ისრაელი (ებრ.יִשְׂרָאֵל Yisra'el;არაბ.إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურადისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანასამხრეთ-დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრებალიბანი ჩრდილოეთიდან,სირია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან,იორდანია აღმოსავლეთიდან,ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთიდან, აგრეთვეპალესტინის სახელმწიფო ორი მხრიდან —დასავლეთ ნაპირი აღმოსავლეთიდან დაღაზის სექტორი სამხრეთ-დასავლეთიდან. მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე.[2] 9,7 მილიონი მოსახლეობით,[1] რომელთა უმრავლესობაებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა.[3] ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მუსლიმები,ქრისტიანები,დრუზები,სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.
ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრისისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდანიუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო[4], და უძველესიიუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით.პირველი მსოფლიო ომის შემდეგერთა ლიგამ დაამტკიცაპალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომელსაც უსწრებდა „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული კერის“ შექმნისთვის ხელშეწყობის მიზნით გამოქვეყნებულიბალფურის დეკლარაცია[5]. 1947 წელს, პალესტინაზე ბრიტანული მანდატის ამოწურვის შემდეგ,გაერომ დაამტკიცა პალესტინის ტერიტორიის გაყოფა ორ - ებრაულ და არაბულ ნაწილებად[6], რასაც დაეთანხმნენ ადგილობრივი ებრაელები, ხოლო უარი განაცხადესარაბებმა. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაზეც მეზობლემა არაბულმა სახემწიფოებმა ომის დაწყებით უპასუხეს, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე, რასაც საფუძვლად ედო ადგილობრივ არაბთა მიერ ყოფილი ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის სრულ ტერიტორიაზე პრეტენზია. ისრაელი თავდაცვითი ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება[7]. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი კამათის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილიეგვიპტესთან დაიორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
1948 წელს, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურადისრაელის სახელმწიფო ეწოდა, თუმცა არსებობდა სახელწოდების კიდევ რამდენიმე ვერსია: „ისრაელის მიწა“, „სიონი“, „იუდეა“[14]. ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს კი ეწოდა „ისრაელი“[15].
ისტორიულად, სიტყვა „ისრაელი“ გამოიყენებოდა ისრაელის სამეფოსა და, ზოგადად, ებრაელი ერის აღსანიშნავად[16].ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ გამოყენებულ იქნაიაკობთან მიმართებაში („ისრაელი“ ძველებრაულად „ღმერთთან შეჭიდებულს“ ნიშნავს[17]), მას შემდეგ რაც ის ღმერთს შეებრძოლა:
„უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.“
პირველი არქეოლოგიური არტეფაქტი, სადაც სიტყვა „ისრაელია“ მოხსენიებული,მერნეპტაჰას სტელაა, რომელიცძველ ეგვიპტეშია შესრულებული და ძვ. წ. XIII საუკუნითაა დათარიღებული[18].
ისტორია
ისტორიული ფესვები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლებაწაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ.დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს.თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწააეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდაისრაელის გაერთიანებული სამეფო (XI საუკუნის მიწურულიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე)[19]; შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება[20], სამხრეთში კიიუდეის სამეფო. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვითპირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენიმეჯერ შეწყვიტა არსებობა.
უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს,პომპეუსის მიერიერუსალიმის აღების შედეგად,იუდეის სამეფორომის იმპერიას დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.
132 წელსბარ-კოხბას მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე.IX საუკუნემდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.
IV საუკუნიდანXX საუკუნემდე ისრაელის მიწა, რომელიც უფროპალესტინის სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ.შუა საუკუნეების მიწურულიდანებრაელები შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა.XIX საუკუნიდან,სიონისტური მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.
სიონისტური მოძრაობა და გზა ახალი სახელმწიფოებრიობისაკენ
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლებაწაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ.დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
XIX საუკუნეშისიონისტური მოძრაობა დაარსდა; მან მიზნად დაისახა „ისრაელის მიწაზე ებრაელი ერისათვის ერთა ოჯახში [შემავალი] სამშობლოს ჩამოყალიბება“, როგორც1897 წელსბაზელში გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე იყო დეკლარირებული. ამ სწრაფვას მალე „ბაზელის გეგმა“ ეწოდა.
სიონისტური მოძრაობის დამაარსებელიბინიამინ ზეევ ჰერცლი იყო. ის ამ მოძრაობას უძღვებოდა1897 წლის კონგრესიდან მის გარდაცვალებამდე,1904 წელს. სიონისტური მოძრაობის დაარსებამდეც მოღვაწეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი სიონისტი მოაზროვნეები, როგორცმოშე ჰესი,იეჰუდა ლევ პინსკერი და„ახად ჰა'ამი“, მაგრამ ჰერცლმა პირველმა გააერთიანა ერთ ორგანიზაციაში სიონისტური იდეის მომხრე სხვადასხვა ქვეყნისებრაელები. ის აგრეთვე პირველი სიონისტი მოღვაწე იყო, რომელიც სიონისტური იდეის განსახორციელებლადდიპლომატიურ,პოლიტიკურ დაეკონომიკურ სფეროებში მოქმედებდა, თანაც საჯაროდ.
ჰერცლის გარდაცვალების შემდეგსიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოღვაწეხაიმ ვაიცმანი იქცა. ვაიცმანის ძალისხმევის შედეგად1917 წელს გამოქვეყნდა„ბალფურის დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაცბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული სახლის“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში ებრაული სახელმწიფოს დაარსება არ იგულისხმებოდა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ისრაელის მიწაზეებრაელთა დასახლებაში, თანაც სიონისტური მოძრაობის აღიარებას ამ საქმის ხელმძღვანელად და ებრაელი ხალხის წარმომადგენლად. ეს სიონისტური მოძრაობის პირველი საერთაშორისო მიღწევა იყო. დიპლომატიური მოღვაწეობის პარალელურად პრაქტიკულ სიონისტურ ღონისძიებებსაც ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად მზარდ ებრაულ ემიგრაციაში, ისრაელის მიწაზე/პალესტინაში მიწების შესყიდვაში და ახალი ებრაული დასახლებების შექმნაში გამოიხატებოდა.
1920 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. 1920 წელს ისრაელის მიწა/პალესტინა (დღევანდელიიორდანიის ტერიტორიის ჩათვლით)თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭომ (ესერთა ლიგის წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო) ოფიციალურად გადასცაბრიტანეთის იმპერიას დროებითი მმართველობის მანდატით;1947 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა საგანგებოდ დანიშნული უზენაესი კომისრის ხელმძღვანელობით.
თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭოსავე გადაწყვეტილების თანახმად1920 წელს ისრაელის მიწის ებრაული სააგენტო დაარსდა, როგორც ქვეყნის ახალიბრიტანული სამოქალაქო ხელისუფლების მრჩეველი ორგანოებრაელებთან ურთიერთობაში. იმავე წელს ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა ინიციატივით სხვა ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა -ისრაელის ქნესეთი. ამ ორგანიზაციის უზენაეს ორგანოდარჩეულთა კრება შეიქმნა. კრების დეპუტატთა არჩევნები1920,1925,1931 და1944 წლებში გაიმართა ისრაელის მიწის ებრაელთა შორის. არჩეულთა კრება აღმასრულებელ კომიტეტს ირჩევდა, რომელსაცეროვნული კომიტეტი ეწოდებოდა. ეს კომიტეტი ისრაელის მიწის ებრაელთა საშინაო საქმეების გამგებლობას და ებრაელთა ბრიტანული ხელისუფლების წინაშე წარმომადგენლობას კისრულობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის ებრაულ სააგენტოსთან შედარებით სუსტი ორგანო აღმოჩნდა. ბრიტანელებმა მხოლოდ1928 წელს სცნეს ისრაელის ქნესეთი, არჩეულთა კრება და ეროვნული კომიტეტი.
1921 წელს ბრიტანელებმა ისრაელის მიწას/პალესტინასტრანსიორდანია მოსწყვიტეს და იქ ახალი არაბული საამირო ჩამოაყალიბეს, რომელიც1944 წლამდე (დამოუკიდებლობამდე) ამიერიორდანიის მსგავსად ბრიტანელი უზენაესი კომისრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იმიგრაციული ტალღების შედეგად დაარსებულ ებრაულ დასახლებებსა და უბნებს ზრდა-განვითარებისა და აყვავების ხანა დაუდგა.1919-1929 წლებში, იმიგრაციის მასშტაბების ზრდამ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. 1929 წელს, მე-16 მსოფლიო სიონისტურმა კონგრესმა ებრაულ დასახლებათა განვითარების დაჩქარება გადაწყვიტა. ამ დავალების შესრულებაშიებრაული სააგენტოეროვნულ კომიტეტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ებრაულმა სააგენტომ გადაწყვიტა სააგენტოში გაწევრიანების საშუალებით მოეზიდა არა-სიონისტი საზღვარგარეთელიებრაელი ფილანთროპები, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ ებრაული დასახლების დაფინანსებაში. ამის კვალდაკვალ მრჩეველმა ებრაულმა სააგენტომ რეორგანიზაცია გაიარა; იგი გაფართოვდა და საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციად იქცა, რომელმაც მისი ძალისხმევის შედეგად დაფინანსებულისიონისტური ღონისძიებების ხელმძღვანელობაც იკისრა. ამგვარად, ებრაული სააგენტო ამ ღონისძიებათა დამგეგმავი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა ისრაელის მიწაზე, თან მასზე სუსტ ეროვნულ კომიტეტთან ერთად ამ ქვეყნის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა სახელმწიფოს დაარსებამდე.
ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაულ დასახლებას ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და ზოგჯერტერორის საშუალებით ებრძოდა. ამ წინააღმდეგობასებრაელები ძირითადად თავდაცვითი ზომების მიღებით პასუხობდნენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ებრაული იატაკქვეშური ორგანიზაციის მეომრები ხანდახან არამებრძოლ არაბებსაც ესხმოდნენ თავს. არაბთა დასამშვიდებლადბრიტანელები ცდილობდნენ რამდენადმე შეემცირებინათ ებრაული იმიგრაციის მასშტაბები, მაგრამ მათ ძალისხმევას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია; მხოლოდ არაბთა1936 -1939 წლების ამბოხების კვალდაკვალ, ბრიტანელებმა 1939 წლიდან დიდად შეზღუდეს ებრაული იმიგრაცია. ებრაელები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად იმიგრირებას, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.
1935-1938 წლებში, ებრაული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდავიდ ბენ-გურიონს ეკავა, რომელიც აგრეთვე ლეიბორისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბენ-გურიონი მტკიცედ მოითხოვდა ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს დაარსებას, ქვეყნის ორად გაყოფის ფასადაც კი (ებრაელთა და ადგილობრივ არაბთა შორის).1942 წელს,ბოლტიმორის კონფერენციაზე, მსოფლიოსიონისტურმა ორგანიზაციამ დაამტკიცა ბენ-გურიონის პოლიტიკური გეგმა.
მეორე მსოფლიო ომის დროს,ნაცისტების მიერ დევნილიებრაელები არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ შეიფარა, ხოლო ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ჩასვლას მათბრიტანელები უკრძალავდნენ;ჰოლოკოსტის ფართო მასშტაბი ნაწილობრივ ებრაელთა ამ მიუსაფრობამ განაპირობა. ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო ჰოლოკოსტზე; მან ისიც შეიცნო, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი მისი გულგრილობის გამო დაიღუპა და ისრაელილის მიწა/პალესტინა მრავალ ლტოლვილევროპელებრაელს შეიკედლებდა ებრაული სუვერენიტეტის შემთხვევაში. ყოველივე ამან საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ საჭიროა ისრაელის მიწის/პალესტინის ნაწილი ებრაული სახელმწიფოსათვის გამოიყოს (ქვეყანაშიბრიტანული მმართველობის დასრულებისთანავე).
1947 წლის 29 ნოემბერს,გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია 181, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიწაზე/პალესტინაში უნდა დაარსებულიყო ორი სახელმწიფო: ერთი ებრაელთათვის და მეორე ადგილობრივი არაბებისათვის.
ებრაული სახელმწიფოს ფარგლებში უნდა მოქცეულიყო ჩრდილო მთაგორიანი რეგიონის,გალილის, აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთის ხეობები,ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი, შუა და სამხრეთნეგევის უდაბნოები და აგრეთვე, ნეგევის აღმოსავლეთით მდებარე სტეპი -არავა. ადგილობრივ არაბებს უნდა რგებოდათ გალილის დასავლეთი მხარე, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის სამხრეთი ნაწილი და უკიდურესი ჩრდილო მონაკვეთი, მდინარეიორდანის ხეობა და დასავლეთ ნაპირი (ძველებრაულიიუდეა დასამარია), ჩრდილოეთ ნეგევი და ნეგევის უკიდურესი დასავლეთი.იერუსალიმისა დაბეთლემის ურთიერთმოსაზღვრე რაიონებს (ქალაქების ჩათვლით) უნდა შეედგინაგაეროს მფარველობის ქვეშ მყოფი ნეიტრალური ზონა.
ებრაული სააგენტო, რომელიც ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა, დასთანხმდა ქვეყნის გაყოფის გეგმას, ადგილობრივმა არაბებმა კი გადაწყვიტეს არ დამორჩილებდნენ გაეროს რეზოლუციას და არ დაეშვათ ებრაული სახელმწიფოს შექმნა. ადგილბრივ არაბთა უკმაყოფილება მალე მათი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებში გადაიზარდა; დაიწყო1947-1949 წლების ებრაულ-არაბული ომი.
1978 — კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;
1982 — ოპერაცია „შლომ- ა-გალილ“, პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;
1994 — პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.
გეოგრაფია
ისრაელის ტოპოგრაფიული რუკა.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთითლიბანი დასირია მდებარეობს, აღმოსავლეთითიორდანია, სამხრეთითწითელი ზღვა, ხოლო დასავლეთითეგვიპტე დახმელთაშუა ზღვა. ყველაზე გრძელი საზღვარი ისრაელს აქვს იორდანიასთან 238 კმ, ყველაზე მოკლე საზღვარისირიასთან 76 კმ. საზღვაო სანაპირო ხაზის სიგრძე 273 კმ. ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი აღწევს 137 კმ-ს.
რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთისა და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე მთიანია; დასავლეთშიზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო.
ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და1967 წელს შემოერთებულიგოლანის მაღლობი. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორისხულას ხეობა დაქინერეთის ტბაა.
ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგანიზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთითიუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთშიმკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთითიორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა.
ისრაელის სამხრეთშინეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60 % უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეშიარავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა.
ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდანღაზას სექტორამდე,ზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში,ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70 % ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.
ისრაელის დასავლეთი ნაწილი
1967 წელს შემოერთებული ტერიტორიები. სამხრეთში, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე,ღაზას სექტორი მდებარეობს; პალესტინელი არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ისრაელმა2005 წელს დათმო,2007 წელსპალესტინის ავტონომიასაც გამოეყო და ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოაჰამასის ორგანიზაციის მეთავეობით.
ისრაელის სახელმწიფოსა დაიორდანიას შორის მდებარეობს ისრაელის (ქვეყნის) შუა მთიანეთი -იუდეისა დასამარიის ისტორიული კუთხეები - რომელიც ძირითადად პალესტინელი არაბებითაა დასახლებული და უფრო იორდანის დასავლეთი ნაპირის სახელითაა ცნობილი. ეს ტერიტორია ერთდროულად პალესტინის ავტონომიასა და ისრაელის სამხედრო ხელისუფლებას ექვემდებარება და მისი საბოლოო სტატუსი ჯერაც გადაუწყვეტავია.
ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობი მდებარეობს. ეს ტერიტორია 1967 წლიდან ისრაელის მიერაა ოკუპირებული (ხოლო 1981 წლიდან ანექსირებული), გაერო ამ ტერიტორიას კვლავინდებურად სირიის დე იურე ნაწილად განიხილავს და ისრაელს მის დატოვებას სთხოვს. გოლანის მაღლობის საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ბუნება: მთები - გალილეის მთიანეთი; უმაღლესი მწვერვალი - მერონი 1208 მ; მდინარე - იორდანი; ტბები -მკვდარი ზღვა,ქინერეთი (იგივე გალილეის).
