Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ირმისებრნი
სახეობა: ლოსი
ლათინური სახელი
Alces alces
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1Least Concern : 56003281

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  180703
NCBI  9852
EOL  328654
FW  43850

ლოსი,ცხენირემი (Alces alces) —წყვილჩლიქოსანი ცხოველიირმისებრთა ოჯახისა. მამალი ლოსის სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 570 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ლოსს აქვს გრძელი ფეხები, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, მოგრძო თავი, ხორციანი ზედა ტუჩი, დიდი, მოძრავი ყურები, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი, რომელიც ბალნითაა დაფარული. მამლის რქები ნიჩბისებურია და გვერდებისაკენ განზიდული; დედალი ურქოა. ლოსის სხეული უხეში ბეწვითაა დაფარული. კისრის ზედა ნაწილსა და მინდაოში ბეწვი გრძელია და ფაფარს წააგავს. ზამთრობით ლოსი ფერად მუქი მურაა, ზაფხულობით თითქმის შავი, ფეხები თეთრი აქვს. გავრცელებულიაევროპაში,ჩრდილოეთ ამერიკასა დააზიის ტყის ზონაში. იჭრება ტყე-ტუნდრაში, ტყე-ველსა და ველებზე. იკვებება ხის ყლორტებით, ქერქით, ბალახეულით, ხავსით, სოკოებით და სხვა. გვხვდება ერთეულებად ან ქმნის 5-8 (ზოგჯერ 20-მდე) სულისაგან შემდგარ ჯგუფებს. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. ძვირფასი სარეწაო ცხოველია (იყენებენ ხორცს, ტყავს).

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლოსი&oldid=4873395“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp