ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
თურქეთის სახელი „Türkiye“თურქულ ენაზე შეიძლება დაიყოს ორ სიტყვად: Türk, რაც ნიშნავს „ძლიერს“ ძველ თურქულზე და ზოგადად აღნიშნავს თურქეთის მცხოვრებს, ან თურქ ხალხთა წარმომადგენელს, „თუ-ქინ“-ის გვიანდელი ფორმა, სახელი, რომელიც ჩინელებმა შეარქვეს ცენტრალური აზიისალთაის მთების სამხრეთით მცხოვრებ ხალხს ძვ. წ. 177 წლისთვის; და აბსტრაქტული სუფიქსი -iye (წარმოებული არაბული ბოლოსართი -iyya-სგან, მაგრამ ასევე ასოცირდება შუასაუკუნეების ლათინური სუფიქსი -ia-სთან სიტყვაში Turchia, და შუასაუკუნეების ბერძნულ სუფიქსთან –ία სიტყვაში Τουρκία), რაც ნიშნავს „მესაკუთრეს“ ან „მონათესავეს“. პირველი დოკუმენტური წყარო, სადაც ტერმინი „Türk“ ან „Türük“ არის ნახსენები, როგორც აუტონიმი, არის ცენტრალური აზიის გიოქთურქების (Göktürks) ორხონის წარწერები (დაახ. VIII ს.).
ისტორია
ანტიკური პერიოდი
ტროას ლეგენდარული კედლის ნაწილი, ადგილი, სადაცტროას ომი უნდა მომხდარიყო (დაახ. ძვ. წ. 1200)
ანატოლიის ნახევარკუნძული (ასევე მცირე აზია), რომელზეც თანამედროვე თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი განუწყვეტლივ დასახლებული რეგიონია მსოფლიოში მისი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობის გამო. ადრეული ნეოლითური დასახლებები, როგორიცააჩათალჰოიუკი (მექოთნეობის ნეოლითი),ჩაიონიუ (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა),ნევალი ჩორი (მექოთნეობამდელი ნეოლითი ბ),ჰაჩილარი (მექოთნეობის ნეოლითი),გიობექლი თეფე (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა) დამერსინი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დასახლებებად არის მიჩნეული.[17]ტროას დასახლება იწყება ნეოლითიდან და გრძელდებარკინის ხანის პერიოდში. დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, რომ ანატოლიელებიინდო-ევროპულ,სემიტურ დაქართველურ ენებზე მეტყველებდნენ, ისევე როგორც მრავალ გაურკვეველი ნათესაობის ენაზე. ფაქტობრივად, ინდო-ევროპულიხეთურისა დალუვიურის ანტიკურობის გამო, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანატოლია უნდა იყოს ის რეგიონი, საიდანაც ინდო-ევროპული ენები გავრცელდა.[18]
პირველი მნიშვნელოვანი იმპერია ამ არემარეში იყოხეთების, ძვ. წ. XVIII-დან XIII-მდე. შემდეგ გაძლიერდნენფრიგიელები, ინდო-ევროპელი ხალხი, სანამ მათ სამეფოსქიმერიელები გაანადგურებდნენ ძვ. წ. VII საუკუნეში.[19] ფრიგიელთა მემკვიდრე სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერები იყვნენლიდია,ქარია დალიკია. ლიდიელები და ლიკიელები ფუნდამენტურად ინდო-ევროპულ ენებზე მეტყველებდნენ, თუმცა ორივე ენას არა-ინდო-ევროპული ელემენტები ჰქონდა ათვისებული ხეთებისა და ელენისურ პერიოდებამდე.
სელჩუკთა გვარი „კინიკ“ ოღუზ თურქთა ერთი განშტოება იყო, რომელიც IX საუკუნეში მაჰმადიანური სამყაროს პერიფერიაში,კასპიისა დაარალის ზღვების ჩრდილოეთით სახლობდა ოღუზთა კონფედერაციისიაბღუს სახანოში.[23] X საუკუნეში სელჩუკებმა მიგრაცია დაიწყეს მათი წინაპრების სამშობლოდანანატოლიის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ, რაც საბოლოოდ ოღზ თურქ თემთა ახალი სამშობლო გახდა 1071 წელსმანციკერტის ბრძოლის მოგების შემდეგ. სელჩუკთა გამარჯვებამ საფუძველი დაუდოკონიის სასულთნოს (ანატოლიის სელჯუკთა სასულთნო), რომელიცცენტრალური აზიის,ირანისა და სამხრეთდასავლეთ აზიის ტერიტორიებს მოდებული უფრო ვრცელი სელჩუკთა იმპერიის განშტოება გახდა.[24]
1243 წელს სელჩუკთა არმიებიმონღოლებმა დაამარცხეს და მათი იმპერიის გავლენა ნელ-ნელა დაკნინდა. ამ პერიოდში, ერთ-ერთი თურქული სამთავრო, რომელსაცოსმან I მმართველობდა, თანდათან ოსმალეთის იმპერიად გადაიქცა, შეავსო რა პოლიტიკური ვაკუუმი დაკნინებულ სელჩუკთა დაბიზანტიელებს შორის.[25]
სტამბოლისა დაიზმირის ოკუპაციამ მოკავშირეების მიერ პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გააღვივათურქული ეროვნული მოძრაობა.[26]მუსტაფა ქემალ ფაშას, სამხედრო ხელმძღვანელი, რომელმაც თავი გამოიჩინა გალიპოლის ბრძოლაში, მეთაურობით გაჩაღდათურქეთის დამოუკიდებლობის ომი, რომლის მიზანისერვის ხელშეკრულების პირობების გაუქმება იყო.[27] 1922 წლის 18 სექტემბრისთვის საოკუპაციო ჯარები განდევნილ იქნა და ქვეყანაში ახალი თურქული სახელმწიფო დაიბადა. 1 ნოემბერსახლადდაფუძნებულმა პარლამენტმა ფორმალურად გააუქმა სასულთნო, რითაც დასრულდა ოსმალეთის მმართველობის 623 წლიანი პერიოდი. 1923 წლის 24 ივლისს დადებულმალოზანის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა ახლადდაფუძნებული „თურქეთის რესპუბლიკის“ სუვერენულობის საერთაშორისო აღიარებას, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე ქვეყანას. რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს ახალ დედაქალაქანკარაში.[26]
მუსტაფა ქემალი რესპუბლიკის პირველიპრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც მანმრავალი რადიკალური რეფორმა გაატარა ახალი სეკულარული რესპუბლიკის დაარსებისთვის ოსმალეთის წარსულის ნარჩენებისგან.[26] გვარების კანონის მიხედვით, თურქეთის პარლამენტმა მუსტაფა ქემალს მიუძღვნა პატივსაცემი სახელი „ათათურქი“ („თურქების მამა“) 1934 წელს.[27]
თურქეთმამეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების მხარე დაიჭირა 1945 წლის 23 თებერვალს, როგორც ცერემონიული ჟესტი, და გაეროს ქარტიის წევრი გახდა 1945 წელს.[28] საბერძნეთშიკომუნისტების აჯანყების გამო წარმოქმნილი სირთულეებისა და საბჭოთა კავშირის მიერთურქეთის სრუტეებში სამხედრო ბაზების მოთხოვნის შედეგადშეერთებულმა შტატებმა 1947 წელსტრუმენის დოქტრინა გამოაცხადა. დოქტრინა ხაზს უსვამდა თურქეთისა და საბერძნეთის უსაფრთხოების გარანტიის დაცვას ამერიკის მიერ და დიდძალი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია ამ ორ ქვეყანას.[29]
1945 წელს ერთპარტიული პერიოდის დასრულების შემდეგ, მრავალპარტიულობის დამყარებამ პოლიტიკური სირთულეები მოიტანა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 1960-იან და 1980-იან წლებში რამდენიმე გადატრიალების მცდელობით 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში.[31] თურქეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციამ 1980-იან წლებში თითქმის სრულიად შეცვალა ქვეყანა, რასაც პერიოდული სწრაფი ზრდისა და კრიზისის წლები მოჰყვა მომდევნო ათწლეულებში.[32]
თურქეთის ტერიტორიის სიგრძე 1600 კმ-ს, ხოლო სიგანე 800 კმ-ს აღემატება და მას მართკუთხედის მსგავსი ფორმა აქვს.[35] თურქეთის ფართობი, ტბების ჩათვლით, მოიცავს 783 562[36] კვ. კმ-ს, რომლის 755 688 კვ. კმაზიაში, ხოლო 23 764 კვ. კმ.ევროპაშია.[35] შესაბამისად, ფართობის მიხედვით თურქეთი სიდიდით 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, და დაახლოებით კონტინენტურისაფრანგეთისა დაგაერთიანებული სამეფოს ტოლია ერთად. თურქეთს სამი მხრიდან ზღვა აკრავს:ეგეოსის ზღვა დასავლეთით,შავი ზღვა ჩრდილოეთით დახმელთაშუა ზღვა სამხრეთით. მის საზღვრებშია ასევემარმარილოს ზღვა ჩრდილოდასავლეთით.[37]
თურქეთის ევროპული ნაწილი ქმნის საზღვრებს საბერძნეთსა და ბულგარეთთან. ქვეყნის აზიური ნაწილი ძირითადად მაღალი ცენტრალური პლატოსგან შედგება ვიწრო სანაპირო დაბლობებით ქოროღლუსა და აღმოსავლეთ შავი ზღვის მთათა ქედებით ჩრდილოეთში დატავრის მთებით სამხრეთით. აღმოსავლეთ თურქეთი უფრო მთაგორიანია. აქ იდებს სათავესევფრატი,ტიგროსი დაარაქსი. აქ მდებარეობსვანის ტბა და მთაარარატი, თურქეთის უმაღლესი მწვერვალით (5165 მ).[37][38]
თურქეთის მრავალფეროვანი ტოპოგრაფია ათასობით წლების განმავლობაში დედამიწის ქერქის კომპლექსური მოძრაობის შედეგია. ეს რეგიონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების ზონაშია. ბოსფორისა და დარდანელის არსებობა დედამიწის ქერქში გეოლოგიური რღვევის შედეგია, რამაც შავი ზღვის წარმოშობა განაპირობა. მიწისძვრების არეალი გადის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რომელმაც 1999 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწისძვრა გამოიწვია (ეპიცენტრით იზმირში).[39]
ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ სანაპირო რეგიონს ზომიერი ხმელთაშუა კლიმატი ახასიათებს, ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ნესტიანი, გრილი ზამთრით. პირობები გაცილებით მკაცრია ქვეყნის შუაგულში. სანაპიროს გასწვრივ მთათა ქედები ხელს უშლის ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავრცელებას ქვეყნის შიგნით, რაც ანატოლიის პლატოს კონტინენტურ კლიმატს აძლევს მკაცრად კონტრასტული სეზონურობით. ზამთარი პლატოზე განსაკუთრებით მკაცრია. აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -30°C-ზე დაეცეს, ხოლო თოვლი მიწაზე შესაძლოა წელიწადში 120 დღე იდოს. დასავლეთ ნაწილში ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 1 °C. ზაფხული ცხელი და მშრალია, საშუალო ტემპერატურით 30 °C-ზე მაღლა დღისით. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 400 მილიმეტრს აღწევს. ფაქტობრივი რაოდენობა დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ყველაზე მშრალი რეგიონებიაკონიასა დამალათიას გავაკება, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია. მაისი ზოგადად ყველაზე ნესტიანი თვეა, ივლისი და აგვისტო კი — ყველაზე მშრალი.[40]
თურქეთი საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. 1923 წელს რესპუბლიკად დაარსების შემდეგ თურქეთშისეკულარიზმის ძლიერი ტრადიცია განვითარდა.[41]თურქეთის კონსტიტუცია მართავს ქვეყნის იურიდიულ საკითხებს. მასში ასევე განსაზღვრულია მთავრობის ძირითადი პრინციპები და თურქეთს აყალიბებს, როგორც უნიტარულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს.
სახელმწიფოს მეთაურიარესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მეტწილად ცერემონიული როლი აკისრია. პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლით, პირდაპირი არჩევნებით. ბოლო პრეზიდენტი,აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი, 2000 წლის 16 მაისს აირჩიეს. მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი იყო. 2007 წლის 28 აგვისტოს ის შეცვალააბდულა გიულიმ.[42] აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიაპრემიერ-მინისტრი დამინისტრთა საბჭო, რომლებიც ერთად მთავრობას ქმნიან. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთპალატიანი პარლამენტი,თურქეთის დიდი ნაციონალური ასამბლეა წარმოადგენს. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის თურქეთის რესპუბლიკის ლეგალურ სისტემასთან მორჩილებას განაგებს.თურქეთის სახელმწიფო საბჭო ადმინისტრაციული საქმეების უკიდურესი შემთხვევების განხილვის ტრიბუნალია, ხოლო სააპელაციო უმაღლესი სასამართლო კი ყველაფერი დანარჩენის.[43]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორჯერ იქნა არჩეული პრემიერ-მინისტრად 2002 წლიდან.
პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი მისი მთავრობის მხარდაჭერით და, როგორც წესი,მმართველი პარტიის მეთაურია. მიმდინარე პრემიერ-მინისტრირეჯეფ თაიფ ერდოღანი,სტამბოლის ყოფილი მერი, ხელისუფლებაში მისი პარტიის, კონსერვატიულისამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) 2002 წლის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობის მიღების შედეგად მოვიდა. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 34 %-მა მიიღო მონაწილეობა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.[44][45]2007 წლის ზოგად არჩევნებში AKP-ამ ხმების 46,6 % მიიღო, რითაც მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა.[46] პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პარლამენტის წევრობა სავალდებულო არ არის, თუმცა უმეტესწილად ეს ასეა (ერთი გამონაკლისი იყოქემალ დევრიში, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის სფეროში 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ;[47] ამჟამად ისგაეროს განვითარების პროგრამის პრეზიდენტია).[48]
საყოველთაო საარჩევნო უფლებები ორივე სქესის მოსახლეობისთვის ქვეყანაში 1933 წელს შემოიღეს, და ყოველი თურქეთის მოქალაქე, რომელიც 18 წლის ხდება, ავტომატურად იღებს ამ უფლებას. 2004 წლისთვის ქვეყანაში სულ 50 რეგისტრირებულიპოლიტიკური პარტია იყო, რომელთა იდეოლოგია მერყეობს ულტრამემარცხენეობიდან ულტრამემარჯვენეობამდე.[49] კონსტიტუციურ სასამართლოს შეუძლია მოუხსნას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს პარტია ანტისეკულარული ან სეპარატისტულია, ან საერთოდ აკრძალოს იგი.[50][51]
პარლამენტში 550 დეპუტატია, რომელთაც ოთხწლიანი მანდატით ირჩევენ პარტიული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით 85 საარჩევნო ოლქიდან, რომლებიც81 ადმინისტრაციულ პროვინციას წარმოადგენენ (სტამბოლი სამ საარჩევნო უბნად იყოფა, ხოლო ანკარა დაიზმირი ორ-ორად მჭიდრო დასახლების გამო). პარლამენტში გადაჭარბებული პოლიტიკური ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად დაწესებულია 10 %-იანი საარჩევნო ბარიერი (მხოლოდ ის პარტიები იღებენ საპარლამენტო მანდატს, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში საერთო ხმების მინიმუმ 10 %-ს იღებენ).[49] ამ მინიმუმის გამო 2007 წლის არჩევნებში პარლამენტში სამი პარტია მოხვდა.[52][53] მიუხედავად ამისა, ალიანსებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა სისტემის წყალობით, პარლამენტი ამჟამად წარმოდგენილია შვიდი პარტიით. კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ, თუმცა დეპუტატობის მისაღებად 10 %-იანი ბარიერი მათაც უნდა გადალახონ.[49]
თურქეთი გაეროს (1945),OECD (1961),OIC (1969),OSCE (1973), theECO (1985),ბისეკის (1992) დაG-20-ის (1999) დამფუძნებელი წევრია. 2008 წლის 17 ოქტომბერს თურქეთმა 151 ქვეყნის ხმა მიიღო არჩეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოში ავსტრიასთან ერთად, რომელმაც 132 ხმა მიიღო.[54] თურქეთის წევრობა საბჭოში ოფიციალურად დაიწყო 2009 წლის 1 იანვარს.[54] ადრე თურქეთი უშიშროების საბჭოს წევრი იყო 1951–1952, 1954–1955 და 1961 წლებში.[54]
ტრადიციული დასავლური ორიენტაციის შესაბამისად, ევროპასთან ურთიერთობა მუდამ იყო თურქეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. თურქეთი გახდაევროპის საბჭოს დამფუძნებელი წევრი 1949 წელს და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ასოცირებულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1959 წელს, ხოლო წევრი გახდა 1963 წელს. რამდენიმე ათწლეულის პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთმა თანამეგობრობის სრულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1987 წელს, დასავლეთ ევროპის კავშირის ასოცირებული წევრი გახდა 1992 წელს, ევროკავშირთან საბაჟო შეთანხმებას მიაღწია 1995 წელს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო 2005 წლის 3 ოქტომბერს.[55] ეს პროცესი სავარაუდოდ სულ მცირე 15 წელს გაგრძელდება თურქეთის სიდიდისა და გარკვეულ საკითხებზე პოლარული შეუთანხმებლობის გამო.[56] ამ საკითხთა შორისაა უთანხმოება ევროკავშირის წევრკვიპროსის რესპუბლიკასთან თურქეთის მიერ 1974 წელს კვიპროსში სამხედრო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. 1974 წლიდან თურქეთი არ ცნობს მეტწილად ბერძნულ კვირპოსის რესპუბლიკას, როგორც კუნძულის ერთადერთ მმართველობას და ნაცვლად მხარს უჭერს დე-ფაქტოჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერ არის ცნობილი.[57]
თურქეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ასპექტია მისი კავშირიაშშ-სთან. საბჭოთა კავშირიდან წამოსული საერთო საფრთხის გამო თურქეთინატოში გაწევრიანდა 1952 წელს, რამაცცივი ომის პერიოდში მისი ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირი განაპირობა. ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილ გარემოებებში თურქეთის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მის ახლო აღმოსავლეთთან,კავკასიასთან და ბალკანეთთან სიახლოვეში ინაცვლებს. სირიის სიახლოვეს მდებარე ნატოს ავიაბაზა და თურქეთის მეზობლობა ერაყთან აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქეთის სტატუსი, როგორც სეკულარული დემოკრატიის და მისი პოზიტიური ურთიერთობები ისრაელთან. სანაცვლოდ თურქეთმა აშშ-სგან პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც მისი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
1980-იან წლებში თურქეთმა გაააქტიურა თანამშრომლობა აღმოსავლეთ აზიის მოწინავე ეკონომიკებთან, განსაკუთრებითიაპონიასა დასამხრეთ კორეასთან მთელ რიგ ინდუსტრიულ სექტორებში, დაწყებული ავტო და ხელსაწყოთმშენებლობიდან, დამთავრებული საყოფაცხოვრებო საქონლითა და სამხედრო ინდუსტრიით.
თურქეთის შეიარაღებული ძალები სიდიდით მეორე შეიარაღებული ძალებიანატოში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემდეგ, 1 043 550 უნიფორმიანი პერსონალით მის ხუთ განყოფილებაში.[61] ყოველი ჯანმრთელი თურქეთის მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია გარკვეული პერიოდი სამხედრო სამსახური გაიაროს (სამი კვირიდან თხუთმეტ თვემდე), განათლებისა და სამუშაოს მდებარეობის მიხედვით. ვალდებულება ყველაზე ვრცელდება და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური არ არსებობს.[62]
2009 წლისთვის თურქეთი ნატოს ხუთიდან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც ალიანსის ბირთვული განაწილების პოლიტიკის ნაწილი იყო ბელგიასთან, გერმანიასთან, იტალიასა და ნიდერლანდებთან ერთად.[63] სულ 90B61 ბირთვული ბომბი არის დაბინავებულიინჩირლიკის ავიაბაზაზე, რომელთაგან 40 გამოყოფილია თურქეთის საჰაერო ძალების გამოსაყენებლად.[64]
1998 წელს თურქეთმა მოდერნიზაციის პროგრამა გამოაცხადა, რომლის მიხედვით 20 წლის განმავლობაში $160 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის იყო ახალი ტანკები, მოიერიშეები, შვეულმფრენები, წყალქვეშა გემები, ჯავშნოსნები და სხვა.[65] თურქეთი ასევე მესამე დონის წვლილის შემტანიაერთობლივი დარტყმის მოიერიშე (JSF) პროგრამაში.[66]
თურქეთის ჯარები ნატოსა და გაეროს საერთაშორისო მისიებში 1950 წლიდან მონაწილეობს, მათ შორის სამშვიდობო მისიებშისომალისა და ყოფილიუგოსლავიაში, ასევე დამხმარე კოალიციურ ძალებშისპარსეთის ყურის პირველ ომში. თურქეთის 36 000 ჯარისკაცია განლაგებული ჩრდ. კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, მისი ჯარები ასევე დისლოცირებულიაავღანეთში 2001 წლიდან.[61][67] 2006 წელს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებითლიბანში გაეროს შუალედური ძალების მანდატით განლაგდა საზღვაო პატრულირების გემები და 700 სახმელეთო ჯარისკაცი 2006 წლისისრაელ-ლიბანის კონფლიქტის შემდეგ.[68]
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს ნიშნავს პრეზიდენტი და ის პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული. მინისტრთა საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე ეროვნული უშიშროების საკითხებში ქვეყნის დაცვისთვის შეიარაღებული ძალების ადეკვატურ მომზადებაში. მიუხედავად ამისა, ომის გამოცხადების და თურქეთის შეიარაღებული ძალების უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგების ან უცხო ქვეყნის ძალების თურქეთის ტერიტორიაზე განლაგების გადაწყვეტილების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის.[60] 2008 წლის 30 აგვისტოდან შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია გენერალური შტაბის მეთაურიგენერალი ილქერ ბაშბუღი.[69]
თურქეთის დედაქალაქიაანკარა. ადმინისტრაციულად თურქეთის ტერიტორია დაყოფილია 81 პროვინციად (ილი). პროვინციები თავის მხრივ გაერთიანებულია 7 რეგიონში ცენზისთვის, თუმცა მათ ადმინისტრაციული დატვირთვა არ აქვს. ყოველი პროვინცია დაყოფილია რაიონებად, რაც საერთო ჯამში 923 რაიონს შეადგენს.
პროვინციებს, როგორც წესი, იგივე სახელი აქვს, რაც მათ შესაბამის პროვინციულ დედაქალაქს, რასაც ასევე ცენტრალური რაიონი ჰქვია; გამონაკლისებია ჰათაი (დედაქ.ანტაკია),ქოჯაელი (დედაქ.იზმითი) დასაქარია (დედაქ.ადაფაზარი). პროვინციები უდიდესი მოსახლეობით არისსტამბოლი (+12 მილიონი),ანკარა (+4,4 მილიონი),იზმირი (+3,7 მილიონი),ბურსა (+2,4 მილიონი),ადანა (+2,0 მილიონი) დაკონია (+1,9 მილიონი).
უდიდესი ქალაქი და რესპუბლიკამდელი დედაქალაქისტამბოლი ქვეყნის ფინანსური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.[35] სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისააიზმირი,ბურსა,ადანა,ტრაბზონი,მალათია,გაზიანთეფი,ერზურუმი,კაისერი,იზმითი,კონია,მერსინი,ესკიშეჰირი,დიარბაქირი,ანთალია დასამსუნი. თურქეთის მოსახლეობის დაახლ. 70,5 % ურბანულ ცენტრებში ცხოვრობს.[70] ყველა პროვინციებიდან 18-ის მოსახლეობა 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო 21 პროვინციაში მოსახლეობა 1 მილიონსა და 500 000-ს მერყეობს. მხოლოდ ორ პროვინციაში ცხოვრობს 100 000-ზე ნაკლები ადამიანი.
2018 წლის მონაცემებით თურქეთის მოსახლეობა 81.3 მილიონს[72] შეადგენდა და 0,49 % იზრდება წლიურად. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 105 ად. კმ²-ზე. ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის წილია 75,1 %. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი 67,96 %-ია, ხოლო 14 წლამდე ასაკისა — 24,26 %, მაშინ როდესაც 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილია 7,79 %. CIA Factbook-ის თანახმად,ცხოვრების ხანგრძლივობა 72,9 წელია მამაკაცთათვის და 77,7 წელი ქალთათვის, რაც საშუალოდ მთელი მოსახლეობისთვის 75,3 წელს აღწევს.[73]განათლება სავალდებულოა და უფასოა 6-დან 15 წლამდე. წერა-კითხვის გავრცელების დონე 95,3 % მამაკაცთათვის და 79,6 % ქალთათვის, რაც საშუალოდ 87,4 %-ია.[74] დაბალი მაჩვენებელი ქალებისთვის განპირობებულია არაბებისა და ქურთების ტრადიციით, რომლებიც ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებში სახლობენ.[75]
თურქეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლი განსაზღვრავს „თურქს“, როგორც „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ემორჩილება თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ვალდებულებით“; შესაბამისად, ტერმინის „თურქი“ ლეგალური მნიშვნელობა განსხვავდება მისი ეთნიკური განსაზღვრებისგან. მიუხედავად ამისა, თურქი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად თურქია. სხვა მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფებია (მათი უმეტესობა ინტენსიურად გაათურქეს სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდში)ქართველები,აფხაზები,ალბანელები,არაბები,ასირიელები,ბოსნიაკები,ჩერქეზები,ქურთები,ლაზები,პომახები,ბოშები და სამი ოფიციალურად აღიარებული უმცირესობა (ლოზანის ხელშეკრულებით), ანუსომხები,ბერძნები დაებრაელები. თურქეთში არის ასევეაფრო-თურქების მოსახლეობა, რომელთა უმეტესობა დასავლეთის სანაპირო ქალაქებში ცხოვრობს და ადგილობრივ მოსახლეობასთან არის შერეული ქორწინებებით. დასავლეთ ევროპელ უმცირესობათა შორის არიან ლევანტინები (ძირითადად ფრანგი, გენუელი და ვენეციელი წარმოშობის), რომლებიც ქვეყანაში (უმეტესწილად სტამბოლში[76] დაიზმირში[77] ცხოვრობენ) შუასაუკუნეების პერიოდიდან, ან ბოსფორის გერმანელები და სტამბოლის პოლონელები, რომლებიც თურქეთში XIX საუკუნიდან სახლობენ. ქურთები, რომელთა უმრავლესობა კონცენტრირებულია სამხრეთაღმოსავლეთ პროვინციებში, უდიდესი არათურქული ეთნიკური ჯგუფია. უმცირესობებს, გარდა ოფიციალურად აღიარებული სამი ჯგუფისა, არ აქვთ რაიმე ეთნიკური პრივილეგიები, ამასთან ტერმინია „უმცირესობა“ თურქეთში დღემდე მტკივნეული საკითხია. სარწმუნო მონაცემები თურქეთი ზუსტ ეთნიკურ შემადგენლობაზე არ არსებობს, ვინაიდან თურქეთის ცენზის ინფორმაცია მათ არ შეიცავს.[78]თურქული ენა ერთადერთი ოფიციალური ენაა მთელ ქვეყანაში. მოსახლეობის ლინგვისტურ განაწილებაზე მონაცემები არ არსებობს ზემოთაღნიშნული მიზიზის გამო.[78] მიუხედავად ამისა,TRT მაუწყებლობს პროგრამებს ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე კვირაში რამდენიმე საათით.[79] სრულიად ქურთულენოვანი სატელევიზიო არხი,TRT 6, გაიხსნა 2009 წლის დასაწყისში.[80]
რელიგია
თურქეთი ოფიციალურადსეკულარული რესპუბლიკაა, ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის გარეშე;თურქეთის კონსტიტუცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ამასთან არ წარმოადგენს ან მხარს არ უჭერს რომელიმე რელიგიას.[81][82] თურქეთის მოსახლეობა უმეტესწილადმაჰმადიანია (99%),[83] რომელთა უმრავლესობასუნიტია (75 %) და დიდი უმცირესობაალევი (15-25%).[84] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილიქრისტიანია (მეტწილადბერძნული მართლმადიდებლობა დასომხური სამოციქულო ეკლესია) დაებრაელი (96 %სეფარდი და 4 %აშკენაზი.)[85][86][87] 2007 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის მოქალაქეების 96,8 % აქვს რელიგია, მაშინ როდესაც 3,2 % არარელიგიური ან ათეისტია. მამაკაც მუსლიმ მოქალაქეთა 56 % რეგულარულად ესწრება პარასკევის ლოცვებს.[88][89] პიუს კვლევითი ცენტრის 2002 წლის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 65 %-ს სწამს, რომ „რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია“,[90] ხოლო 2005 წელს ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 95 %-ს სწამს, რომ „ღმერთი არსებობს“[91].
2011 წლის მონაცემებით, თურქეთის პროვინციები ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით:
მეტი ვიდრე $14,000
$12,000–14,000
$12,000–10,000
$8,000–10,000
$6,000–8,000
$4,000–6,000
ნაკლები ვიდრე $4,000
თურქეთიეთგო-ს დამფუძნებელი წევრი და ერთ-ერთიაG-20 ქვეყანათაგან.
რესპუბლიკის პირველი ექვსი ათწლეულის განმავლობაში (1923-1983), თურქეთი ძირითადად კვაზიეტატიზმის მიმართულებას მიჰყვებოდა ბიუჯეტის მკაცრი სამთავრობო დაგეგმვითა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით კერძო სექტორის წილზე, საგარეო ვაჭრობაზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე და საგარეო პირდაპირ ინვესტიცეიბზე. თუმცა, 1983 წლიდან თურქეთმა პრემიერ-მინისტრი თურგუთ ოზალის ინიციატივით რეფორმების სერიის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი ეკონომიკის უფრო ღია, საბაზრო მოდელზე გადასვლა იყო.[32] რეფორმებს შედეგად სწრაფი ზრდა მოჰყვა, თუმცა მას ხელი შეუშალა 1994-ის, 1999-ის (ეს უკანასკნელი წინა წლით მომხდარ მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა),[92] და 2001 წლების ფინანსურმა კრიზისმა,[93] რისი შედეგიც 1981-2003 წლებში საშუალოდ წლიური 4%მშპ-ის ზრდა მოჰყვა.[94] დამატებითი ფისკალური რეფორმების გაუტარებლობამ, რომელსაც დაემატა მზარდი სახელმწიფო დეფიციტი და მასშტაბური კორუფცია, მაღალი ინფლაცია, შერყეული საბანკო სექტორი და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკიანობა გამოიწვია.[95]
2001 წლის ეკონომიკური კრიზისისა და იმ პერიოდის ფინანსთა მინისტრიქემალ დერვიშის მიერ წამოწყებული რეფორმების შედეგად, ინფლაციის დონე ერთნიშნა ციფრებზე ჩამოვიდა, ინვესტორებს იმედი გაუჩნდათ და უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის დონე შეამცირა. სავალუტო ფონდის მონაცემებით 2008 წელს თურქეთის ინფლაციის დონე 6 %-ს არ აღემატებოდა.[96] საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მთავრობის კონტროლის შემცირებით და საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაციით თურქეთმა დროთა განმავლობაში საკუთარი ბაზრები გახსნა. ამასთან, მრავალი სექტორის ლიბერალიზაცია დღემდე გრძელდება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა.[97]
მშპ-ის ზრდის ტემპმა 2002-07 წლებში 7,4 % შეადგინა,[98][99] რის გამოც თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში ამ პერიოდის განმავლობაში. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით თურქეთის მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წელს 5,4 %-ს შეადგენდა.[100] თურქეთის ეკონომიკის დომინანტური დარგი სოფლის მეურნეობა უკვე აღარ არის. ის ჩაანაცვლა დინამიურმა ინდუსტრიულმა კომპლექსებმა ბირთვ ქალაქებში, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის დასავლეთ პროვინციებშია კონცენტრირებული, განვითარებულ მომსახურების სექტორთან ერთად. 2007 წელს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეშპ-ის 8,9 % შეადგინა, მაშინ როდესაც ინდუსტრიული სექტორი 30,8 %, ხოლო მომსახურების სექტორი 59,3 % იყო.[101]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სწრაფად განვითარდა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2008 წელს ქვეყანა მოინახულა 30 929 192 ტურისტმა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტს $21.9 მილიარდი შესძინა.[102]
თურქეთის ეკონომიკის სხვა ძირითადი სექტორებია საბანკო საქმე, მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტები, კვების მრეწველობა, მანქანათ- და ხელსაწყოთმშენებლობა. თურქეთს მზარდი სამანქანათმშენებლო ინდუსტრია აქვს, რომელმაც 2006 წელს 1,024987 ავტომანქანა აწარმოა,[103] რის გამოც ამ წელს ევროპაში სიდიდით მე-6 ავტომწარმოებელი გახდა; გერმანიის (5 819 614), საფრანგეთის (3 174 260), ესპანეთის (2 770 435), გაერთიანებული სამეფოს (1 648 388), და იტალიის (1 211 594) შემდეგ.[104] თურქეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი გემთმშენებელი ქვეყანაა; 2007 წელს ქვეყანა რანგით მეოთხე იყო (ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ) გემების შეკვეთების რაოდენობის მიხედვით, და ასევე მეოთხე მსოფლიოში (იტალიის, აშშ-ისა და კანადის შემდეგ) მეგა იახტების შეკვეთების რაოდენობით.[105]
ბოლო წლებში ქრონიკულად მაღალიინფლაციის კონტროლირება მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი ვალუტაახალი თურქული ლირა შემოიღეს 2005 წლის 1 იანვარს, ეკონომიკური რეფორმებით მიღწეული წარმატებების შედეგების გასამყარებლად.[106] 2009 წლის 1 იანვარს ახალ თურქულ ლირას ხელახლა დაერქვათურქული ლირა, რის გამოც ახალი ბანკნოტები და მონეტები გამოიცა. 2005 წლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად ინფლაციის დონემ 8,2 %-მდე დაიწია, უმუშევრობისამ კი — 10,3 %-მდე.[107] 2004 წელს სრული დახარჯვადი შემოსავლების 46,2 % მიიღო შემოსავლების ზედა 20 % მიმღებმა ჯგუფმა, მაშინ როდესაც ქვედა 20 % ჯგუფმა 6 % მიიღო.[108]
თურქეთმა მნიშვნელოვნად ისარგებლასაბაჟო კავშირით ევროკავშირთან, რომელსაც სელი 1995 წელს მოეწერა, რამაც ხელი შეუწყო მისი საექსპორტო ინდუსტრიული წარმოების ზრდასა და ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.[109] 2005 წელს ექსპორტმა $73,5 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტმა $116,8 მილიარდი, რაც 2004 წელთან შედარებით 16,3 % და 19,7 %-ით გაიზარდა, შესაბამისად.[110] 2006 წლისთვის ექსპორტმა უკვე $85,8 მილიარდი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 16,8 %-ით მაღალია.[111] 2007 წელს ექსპორტმა $115,3 მილიარდს მიაღწია[101] (მთავარი საექსპორტო პარტნიორები: გერმანია 11,2 %, გაერთ. სამეფო 8 %, იტალია 6,95 %, საფრანგეთი 5,6 %, ესპანეთუ 4,3 %, აშშ 3,88 %; სულ ევროკავშირის ექსპორტი 56,5 %.) თუმცა, იმპორტმა ამასთან დაახ. $162,1 მილიარდს მიაღწია,[101] რაც სავაჭრო ბალანს საშიშროებას უქმნის (მთავარი საიმპორტო პარტნიორები: რუსეთი 13,8 %, გერმანია 10,3 %, ჩინეთი 7,8 %, იტალია 6 %, აშშ 4,8 %, საფრანგეთი 4,6 %, ირანი 3,9 %, გაერთ. სამეფო 3,2 %; სულ ევროკავშირზე 40,4 %; სულ აზიაზე 27 %).[112][113]
წლების განმავლობაში დაბალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებლის შემდეგ, 2007 წელს თურქეთმა შეძლო $21,9 მილიარდის მოზიდვა.[114] მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების სერიამ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკეთბი განპირობებულმა სტაბულურობამ, სტაბილურმა ზრდის ტემპმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.[97]
ტურიზმი
თურქეთში კარგად არის განვითარებული ტურისტული სერვისი. ეს არის გამოწვეული ზღვისპირა კურორტებით, ასევე სხვადასხვა ატრაქციონებით. ტურიზმის მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ქალაქები:
სტამბოლი — ძეგლები ისლამური და ბიზანტიური არქიტექტურით,
კაბადოკია — ბუნებრივი ფორმირების ვულკანური წარმოშობის და მთის ქალაქები,
ეგეოსის ზღვა — ძეგლების უძველესი კულტურის ნანგრევები, ძველი ბერძნული და რომაული ქალაქები,
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მერსინი, ანტალია — ურორტები სამხრეთ სანაპიროზე თურქეთში.
ტურისტული კომპანიები ძირითადად მუშაობენ ანტალიის, ქემერის, ალანიის და სხვა ქალაქების მიმართულებით. ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება მერსინი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ტურისტული სააგენტო, რომელიც მსურველს საშუალებას აძლევს, ადგილზე დაჯავშნოს ტური.
ორჰან ფამუქი ერთ-ერთი წამყვანი თურქი რომანისტია და 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაშიდოლმაბაჰჩეს სასახლის ერთ-ერთი მთავარი ჭიშკარი
თურქეთს მრავალფეროვანი კულტურა აქვს, რომელშიც შერწყმულია ოღუზ თურქების, ანატოლიელების, ოსმალების (რაც,თავის მხრივ, ბერძნულ-რომაული და ისლამური კულტურების გაგრძელება იყო) და დასავლეთის კულტურები და ტრადიციები, პროცესი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ვესტერნიზაციის შედეგად დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს პროცესი შედეგი იყო თურქებისა და მათი კულტურის იმ ხალხთან ურთიერთობისა, რომლებსაც ისინი თავიანთი მიგრაციის გზაზე ხვდებოდნენ ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ.[115][116] თურქეთის წარმატებულ ტრანსფორმაციას რელიგიაზე დაფუძნებული ყოფილი ოსმალეთის იმპერიიდან თანამედროვე სახელმწიფოში, რომელშიც ერთმანეთისგან მკვეთრად არის გაყოფილი სახელმწიფო და რელიგია, ხელოვნების გამოხატვის მეთოდების ზრდაც მოჰყვა. რესპუბლიკის პირველი წლების განმავლობაში მთავრობამ დიდძალი რესურსები დააბანდა ნატიფ ხელოვნებაში, მაგ. მუზეუმებში, თეატრებში, ოპერასა და არქიტექტურაში. ვინაიდან თანამედროვე თურქული თვითმყოფადობის განსაზღვრაში მრავალი განსხვავებული ისტორიული ფაქტორი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს, თურქული კულტურა მეტწილად თანამედროვეობისა და დასავლურობის მიღწევის მცდელობის შედეგია, რაშიც შერწყმულია ტრადიციული რელიგიური და ისტორიული ღირებულებების შენარჩუნების საჭიროება.[115]
თურქული მუსიკა დალიტერატურა ამ კულტურულ გავლენათა შესანიშნავ ნიმუშებს იძლევა, რაც ოსმალეთის იმპერიისა და მაჰმადიანური სამყაროს ევროპასთან ურთიერთობის შედეგია.[117] თურქულ ლიტერატურაზე მძლავრ გავლენას ახდენსსპარსული დაარაბული ლიტერატურა თითქმის მთელი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, თუმცა ამ პერიოდის დასასრულისთვის, განსაკუთრებითთანზიმატის პერიოდში ევროპული გავლენა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. კულტურული გავლენების ნაზავი დრამატულად არის წარმოდგენილი „კულტურათა შეჯახების ახალი სიმბოლოების“ ფორმითორჰან ფამუქის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, მხატვრულ ნამუშევრებში.[118]
თურქეთში ნაპოვნი არქიტექტურული ელემენტები ასევე მოწმობს ტრადიციების იმ უნიკალურ ნაზავს, რომელიც რეგიონზე მრავალი საუკუნის განმავლობაში ახდენდა გავლენას. ტრადიციულბიზანტიურ ელემენტებთან ერთად, რისი ნიმუშებიც უხვადაა თურქეთის მრავალ რეგიონში, გვიანდელი ოსმალური არქიტექტურის მრავალი ექსპონატი, მათში ადგილობრივი და ისლამური ტრადიციების საუცხოო ნაზავით, მთელს ქვეყანაშია მიმოფანტული, ისევე როგორც ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე.სინანი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი უდიდესი ხუროთმოძღვარი. XVIII საუკუნიდან, თურქულ არქიტექტურაში სულ უფრო მძლავრ გავლენას ახდენს დასავლური სტილები, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სტამბოლში, სადაც ისეთი ნაგებობები, როგორიცაასულთან აჰმედის მეჩეთი დადოლმაბაჰჩეს სასახლე გვერდიგვერდ დგას თანამედროვე ცათამბჯენებთან, და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ ტრადიციას წარმოადგენს.[119]
ყველაზე პოპულარული სპორტი თურქეთშიფეხბურთია.[120] ქვეყნის ყველაზე წარმატებულ გუნდთა შორისააგალათასარაი,ფენერბახჩე დაბეშიქთაში. 2000 წელს გალათასარაიმ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ევროპის უმთავრეს კლუბებს შორისუეფას თასისა დაუეფას სუპერ თასის მოგებით. ორი წლის შემდეგ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, 2008 წელს კი ეროვნული ნაკრები უეფას ევრო 2008-ში ნახევარფინალში გავიდა.ათათურქის ოლიმპიური სტადიონი სტამბოლში 2005 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს მასპინძლობდა, ხოლოშიურქუ სარაქოჷლუს სტადიონი 2009 წლის უეფას თასის ფინალს უმასპინძლებს.
თურქეთის ტრადიციული ეროვნული სპორტიაიაღლი გიურეში (გაქონილი ჭიდაობა) ოსმალეთის პერიოდიდან.[122]ედირნე მასპინძლობს ყოველწლიურ ჭიდაობის ტურნირს 1361 წლიდან.[123] საერთაშორისო ჭიდაობის სტილებს მართავსFILA, მათ შორისაათავისუფალი სტილის ჭიდაობა დაბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა. ამ სახეობებში თურქებს მრავალი ევროპული და ოლიმპიური ტიტულები აქვთ მოპოვებული, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.[124] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, რომელშიც თურქები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, არისძალოსნობა; თურქ მძიმე ათლეტებს, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, მრავალი მსოფლიო რეკორდი აქვთ მოხსნილი და მოპოვებული აქვთ მრავალი ევროპული,[125] მსოფლიო და ოლიმპიური[126] საჩემპიონატო ტიტულები.ნაიმ სულეიმანოღლუმ დაჰალილ მუთლუმ ლეგენდარული სტატუსი მოიპოვეს სამ ოლიმპიურ თამაშებში სამ-სამი ოქროს მედლით.
ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდებამოტოსპორტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაცთურქეთის რალი ჩართულ იქნა FIA-ს მსოფლიო რალის ჩემპიონატის კალენდარში 2003 წელს,[127] დათურქეთის გრან პრისფორმულა 1-ს რბოლების კალენდარში ჩართვის შემდეგ 2005 წელს.[128] სხვა მნიშვნელოვან მოტოსპორტის ყოველწლიურ ღონისძიებათა შორის, რომლებიცსტამბოლის პარკის რბოლის წრეზე ტარდება, არისMotoGP თურქეთის გრან პრი, ფია-ს მსოფლიო ტურის ავტომანქანების ჩემპიონატი, გპ2 სერია და ლე-მანს სერია. დროდადრო სტამბოლი და ანტალია ასევე მასპინძლობს F1 Powerboat Racing ჩემპიონატის თურქეთის მონაკვეთს; Red Bull Air Race World Series თურქეთის მონაკვეთი, საჰაერო რბოლა, სტამბოლის ოქროს რქის თავზე ტარდება. სერფინგი, სნოუბორდინგი, სკეიტბორდინგი, პარაგლაიდინგი და სხვა ექსტრემალური სპორტის სახეობები წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება.
გიგინეიშვილი, ოთარ:თურქეთის 1960 წლის 27 მაისის სახელმწიფო გადატრიალების მოკლე ისტორია / [რედ.: ნ. კომახიძე]; საქ. სსრ მეცნ. აკად., აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი - თბ.: მეცნიერება,1989
ლორთქიფანიძე, ვაჟა:თურქეთის მოსახლეობა / [რედ.: ლეო ჩიქავა]; საქ. მეცნ. აკად., დემოგრ. და სოციოლ. კვლევის ინ-ტი-პრეპრინტი - თბ.,1997
სურგულაძე, აბელ:საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობათა ისტორიისათვის: წარსული და თანამედროვეობა / [რედ.: რევაზ ბაქრაძე]; ბათუმის სახ. უნ-ტი, საქ. ისტორიის კათედრა - თბ.: აჭარა,1997
თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია - Turkiye Cumhuriyeti anayasasi: კანონი N2709 მიღებულია 1982 წლის 18 ოქტომბერს / თურქ. თარგმნა... გიორგი სორდიამ; [რედ.: ზურაბ ბატიაშვილიl - თბ.: აზრი,2000
ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან: (საბჭოთა კავშირის ტერიტ. პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში) / მასალები გამოსაც. მოამზადა და შესავ. წერილი დაურთო ჯაბა სამუშიამ; [რედ.: ვახტანგ გურული] - თბ.: არტანუჯი,2003
ფუტკარაძე, შუშანა:ჩვენებურების ქართული: [თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების მეტყველების ნიმუშები, ლექსიკონი და შესავალი წერილები / რედ.: აზიზ ახვლედიანი; ბათუმის სახ. უნ-ტი - ბათუმი: აჭარის ჟურნ.-გაზეთ. გამ-ბა,1993
↑ (1999)National Geographic Atlas of the World, 7th, Washington, D.C.: National Geographic.ISBN978-0-7922-7528-2. "Europe" (pp. 68–69); "Asia" (pp. 90–91): "A commonly accepted division between Asia and Europe ... is formed by the Ural Mountains, Ural River, Caspian Sea, Caucasus Mountains, and the Black Sea with its outlets, the Bosporus and Dardanelles."
↑ბალტერი, მაიკლ (2004-02-27). „Search for the Indo-Europeans: Were Kurgan horsemen or Anatolian farmers responsible for creating and spreading the world's most far-flung language family?“.მეცნიერება.303 (5662): 1323.doi:10.1126/science.303.5662.1323.PMID14988549.
↑დენიელ უოგი. (2004)Constantinople/Istanbul. ვაშინგტონის უნივერსიტეტი, სიეტლი. ციტირების თარიღი: 2006-12-26.
↑Wink, Andre (1990).Al Hind: The Making of the Indo Islamic World, Vol. 1, Early Medieval India and the Expansion of Islam, 7th-11th Centuries. Brill Academic Publishers.ISBN90-04-09249-8.
↑Mango, Cyril (2002).The Oxford History of Byzantium. Oxford University Press, USA.ISBN0-1981-4098-3.
↑Turkish Directorate General of Press and Information. (2001-10-17) Turkish Constitution. Turkish Prime Minister's Office. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2007-02-03. ციტირების თარიღი: 2006-12-16.
↑49.049.149.2Turkish Directorate General of Press and Information. (2004-08-24) Political Structure of Turkey. თურქეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2006-10-05. ციტირების თარიღი: 2006-12-14.
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