Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ისტრიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტრიე
ბერძ. ’Ιστρίη
შექმნის პერიოდიძველი საბერძნეთი
სტატუსიHistoric Monument[1]
ქვეყანარუმინეთის დროშა რუმინეთი
ფართობი0,82კმ²
ისტორია
დაარსების დროძვ. წ. 657/656 ან დაახლ. 630
კულტურებიბერძნული, რომაული
აღმოჩენის წელი1868
ტიპიქალაქი
Map

ისტრიე[2] (ბერძ. ’Ιστρίη ან῎Ιστρος,ლათ. Histria, Histrum) —ძველი ბერძნული დარომაულ-ადრეფეოდალური ქალაქიდუნაის ქვემო წელზე (სახელი მომდინარეობს დუნაის ბერძნული სახელიდანΙστρος). დასავლეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. ისტრიეს ნაშთები მდებარეობს რუმინულდობრუჯაში, დუნაის სამხრეთ ტოტთან დაკავშირებული სინოეს ტბის ნაპირზე.[3]

დაარსდა ძვ. წ. VII ს. II ნახევარში. აყვავებას მიაღწია ძვ. წ. VI–V საუკუნეებში. ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში ისტრიე დაიპყრესგეტებმა, ხოლო ძვ. წ. 27 წელს იგირომის იმპერიაში შევიდა. III საუკუნეში ისტრიე გაანადგურესგუთებმა, მაგრამ მალე აღდგა და იარსება VII საუკუნემდე. ამ დროისათვის სანაპირო მოისილა და ქალაქმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი, რის შედეგადაც დაქვეითდა მისი, როგორც სავაჭრო ცენტრის, მნიშვნელობა და ისტრიე თანდათან დაცარიელდა. 1914 წლიდან აქ ხანგამოშვებით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები რის შედეგადაც აღმოჩნდა ზღუდის (ძვ. წ. IV ს.),აფროდიტეს ტაძრის (ძვ. წ. V ს.),თერმების (III–IV სს.), საცხოვრებელ ნაგებობათა და სხვა ნაშთები. ამჟამად ისტრიე არქეოლოგიურ ნაკრძალად ითვლება.[2]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ისტრიე დააარსეს ძვ. წ. 657/656 ან დაახლ. 630 წელსმილეტელმა კოლონისტებმა. 512 წელს დაზარალდადარიოს I-ის ლაშქრობისსკვითების წინააღმდეგ. აკონტროლებდა ბერძენთა ვაჭრობას ქვემო დუნაისპირეთისა და დნესტრისპირეთის ბარბაროსებთან: გაჰქონდათმარცვლეული,საქონელი,მონები,თაფლი, დამარილებული თევზი; იმპორტის ძირითადი პროდუქტები იყო ზეთი დაღვინო. 400 წელს დაიწყო მონეტების მოჭრა. ადრეულ პერიოდში [დაახლ. V საუკუნე (?)] ოლიგარქების დამხობის შემდეგ ქალაქში დემოკრატია დამყარდა. სავარაუდოდ, ისტრიე შედიოდადელოსის კავშირში, კარგი ურთიერთობა ჰქონდათრაკიელთაოდრისულ სამეფოსთან და სკვითებთან. 339 წელს განადგურდა სკვითებსა (მეფე —ატეასი) დამაკედონიის სამეფოს (ფილიპე II მაკედონელი) შორის მომხდარი ომის დროს. აღდგენის შემდეგ დაემორჩილა თრაკიის მეფეს (305–281) —ლისიმაქეს. დაახლ. 262 წელს ქალაქტომისთვისბიზანტიონის წინააღმდეგ მიმდინარე წარუმატებელ ბრძოლაში მხარს უჭერდაკალატისს.კელტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დახმარება გაუწიაპონტოს აპოლონიას. 72/71 წელს დაიმორჩილა რომაელმა მხედართმთავარმალუკულუსმა. ქალაქის სერიოზული ნგრევა დაკავშირებულია დაახლ ძვ. წ. 60–50 წლებში„გეტების მეფის“ბურებისტას ექსპანსიასთან. ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს ტბის მოსილვის გამო მცირე ქალაქად გადაიქცა. აღორძინდა დასავლეთპონტოური ქალაქების კავშირის შემადგენლობაში. დაახლ. ახ. წ. 238 წელს დაზარალდასკვითური ომების მიმდინარეობისას, რომის იმპერატორგორდიანე III-ის (238–244) დროს შეწყდა მონეტების მოჭრა და გადაიქცა მცირე პროვინციულ ქალაქად. ისტრიეს აყვავება IV–VI საუკუნეებში დაკავშირებულიაკონსტანტინე დიდთან დაიუსტინიანე I-თან. ქალაქის საბოლოო დაცემაავარების თავდასხმის (599/600) შედეგი იყო. VII საუკუნის ბოლოსკენ არსებობა შეწყვიტა.[3]

არქეოლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიცირებულია 1868 წელს ფრანგი არქეოლოგის ე. დეჟარდენის მიერ. ისტრიესა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური გათხრები 1914 წელს დაიწყო ვ. პირვანმა და შემდგომში გაგრძელდა სხვა რუმინელი არქეოლოგების მიერ (1924–1943, 1949-დან). გამოყოფილია პერიოდები; ფენები განირჩევა განადგურებებისა და ხელახლა აშენებების დანაშრევებით: 3 „არქაული“ (დაახლ. ძვ. წ. 500–425, 425–350), 4 „ელინისტური“ (დაახლ. ძვ. წ. 350–300, 300–175, 175–100, 100–20), 9 „რომაული“ (დაახლ. ახ. წ. 30–100, 100–170, 170–250, 250–300, 300–375, 375–500, 500–550, 550–600, 600–680).[3]

შესწავლილია წარმართული ტაძრების, რომაულითერმების, ქრისტიანულიბაზილიკების, საცხოვრებელი კვარტლების, სიმაგრეთა 6 სხვადასხვა ხაზის და ნეკროპოლის ნაშთები. აღმოჩენილ მასალას შორისაა მონეტები, ძვირფასი მოკაზმულობა (მ. შ. განძების შემადგენლობაში), წარწერები და სხვ. 1983 წლიდან არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ.[3]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
  2. 2.02.1 ისტრიე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5,თბ., 1980. — გვ. 252.
  3. 3.03.13.23.3Шувалов П. В. Истрия // Большая российская энциклопедия. т. 12. —М., 2008. — стр. 144.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ისტრიე&oldid=4603058“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp