Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

იემენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იემენის რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية اليمنية
იემენი
იემენის
დროშაგერბი
დევიზი: 
არაბ. الله، الوَطَن، الثَورة، الوَحدة

"ღმერთი, ქვეყანა, რევოლუცია, ერთობა"
ჰიმნი: არაბ. الجمهورية المتحدة

"გაერთიანებული რესპუბლიკა"
დედაქალაქი
და
სანა
15°21′ ჩ. გ.44°12′ ა. გ. / 15.350° ჩ. გ. 44.200° ა. გ. /15.350; 44.200
ოფიციალური ენაარაბული
მთავრობარესპუბლიკა
 - პრეზიდენტირიშად ალ-ალიმი
 - პრემიერ-მინისტრიშაია ალ-ზიდანი
ფართობი
 - სულ527 968 კმ2 (50-ე)
 - წყალი (%)0,8
მოსახლეობა
 - 2013 შეფასება25 408 000[1] (48-ე)
 - 2004 აღწერა19 685 000[2]
 - სიმჭიდროვე44,7 კაცი/კმ2 (160-ე)
მშპ (მუპ)2016 შეფასება
 - სულ$73.445 მილიარდი[3]
 - ერთ სულ მოსახლეზე$2521[3]
აგი (2013)0.498[4]
დაბალი ·160-ე
ვალუტაიემენის რიალი (YER)
სასაათო სარტყელიUTC+03:00
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი967
ISO 3166 კოდიYEM
ინტერნეტ-დომენი.ye

იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურადიემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) —სახელმწიფო, რომელიც მდებარეობსარაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არისახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრებაომანსა დასაუდის არაბეთს. ასევე აქვს გასასვლელიწითელსა დაარაბეთის ზღვებში. კონსტიტუციის მიხედვით იემენის დედაქალაქისანაა, თუმცა რადგან ის2015 წლის თებერვლიდანაჯანყებულების კონტროლის ქვეშაა დედაქალაქი დროებით საპორტო ქალაქადენშია გადატანილი. იემენის ტერიტორია 200-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთაგან უდიდესისოკოტრაა.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენი ისტორიულისაბის სამეფოს ტერიტორიას წარმოადგენს,[5][6][7] რომელიც ათასწლეულების მანძილზე ვაჭრობის წყალობით ყვაოდა და სავარაუდოდ დღევანდელიეთიოპიის დაერიტრეის ტერიტორიების ნაწილსაც მოიცავდა.275 წელს საბის სამეფო მოექცაებრაულიჰიმიარიტების სამეფოს გავლენის ქვეშ.[8] რეგიონშიქრისტიანობაIV საუკუნეში გავრცელდა, იმ დროისთვის დომინანტი რელიგიებიიუდაიზმი დაპაგანიზმი იყო.ისლამი სწრაფი ტემპითVII საუკუნიდან გავრცელდა და შემდგომში იემენის ძალები ისლამურ დაპყრობებში აქტიურად მონაწილეობდნენ.[9] IX-XVI საუკუნეებში იემენის მმართველობაში მრავალი დინასტია იცვლებოდა, მათგან ყველაზე ძლიერირასულიდები იყვნენ. XX საუკუნის დაწაწყისში ქვეყანაბრიტანეთის დაოსმალეთის იმპერიბს შორის გაიყო.პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ იემენში შეიქმნაზაიდებისიემენის მუთავაქილიური სამეფო, რომელიც1962 წელსიემენის არაბულ რესპუბლიკად გადაკეთდა.სამხრეთი იემენი ბრიტანეთის შემადგენლობაშიადენის პროტექტორატის სახელით1967 წლამდე რჩებოდა. ორი იემენი1990 წელსგაერთიანდა.

იემენი2011 წლიდანპოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისისაპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის -კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაეუქმებინა,[10] წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტისალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცე-პრეზიდენტმანსურს, რომელიც2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთ-კანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმაჰუსიტების,ისლაჰისტების დაალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია.2014 წლის სექტემბერში ჰუსიტებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს.[11][12][13] საპასუხოდ ქვეყანაშისაუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენის კლიმატი განსაკუთრებით თბილი და მშრალია. ქვეყანას ესაზღვრებაწითელი ზღვა, აქედან გამომდინარე, მასზე ძირითადად ზღვის ჰაერი ვრცელდება.

საკურორტო სეზონი იემენში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. ზაფხული ხშირ შემთხვევაში ცხელი და აუტანელია, ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 40 °C მაინცაა, ხოლო ზამთარი შედარებით გრილია, თუმცა 32 °C-ზე დაბლა ტემპერატურა იშვიათად ეცემა.

წვიმები უფრო მთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ყოველგვარი ტემპერატურული ცვლილებების გარეშე.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იემენის ადმინისტრაციული დაყოფა, იემენის ოლქები, იემენის ისტორიული საგუბერნატოროები და იემენის ქალაქები.

2004 წლის თებერვლის მიხედვით იემენის ტერიტორია იყოფასაგუბერნატოროებად (მუჰაფაზა) და ერთ მუნიციპალიტეტად.[14] საგუბერნატორებს შორის მოსახლეობით ყველაზე დიდათაიზი 2 513 003 მცხოვრებლით.

იემენის საგუბერნატოროები
მუჰაფაზადედაქალაქიმოსახლეობა
2004 აღწერა[15]
მოსახლეობა
2006 აღწერა.[16]
ნომერი
ადენიადენი589 419634 7101
ამრანიამრანი877 786909 9922
აბიანიზინჯიბარი433 819454 5353
ელ-დალი470 564504 5334
ელ-ბეიდაელ-ბეიდა577 369605 3035
ჰოდეიდაჰოდეიდა2 157 5522 300 1796
ელ-ჯაუფიელ-ჯაუფი443 797465 7377
ელ-მაჰრაელ-გაიჰდა88 59496 7688
ელ-მაჰვიტიელ-მაჰვიტი494 557523 2369
სანასანა1 747 8341 947 13910
დამარიდამარი1 330 1081 412 14211
ჰადრამავთიელ-მუკალა1 028 5561 092 96712
ჰაჯაჰაჯა1 479 5681 570 87213
იბიიბი2 131 8612 238 53714
ლაჰიჯილაჰჯი722 694761 16015
მარიბიმარიბი238 522251 66816
რაიმა394 448418 65917
საადასაადა695 033746 95718
სანასანა919 215957 79819
შაბვაატაქი470 440494 63820
თაიზითაიზი2 393 4252 513 00321

საგუბერნატოროები ასევე იყოფიან ოლქებად, იემენში 333 ოლქია (muderiah). 2001 წლის მიხედვით იემენში არის 38 284 სოფელი.

1990 წელს, იემენის გაერთიანების შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდასამხრეთი იემენის ტერიტორიებიც.

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იემენის დემოგრაფია.

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენიისლამური ქვეყანაა. ამგვარად სახელმწიფო რელიგიადისლამია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება არაა, მიუხედავად იმისა იქ 3 ათასამდექრისტიანი ცხოვრობს.

ენა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არაბული იემენის ოფიციალური ენაა. იქაური არაბული ენა დიალექტების სიმრავლით გამოირჩევა.ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნებისმიერ უცხო ენაზე.

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იემენის ეკონომიკა.

ფული

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენის ეროვნული ვალუტარიალია. 1ამერიკული დოლარი 199,150 რიალის ეკვივალენტია. ამერიკული დოლარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაზე არცერთ რეგიონში პრობლემა არ იქმნება. უფრო მეტიც, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში გადახდა დოლარებში ხდება.

ტრანსპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენი სამხრეთ–დასავლეთ აზიაში მდებარეობს და იქ მოხვედრა ძნელი არაა. ქვეყანაში 17 აეროპორტია, საერთაშორისო კი დედაქალაქ სანაში მდებარეობს. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტიტენტების მცხოვრებნი სარგებლობენ.

იემენში გაცილებით იაფად და კომფორტულად ავტობუსით ან გემით ჩასვლაა შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნებიდან იემენის მიმართულებით ყოველდღე გადიან ავტობუსები. ქვეყანაში საერთოდ არ არის სარკინიგზო სისტემა. ნებისმიერ ქალაქში პორტია განთავსებული, გემით მგზავრობა კი ერთგვარი კრუიზია.

რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ეს ნამდვილად არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი და დანგრეული გზებია. ამ თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურ ტრანსპორტს მანქანა წარმოადგენს. მანქანის დაქირავება სპეციალურ სააგენტოშია შესაძლებელი.

ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ დანგრეული გზების გამო გადაადგილებას დიდ დროს ანდომებს. ქალაქებს შორის გადასაადგილებლად მოსახერხებელია ე. წ შეარდ ტაქსები, რომლის დაქირავება რამდენიმე კაცს ერთად შეუძლიათ.

კულინარია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

იემენის ტრადიციული კერძებიცხვრის ხორცითა დაბოსტნეული კულტურებით მზადდება. ისლამურ ქვეყანაშიღორის ხორცს საერთოდ არ მიირთმევენ. ეროვნულ სამზარეულოზე მეზობელი ქვეყნების გავლენა აშკარაა. საშუალო დონის რესტორნებში 30–40 დოლარად კარგად დანაყრდებით. ისევე, როგორც ადგილობრივებში, ტურისტებშიც ნაციონალური კერძებიდან პირველობას არ თმობსსალტაძროხის ხორცისა და ბოსტნეულის სოუსი.

ტრადიციული კერძებიდან ასევე აღსანიშნავიაჰამილი – ჩაშუშული ცხვრის ხორცი დაკაბსა – ცხვრის ხორციბრინჯით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ცხვრისა დაქათმის ხორცს უფრო მიირთმევენ, ვიდრე ძროხისას ანხბოსი, შეიძლება იმიტომ, რომ ორივე საკმაოდ ძვირია.

იემენი ცნობილიათაფლის მოყვარული ხალხით. ყოველ მეორე ადგილობრივს საკუთარიფუტკრები ჰყავს.

სასმელებიდან პირველ ადგილზეა რძიანი ჩაი.ალკოჰოლზე შეზღუდვაა და მხოლოდ მაღალი დონის რესტორნებში შეიძლება მისი დალევა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
საფეხმავლო ხიდისაჰარას ოლქი, იემენი.

იემენი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. სანა ისტორიული დედაქალაქია, ამავდროულად ის თანამედროვე ქალაქიცაა. მის მთავარ ღირსშესანიშნაობადXVII საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე წარმოადგენს. ასევე კარგი სანახავიაეროვნული მუზეუმი. სანა გარშემორტყმულია მთებით. დედაქალაქის სრულყოფილად დასათვალიერებლად 3 დღე მაინცაა საჭირო.

სანას დასავლეთით, მთის წვერზე, გაშენებულია სოფელიკავკაბენი. ერთი შეხედვით ეს სოფელი ჩიტის ბუდეს წააგავს. წითელის ზღვის ყველაზე პოპულარული კურორტი ქალაქიადენია. იქ ყველაზე მშრალი და მზიანიკლიმატია. მშვენიერი თეთრი პლაჟების პარალელურად ტურისტების ყურადღებას ულამაზესიფაუნა იქცევს. ტურისტების მომსახურებაში შედის საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ნავი და აკვალანგებით ყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად. ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონდე ადამიანისთვის მოიძებნება სასტუმროები. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Statistical Yearbook 2013. Central Statistical Organisation. დაარქივებულიაორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 24 February 2013.
  2. Statistical Yearbook 2011. Central Statistical Organisation. დაარქივებულიაორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 24 February 2013.
  3. 3.03.1Yemen. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 24 April 2012.
  4. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  5. Robert D. Burrowes (2010).Historical Dictionary of Yemen. Rowman & Littlefield, გვ.319.ISBN0810855283. 
  6. St. John Simpson (2002).Queen of Sheba: treasures from ancient Yemen. British Museum Press, გვ. 8.ISBN0714111511. 
  7. Kenneth Anderson Kitchen (2003).On the Reliability of the Old Testament. Wm. B. Eerdmans Publishing, გვ.116.ISBN0802849601. 
  8. Yaakov Kleiman (2004).DNA & Tradition: The Genetic Link to the Ancient Hebrews. Devora Publishing, გვ. 70.ISBN1930143893. 
  9. Marta Colburn (2002).The Republic of Yemen: Development Challenges in the 21st Century. CIIR, გვ. 13.ISBN1852872497. 
  10. James L. Gelvin (2012).The Arab Uprisings: What Everyone Needs to Know. Oxford University Press, გვ.68.ISBN019989177X. 
  11. Mareike Transfeld. (2014) Capturing Sanaa: Why the Houthis Were Successful in Yemen. დაარქივებულიაორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 17 October 2014.
  12. STEVEN A. ZYCK. (2014) Mediating Transition in Yemen: Achievements and Lessons. ციტირების თარიღი: 17 October 2014.[მკვდარი ბმული]
  13. Silvana Toska. (26 September 2014) Shifting balances of power in Yemen's crisis. ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  14. Governorates of Yemen.
  15. იემენის სტატისტიკის ორგანიზაცია. General Population Housing and Establishment Census 2004 Final Results[1]დაარქივებული 2013-05-21 საიტზეWayback Machine. , Statistic Yearbook 2005 of Yemen[2]დაარქივებული 2010-06-20 საიტზეWayback Machine.
  16. Statistic Yearbook 2006 of Yemen. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2010-01-12.
    

დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ.დამოკიდებული ტერიტორია დაარცნობილი ქვეყნების სია.

1 ნაწილობრივევროპაშია2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილიგაეროს მიერ; იხ.ტაივანის პოლიტიკური სტატუსი.
3 ნაწილობრივაფრიკაშია4 ნაწილობრივ ან მთლიანად ეკუთვნისოკეანიას.5 არაბული ქვეყნების ლიგის წევრი; აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ 

    
Middle East (Southwest Asia)
    
    
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იემენი&oldid=5271706“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp