ერხაი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები:25°45′48″ ჩ. გ.100°11′15″ ა. გ. / 25.76333° ჩ. გ. 100.18750° ა. გ. /25.76333; 100.18750 | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1972 მ |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 250 კმ² |
მოცულობა | 2,5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 10,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 20,9 მ |
ერხაი (洱海) — ალპური ტბა სამხრეთ-დასავლეთჩინეთში,იუნანის პროვინციაში. მდებარეობსიუნანის მთიანეთზე,[1]ზღვის დონიდან 1972 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 250 კმ², მაქსიმალური სიღრმე 20,9 მ. გაწოლილია ცანშანის მთებისა და უძველეს ქალაქ დალიდან აღმოსავლეთისაკენ. ტბიდან გამოედინება მდინარემეკონგის შენაკადი იანბი. მდიდარია თევზით.
ტბის გარშემო დაშვებულია ფეხით ტურიზმი. ამის წყალობით შესაძლებელია ტბის კვლევა. მის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს გასართობი ცენტრები „Erhai Park“ და „Butterfly Springs“. მოგზაურთათვის ნებადართულია ტბაზე მდებარე რამდენიმე ულამაზეს კუნძულზე გასეირნება.
ადგილობრივ მცხოვრებთათვის ტბა წარმოადგენს კვების მნიშვნელოვან წყაროს. ისინი განთქმულნი არიან თევზჭერის საკუთარი მეთოდებით. მათ მიერ გაწვრთნილიფრინველები იჭერენ თევზს და აძლევენ თევზით მოვაჭრეს, რადგან ყელზე ჩამოცმული რგოლის გამო ვერ ახერხებენ თევზის გადაყლაპვას.
ერხაი მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. ის არის იუნანის სამ მსხვილ ტბას შორის გამორჩეული დიდი რაოდენობით ენდემური თევზის სახეობებით. ერხაიში ცნობილი თევზის 23 სახეობიდან და ქვესახეობიდან 8 ენდემურია. მათ შორის:
ამათ შორის, მხოლოდ ორი სახეობა
იყო რეგისტრირებული 2000 წელს, დანარჩენი სახეობები არ იყვნენ რეგისტრირებული. შესაძლოა, უკანასკნელი წლების მანძილზე გადაშენდნენ. რამდენიმე არაენდემური, მაგრამ აბორიგენი სახეობა ასევე, გამქრალია ტბიდან. პირიქით, ამჟამად, ათზე მეტი შემოტანილი თევზის სახეობა ბინადრობს.
ტბიდან გამქრალია ასევე, რამდენიმე ადგილობრივი ჰიდროფიტის სახეობა.
უწინ ტბა წარმოადგენდანანჯაოს მეფეების დასასვენებელ ადგილს, აგარაკს.