერთი ცხოველების ოვოციტების ქრომოსომები ამ სტადიაზე იღებენ სპეციფიკურ ფორმას.

დიაკინეზი — დნმ კვლავ მაქსიმალურად კონდენსირდება, იშლება ბირთვის მემბრანა, ცენტრიოლები პოლუსებისკენ მიემართებიან. ჰომოლოგიური ქრომოსომები რჩება ერთმანეთს შეერთებული.

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მეიოზი&oldid=4759231“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp