Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ეშმაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთეშმაკი (მრავალმნიშვნელოვანი).
სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან „დაკარგული სამოთხე“, მხატვ.დორე, გუსტავ

სატანა,ეშმაკი,ლუციფერი,ბელზებელი,შაითანიღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი,ქრისტიანული,იუდაიზმისა დაისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.

სატანა — არსისიბნელისა დაქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვესატანისტებისფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.

ტერმინის ქრისტიანულ-იუდეური წარმოშობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ივრითიდანსატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით — „წინააღმდეგობა“, „მოწინააღმდეგე“. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
  • ლუციფერი (სლავ. Денница) — ლათ. „სინათლის მატარებელი“, დილის ვარსკვლავის, პლანეტა„ვენერას“ დასახელება, „განთიადის შვილი“ (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
  • διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
  • იბლისი — ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
  • ვეელზევული (ბაალზვუვი — בעל זבוב)ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ბუზების მბრძანებელი“ — სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.

სატანის ბიბლიური კონცეფცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
„წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“,მიხაელ პახერი.
  • წინასწარმეტყველიეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყოანგელოზის მიერჰერუვიმის წოდებით. იგი იყო„სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდაედემის„ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგიამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდოანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9).
  • ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს —ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
  • ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლებაჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამმოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
  • იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
  • სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), დაიუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველიგნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
  • განსჯის დღეს შეებრძოლებაანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)

სატანის სახე სატანიზმში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ზოგიერთისატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკურიგნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი,მატერიალური და უხილავი —სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილში კი სატანას.
  • სატანისტურისიმბოლიკა დაესთეთიკა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტრის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდაკათოლიკეების მიერ, მათი მტრების —იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ.რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნიშნად (იხ.„ფაუსტი“გოეთე).„შაბაში“ — ეს არის„შაბათის“, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფესოლომონს.რქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღვთიური ნიშანი (იხ. ცხვრის რქა,ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი —„რქიანი“)
  • კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, არაერთი საკითხი, რაც მანამდე უთუო წყევლას იმსახურებდა, განსხვავებული კუთხით წარმოჩნდა, გაიზარდა ინტერესი აკრძალულისადმი. ანტიკლერიკალიზმის გავლენით წინ წამოიწია მეამბოხე ანგელოზის ფიგურამ.რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვამდნენ სატანას, როგორცტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგპროტესტის სიმბოლოს.

სატანა ხელოვნებაში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.

ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას.დანტესღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული — უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე — ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე — ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდებაქერუბიმნის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიანიუდას - უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას — ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.

ჯ. მილტონიდაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებსეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდებაი ვან დელ ვონდელასლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა — მისავე სასარგებლოდ. მხოლოდჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა დაანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბისა და ჯანყის მოყვარულ „დადებით“ გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( „სატანას“კარდუჩი, „ლუციფერი“რასპისარდი, „ლიტანია სატანას“ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვეაქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამაშობს ამ აქსიომით („ანგელოზთა აჯანყება“) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს „რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება - სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთიალდავაოფი“.

ბევრმა არ იცის, რომაკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი, მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა„სულიკოს“ სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი — ღვთიური ციფრია) — ღმერთის სამჰიპოსტასს: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა (სულიკო). ეშმაკის პროტოტიპი აქ არისეკალი.

ალბათ ასევე სიმბოლურიაშავი ყორანი, რომელიცნიკოლოზ ბარათაშვილის„მერანის“ პერსონაჟია; მაგრამ,ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში — „ყინულის დედოფალი“, იგივეშავი ყორანი არის კეთილი მეგობარი, რომელიც გოგონა „ჰერდას“ ასწავლის გზას — ბიჭუნა „კაის“ მოსაძებნად.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეშმაკი&oldid=4574831“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp