ზაგრები (ხორ.Zagreb) —ხორვატიისდედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი.[3] მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, მდინარესავას გასწვრივ, მთამედვედნიცას სამხრეთ კალთაზე. ზაგრები მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 122 მ (400 ფუტი) სიმაღლეზე.[4][5] 2018 წელს ქალაქის სავარაუდო მოსახლეობამ 820 678 შეადგინა.[6] ზაგრების ქალაქური აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობაა 1 086 528.[7] ქალაქში ხორვატიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს.
ზაგრები არის მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, მისი ისტორია მომდინარეობს რომაული დროიდან დღემდე. ქალაქის მახლობლად მდებარეობდა უძველესი რომაული დასახლება „ანდაუტონია“.[8][9][10][11] სახელი „ზაგრები“ პირველად ისტორიულ წყაოებში 1134 წელს ჩნდება. ზაგრები 1242 წელს გახდა სამეფო ქალაქი.[12][13][14][15][16] 1851 წელს ზაგრებს ჰყავდა თავისი პირველი მერიჯანკო კამაუფი.[17][18][19][20]
ქალაქი გაშენებულია მდინარესავაზე,დუნაის შესართავთან, ჩრდილოეთის განედის 45,815° და აღმოსავლეთის გრძედის 15,98306°, ზღვის დონიდან 104 მეტრზე მედვედნიცას მთის მასივის ახლოს. კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურა +20 გრადუსი ცელსიუსია, ზამთრის საშუალო ტემპერატურა +1 გრადუსი ცელსიუსით. ფართობი 641,29 კვადრატული კილომეტრია. ქალაქ ზაგრებს გარეუბნებთან ერთადჟუპანიის სტატუსი აქვთ ხორვატიის შემადგენლობაში, ქალაქის მერი მართავს, რომელსაც ქალაქის ასამბლეა ირჩევს.
ზაგრებში მდებარეობს ტრანსპორტის ფართო ქსელი. ქალაქიდან ოთხივე მიმართულებით გადის მსხვილი საგზაო მაგისტრალები.რკინიგზა ზაგრებს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებთან დაევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აკავშიკრებს. ქალაქის ცენტრში მსხვილი სარკინიგზო და საავტობუსო სადგურებია განთავსებული. ზაგრების აეროპორტი ქალაქიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. მგზავრთა ნაკადი წლიურად საშუალოდ 2 მილიონი ადამიანია.
ქალაქში კარგად არის განვითარებულიტრამვაისა დაავტობუსის ხაზები, ასევეფუნიკულიორის ხაზი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ქვედა და ზედა ქალაქს აკავშირებს. შემუშავებულია მსუბუქი მეტროპოლიტენის აშენების გეგმა. მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.
ზაგრებში ხორვატიის ხუთი მთავარი მაგისტრალი მდებარეობს. გზატკეცილი A6 განახლდა 2008 წლის ოქტომბერში და მიემართება ზაგრებიდანრიეკაში და შედის პან-ევროპულ დერეფნის ნაწილში. განახლება დაემთხვა A4-ზე მდინარემურაზე ხიდის გახსნას და უნგრეთის M7-ის დასრულებას, რის შედეგადაც რიეკასა დაბუდაპეშტს შორის პირველი ავტომაგისტრალის დერეფანი გაიხსნა.[21] ორივე მაგისტრალს აკონტროლებენ „Hrvatske autoceste“ და „Autocesta Rijeka - Zagreb“.
