ამ გვერდს არა აქვსშემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხიარ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
მარგაოს მუნიციპალიტეტის შენობათანამედროვე მარგაო
მარგაო (ინგლ. Margao,კონკანი: मडगांव) —სიდიდით მეორე ქალაქიგოას შტატში. მდებარეობსკოლვასა დაბენაულიმის პოპულარული სანაპიროებიდან 6 კილომეტრზე. იგი განლაგებულია მდინარესალის ნაპირზე და წარმოადგენს სამხრეთ გოას რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შტატშივასკოს შემდეგ.
მარგაოგოას კომერციული დედაქალაქია. ქალაქს ზოგჯერ მადგაონს უწოდებენ. იგი გამოირჩევა კარგი ხარისხის გზებით, სარკინიგზო და საგზაო კომუნიკაციების განვითარებული ქსელით[1][2]. მარგაო ითვლება გოას ნაყოფიერ რეგიონად და მსხვილ მიწის მესაკუთრეთა რამდენიმე დიდი ოჯახის სამფლობელოა.
მონტეს სამლოცველოდან, რომელიც 1820 წელს პატარა მწვერვალზე აშენდა, იშლება ქალაქის ხედი.. გაქრისტიანებიდან მოკლე პერიოდში, მარგაოშიიეზუიტებმა 1564 წელს ააგეს ეკლესია, რომელიც 10 წლის შემდეგმუსლიმებმა გაანადგურეს.[3][4]1645-დან 1675 წლამდე პერიოდში მის ადგილას აშენდა სულიწმინდის ეკლესია. მის წინ მდებარეობს მართკუთხა პარკიმანგოს ხეებით. მარგაოში მაისის ბოლო კვირას აღინიშნება სულიწმინდის დღე. ადგილობრივები ამ დღეს გამოფენაზე ყიდულობენ გამხმარ თევზს, კრევეტებს და ხახვს.
მარგაოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობააპანდავას გამოქვაბულები, რომლებიც მდებარეობს აგუემ ალტოში, წმინდა სებასტიანის სამლოცველოსთან. გამოქვაბულები კლდეში იქნა ამოკვეთილი ახალი წელთაღრიცხვის მე-5-6 საუკუნეებში. პანდავას გამოქვაბულებთან დაკავშირებულია სხვადასხვა მისტიკური ისტორია. არსებობს ვერსია, რომ ის ბუდისტი ბერების ქმნილებაა. გამოქვაბულებს აქვს ფრესკებით მოხატული ხუთი "დარბაზი", რომელთაგან ზოგი შეიცავს VII საუკუნის წარწერებს. გამოქვაბულებიშრი რუდრეშვარის ტაძრიდან 100 მეტრშია. ქალაქ არვალემის მახლობლად მდებარე ჩანჩქერი ამ ადგილების ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა.
მარგაოს სამხრეთით, შტატის სამხრეთ ნაწილში აგებული ინდუისტური ტაძრები ინდუისტური პანთეონის მთავარ ღმერთებს ეძღვნებათ: ღმერთშივას,განეშას და დედა ქალღმერთდურგას, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემს.
ქალაქში ჩასვლა შესაძლებელია მატარებლით ბომბეიდან (მუმბაი) დაბანგალორიდან. მარგაოში მდებარეობს გოას მთავარი რკინიგზის სადგური, სადაც დადიან მატარებლები დელიდან და ქვეყნის სხვა ნაწილებიდან.
უახლოესი აეროპორტიაგოას საერთაშორისო აეროპორტი (დაბოლიმის აეროპორტი), რომელიც მარგაოდან მდებარეობს 23 კილომეტრზე[5].
მამაკაცები ქალაქის მოსახლეობის 51% -ს შეადგენენ, ხოლო ქალები- 49%-ს. წერა – კითხვის საშუალო მაჩვენებელი ქალაქში 76% –ია, რაც 59,5% –ზე მაღალია. მამაკაცთა წიგნიერების მაჩვენებელი 79%-ია, ხოლო ქალების -73%. მარგაოში მოსახლეობის 11% 6 წლამდე ასაკისაა.[6][7]
ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 40 ° C- ს აღწევს, ზამთარში კი იგი 20 ° C - 32 ° C- ს შორის მერყეობს. მუსონური პერიოდი ივლისიდან სექტემბრამდეა და ხასიათდება უხვი ნალექითა და ქარით.
↑C. .Chandramouli (2015) [2010–11],"Margao Urban Region",Office of the Registrar General and Census Commissioner, India,Government of India, Census Organization of India