ლიბერია, ოფიციალურადლიბერიის რესპუბლიკა (ინგლ.Republic of Liberia) — სახელმწიფოდასავლეთ აფრიკაში,ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრებასიერა-ლეონე, ჩრდილოეთითგვინეა, აღმოსავლეთით კიკოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ²-ს, მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არისინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ.
ლიბერია დაიწყო, როგორცამერიკული კოლონიზაციის საზოგადოების დასახლება. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ფერადკანიანებს აფრიკაში უკეთესი ცხოვრება ექნებოდათ ვიდრეამერიკის შეერთებულ შტატებში. 1822 წლის 7 იანვრისა და სამოქალაქო ომის შუალედში 15 000-ზე მეტი განთავისუფლებული და თავისუფლებაში დაბადებული შავკანიანი და 3198აფრო-კარიბელი გადასახლდა ამ დასახლებაში.[6]აფრო-ამერიკელებმა ლიბერიაში თავისი კულტურა ჩაიტანეს. ლიბერიის კონსტიტუცია და დროშა ამერიკის მაგალითზე შეიქმნა, მან დამოუკიდებლობა 1847 წლის 26 ივლისს გამოაცხადა რითიც ის აფრიკის პირველი და უძველესი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1848 წლის 3 იანვარს,ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი, თავისუფლებაში დაბადებული მდიდარივირჯინიელი აირჩიესპრეზიდენტად.[6] ლიბერიააფრიკის განაწილების დროსაც ინარჩუნებდა თავისუფლებას.მეორე მსოფლიო ომის დროს ლიბერია აშშ-ს უჭერდა მხარს, რის გამოც ამერიკამ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ლიბერია იყოერთა ლიგის,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დააფრიკის ერთობის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი.
1980 წელს,უილიამ ტოლბერტის პრეზიდენტობის დროს, მოხდა სამხედრო გადატრიალება, რასაც მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვა. გადატრიალებიდან 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო მართველობა იყო, რომელსაცსახალხო ხსნის საბჭო ახორციელებდა. შემდგომი 5 წელი სამოქალაქო მმართველობა იყოლიბერიის ნაციონალ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, რასაცპირველი დამეორე სამოქალაქო ომები მოყვა. ამ ომებმა დაახლოებით 250 000 (მოსახლეობის დაახლოებით 8 %) ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. უფრო მეტი იქცა ლტოლვილად დალიბერიის ეკონომიკა მთლიანობაში 90 %-ით შემცირდა.[7] 2003 წელს მიღწეულმასამშვიდობო ხელშეკრულებამ უზრუნველყო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და2005 საერთო არჩევნების ჩატარება, რომელშიცელენ ჯონსონ-სირლიფმა გაიმარჯვა. ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, თუმცა მოსახლეობის 85 % ისევსიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს. 2014 წლის მარტში ქვეყანაშიებოლას ვირუსის გავრცელება დაიწყო, რომელიც ოფიციალურად დამარცხებულად 2015 წლის 8 მარტს გამოცხადდა.[8][9][10]
სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვანლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთანიმბა, 1752 მეტრი). არისრკინის,ალმასისა დაოქროს საბადოები.
ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები.გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანისავანაა, სადაც ხარობსაკაცია დაბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.
ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილიმანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. ლიბერია ასევე მოიცავსზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.
კლიმატი ცხელი დაეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არისწვიმების სეზონი, რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაშიჰარმატანული ქარები ქრის.
ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).
Gilbert, Erik & Reynolds, Jonathan T (October 2003).Africa in World History, From Prehistory to the Present, Paperback, Prentice Hall.ISBN978-0-13-092907-5.
Dunn-Marcos, Robin; Kollehlon, Konia T.; Ngovo, Bernard; Russ, Emily (April, 2005). Ranar, Donald A. (ed.).„Liberians: An Introduction to their History and Culture“(PDF).Culture Profile. Center for Applied Linguistics (19). დაარქივებულიაორიგინალიდან(pdf) — ივნისი 25, 2008. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2013.მითითებულია ერთზე მეტი|archiveurl= და|archive-url= (დახმარება);მითითებულია ერთზე მეტი|archivedate= და|archive-date= (დახმარება);მითითებულია ერთზე მეტი|accessdate= და|access-date= (დახმარება);შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)