გზატკეცილი A3 (ყოფილი სახელწოდებით ბრატსტო და ჯედინსტვო) არის ხორვატიის უძველესი მაგისტრალი.[22][23] A3 წარმოადგენს პან-ევროპული დერეფნის X-ს ნაწილს. მაგისტრალი იწყება ბრეგანას სასაზღვრო გასასვლელთან, გაივლის ზაგრებს და შემდგომ გადის ბაიაკოვოს სასაზღვრო გადასასვლელთან. იგი გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.[24]
გზატკეცილი A2 დერეფნის Xa- ის ნაწილია.[25] იგი ქმნის ზაგრებსა დადასავლეთ ევროპას შორის უწყვეტ საავტომობილო გზას.[26] მაგისტრალი A4 იწყება ზაგრებში და მიემართება უნგრეთში გორიჩანის სასაზღვრო გადასვლამდე. სატრანსპორტო საშუალებები ხშირად იყენებენ ზაგრების გარშემო განთავსებულ მაგისტრალს.[27] რკინიგზა და გზატკეცილი A3, რომელიც მდებარეობს მდინარე სავას გასწვრივ, არის ქვეყნის ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო დერეფანი.[28]
ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვაგვარად არის ორგანიზებული: ქალაქის შიდა ნაწილებში ძირითადად მოძრაობს ტრამვაი, ქალაქის გარეუბნებს ემსახურება ავტობუსები, ასევე მოქმედებს სარკინიზგზო ტრანსპორტი. საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ZET („Zagrebački električni tramvaj“, „Zagreb Electric Tram“) ქალაქს უზრუნველყოფს, ყველა შიდა ავტობუსის ხაზით.
ტაქსები აქტიურად გამოიყენება ქალაქში. სახელმწიფომ მრავალ სატრანსპორტო კომპანიას ბაზარზე შესვლის უფლება მისცა, შესაბამისად, ფასები საგრძნობლად დაეცა, მაშინ როდესაც მომსახურება უკიდურესად გაუმჯობესდა, ამიტომ ზაგრებში ტაქსების პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება.[29]
ზაგრების ტერიტორია ჯერ კიდევ პრეისტორიული პერიოდის განმავლობაში მუდმივად დასახლებული იყო, ამას მოწმობს არქეოლოგიური აღმოჩენები ვეტერნიკის გამოქვაბულში. გამოქვაბული ამჟამად სოფელ „Šćitarjevo-ში“ მდებარეობს.
მედვენიცას, ვესტინის, გრუშანისა და რემეტის ფერდობებზე მდებარე სოფლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მდიდარ ტრადიციებს, მათ შორის ხალხურ ტანისამოსს.
ჩრდილოეთით არის მედვედნიცას მთა, მისი ყველაზე მაღალი მწვერვალის, „Sljeme-ის“, სიმაღლე 1 035 მეტრია. 2005 წლის იანვრის შუა რიცხვებში, „Sljeme-ის“ მწვერვალზე ჩატარდა მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის პირველი ტურნირი.
ძველი მედვედგრადი, აშენდა მე-13 საუკუნეში მედვედნიცას გორაზე. იგი გადაჰყურებს ქალაქის დასავლეთ ნაწილს და ასევე მასზე მდებარეობს ეკლესიები, მემორიალი, სადაც მარადიული ცეცხლით არის აღბეჭდილი, რომ ხორვატია პატივს სცემს სამშობლოსთვის დაღუპულ ყველა გმირს, ჩვეულებრივ, პატივს მიაგებენ ეროვნულ დღესასწაულებზე. დანგრეული შუასაუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრე სუსედგრადი მდებარეობს მედვენიცას გორის დასავლეთ მხარეს. იგი მიტოვებულია მე-17 საუკუნის დასაწყისიდან.
ზაგრების კლიმატი კლასიფიცირდება, როგორც ოკეანეური კლიმატის მქონე (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით). ზაფხულში ძლიერი წვიმებია, რომელიც შემოდგომაზე კვლავ გრძელდება. წლიური ნალექის რაოდენობა 840 მმ არის, ამიტომაც ზაგრები ევროპაში მე-9 ყველაზე მაღალი ნალექის მაჩვენებლის მქონე დედაქალაქია. ქალაქი უფრო ნაკლებ ნალექს იღებს ვიდრელუქსემბურგი, მაგრამ უფრო მეტს ვიდრებრიუსელი,პარიზი დალონდონი. შემოდგომა ადრეულ ეტაპზე ხშირად თბილი და მზიანია, ზოგჯერ წვიმებიც მოდის. შემოდგომას ახასიათებს წვიმიანი დღეების ეტაპობრივად ზრდა. დილის ნისლი ხშირია ოქტომბრიდან იანვრის თვის ჩათვლით, ძირითადად ქალაქის ჩრდილოეთ უბნებში, მედვედნიცას მთის ძირში, აგრეთვე მდინარე სავას გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ზამთარი სხვა სეზონებთან შედარებით ცივია. თებერვალი ყველაზე მშრალი თვეა, ნალექების საშუალო წილი 39 მმ-ს შეადგენს. საშუალოდ, წლიურად თოვლიანი დღეების რაოდენობა 29 არის, ჩვეულებრივ, პირველი თოვლი დეკემბრის დასაწყისში მოდის. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, თოვლიანი დღეები მკვეთრად შემცირდა. ზამთარში საშუალო საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ია, ხოლო ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია.[30]
ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ოდესმე ქალაქში დაფიქსირებულა იყო 40,4 °C, დაფიქსირდა1950 წლის ივლისში. ხოლო ყველაზე დაბალი იყო −27,3 °C, დაფიქსირდა 1956 წლის თებერვალში.[31]
ჰავის მონაცემები — Zagreb Maksimir (1971–2000, extremes 1949–2019)
ზაგრები ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ომის დასრულების შემდეგ, იგი ყოველწლიურად მილიონობით მნახველს იზიდავს, ძირითადადავსტრიიდან,გერმანიიდან დაიტალიიდან, ხოლო ბოლო წლებში ბევრი ტურისტი შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოდის, კერძოდსამხრეთ კორეიდან,იაპონიიდან,ჩინეთითან და ბოლო ორი წლის განმავლობაში,ინდოეთიდან. ტურისტებისთვის ზაგრებში ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობა და მოვლენაა, მაგალითად, წმინდა გიორგის ორი ქანდაკება, ერთი ხორვატიის რესპუბლიკის მოედანზე, მეორე კი კამენიტა ვრატაში. ასევე, ბოგოვიჩევას ქუჩაზე იწყება სამხატვრო ინსტალაცია, სახელწოდებით „ცხრა ხედი“. ასევე მთელი წლის განმავლობაში აქ ბევრი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება, რაც კიდევ მეტ ტურისტს იზიდავს. ქალაქის ჩრდილოეთით არის ეკლესიები, სასახლეები, მუზეუმები, გალერეები და სამთავრობო შენობები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებლებში. ისტორიულ უბანში მოხვედრა ზაგრების ცენტრიდან შესაძლებელია ფეხით.
2010 წელს 600 000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა ქალაქი,[33] 2011 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.[34] 2012 წელს ქალაქში 675 707 ტურისტი იმყოფებოდა.[35] 2017 წელს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია ზაგრებს, კერძოდ, 1 286 087, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი იყო.
ქალაქში არის დაახლოებით 20 მუდმივი ან სეზონური თეატრი და სცენა. ხორვატის ეროვნული თეატრი ზაგრებში აშენდა 1895 წელს და გაიხსნა ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზი სახელწოდებით „ვატროსლავ ლისინსკი“ აშენდა 1973 წელს.
ანიმაციური ფილმების მსოფლიო ფესტივალი, ყოველწლიურად იმართება. ქალაქი ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ დოკუმენტურ კინოფესტივალს. ზაგრების ფილარმონიის ფესტივალი და ყვავილების გამოფენა იმართება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. ზაფხულში, თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები, ძირითადად, ქალაქის ცენტრში ტარდება. ზაგრები ასევე არის უძველესი ხორვატიული პოპ-მუსიკის ფესტივალი, ასევე რამდენიმე ტრადიციული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება და ტურნირი. 16 ნოემბერს ქალაქ ზაგრების დღე ყოველწლიურად აღინიშნება, განსაკუთრებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჯარუნის ტბაზე.
ზაგრები პირველად მოხსენიებულია1094 წელს, როდესაცუნგრეთის მეფელასლო I-მა კაპტოლის ბორცვის დასახლებაში საეიპისკოპოსო დააარსა. იმხანად დასახლებული პუნქტებიკაპტოლი დაგრადეცი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამოსახლოები იყო, დღესდღეობით კი ორივე ქალაქის ისტორიული ნაწილის ბირთვს წარმოადგენს.
1242 წელს ზაგრები (გრადეცი) უნგრეთ-ხორვატიის მეფისბელა IV-ის მიერ სამეფო ქალაქად იწოდა. XVII საუკუნის დამდეგს გრადეცი და კაპტოლი ერთ ქალაქად იქცნენ, საეიპისკოპოსო კი ზაგრების საარქიეპისკოპოსოდ იწოდება.
1669 წელსიეზუიტები პირველ გიმნაზიასა და აკადემიას აარსებენ. ეს თარიღი მიიჩნევაზაგრების უნივერსიტეტის დაარსების პერიოდად, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მოკლე ხანში ზაგრები ხორვატიის კულტურული ცენტრი და პოსადის ხორვატიის უდიდესი ქალაქი ხდება.
1776 წელს ვარაჟდინიდან ზაგრებში ხორვატიის სამეფო სამმართველო გადადის და ქალაქიც ფაქტობრივად დედაქალაქის სტატუსს იძენს.
ზაგრები ხორვატიის უმსხვილესი და ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც (გარეუბნების ჩათვლით 1 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. საქალაქო აგლომერაციაში 1 088 841 მაცხოვრებელია.
ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ერთგვარია: 2001 წლის მონაცემებით, ზაგრების 91,94 %-სხორვატები შეადგენდნენ. იმავე მონაცემებით, ქალაქში 40 066 ეროვნული უმცირესობაა. ამათგან უმსხვილესია (18 811 ან 2,41 %)სერბები, (6 204 ან 0,8 %)ბოსნიელები, (3 389 ან 0,43 %)ალბანელები, (3 225 ან 0,41 %)სლოვენები, (1 946 ან 0,25 %)ბოშები, (1 131 ან 0,17 %)მონტენეგროელები და (1 315 ან 0,17 %)მაკედონელები.
Cresswell, Peterjon; Atkins, Ismay; Dunn, Lily (10 July 2006)Time Out Croatia, First, London, Berkeley & Toronto: Time Out Group Ltd & Ebury Publishing, Random House Ltd. 20 Vauxhall Bridge Road, London SV1V 2SA.ISBN978-1-904978-70-1.ციტირების თარიღი: 10 March 2010.[მკვდარი ბმული]
Uwe Mauch: Zagreb: Die kroatische Hauptstadt und ihre Umgebung. Trescher, Berlin 2011,ISBN 978-3-89794-176-2.
Eve Blau, Ivan Rupnik: Project Zagreb, Actar (Harward University Press),ISBN 978-84-96540-57-6.
Kriegszerstörungen in der Zagreber Altstadt Grič. Die Folgen des Luftangriffes vom 7. Oktober 1991. 157. Ausstellung des Historischen Museums der Stadt Wien gemeinsam mit dem Muzej Grada Zagreba. Otto-Wagner-Pavillon-Karlsplatz, 12. bis 29. Dezember 1991. 50 Fotos. Ausstellungsplakat mit der Rückseite als Ausstellungskatalog.
Rudolf Flotzinger, Koraljka Kos: Agram. In: Oesterreichisches Musiklexikon. Online-Ausgabe, Wien 2002 ff.,ISBN 3-7001-3077-5; Druckausgabe: Band 1, Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, Wien 2002,ISBN 3-7001-3043-0.
Edgar Hönsch, Karl Nehring, Holm Sundhaussen (Hrsg.): Lexikon zur Geschichte Südosteuropas. Böhlau, Wien, Köln, Weimar 2004,ISBN 3-8252-8270-8.
Lelja Dobronić: Biskupski i kaptolski Zagreb, Zagreb, 1991.ISBN 86-03-00521-4
Lelja Dobronić: Graditelji i izgradnja Zagreba u doba historijskih stilova, Zagreb, 1983.
Lelja Dobronić: Zagrebački Kaptol i Gornji grad nekad i danas, Zagreb, 1988.