იზნიქი (თურქ. İznik;ბერძ. Νίκαια) — ქალაქი და რაიონითურქეთისბურსის პროვინციაში. იზნიქის ისტორიული სახელია ნიკეა. ქალაქი მდებარეობსიზნიქის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბიზანტიური ციხესიმაგრის კედლები.1922 წლამდე ქალაქში შემონახული იყო მოზაიკით მორთული მიძინების ეკლესია, მცირე აზიაში ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში. 1922 წელს დაანგრია თურქეთის ხელისუფლებამ.
ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. თავდაპირველი ქალაქი, რომელიცანკორეს, ანჰელიკორეს სახელით იყო ცნობილი, დაანგრიესმიზიელებმა.ძვ. წ. 316 წელს აღადგინაანტიგონე I ცალთვალამ და თავის პატივსაცემად უწოდაანტიგონია (ბერძ. Αντιγόνεια).ძვ. წ. 301 წელს ქალაქი გადავიდათრაკიის მეფის,ლისიმაქეს ხელში, რომელსაც მან თავისი ცოლის, ნიკეას პატივსაცემად ნიკეა უწოდა.
ქალაქმა დიდი როლი ითამაშაქრისტიანობის განვითარებაში. მასში ჩატარდა ორიმსოფლიო საეკლესიო კრება:
1078 წელს ქალაქი გადავიდათურქი სელჯუკების ხელში.1097 წლისჯვაროსნებისა და ბიზანტიელების ალყის შემდეგ, ქალაქი კვლავ ბიზანტილებების ხელში დაბურნდა (1330 წლამდე).
1204—1261 წლებში ქალაქინიკეის იმპერიის დედაქალაქია.
დაახლოებით1330 წელს ქალაქი დაიპყრეს თურქებმა და შევიდაოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში. იმ დროიდან ქალაქი ატარებს თავის ამჟამინდელ სახელწოდებას – იზნიქი.