კავიტე (ოფიციალურადკავიტეს პროვინცია;ტაგალ.Lalawigan ng Kabite) ―ფილიპინებისპროვინცია. მდებარეობსკალაბარსონისრეგიონშილუსონზე. პროვინციამანილის ყურის სამხრეთ ნაპირებზე მდებარეობს,ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. კავიტე ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული და სწრაფად მზარდი პროვინციაა.2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 4 344 829 ადამიანს შეადგენს და ფილიპინების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა, თუკისებუს პროვინციის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ქალაქისებუ არ ჩაითვლება.
300 წლის მანძილზე პროვინციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ქვეყნის კოლონიური მმართველოს, ისე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდშიც, რის გამოც მას ხშირად „ფილიპინების ისტორიულ დედაქალაქსაც“ უწოდებენ. ფილიპინების დამოუკიდებლობის დეკლარაციას1898 წლის 12 ივნისსკავიტში მოეწერა ხელი. ძველი პროვინციული დედაქალაქი,კავიტე,აზიასა დალათინურ ამერიკას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
პროვინციის სახელწოდებაკავიტის ესპანიზებული ფორმაა ან შეიძლებაკალავიტის სახეცვლილი ფორმა იყოს. ორივეტაგალური სიტყვაა და „კაუჭს“ ნიშნავს, რაცმანილის ყურეშიპატარა კაუჭის ფორმის ნახევარკუნძულზე მიუთითებს.[3] სახელწოდება თავდაპირველად ნახევარკუნძულს ერქვა,კავიტე-ლა-პუნტა (ამჟამად ქალაქი კავიტე) და მიმდებარე დაბლობ სანაპირო ტერიტორიას 'კავიტე-ვიეხო (ამჟამად კავიტი).
სხვა თეორიის თანახმად, პროვინციის სახელწოდებაკაბიტიდა მომდინარეობს, რაც ტაგალურ ენაზე „გაერთიანებულ“, „დაკავშირებულს“ ნიშნავს და ნახევარკუნძულის არქიპელაგის ნაწილთან ტოპოგრაფიულ კავშირზე მიუთითებს.[3]1821 წლის მემუარებში ედმუნდ რობერტსი წერდა, რომ ადგილობრივები მასკავეიტს უწოდებდნენ, „ზღვაში შეჭრილი მიწის მოკაუჭებული ფორმის გამო“.[4]
კალაბარსონისრეგიონის მასშტაბით, კავიტე მეორე ყველაზე პატარა პროვინციაა (რისალის პროვინციის შემდეგ). კავიტეს ფართობი 1 427.06 კმ²-ია, რაც კალაბარსონის რეგიონის 8.72%-ს დაფილიპინების საერთო ფართობის 0.48%-ს შეადგენს. ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტებიამარაგონდონი (165.49 კმ²) დასილანგი (156.41 კმ²). ფართობის მიხედვით უმცირესი მუნიციპალიტეტიანოველეტა, (5.41 კმ²), რაც პროვინციის საერთო ფართობის 0.38%-ს შეადგენს.[6]
კავიტე ოთხ ფიზიოგრაფიულ ტერიტორიად იყოფა: უდაბლეს დაბლობ, დაბლობ, ცენტრალურ მთიან და მაღალმთიან ტერიტორიად.[7]
უდაბლესი დაბლობი ტერიტორია სანაპირო დაბლობებს მოიცავს. ამ ტერიტორიის სიმაღლეზღვის დონიდან 0-დან 2 მეტრამდეა. ტალღების სიმაღლე დაახლოებით 0.8 მეტრია. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები: კავიტე,ბაკოორი და მუნციიპალიტეტები: კავიტი, ნოველეტა, როსარიო, კარმონას ჩრდილოეთი ნაწილი და ტენატეს აღმოსავლეთი ნაწილი.
დაბლობი ტერიტორია სანაპიროსა და ალუვიური დაბლობებისგან შედგება. ტერიტორიის დახრილობის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია, ხოლო ზღვის დონიდან სიმაღლე 2-დან 30 მეტრამდეა. ალუვიური დაბლობი ქალაქიმუსისა დაგენერალ-ტრიასის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული.
მესამე ტოპოგრაფიული ერთეული ცენტრალური მთიანი ტერიტორია და ძირითადად ვულკანური ტუფის პლატოს წარმოადგენს. ცენტრალური მთიანი ტერიტორია ციცაბო ფერდობებს, ქედებსა და მაღლობ ხეობებს მოიცავს. პლატოს სიმაღლე ზღვის დონიდან 30-დან 400 მეტრამდეა. ფერდობების დახრილობა 0.5%-დან 2%-მდეა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები:ტრესე-მარტირესი დადასმარინიასი და მუნიციპალიტეტები: გენერალ-ამილიო-აგინალდო,გენერალ-მარიანო-ალვარესი,ტერნატეს დასავლეთი ნაწილი დაამადეოს,ინდანგის,სილანგის,მაგალიანესისა დამარაგონდონის ჩრდილოეთი ნაწილები.
მაღალმთიან ტერიტორიაზე ქალაქიტაგაიტაი და მუნიციპალიტეტები:ალფონსო,მენდესი და ამადეოს, ინდანგის, სილანგის, მაგალიანესისა და მარაგონდონის სამხრეთი ნაწილები მდებარეობს. ეს სივრცე ზღვის დონიდან 400 მეტრზე მაღლა მდებარე ტერიტორიებს მოიცავს. დახრილობის მაჩვენებელი 2%-ზე მეტია. ტაგაიტაის ქედის საშუალო სიმაღლე 610 მეტრია, ხოლო სუნგაის მთა პროვინციის უმაღლესი წერტილია (716 მეტრი)
პროვინციის შემადგენლობაში შედის კუნძულები: ბალოტი (მდებარეობს მდინარე ტერნატეს შესართავთან),[8]კაბალიო,კორეგიდორი, ელ-ფრაილე,კარაბაო, ლა-მონხა (კორეგიდორის დასავლეთით), სანტა-ამალია (კორეგიდორიდან ჩრდილო-დასავლეთით).[9]