Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ივნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<<ივნისი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
2025

ივნისი (ლათ. Junius) —გრიგორიანული კალენდრის მეექვსეთვე. ივნისში 30დღეა.

სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების,იუპიტერის ცოლის,იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით —მარიალისა. ხალხური სახელწოდებანიათიბათვე დაივანობისთვე.

ივნისი არისზაფხულის თვეჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაზამთრისა —სამხრეთ ნახევარსფეროში.მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.

ივნისისზოდიაქოს ნიშნებიამარჩბივი დაკირჩხიბი.

არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.

მარიალისა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ძველი ქართული წარმართული კალენდარი.

კორნელი კეკელიძე მარიალისას 3 მაისი — 1 ივნისით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „მარიალი“ არის სომხური „მარერ“-ი.

ვიკიციტატა
„მეხუთესა მარიალისა თჳსასა მოუწოდა მათ ბჭემან[3].“
ვიკიციტატა
„აღესრულა წმინდაჲ იგი ფილეკტიმონ ათხუთმეტსა მაისისა თთჳსასა, რომელ არს მარიალი, დღესა შაბათსა[4].“

ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ივნისის პირველი ორშაბათი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახალხო დღესასწაულია (გამოსაშვები დღე). ირლანდიურ კალენდარში ამ თვეს ჰქვია Meitheamh და ზაფხულის სეზონის შუა თვეა.
  • მზებუდობა, რომელსაც ჩრდ. ნახევარსფეროში „ზაფხული მზებუდობა“, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში „ზამთრის მზებუდობა“ ჰქვია ხდება 20-22 ივნისს.
  • შუაზაფხულს ზეიმობენ შვედეთში ივნისის მესამე პარასკევს.
  • სკოლებში ამ თვეს ზაფხულის არდადეგები იწყება.
  • მამის დღეს აღნიშნავენ ბელგიაში ივნისის მეორე კვირადღეს; აშშ-ში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში, ირლანდიასა და კანადაში ის ივნისის მესამე კვირადღეზე მოდის.
  • გეი-პრაიდის აღნიშვნის ღონისძიებები ტარდება მრავალ ქვეყანაში სტოუნუოლის არეულობების წლისთავის აღსანიშნავად.
  • ბუმსდეი აღნიშნება ირლანდიასა და მსოფლიოს სხვა ინგლ.-ენოვან ქვეყნებში 16 ივნისს ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ ფანების მიერ.
  • დროშის დღე შვედეთში (6 ივნისი), აშშ-ში (14 ივნისი), დანიაში (15 ივნისი), არგენტინაში (20 ივნისი) და რუმინეთში (26 ივნისი).
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება 9 ივნისს.
  • ენ-ბი-ეი (აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) პლეიოფები და ფინალური თამაშები იწყება.
  • ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე — 12 ივნისი.

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
  3. „მარტვილობა თეოდოსის და ივლიანოსისა“
  4. „კიმენი“, გვ. 160
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ივნისი&oldid=4680875“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp