Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

კარმა

სტატიისშეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდის ვერსიის სტატუსი

გვერდი შეუმოწმებელია

ამ გვერდს არა აქვსშემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხიარ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარმა (სანსკ. कर्म karma „ქმედება“) — ცენტრალური ცნებაინდუიზმსა დაინდოეთის სხვა რელიგიებში, ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განაპირობებს.

ინდუიზმი ქადაგებს სულის (ატმანი) უკვდავებას და სხეულის სიკვდილის შემდეგ მის ახალ სხეულში დაბადებას. სხეულის შერჩევა, არსების ხელახალი დაბადების ადგილი, მშობელი, ცხოვრების ხანგძლივობა და მისი პირობები განპირობებულია წინა ცხოვრების ქმედების შესაბამისად, ანუ კეთილი ქმედების - კეთილი კარმის - „ანაზღაურებაა“ მომდევნო ცხოვრების უკეთესი პირობები, ბოროტი ქმედებით - ბოროტი კარმით - ატმანი (სული) იმკის ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს.

მცენარეთა და ცხოველთა კარმა (ქმედება) ბუნებრივია,ატმანი 8 400 000 ფორმას ერთი მეორის მიყოლებით იცვლის, ხოლო ადამიანის სხეულის მიღწევისას მის კარმას გააზრებული მნიშვნელობა ეძლევა და იგი თავისი ქმედებისთვის პასუხისმგებელი ხდება.

ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან (პერსონალურ ან უპიროვნობრაჰმანთან) შერწყმა.

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
    
სტატიებიინდუიზმის თემაზე
მთავარი ღვთაებები
წმინდა წერილები
ცნებები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კარმა&oldid=4203853“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp