Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანის ისლამური რესპუბლიკა
სპარს. جمهوری اسلامی ایران
ირანი
ირანის
დროშაგერბი
ჰიმნი: Sorud-e Melli-e Iran
დედაქალაქი
და
თეირანი
35°41′ ჩ. გ.51°25′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 51.417° ა. გ. /35.683; 51.417
ოფიციალური ენასპარსული
მთავრობაისლამური რესპუბლიკა
 - სულიერი ლიდერიალი ხამენეი
 - პრეზიდენტიმასუდ ფეზეშქიანი
ფართობი
 - სულ1 648 195 კმ2 (მე-18)
 - წყალი (%)0,7
მოსახლეობა
 - 2017 შეფასება80 829 192[1] (მე-18)
 - სიმჭიდროვე48 კაცი/კმ2 (162-ე)
მშპ (მუპ)2007 შეფასება
 - სულ$852 მილიარდი (მე-15)
 - ერთ სულ მოსახლეზე$12,300 (65-ე)
აგი (2007)0.759
მაღალი ·94-ე
ვალუტარიალი (IRR)
სასაათო სარტყელიUTC+03:30
 - ზაფხული (DST)UTC+04:30 (UTC)
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი98
ინტერნეტ-დომენი.ir

ირანის ისლამური რესპუბლიკა (სპარს. جمهوری اسلامی ایرانჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდებაირანი (სპარს. ایران[ʔiˈɾɒn]) ანსპარსეთი) —სახელმწიფოაზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — ქალაქითეირანი.

ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებააზერბაიჯანს,სომხეთსა დათურქეთს, დასავლეთით ესაზღვრებაერაყს, აღმოსავლეთითავღანეთსა დაპაკისტანს.

ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფოელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში.დარიუს I-ის დროს (550486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყოსაბერძნეთიდანმდინარე ინდამდე. ირანი არისზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი.XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდებაშიიზმის მიმდინარეობისმაჰმადიანობა.

1979 წელს ირანში მოხდაისლამური რევოლუციააიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.

დასავლეთაზიაშიირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ[2] და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ოფიციალური: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
  • ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - „არიელების ქვეყანა“ (პროტო-ინდოევროპულ ენაზე „არია“ სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
  • ქვეყნის კოდი: IR.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ირანის ისტორია და სპარსეთის მეფეების სია.

აქემენიანთა იმპერია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: აქემენიდების იმპერია.
დიდი სპარსული იმპერია
კიროს დიდის მონუმენტი სიდნეის ოლიმპირ პარკში

ასურეთის იმპერიის განადგურების შემდეგ (ძველი წელთაღრიცხვით614-612 წლებში) იწყება სპარსული ტომების დომინირებაახლო აღმოსავლეთში. სპარსული ტომების გაერთიანებას მეთაურობდა დინასტიის დამფუძნებელი -აქემენი.

სპარსეთის მეომრები (სავარაუდოდ უკვდავები), ბარელიეფი დარიუსის სასახლეშისუზაში.ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი,ლუვრი.

ძველი წელთაღრიცხვით558 წელს აქემენელთა სამეფოს სათავეში ჩაუდგააქემენის შთამომავალიკიროს II დიდი (558-530), რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით550 წელს დაამარცხამიდიელები და შემოიერთამიდიის ტერიტორიები. ძველი წელთაღრიცხვით539 წელს კიროსმა დაიპყრობაბილონი. ამავე პერიოდში კიროსმაბაბილონში ძალით გადმოსახლებულიებრაელები თავის სამშობლოში დააბრუნა. კიროსმა სახელმწიფო სახსრებით აღადგინაიერუსალიმის ტაძარი. ამის გამობიბლიაში არცერთარაებრაელს არ მიეგება ისეთი პატივი როგორც კიროსს.

ფრთოსანისფინქსი,ძველი წელთაღრიცხვით 510 წელი,ლუვრი.

კიროსმა შესძლო შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს-ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას, ხოლო დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ.

კიროს II-ის მემკვიდრისკამბიზ II-ის (ძველი წელთაღრიცხვით530-522 წლებში) დროს სპარსელებმა დაიპყრესეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა, რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალურიაზიიდანმაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები (ელამა,ბაბილონი,სირია,ფინიკია,ეგვიპტე.) და გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული დასკვითური ტომებიც.

დაპყრობილ ტომთა განვითარების სხვადასხვა დონის გამო, მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ, თუმცა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა, მაგრამ შემდგომი მმართველების დროს დაპყრობილ ქვეყნებში გამოვლინდა სეპარატისტული ტენდეციები, რის გამოც სპარსელები იძულებულნი გახდნენ განეახლებინათ მმართველობის წესი.დარიოს I-მა (ძველი წელთაღრიცხვით522-486 წლები) მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები ჩაატარა, რამაც დაპყრობილ ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი გააძლიერა, მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი გაზარდა.

დარიოს I-ის დროს მიმდინარეობდა დაპყრობილი ხალხების კანონების კონდიფიკაცია და სახელმწიფოს დაყოფა ადმინისტრაციულ საგადამხდელო ოლქებად, რომლებსაცსატრაპიები ეწოდა. სატრაპიების საზღვრები ხშირად ემთხვეოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების საზღვრებს. ძველიბერძენი ისტორიკოსიჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპიას და 70 ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.

მე-19 სატრაპიაში შედიოდაკოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც აქემენდებმა უშუალოდ დაიმორჩილეს. კოლხეთის სამეფო ამ პერიოდში განაგრძობდა დამოუკიდებელ არსებობას აქემენიანებს კი ძღვენს უგზავნიდა ყოველწლიურად 100 ბიჭისა და 100 გოგოს სახით. აქემენდებს ემორჩილებოდა სამხრეთით მდებარე ქართული მიწები, ხოლო ჩრდილოეთში მყოფ ხალხს აქემენიანებთან მცირე ვალდებულებები ჰქონდათ.

ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები, რომლებიც თავდაპირველად ეროვნებით სპარსელები იყვნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპებისა და მხედარმთავრების ფუნქციები.

აქემენიანთა იმპერია იყო დამყარებული ჯარზე. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედროტოპარქიებად, რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა, ყოველთვის ჩამორჩებოდა სატარპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, იგი შედგებოდაკავალერიისა და ქვეითი ნაწილებისაგან.

დარიოს I-მა თავი სპარსეთისა და მთელი ქვეყნიერების მეფედ გამოაცხადა. სპარსელთა ბატონობა იმ პერიოდში მართლაც ვრცელდებოდა მთელ მაშინდელ ცივილიზირებულ სამყაროზე, გარდა ბერძნულიპოლისებისა, რომლებიც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.

ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქიპერსეპოლისი, რომელიც აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს. თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული. ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე, რომელიც მორთული იყო 33 ადამიანის რელიეფით, რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან. უზარმაზარი კარიბჭე ხსნიდა გზას აპადანისაკენ, იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ-ში სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო. კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენარამეულ ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.

ძვ.წ. V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ხშირად ხდებოდნენ აჯანყებები. აქემენიანებს მიაჩნდათ, რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყობალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა, რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდნენ, მათ შორისათენი დასპარტა.

აქემენიანთა მონარქმაქსერქსემ (ძველი წელთაღრიცხვით486-465 წლები) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამძველი წელთაღრიცხვით 490 წელს ქალაქმარათონთან ბრძოლისას,ძველი წელთაღრიცხვით 480 წლისსალამინის საზღვაო ბრძოლაში,ძველი წელთაღრიცხვით 479 წლისპლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელსმიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათსაბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე.ძველი წელთაღრიცხვით 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, მაგრამ მას შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში, განსაკუთრებითპელოპონესის ომის დროს.

აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა, დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა, სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქესმაკედონიას.ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა.

აქემენიანთა ბრძოლაალექსანდრე მაკედონელთან

სეფიანთა ირანი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: სეფიანთა დინასტია.
სეფიანთა ირანი 1501-1722 წლებში
შაჰიისმაილ I

XV საუკუნის მიწურულისთვის ირანი დაშლილი იყო რამდენიმე სამეფოდ, რომელთა შორის გამუდმებული ბრძოლები მიმდინარეობდა პირველობისათვის. ირანულ სამფლობელოებს შორის ყველაზე განვითარებული იყო ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აზერბაიჯანითურთ.

შაჰ აბას I

უკვეXVI საუკუნის დასაწყისიდან აქ სულ უფრო ძლიერდებასეფიანელთა საგვარეულო. მათ თავიანთი გავლენის განსამტკიცებლად მიიღესშიიტობა და დაიწყეს ირანული მიწების დაპყრობა. შვიდი თურქმენული ტომის გამაერთიანებელმა სეფიანელთა საგვარეულომ, საკუთარი მომხრეებისთვის სავალდებულო გახადა წითელზოლიანი ჩალმების ტარება. სწორედ ამიტომ მათ მომხრეებს ყიზილბაშები დაერქვა, რადგან ყიზილბაში წითელ თავიანს ნიშნავს.

XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ყიზილბაშთა ახალმა მეთაურმაისმაილმა (დ.1502-გ.1524) დაიპყრო მთელი სამხრეთიაზერბაიჯანითავრიზითურთ და თავიშაჰად გამაცხადა. მან თავისი ხელისუფლება გაავრცელა ცენტრალურ და დასავლეთ ირანშიც. ირანის დედაქალაქი გახდათავრიზი. ოფიციალური რელიგიაშიიზმი. შაჰ ისმაილის მეთაურობით ყიზილბაშებმა რამდენიმეჯერ ილაშქრეს აღმოსავლეთ და სამხრეთსაქართველოში. ისმაილის დროს დაიწყო ხანგრძლივი ომებიოსმალეთთან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰი გახდა შაჰთამაზ I (დ.1524-გ.1576). მისი მმართველობის დროს ყიზილბაშებმა ოთხჯერ ილაშქრესსაქართველოში.

1555 წელს დასრულდა ოსმალეთთან ომი და დაიდოამასიის ზავი. ამ ზავის პირობების თანახმადერაყი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ რჩებოდა ირანს. ოსმალეთის და ირანის მიერსაქართველოსა დასომხეთის განაწილების შედეგად დასავლეთსაქართველო ოსმალეთს ერგო, ხოლოქართლ-კახეთისამცხე-საათაბაგო - ირანს.

შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ქვეყანაში შიდა მდგომარეობა ძალზედ დაიძაბა. ქვეყანას გადაუარაშავი ჭირის ეპიდემიამ. აღმოსავლეთიდან ირანს გამუდმებით თავს ესხმოდნენუზბეკი ხანები.

შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შიდა ომები. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ირანს გამოსტაცა დასავლეთი ტერიტორიები და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ. უზბეკმა ხანებმა შეტევები განაახლეს. ასეთ მძიმე ვითარებაში ყიზილბაში დიდებულების ერთმა ნაწილმა ირანის ტახტზე აიყვანა შაჰ თამაზის შვილიშვილი, 16 წლისაბას მირზა.

აბას I-ის ზეობის დროს სეფიანთა ირანი ძალზედ გაძლიერდა. მმართველობის პირველ წლებშიაბას I დაკავებული იყო უზბეკ ხანებთან ბრძოლებით. ხშირი იყო ქვეყნის შიგა აჯანყებები. ამიტომ1590 წელს შაჰი იძულებული გახდა ოსმალეთთან უმძიმესი ზავი დაედო. ზავის პირობების თანახმად მთელი ამიერკავკასია ოსმალეთს გადაეცა.

სამშვიდობო შესვენებამ აბას I-ს საშუალება მისცა გაენადგურებინა უზბეკი ხანები და მოეხდინა მათი ქონების ჩამორთმევა, რამაც ქვეყნის შემოსავლები ძალზედ გაზარდა. მანვე გაანადგურა 10 უძლიერესი ფეოდალი.

შაჰ აბასმაინგლისელების დახმარებით შექმნა არტილერია. ხოლო ჯარის საუკეთესო ნაწილები ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვა. აბას I-ის რეფორმებმა გაზარდა ირანული ელემენტების გავლენა. მან დედაქალაქი სპარსული რაონების ცენტრშიისპაჰანში გადაიტანა. აბას I-მა გააძლიერა სპარსული ენა, როგორც ოფიციალური ენა. ის თავის სამფლობელოებში ყოველმხრივ აძლიერებდა შიიტურ რელიგიას.

1603 წელს აბასმა ისარგებლა ოსმალეთში დაწყებული შიდა არეულობით და დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში მან დაიბრუნა1590 წელს დაკარგულიკავკასია.

1613 წელსსტამბოლში დაიდო ზავი, რომლითაც ირანმა განიმტკიცა მისი დაპყრობილი ტერიტორიები. კახეთში შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად, საქართველოს ეს კუთხე განადგურების პირას იყო მისული.

XVI საუკუნის ბოლოს დაXVII საუკუნის დასაწყისში ირანი საგრძნობლად დაწინაურდა ეკონომიურად. ირანი ვაჭრობდაპორტუგალიასთან,ნიდერლანდებთან,ინგლისთან,რუსეთთან,ჩინეთთან დაინდოეთთან.

აბას I ხელს უწყობდა შიდა ვაჭრობის განვითარებას. გაჰყავდათ გზები, რომლებსაც იცავდნენ ყაჩაღებისგან და მომთაბარეებისაგან. ისპაჰანი ნახევარმილიონიან ქალაქად იქცა.

ირანი XVII საუკუნის მიწურულიდან 1814 წლამდე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნადირ შაჰი
აღა მაჰმად ხანი

XVII საუკუნის მიწურულიდან ირანისსეფიანელთა დინასტია საგრძნობლად დასუსტდა. მომთაბარეები სისტემატიურად არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებს და ქალაქებს. ანადგურებდნენ მოსახლეობას. საძოვრებად აქცევდნენ სახნავ-სათეს და ხეხილის ბაღებს. ეს გარემოება ხელს უშლიდა ირანში მტკიცე ერთიანი ძლიერი მეურნეობის შექმნას. ირანის ხელისუფლება ვერ ახერხებდა სახელმწიფოს დაშლის მომხრე ფეოდალების ალაგმას.

ფეოდალური ირანის შინაგანი სისუსტე გამოვლინდა, სეფიანელთა დინასტიის ყველაზე ძლიერი შაჰის სიკვდილის შემდეგ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირანის მკვეთრი ეკონომიური და პოლიტიკური დაქვეითება. თანდათანობით დაეცა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა. სეფიანელთა დინასტიის უკანასკნელი, უნიჭო შაჰები სულ არ ცდილობდნენ ქვეყნის სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას. ქვეყნის შემცირებული შემოსავლის დიდ ნაწილს საკუთარ ოჯახებს ახმარდნენ. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლეს ავღანელმა ტომებმა, თავიდან მათ მოიშორეს სეფიანელთა უღელი, ხოლო1722-1723 წლებში მათ დაიპყრეს ირანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამავე პერიოდში ირანის წინააღმდეგ ომებს აწარმოებდა რუსეთიც.პეტრე I-ს მიზნად დასახული ჰქონდაკასპიის ზღვის აღმოსავლეთი და დასავლეთი ტერიტორიების დაპყრობა. ირანთან დადებული პეტერბურგის ზავით აღნიშნული ტერიტორიები რუსეთს გადაეცა. ასეთ მძიმე ვითარებაშისეფიანელთა დინასტიამ ფაქტობრივად დაკარგა ძალაუფლება. ირანის ასეთი მძიმე ვითარებით ისარგებლაოსმალეთმა დაკავკასია დაიკავა.