ჰავა
ისრაელში ხმელთაშუაზღვიური ჰავის ტიპია ცხელი ზაფხულით (აპრილი–ოქტომბერი) და შედარებით რბილი წვიმიანი ზამთრით (ნოემბერი–მარტი). ზამთარი ქვეყნის ზოგიერთ მთიან რაიონში, მაგალითად, იერუსალიმსა და ცფათში, უფრო მშრალი და გრილია. წვიმა ძირითადად მოდის ჩრდილოთ და ცენტრალურ რაიონში. ჩრდილოთ ნეგევში ნალექების რაოდენობა ნაკლებია, ხოლო სამხრეთით მათი რაოდენობა უმნიშვნელოა. კლიმატური პირობები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება ერთმანეთისგან: სანაპირო ზოლი ხასიათდება ნოტიო ზაფხულით და რბილი ზამთრით, მთიანი რაიონები მშრალი ზაფხულით და შედარებით ცივი ზამთრით, ხოლო ნეგევში – ტიპური ნახევარუდაბნოს კლიმატია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე +27 °C, ქვეყნის ცენტრალურ რაიონში +23 °C, აღმოსავლეთში +30 °C; იანვარში ტემპერატურა იმავე რაონებში შესაბამისად არის +12 °C, +7 °C და +12 °C. ყველაზე ნოტიო ზონად ითვლება გალილეა, სადაც ნალექების რაოდენობა წელიწადში აღწევს 1000 მმ. თელ-ავივის მიდამოებში ნალექების რაოდენობა 550 მმ ფარგლებშია, იერუსალიმში – 500 მმ, ხოლო წითელი ზღვის სანაპიროსთან – მხოლოდ 25-30 მმ წელიწადში.
წყლის რესურსები
ქვეყნის მთავარი მდინარეა იორდანე, რომელიც სათავეს იღებს ჰერმონის მთაზე ლიბანი-სირიის საზღვარზე, შემდეგ კინერეთის ტბაზე (გალილეის ზღვა) გაედინება და მიუყვება იორდანეს დაბლობს, ბოლოს კი მკვდარ ზღვაში ჩაედინება. მდინარე იორდანე საკმაოდ ვიწრო და წყალმარჩხია, და მხოლოდ წვიმების სეზონის დროს ივსება. უმთავრესი მდინარეებიდან ასევე აღსანიშნავია იარკონი და კიშონი.
კინერეთის ტბა მდებარეობს გალილეის ბორცვებსა და გოლანის მაღლობს შორის ზღვის დონეზე 212 მ-ით ქვემოთ. სიგანეში ის აღწევს 12 კმ-ს, სიგრძეში – 21 კმ-ს, ხოლო სიღრმე – 48 მ. ეს არის ყველაზე დიდი მტკნარი ტბა ისრაელში. უდიდეს და უნიკალურ მარილიან ტბას წარმოადგენს მკვდარი ზღვა. მისი სიგრძე შეადგენს 76 კმ-ს, სიგანე – 17 კმ-ს, საშუალო სიღრმე კი 161 მ-ია. ტბა ზღვის დონეზე დაახლოებით 400 მ-ით ქვემოთ მდებარეობს და ის გაჯერებულია მრავალფეროვანი მარილებით, რომელთა კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მასში თევზისა და უფრო პრიმიტიული ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, თუმცა იგივე ფაქტორი განაპირობებს მკვდარი ზღვის წყლისა და მის ფსკერზე წარმოქმნილი ტალახის უნიკალურ სამკურნალო და კოსმეტიკურ თვისებებს.
ისრაელში გარემოს დაცვის მკაცრი პოლიტიკა ხორციელდება. ასობით მცენარე, მათ შორის მუხები და პალმები, და ასევე ბევრი ცხოველი და ფრინველი სახელმწიფო დაცვის ქვეშაა.
გოლანის მაღლობზე და მათგან სამხრეთით განლაგებულია რამდენიმე ეროვნული პარკი: „დანი“, „ხურშატ ტალი“ და სხვა. ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი მცირე ზომის ეროვნული პარკია.
პოლიტიკური წყობა
ისრაელი შედგება 6 ადმინისტრაციული ერთეულისგან: ცენტრალური, ხაიფა, იერუსალიმი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, თელ-ავივი. ისრაელის სუვერენული სახელმწიფო შექმნილია 1948 წლის 14 მარტს (იქამდე მისი ტერიტორია დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო). ისრაელი – საპარლამენტო რესპუბლიკაა. ერთპალატიანი პარლამენტი – კნესეტი, შედგება 120 დეპუტატისგან, რომლის არჩევა ხდება არჩევნების გზით პროპორციული სიით. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევს კნესეტი. ისრაელში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემაა.
სახელმწიფო
სახელმწიფო სიმბოლოები:ისრაელის დროშა — წარმოადგენს თეთრ ტილოს, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. დროშის ცენტრში გამოსახულია დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი.ისრაელის გერბი — წარმოადგენს „ფრანგული“ ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი.
სახელმწიფო სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტირუვენ რივნილი (2014-დან).
მთავრობის მეთაური - პრემიერ–მინისტრინაფთალი ბენეთი (2021-დან).
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი, 120 წევრი).
დემოგრაფია
ისრაელის მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის მონაცემებით 7 836 000 ადამიანს შეადგენს, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 0,11 % შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე კი 359 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
მოსახლეობის უმრავლესობა – 76,4 % ებრაელია (მათგან 67,1 % – ისრაელში დაბადებული, 22,6 % ევროპაში ან ამერიკაში დაბადებული, 5,9 % აფრიკაში დაბადებული, 4,2 % აზიაში დაბადებული) დანარჩენი 23,6 %-დან უმრავლესობა არაბია (2004 წ.).
რელიგიურ კუთვნილებას რაც შეეხება, 75,6 % იუდეველია, 2 % – ქრისტიანი, 1,7 % – დრუზები და 3,8 % – სხვა აღმსარებლობის (2008 წ).
ქვეყნის ოფიციალური ენებია ივრითი და არაბული. გავრცელებულია ასევე ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იდიში, რუსული, პოლონური და უნგრული.
ქვეყნის ურბანიზაციის დონე 92 % შეადგენს (2010 წლის მონაცემებით).
ისრაელის დედაქალაქია - იერუსალიმი. უდიდეს ქალაქებს მიეკუთვნება თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, რიმატ-განი.
საერთაშორისო ავიაკომპანიები ასრულებენ რეგულარულ რეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ბენ-გურიონის სახელს ატარებს და მდებარეობს ლოდში (თელ-ავივთან ახლოს).აეროპორტიდან თელ-ავივში და იერუსალიმში შესაძლებელია როგორცტაქსით, ისეავტობუსით ან მინიავტობუსებით მგზავრობა.
ევროპიდან შესაძლებელია ასევე ისარგებლოთ სანაოსნო კომპანიების სერვისით, რომელიც ასრულებს რეისებს ხაიფას პორტებში. ხმელთაშუა ზღვის კრუიზები ხშირად თავის პროგრამაში რთავენ ისრაელის პორტებს. კერძო სანაოსნო საშუალებებს შეუძლიათ შევიდნენ ხაიფას, აშდოდის, ეილათის და თელ-ავივის პორტებში.
ისრაელში ყველაზე მოხერხებულ ტრანსპორტს წარმოადგენს ავტობუსი. შაბათობით და ებრაული დღესასწაულების დროს ავტობუსების კომპანიები არ მუშაობენ. ისრაელის ყველა მსხვილ ქალაქში და ბენ-გურიონის აეროპორტში განლაგებულია ავტომობილების გამქირავებელი კომპანიების ოფისები. მანქანის დაქირავება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და ფლობს მოქმედ მართვის მოწმობას და საერთაშორისო საკრედიტო ბარათს.
სარკინიგზო მარშრუტები სრულდება შემდეგი მიმართულებით: თელ-ავივიდან ჩრდილოეთით ნაჰარიამდე, თელ-ავივიდან სამხრეთით – რეხოვოთამდე.