ირანშიავღანელთა ასეთმა თარეშმა ხალხის მასობრივი აღშფოთება გამოიწვია.1772 წელს ირანში მასობრივი ანტიავღანული განმათავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო. ბრძოლას თურქმანული წარმოშობისნადირ-ხანი ჩუდგა სათავეში. მანავღანელი დამპყრობლები ირანიდან განდევნა. მალე მან დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც სრული გამარჯვებით დასრულდა.1736 წლის ზავით ირანმა დაიბრუნა ყველა ის ტერიტორია, რომელიც დაკარგა1723 წელს. რუსეთმა ნებაყოფლობით დაუბრუნა ირანსპეტრე დიდის დროს შეერთებული ირანული მიწები. ავღანეთთან და ოსმალეთთან მოპოვებული წარმატებების შემდეგ ნადირ ხანმა შეკრიბა ირანული ფეოდალური დიდკაცობა და ოფიციალურად ეკურთხა ირანისშაჰად. ნიჭიერი მხედართმთავარი ურჩ ქვეშევრდომებს სასტიკად სჯიდა,1745 წელს ნადირ შაჰმა საქართველოს გამაჰმადიანებაზე ხელი აიღო. მეფეებადთეიმურაზ II და მისი შვილიერეკლე II დანიშნა. ქართველი მეფეებიქრისტიანული წესით აკურთხეს.

1747 წელს ნადირ შაჰმა მთელ ირანს აუტანელი გადასახადები დააკისრა. ეს ღონისძიება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმავე წელს ნადირ შაჰი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მის მიერ სისხლით და მახვილით შექმნილი სახელმწიფო დაინგრა.

ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ 10 წლის განმავლობაში ირანის ტახტისთვის იბრძოდა რამდენიმე საგვარეულო.ზენდების ირანული ტომის ბელადმაქერიმ-ხანმა, თავდაპირველად სამხრეთ ირანი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ქერიმ ხანის მმართველობის დროს ირანში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა. იგი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ხელოსნობის აღდგენას ცდილობდა.

ქერიმ-ხანსა და ერეკლე II-ს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები იყო.1779 წელს ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანი 15 წლიანმა ქაოსმა მოიცვა. ზენდები ჩრდილო ირანელმაყაჯარებმა დაამარცხეს.1794 წელს ყაჯარების თავკაცმა, ჭკვიანმა და ენერგიულმა, მაგრამ ვერაგმა და შეუბრალებელმააღა-მაჰმად-ხანმა ზენდების წინააღმდეგობას ბოლო მოუღო.

აღა-მაჰმად-ხანმა1795 წელს დალაშქრა და დაარბიათბილისი. ამიერკავკასიიდან დაბრუნებული აღა მაჰმად ხანითეირანში საზეიმოდ ეკურთხა შაჰად. მანამდე უცნობი და უმნიშვნელო დასახლებული პუნქტი თეირანი აღა მაჰმად ხანმადედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც შაჰმა გაიგო რომ ერეკლე II-ის დროსკავკასიაში შემოყვანილი რუსული 30 000-იანი ჯარიპავლე I-მა უკან გაიწვია, შაჰმა თავისი ჯარი კვლავ დაძრა კავკასიისკენ, მაგრამსაქართველო ვერ ააოხრა, რადგან1797 წელს მცველებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი იყო შაჰი სიცოცხლეს გამოასალმა. აღა მაჰმად ხანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმისშვილიბაბა-ხანი.

1801 წელსრუსეთის მიერქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგბაბა-ხანი შეეცადა არ დაეშვაკავკასიაში რუსეთის გაბატონება. ბაბა-ხანი1804-1813 წლებში რუსეთს ეომებოდა, მაგრამ ამ ომში ირანი დამარცხდა.1813 წელს დაბაგულისტანში დაიდო რუსეთ-ირანის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ირანმა უარი თქვასაქართველოზე,დაღესტანზე,ჩეჩნეთზე დააზერბაიჯანზე. ირანი ცნობდა კავკასიაშირუსეთის გაბატონებას, აგრეთვეკასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება მხოლოდ რუსეთს დარჩა.

ირანი 1814-1914 წლებში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის მიწურულიდან ირანშიყაჯართა დინასტიის შაჰების მმართველობა დამყარდა. ყაჯარები ვერ ეგუებოდნენ1804-1813 წლების ომში მარცხს და კავკასიაში რუსების გაბატონებას.ამიერკავკასიაში რუსების გაბატონებით უკმაყოფილო იყოინგლისიც.1814 წელს ირანსა და ინგლისს შორის დაიდო დიდი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.1826 წელს ყაჯარებმა ჩათვალეს, რომ ირანის არმია ბრძოლისთვის საკმარისად ამაღლდა, ამიტომ ირანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ირანმაგანჯა დაიკავა, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რუსეთის ლაშქარმა ირანელები განჯიდან განდევნა, რის შედეგადაც დაიკავაერევანი დათავრიზი. ყაჯარებმა ზავი ითხოვეს.1828 წლის ზავით ირანი საბოლოოდ უარი თქვა აღმოსავლეთ საქართველოზე, დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, აზერბაიჯანზე და ცნობდა ერევნის და ნახიჭევნის სახანოების შესვლას რუსეთის შემადგენლობაში. ამის შემდეგ ირანი უკვე უშუალოდ აღარ ესაზღვრება საქართველოს.1828 წლის ზავით ირანს რუსეთისთვის უნდა გადაეხადა 20 მლნ ოქროს მანეთის კონტრიბუცია.ნიკოლოზ I-მა ამის შემდეგ ირანში ელჩი დანიშნა. რუსეთი ირანის საქმეებში ერეოდა.

აღშფოთებული ირანელი შიიტები1829 წელს შეიჭრნენ რუსეთის საელჩოში და დაარბიეს, ამოხოცეს რუსები, მათ შორისალექსანდრე გრიბოედოვიც. რუსეთის იმპერატორი მოერიდა ირანთან ურთიერთობის დაძაბვას. ინციდენტის გამო კი გრიბოედოვი და რუსი მოხელეები დაადანაშაულა.რუსეთის იმპერატორი ირანისშაჰის ოფიციალურ ბოდიშს დაკმაყოფილდა და მიიღო მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები (მათ შორის დიდი ბრილიანტი სახელითშაჰი). რუსეთმა ირანს კონტრიბუციაც კი შეუმცირა 2 მლნ მანეთით.

ირანი XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში

ყაჯარებმა ისარგებლეს ინგლისის მოუცლელობით (რომელიცყირიმის ომში იყო ჩართული1853 -1856) და1856 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ავღანეთის ქალაქჰერათზე. ამ ქალაქს უდიდესი სავაჭრო სტრატეგიული ფუნქციები ჰქონდა ინგლისისთვის, რომელიცინდოეთის დაპყრობას აპირებდა და მისთვის ყოვლად მიუღებელი იყოავღანეთში ირანის ყოფნა. ყირიმის ომის დამთავრებისთანავედიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰერათთან დაკავშირებით შეუვალი პოზიცია დაიკავა. ინგლისმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ომი გამოუცხადა.ინგლისმა თავისი ფლოტისპარსეთის ყურეში შეიყვანა დადესანტი გადასხა ირანის სამხრეთით.1856-1857 წლებისინგლის-ირანის ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ირანს გაჰყავდა თავისი ჯარი ჰერათიდან ხოლოინგლისი ტოვებდა დესანტს სამხრეთ ირანში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანში იაფფასიანმა ინგლისურმა და რუსულმა საქონელმა გააჩანაგა ირანის მრეწველობა, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ირანის საფაბრიკო-სახელოსნო მრეწველობა. უცხოელთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ირანისეკონომიკა არამედ სახელმწიფო მმართველობის ზოგიერთი სფეროებიც. მთავარ თანამდებობებზე ინიშნებოდნენრუსი დაინგლისელი პირები. ირანი გადაიქცა ნახევარკოლონიურ ქვეყნად, რამაც გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების დაკონსერვება.1879 წელს ირანის შაჰის თხოვნით მოწვეულმა რუსმა ოფიცრებმა, ადგილობრივი მცხოვრებთაგან შექმნეს რუსული კაზაკური სამხედრო ნაწილების გაერთიანება — თავდაპირველად პოლკი, რომელიც ჯერ ბრიგადად, ხოლო შემდგომ დივიზიად გადაიქცა.

XIX საუკუნის მიწურულს ირანში აღმოცენება იწყო ფარულმა პატრიოტულმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა უცხოელების წინააღმდეგ. გაზრდილი გადასახადების გამო გაჩანაგდა უამრავი გლეხი, ამიტომ ისინი თავიანთ საცხოვრებლებს ტოვებდნენ და გადადიოდნენ სამხრეთ რუსეთში. XX საუკუნის პირველ ხანებში რუსეთში უკვე 200 000 ირანელი იყო.

ჯარმა უარი თქვა1905 წლიდან დაწყებული მიტინგების დარბევაზე. შაჰი იძულებილი გახდა მოეწვია პირველიმეჯლისი, რომელმაც შაჰის ძალაუფლება შეზღუდა.

1908 წელს ინგლისმა და რუსეთმა ირანი გაიყვეს.

1908 წელს მოჰამედ ალ შაჰის მითითებით ირანის კაზაკთა ბრიგადამ რუსი პოლკოვნიკლიახოვის სარდლობით თეირანში კონტრრევოლუციური გადატრიალება მოახდინა. იმავე1908 წელს ირანის მთავარ ქალაქ თავრიზში დაიწყო შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები. მათ მთავრობის ჯარები განდევნეს, რასაც მოყვარუსეთის კონტრრევოლუციური ინტერვენცია. შაჰის საწინააღმდეგო აჯანყებები მთელ რიგ ქალაქებს და პროვინციებს მოედო.1909 წელს აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი თეირანი, დაამხეს მოჰამედ ალ შაჰის ხელისუფლება და აღადგინეს კონსტიტუცია.1911 წლის ბოლოსრუსეთის,ინგლისისა და შინაგანი რეაქციის ძალებმა შეძლეს ირანის რევოლუციის ჩახშობა.

ირანიპირველი მსოფლიო ომის შემდეგ

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1921 წელის თებერვალში მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება. გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა ირანულ კაზაკთა ნაწილები ვიცე პოლკოვნიკრეზა ფეჰლევის სარდლობით, რომელმაც ახალ მთავრობაში სამხედრო მინისტრის პოსტი მიიღო.1921 წლის 26 თებერვალსმოსკოვში ხელი მოეწერა ირან-საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით უქმდებოდა მანამდე ირან-რუსეთის ყველა ხელშეკრულება. რომელებიც ბღალავდა ირანის სუვერენიტეტს. ამ ხელშეკრულებითსაბჭოთა რუსეთს საშუალება ეძლეოდა შეეყვანა ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები, თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას საბჭოთარუსეთის წინააღმდეგ.1923 წელს რეზა ფეჰლევი პრემიერ მინისტრი გახდა. მან აიძულამეჯლისი ყაჯართა დინასტია დაემხოთ. მართლაც1923 წლის12 დეკემბერს რეზა ფეჰლევი გახდაშაჰი. ახალ დინასტიას ეწოდა ძველი პართიული დინასტიის ირანული სახელი -ფეჰლევი. სახელწოდება სპარსეთი შეიცვალა ირანით.

რეზა შაჰმა ულმობლად ჩაახშო ყველა აჯანყება ირანის ტერიტორიაზე. შაჰი შეეცადა დაეცვა ქვეყნის ეკონომიკა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო მიწების გაყიდვა. დაიწყო ტრანს-ირანის რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთანსპარსეთის ყურე დაკასპიის ზღვა. ჩატარდა რეფორმები განათლების სფეროში, რის შედეგადაც შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები. ყოველივე ამასთან ერთად ირანში ჩატარდა ნაციონალისტური სულისკვეთების კამპანია. გაძლიერდა არაირანელი მოსახლეობის ჩაგვრა-შევიწროება, რომელთა შორის იყვენენფერეიდნელი ქართველებიც.

1941 წელსმეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას რეზა შაჰმა სცადადიდი ბრიტანეთისა დასსრკ-სთვის უარი ეთქვა მათი ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებაზე, რის გამოც მოკავშირეთა მიერ იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა. იგი გარდაიცვალაიოჰანესბურგში. მისმა მემკვიდრემმუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მამის ნეშთი ირანში გადაიტანა და სპეციალურად აგებულ დიდებულ მავზოლეუმში დაასვენა, თუმცაისლამური რევოლუციის შემდეგაიათოლას განკარგულებით მავზოლეუმი დაანგრიეს.

ირანი 1946-1990 წლებში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ხომეინის დაბრუნება ირანში.
მასობრივი დემონსტრაციათეირანში.

1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზესაბჭოთა დაინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანაირანის აზერბაიჯანიდან დაქურთისტანიდან.ცივი ომის დაწყების დროიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებშიაშშ-ს და ინგლისის ჩარევა. ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის, რომლის ექსპლუატაცია მთლიანდინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა.1951 წელს ირანის პარლამენტმა — მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერს ნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა.1953 წელსშეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა, რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.

ირანი ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა.მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის სფეროში.1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს, რომელსაცთეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენულიმები — შიიტი სამღვდელოების პირები, რომლებმაც ეს რეფორმებიისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს. შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები - სურსათი ისევ არ კმაროდა, ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ქვეყანას ნავთობის ბუმმა ვერ უშველა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა. ამას მოჰყვაინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება. ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვიაშაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებულიშიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად. მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნება, კორუფციის მაღალი დონე. მოსახლეობაში იზრდებოდა ანტიდასავლური განწყობაც. ასეთ პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმააიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია.

ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.

1978 წლიდან ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. მთავრობის შეცვლამ შაჰს ვერ უშველა.1979 წლის იანვარში შაჰს მოუწია ქვეყნიდან წასვლა. სამაგიროდ ქვეყანაში დაბრუნდარუჰოლა ხომეინი, რომლის მხარეს არმიაც გადავიდა. ხომეინმაირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. რეფერენდუმში ამ იდეას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და1979 წლის1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აითოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობასა და თავსაბურავს (ჩადრს).

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა„არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი“. ირანელების მტრადშაჰთან ერთად გამოცხადდაშეერთებული შტატები, რომლის საელჩოს 52 თანამშრომლები რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ირანმა მტრად გამოაცხადა აგრეთვესაბჭოთა კავშირიც.

ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდაირან-ერაყის ურთიერთობები, რაც1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო, დაიღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ომი დასრულდა1988 წელსგაეროს უშუალო შუამავლობით. საზავო ხელშეკრულება1990 წელს დაიდო.

ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა.1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი. მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორისსაქართველოსთანაც.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ირანის გეოგრაფია.
ირანის გეოგრაფიული რუკა
მთა დემავენდი, ირანის ყველაზე მაღალი მთა, მდებარეობსმაზანდარანში.

ქვეყანა მდებარეობსსამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია:თურქეთი,აზერბაიჯანი,სომხეთი,თურქმენეთი,ავღანეთი,პაკისტანი,ქუვეითი,ერაყი.

ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილიაზაგროსის დაკუხუდის მთათა სისტემები.კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვებაელბურსის მთები. ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებსირანის მთიანეთი. დაბლობებს უკავია ქვეყნის 7 %. განსაკუთრებით მდიდარიანავთობით დაგაზით. ასევე მოიპოვებენნახშირს,სპილენძს,რკინას და ა. შ. ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალისუბტროპიკული დატროპიკული კონტინეტური კლიმატი, კასპიის ზღვისპირეთში - ტენიანისუბტროპიკული. ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები. ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა. ნიადაგურ და მცენარეულ საფარში ჭარბობს სტეპის და უდაბნოსთვის დამახასიათებელი სახეობები. ტყეებს უკავია ტერიტორიის 17 %.

ნავთობისა და გაზის მარაგით ირანი მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულშია. მოპოვების უდიდესი რაიონიასპარსეთის ყურე, კერძოდხუზესტანი.

სახელმწიფო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა.
  • ეროვნული დღესასწაული:11 თებერვალი (რევოლუციის დღე).
  • სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი - აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი -მასუდ ფეზეშქიანი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი (270 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ირანის პროვინციები.

ირანის ტერიტორია იყოფა ოსტანებად (სპარს. استان —ostān; მრავლობით. — استانﻫﺎ —ostānhā), ოსტანები იყოფა შაჰრისტანებად (სპარს. شهرستان), ირანის დიდი ქალაქები სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. ამჟამად ირანი იყოფა 31 ოსტანად, ესენია:

1.არდაბილი
2.აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
3.ბუშირი
4.გილანი
5.გულისტანი
6.დასავლეთი აზერბაიჯანი
7.ზენჯანი
8.თეირანი
9.იაზდი
10.ილამი

11.ისპაჰანი
12.ლურისტანი
13.მაზანდარანი
14.მარკაზი
15.სამხრეთ ხორესანი
16.სემნანი
17.სისტანი და ბელუჯისტანი
18.ფარსი
19.ქერმანი
20.ქირმანშაჰი

21.ქოხგილუე და ბოიერაჰმედი
22.ქურთისტანი
23.ყაზვინი
24.ყუმი
25.ჩახარ-მახალი და ბახთიარია
26.ჩრდილოეთ ხორასანი
27.ხორასან-რეზავი
28.ხუზესტანი
29.ჰამადანი
30.ჰორმაზაგანი
31.ალბორზი

1950 წლამდე ირანი იყოფოდა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, არაქ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზესტანი, კერმანი, ლარესტანი, ლორესტანი და მაზანდარანი. 1950 წელს ირანის რეორგანიზაცია მოხდა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ათი ძირითადი პროვინცია საკუთარი დაქვემდებარებული გუბერნიებით: 1960-დან გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა პროვინციის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. 2004 წელს, პროვინციახორასანი გაიყო სამ ახალ პროვინციად. 2010 წელს კი შეიქმნა ახალი პროვინციაალბორზი.

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ქალაქების მოსახლეობა

თეირანი
თეირანი
მეშჰედი
მეშჰედი
ისპაანი
ისპაანი

ქალაქიპროვინციამოსახლეობა 2006 წელსქალაქიპროვინციამოსახლეობა 2006 წელს


თავრიზი
ყარაჯი
ყარაჯი

შირაზი

1თეირანითეირანი7,705,03610ურმიააღმოსავლეთი აზერბაიჯანი583,255
2მეშჰედიხორასან რეზავი2,427,31612ზაჰედანისისტანი და ბელუჯისტანი552,706
3ისპაანიისპაჰანი1,602,11012რეშთიგილანი551,161
4თავრიზიდასავლეთი აზერბაიჯანი1,398,06013ქერმანი ქერმანი496,684
5ქარაჯითეირანი1,377,45014ჰამადანიჰამადანი473,149
6შირაზიფარსი1,227,31116არაქიმარკაზი438,338
7აჰვაზიხუზესტანი969,84316იეზდიიაზდი423,006
8ყუმიყუმი951,91817არდაბილიარდაბილი412,669
9ქირმანშაჰიქირმანშაჰი784,60218ბენდერ-აბასიჰორმაზაგანი367,508


ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ირანიგანვითარებადი ქვეყანაა, რომელიცმშპ-ს საერთო მოცულობითსამხრეთ-დასავლეთ აზიაში 4 ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი დარგიამრეწველობა, რომელშიც უდიდესია ნავთობ გაზის ინდუსტრიის როლი. განვითარებულია აგრეთვემეტალურგია,მანქანათმშენებლობა,მსუბუქი მრეწველობა.სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული, წამყვანიამემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება.

ნავთობის მოპოვებით ირანი მსოფლიოს ხუთეულშია. მოპოვებული ნავთობის 75 % ექსპორტზე გადის.სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს. მათ შორისაგა-ჯარისა დაგეჩსარინი. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესიააბადანის საწარმო.ისპაჰანში მოქმედებს შავი მეტალურგიის უდიდესი ქარხანა. მსუბუქი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ხალიჩების წარმოება. ამ დარგში დასაქმებულია 2 მლნ ადამიანი.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ირანი ვერ აკმაყოფილებს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს.

  • ეროვნული პროდუქტი:მოცულობა - 109 მლრდ $ (35-ე ადგილი);1 სულ მოსახლეზე - 1780 $;სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 21, მრეწველობა 34, მომსახურება 45.
  • ექსპორტი: ნავთობი, ხალიჩები, ხილი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი.
  • ბიუჯეტი: 29,500 მლნ $.
  • ვალუტა:რიალი (IRR).

მემკვიდრეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. www.amar.org.ir, "Official statistics site of Iran"
  2. SIA - the world factbook.. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2015-09-05. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
    

დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ.დამოკიდებული ტერიტორია დაარცნობილი ქვეყნების სია.

1 ნაწილობრივევროპაშია2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილიგაეროს მიერ; იხ.ტაივანის პოლიტიკური სტატუსი.
3 ნაწილობრივაფრიკაშია4 ნაწილობრივ ან მთლიანად ეკუთვნისოკეანიას.5 არაბული ქვეყნების ლიგის წევრი; აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ 

    
Middle East (Southwest Asia)
    
ისტორია

დიდი ირანი ·ინდო-ირანელები (ინდო-ირანული ენები·ჯიროფტის ცივილიზაცია ·არიელები ·ინტელექტუალური მოძრაობა ·ქალთა მოძრაობა ·ირანელები ·ტაჯიკები ·ირანის დაპყობა მუსლიმების მიერ ·სპარსეთის მეფეები ·სამხედრო ისტორია ·მონარქია ·სპარსული კონსტიტუციური რევოლუცია ·ინგლის-ირანულის ნავთობის კომპანია ·ოპერაცია აიაქსი ·ტთრი რევოლუცია ·ირანის რევოლუცია ·საელჩოს ალყა ·ირან-ერაყის ომი ·ირანული საჰაერო ფრენები 655 ·1987 წლის ირანელი პილიგრიმების აჯანყება ·ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორია

Emblem of Iran
ირანის
პოლიტიკა

ელექტორატი ·კონსტიტუცია ·სულიერი ლიდერი ·პრეზიდენტი ·სასამართლო სისტემა ·პარლამენტის შენობა ·პარლამენტი ·გვარდია ·ქალაქების და სოფლების საბჭო ·ჰუმანური უფლებები  ·ტანამდებობის პირები ·პროვინციების გუბერნატორები ·რეფორმები ·ფუნდამენტალიზმი ·გაეროს რეზოლუცია ირანთან დაკავშირებით 1747 ·ელჩები ·უცხოური დამოკიდებულება ·ტერორიზმი ·შეიარაღება (არმია ·ავიაცია ·საზღვაო·ცენზურა ·ბირთვული პროგრამა ·მტკიცებები ტერორიზმის შესახებ

დემოგრაფია
ენები
გეოგრაფია
ეკონომიკა

აგროკულტურა ·ცენტრალური ბანკი ·კომპანიები (ავტომობილების მანუფაქტურაბანკები)  ·გამოკვლევის ცენტრები ·ირანის ელექტრონული ინდუსტრია ·შეარაღებული ძალების წარმოება ·იდრო ·ნაციონალური ნავთობის კომპანია ·ნაციონალური ავიაციის კომპანია ·მილადის კოშკი ·შეარაღებული ძალების წარმოება ·რიალი ·თეირანის საფონდო ბირჟა ·გამომცემლობები ·ირანული ნავთობის საფონდო ბირჟა ·ასალუეჰის ინდუსტრიული კომპანია ·კუნძულ კიშის თავისუფალი სავაჭრო ზონა ·სავარო ორგანიზაციები ·ლაბორატორიული ცენტრი ·სამთო მშენებლობა ·ცათამბჯენები ·პრივატიზაცია ·კომუნიკაციები ·იელეკომუნიკაცია ·ტრნსპორტი ·რკინიგზა ·მეტრო ·ავიაცია ·ირანული გემები ·ენერგეტიკა ·ტურიზმი

საზოგადოებრივი
კულტურა

ირანისტიკა ·განათლება (უმაღლესი განათლება ·მეცნიერება ·მეცნიერები ·უნივერსიტეტები·ფილოსოფია ·ირანელები ·ლიტერატურა ·მედია (ახალი ამბების სააგენტოები  ·გაზეთები·არქიტექტურა (არქიტექტორები·ხელოვნება (ძველი/თანამედროვე·ირანული ბაღები ·კინო ·სამზარეულო ·დასვენების დღეები ·ნაციონალური სიმბოლიკები ·მუსიკა (ელექტრონული მუსიკის ჯგუფები ·მძიმე როკი ·ირანული ტრადიციული სიმღერები ·ფოლკი ·პოპი ·რეპი და ჰიპ ჰოპი ·როკი და ალტერნატივა·ბლოგი ·მითოლოგია ·ფოლკლორი ·ისლამი ·კულტურა ·სპორტი (ფეხბურთი)

სხვა თემები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ირანი&oldid=4920074“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp